საზოგადოება
ტურიზმი
საქართველოს მოსახლეობას უცხოეთში დასვენება გაუძვირდა - რაში და რამდენს ხარჯავენ მოქალაქეები საზღვარგარეთ მოგზაურობისას

საქართველოს მოსახლეობას უცხოეთში დასვენება გაუძვირდა. ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. უფრო კონკრეტულად, თუ 2025 წლის III კვარტალში უცხოეთში ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 167.2 ლარს შეადგენდა, წელს ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები 1 351.0 ლარამდე გაიზარდა.მთლიანად 2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 835.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის III კვარტალში ეს ხარჯი 699.9 მილიონი ლარი იყო.„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორები საზღვარგარეთ ყველაზე მეტ თანხას საყიდლებზე ხარჯავდნენ, რაც საერთო ხარჯების 31%-ია.უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაწეული ხარჯების განაწილება, ხარჯების კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება (საშუალო ხარჯი ვიზიტზე): საყიდლები 419.1 ლარი; საკვები და სასმელი - 382.5 ლარი; განთავსება - 266.4 ლარი; ადგილობრივი ტრანსპორტი - 137.7 ლარი; გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 62.6 ლარი; სხვა ხარჯები - 82.8 ლარი. ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში გამყვანი ტურიზმის მაჩვენებლები 3.7%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ 823.7 ათასი გასვლა დაფიქსირდა. (2025 წლის III კვარტალში 784.7 ათასი გასვლა) გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

1794635580

1794492960

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - რა იგეგმება დედაქალაქში

თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის და მათზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება.ამასთან, შესყიდვის თანახმად, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა და ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.მერიის გეგმის მიხედვით, საახალწლო სივრცეებში განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ორიგინალური ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები, დახლები, თაღები და საშობაო ნაძვის ხეები.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, მულტიფუნქციური საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საგამოფენო სტენდები, ადგილზე განთავსდება სკამები, მაგიდები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების, თოვლის ბაბუის სახლის, სახელოსნოსა და გასტრონომიული ზონების მოწყობა.ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფორმანსები, ფესტივალები, ვიდეოფილმების ჩვენება და ზღაპრის გმირების მსვლელობები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს თოვლის ბაბუა (სანტა) და შესაბამისი კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები დახვდებიან.შესყიდვა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე სხვადასხვა მომსახურებას. კერძოდ, შესყიდვის ობიექტებია: ინვენტარი და კონსტრუქციები: საშობაო ნაძვის ხე, დეკორაციული ნივთები, საგამოფენო სტენდები და აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის ავეჯი (მაგიდები, სკამები, დახლები) და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები; კულტურულ-გასართობი მომსახურება: ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ბავშვთა გართობის მომსახურება, ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; შემსრულებელთა და არტისტთა მომსახურება: თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრების, ესტრადის მსახიობებისა და მხატვრების მიერ გაწეული მომსახურებები; ტექნიკური და მედია უზრუნველყოფა: გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ფოტოგრაფიული და ვიდეოფილმების ჩვენება-გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

1794464951

საცობების მოსაგვარებლად კახა კალაძე კენტი და ლუწი ნომრების სისტემასა და ზოგიერთ უბანში ფასიან შესვლას განიხილავს

