საზოგადოება
რეკლამა
9 მარკეტინგული კამპანია, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა

კვლევების თანახმად, თანამედროვე ადამიანი დღეში 10 000-მდე მარკეტინგულ გზავნილს ხედავს, რაც ბრენდებისთვის მომხმარებლის მეხსიერებაში დარჩენა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.წარმოგიდგენთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და დასამახსოვრებელ სარეკლამო კამპანიას, რომლებმაც არა მხოლოდ ბრენდების ფინანსური მდგომარეობა გარდაქმნეს, არამედ საზოგადოების ჩვევებიც კი შეცვალეს.ციტრუსის ბუმითა და ლუდით დაწყებული რევოლუცია: Sunkist, Guinness და Coca-ColaSunkist Oranges (1907): XX საუკუნის დასაწყისში კალიფორნიაში ფორთოხლის ჭარბმა წარმოებამ ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. 1907 წელს სააგენტო Lord & Thomas-მა ფერმერები ბრენდ „Sunkist“-ის ქვეშ გააერთიანა და ფორთოხლის წვენი ყოველდღიურ, საუზმის აუცილებელ პროდუქტად აქცია.Guinness (1929): 1929 წელს ირლანდიურმა ლუდმა გამოიყენა სლოგანი „Guinness is