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემას ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია, თუმცა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს მზაობა.კალაძე ამბობს, რომ დღეს თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ავტომობილზე დამოკიდებულება და რაოდენობაა.კალაძის თქმით, მის გუნდს ხშირად აკრიტიკებენ, რომ არ აშენებენ ესტაკადებს, თუმცა "ესტაკადის გაკეთება, არ არის გამოსავალი"."ეს პირიქით, იქნება წახალისება ავტომობილების მიმართულებით. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი - გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა. თავის დროზე, როცა გაკეთდა, გამტარუნარიანობა ჰქონდა, გავიდა დრო გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და დღეს წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ერთ კონკრეტულ ადგილზე რომ გაკეთდეს ესტაკადა, გვეუბნებიან, რომ ეს არაფერს მოგვცემს. შეიძლება კონკრეტული მონაკვეთი დღეს სწრაფად გაიაროს ავტომობილმა, სხვა მონაკვეთზე იგივე პრობლემა შეიქმნება და შეიძლება გაიჭედოს ჩვენი ქუჩებისა და გამზირებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღეს ჩვენ თუ გავაკეთებთ ესტაკადებს და შეიძლება კონკრეტულ მონაკვეთებში თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი, ათი წლის მერე რას ვაკეთებთ? იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით, როდესაც გაიზრდება კიდევ უფრო ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად, ეს არ არის გამოსავალი.ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ გზებს ვავიწროებთ, საავტობუსო "ზოლებს რომ აკეთებთ"... თითქოს ეს იყოს პრობლემა.მარტივი მაგალითი მინდა, მოვიყვანო - აღმაშენებლის ხეივანი, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, არანაირი საავტობუსო ზოლი არ დახაზულა. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე - უბრალოდ, გარკვეულ მონაკვეთებში, კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენად ბევრი ავტომობილი გადაადგილდება.ამით რისი თქმა მინდა, რომ დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა. ის რომ, მერია არაფერს არ აკეთებს.. რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხომ? როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითავისოთ. მაგალითად , თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის", - აღნიშნა კალაძემ "იმედის" ეთერში და დასძინა: ისე არ გამოვა, რომ მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს და პრობლემა არის. არა. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მაშინ ყველამ უნდა გავიჭირვოთ".Ipn.ge

1794408420

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება – პროექტის ღირებულება ₾14.5 მილიონამდე გაიზარდა

ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც თავდაპირველი გეგმით 2025 წელს იყო გათვალისწინებული, დღემდე გრძელდება. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 2024 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ-სი“ გახდა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 13 161 212.46 ლარს შეადგენდა, ხოლო პროექტის დასრულების ვადა 2025 წლისთვის იყო განსაზღვრული.თუმცა, ტენდერის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო ცვლილების შემდეგ, დასრულების თარიღად 2027 წლის 31 დეკემბერია მითითებული.ვადების გარდა შეიცვალა პროექტის ღირებულებაც, ბოლო ინფორმაციით, ხელშეკრულების თანხად 14 477 333 ლარი განისაზღვრა, რომლიდანაც 89% ანუ 12 951 679 ლარი უკვე გადახდილია.ცნობისთვის, რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს შიდა და გარე პერიმეტრის სრულ განახლებას, ასევე მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.


სხვა სიახლეები
პარალელური სამყარო
შესაძლებელია თუ არა პარალელური სამყაროების არსებობა? - რა მტკიცებულებები აქვთ მეცნიერებს

ფილ­მე­ბი­დან და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კი­დან ჩვენ­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი კონ­ცეფ­ცია, სა­დაც ჩვენს გარ­და სხვა, პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბიც არ­სე­ბობს. ეს არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ის­ტო­რია სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და, ან სა­დაც ჩვე­ნი­ვე “სხვა ას­ლე­ბი“ ცხოვ­რო­ბენ. მაგ­რამ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს იდეა მკაც­რი მეც­ნი­ე­რე­ბის გა­და­სა­ხე­დი­დან?ფი­ზი­კო­სე­ბი და კოს­მო­ლო­გე­ბი უკვე ათწლე­უ­ლე­ბია, ცდი­ლო­ბენ უპა­სუ­ხონ კი­თხვას: არ­სე­ბობს თუ არა მულ­ტი­ვერ­სი და შეგ­ვიძ­ლია თუ არა ოდეს­მე სხვა სამ­ყა­რო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა? 1. რა არის მულ­ტი­ვერ­სი ფი­ზი­კა­ში? თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კა­ში “მულ­ტი­ვერ­სი“ არ არის უბ­რა­ლოდ ფან­ტას­ტი­კა; ეს არის თე­ო­რი­უ­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც მკვლევ­რებ­მა მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­მოთ­ვლე­ბი­სა და სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბის შეს­წავ­ლი­სას მი­ი­ღეს.არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი სა­მეც­ნი­ე­რო ჰი­პო­თე­ზა, რომ­ლე­ბიც პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას უშ­ვებს:კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კის “მრა­ვა­ლი სამ­ყა­როს“ ინ­ტერპრე­ტა­ციაერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­ო­რია ეკუთ­ვნის ფი­ზი­კოს ჰიუ ევე­რეტს, რო­მელ­მაც 1957 წელს წა­მო­ა­ყე­ნა კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კის ე.წ. “მრა­ვა­ლი სამ­ყა­როს“ თე­ო­რია.რო­გორ მუ­შა­ობს: კვან­ტურ დო­ნე­ზე ნა­წი­ლა­კებს შე­უძ­ლი­ათ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ევე­რე­ტის თქმით, ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც რა­ი­მე არ­ჩე­ვა­ნი ან კვან­ტუ­რი მოვ­ლე­ნა ხდე­ბა, რე­ა­ლო­ბა იყო­ფა - იქ­მნე­ბა ახა­ლი, გან­შტო­ე­ბუ­ლი სამ­ყა­რო თი­თო­ე­უ­ლი შე­საძ­ლო სცე­ნა­რის­თვის.ეს ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ე­ბი, სა­დაც დი­ნო­ზავ­რე­ბი არ გა­და­შე­ნე­ბუ­ლან, ან სა­დაც თქვენ სრუ­ლი­ად სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეთ. 2. კოს­მო­სუ­რი ინფლა­ცია და “ჯი­ბის სამ­ყა­რო­ე­ბი“ ას­ტრო­ფი­ზი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ აფეთ­ქე­ბა­სა და სამ­ყა­როს სწრაფ გა­ფარ­თო­ე­ბას იკ­ვლე­ვენ, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ჩვე­ნი ხი­ლუ­ლი სამ­ყა­რო მხო­ლოდ ერთი “ბუშ­ტია“ უზარ­მა­ზარ მულ­ტი­ვერსში.რო­გორ მუ­შა­ობს: ამ თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, დიდი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ კოს­მო­სის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში გა­ფარ­თო­ე­ბა სხვა­დას­ხვა სის­წრა­ფით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­დე­გად, შე­იქ­მნა უთ­ვა­ლა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი “ჯი­ბის სამ­ყა­რო“, სა­დაც ფი­ზი­კუ­რი კა­ნო­ნე­ბი, შე­საძ­ლოა, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლიც კი იყოს.ეს სამ­ყა­რო­ე­ბი იმ­დე­ნად შორ­საა ერ­თმა­ნე­თის­გან, რომ სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვის გამო, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. 3. რას ამ­ბო­ბენ სკეპ­ტი­კო­სე­ბი? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლე­ბი ამ თე­ო­რი­ებს უშ­ვებს, ბევ­რი მეც­ნი­ე­რი მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს მულ­ტი­ვერ­სის იდე­ას.მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი სკეპ­ტი­კო­სე­ბი­სა არის ის, რომ პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტულ შე­მოწ­მე­ბას. მეც­ნი­ე­რე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი კი ისაა, რომ თე­ო­რია დამ­ტკი­ცე­ბის­თვის დაკ­ვირ­ვე­ბა­დი უნდა იყოს.ზო­გი­ერ­თი ფი­ზი­კო­სი თვლის, რომ სა­ნამ რა­ი­მე ფი­ზი­კურ კვალს ვერ ვი­პო­ვით სხვა სამ­ყა­რო­ე­ბი­დან, მულ­ტი­ვერ­სი რჩე­ბა ლა­მაზ მა­თე­მა­ტი­კურ ჰი­პო­თე­ზად და არა დამ­ტკი­ცე­ბულ ფაქ­ტად.წყარო: ambebi.ge

სხვადასხვა • 1794721980

ტურიზმი
საქართველოს მოსახლეობას უცხოეთში დასვენება გაუძვირდა - რაში და რამდენს ხარჯავენ მოქალაქეები საზღვარგარეთ მოგზაურობისას

საქართველოს მოსახლეობას უცხოეთში დასვენება გაუძვირდა. ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. უფრო კონკრეტულად, თუ 2025 წლის III კვარტალში უცხოეთში ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 167.2 ლარს შეადგენდა, წელს ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები 1 351.0 ლარამდე გაიზარდა.მთლიანად 2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 835.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის III კვარტალში ეს ხარჯი 699.9 მილიონი ლარი იყო.„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორები საზღვარგარეთ ყველაზე მეტ თანხას საყიდლებზე ხარჯავდნენ, რაც საერთო ხარჯების 31%-ია.უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაწეული ხარჯების განაწილება, ხარჯების კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება (საშუალო ხარჯი ვიზიტზე): საყიდლები 419.1 ლარი; საკვები და სასმელი - 382.5 ლარი; განთავსება - 266.4 ლარი; ადგილობრივი ტრანსპორტი - 137.7 ლარი; გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 62.6 ლარი; სხვა ხარჯები - 82.8 ლარი. ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში გამყვანი ტურიზმის მაჩვენებლები 3.7%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ 823.7 ათასი გასვლა დაფიქსირდა. (2025 წლის III კვარტალში 784.7 ათასი გასვლა) გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საზოგადოება • 1794635580

 Claude
ხელოვნური ინტელექტის გიგანტი Wall Street-ზე გასასვლელად ემზადება

ელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია Anthropic უოლ-სტრიტზე გასასვლელად ემზადება. CNN-ის ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც Claude-ის ჩატბოტი შექმნა, ნოემბრის მეორე ნახევარში საფონდო ბირჟაზე შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO) წარდგეს. ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება და აჩვენებს, შეძლებს თუ არა კომპანია უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მისიის შენარჩუნებას საჯარო კომპანიის ფინანსური ვალდებულებების პირობებში.Anthropic-ის კორპორაციული სტრუქტურა განსხვავდება ტრადიციული საჯარო კომპანიებისგან. ის რეგისტრირებულია როგორც საზოგადოებრივი სარგებლის კორპორაცია (Public Benefit Corporation), რაც გულისხმობს, რომ აქციონერთა ფინანსურ ინტერესებთან ერთად კომპანიამ საკუთარი მისია და საზოგადოების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, კომპანიის დამფუძნებლები ხმის უფლების 50.1%-ს ფლობენ, რაც მათ საქმიანობაზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.კომპანიაში მოქმედებს ასევე სპეციალური ორგანო — გრძელვადიანი სარგებლის ტრასტი (Long-Term Benefit Trust), რომლის წევრებსაც კომპანიის შვიდკაციან დირექტორთა საბჭოში ოთხი დირექტორის დანიშვნის უფლება აქვთ. ტრასტის წევრები კომპანიის აქციებში ფინანსურ წილს არ ფლობენ, რაც მათი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ემსახურება.თუმცა საფონდო ბირჟაზე გასვლა Anthropic-ისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის. საჯარო კომპანიებს ინვესტორებისგან მოგებისა და ზრდის შედეგების მუდმივი მოლოდინი აქვთ, რაც შესაძლოა უსაფრთხოების მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ფინანსური ანალიტიკოსების შეფასებით, Anthropic-ის მმართველობის მოდელის მდგრადობა განსაკუთრებით მაშინ გამოიცდება, თუ კომპანიის ფინანსური შედეგები მოლოდინს ვერ გაამართლებს ან დამფუძნებლებს, დირექტორთა საბჭოსა და ინვესტორებს შორის უთანხმოება წარმოიქმნება.

მსოფლიო • 1794635520

bog
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში  ჩატარდა

საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები,  თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის. ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზედეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი  განათლების მთავარი მხარდამჭერი.

ბიზნესი • 1794577606

bog
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად

გულშემატკივრობა მხოლოდ მატჩის დღეებით არ შემოიფარგლება - საყვარელი გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ფეხბურთის ქომაგებისთვის Fan Card-ის განახლებული დიზაინები წარადგინა.საქართველოს ბანკის მიზანია, საგულშემატკივრო ბარათი ქომაგებისთვის განუყოფელ ნაწილად აქციოს - ნივთად, რომელიც მომხმარებლებს ნაკრებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაში დაეხმარება, როგორც მატჩის დროს, ისე ყოველდღიურად.Fan Card სადებეტო ტიპის ბარათია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ბარათი  ბარათი ეროვნული დროშითა და ნაკრების სიმბოლიკით 23 განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული ნაკრების ფეხბურთელების ნომრებს უკავშირდება. 14-17 ნოემბრის თამაშების ფარგლებში კი ბარათების დიზაინი განახლდება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს -  არ გაჩერდე, მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად და აიღე Fan Card. 

ბიზნესი • 1794574488

SPRIBE
ქართული ტექნოლოგიებისა და კულტურის ტრიუმფი SiGMA Rome-ზე: SPRIBE iGaming ინდუსტრიის ლიდერობას ინარჩუნებს

რომში გამართული SiGMA World 2026, რომელიც iGaming სფეროს მთავარ გლობალურ პლატფორმად მიიჩნევა, წელს 30 ათასზე მეტ საერთაშორისო სტუმარსა და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას მასპინძლობდა. ამ გრანდიოზულ ასპარეზზე წლის მთავარი აღიარება ქართულმა დეველოპერულმა კომპანია SPRIBE-მა მოიპოვა, რომლის გამორჩეული სტენდიც საგამოფენო სივრცის მიზიდულობის ცენტრად იქცა.Fiera Roma-ს საექსპოზიციო დარბაზში ათასობით ვიზიტორის ყურადღება, პირველ რიგში, SPRIBE-ის ქრაშ-ტიპის თამაშმა Aviator-მა მიიქცია, რომლის გვერდითაც კომპანიამ თავისი სხვა ინოვაციური პროდუქტებიც წარადგინა.  თუმცა SPRIBE-მა იტალიის დედაქალაქში მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევები არ ჩაიტანა. საგამოფენო სივრცეში შეკრებილებს კომპანიამ ქართული კულტურაც ფართოდ გააცნო - სამდღიანი ექსპოზიციის ერთ-ერთი დღე ქართული ცეკვის შთამბეჭდავი პერფორმანსით გაიხსნა.„SiGMA-ზე ყოველწლიურად 30 000-ზე მეტი ადამიანი, ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები და ლიდერები იყრიან თავს. ტრადიციულად, SPRIBE-ს ყველაზე გამორჩეული და საამაყო სტენდი ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის გაზიარება შევძელით. ვცდილობთ, ქართული სული ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ. მათ ეს ძალიან ხიბლავთ და ჩვენ შორის მჭიდრო კავშირს ამყარებს, ბიზნესში კი ასეთ ურთიერთობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO. საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირს ეფუძნება ურთიერთობა UFC-ს ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან, რომელიც რომში სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. იტალიის დედაქალაქში ჩავიდა UFC-ს ცნობილი ამერიკელი კონტენტკრეატორი ნინა დრამაც. SPRIBE-ის ფლაგმანი თამაშის AVIATOR-ის ამბსადორებთან სტუმრებს სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ამასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სტენდის კიდევ ერთმა ექსკლუზიურმა კუთხემ, სადაც მსოფლიოში ცნობილი საათების ბრენდის Jacob & Co-ს უნიკალური მოდელები იყო წარმოდგენილი. ვიზიტორებს მათი მორგების შანსიც მიეცათ.წარმატებული წარდგენა გლობალური აღიარებით დასრულდა. SiGMA World 2026-ზე „სპრაიბმა“ სამი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კომპანია ბაზარზე უმაღლეს სტანდარტს ქმნის. „iGaming ინდუსტრიაში სამი მთავარი, ყველაზე მასშტაბური ექსპოზიცია იმართება ბარსელონაში, ლისაბონსა და რომში. ძალიან საამაყოა, რომ ყველა ამ გლობალურ პლატფორმაზე SPRIBE მოგებული პრიზების რაოდენობით მუდმივად ტოპ-სამეულშია. რომის SiGMA-ზე მოპოვებული ეს სამი ჯილდო კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ მივყვებით ბაზარს, არამედ თავად ვქმნით ინდუსტრიის სტანდარტს და გლობალურ ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - დავით ნატროშვილი. რომის საგამოფენო დღეების პარალელურად, SPRIBE-მა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პარტნიორები ისტორიულ Villa Miani-ში ექსკლუზიურ მიღებაზე შეკრიბა. დახურულ საღამოზე სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული, ავთენტიკური ხასიათი შესძინა. ქართველი ბიზნესმენის, დავით ნატროშვილის მიერ 2018 წელს დაფუძნებული SPRIBE დღეს გლობალური iGaming ინდუსტრიის ლიდერი და ისეთი გიგანტების პარტნიორია, როგორებიცაა UFC, AC Milan და WWE. კომპანიის წლიური შემოსავალი 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ჯამური საბაზრო შეფასება დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარია.   

ბიზნესი • 1794571980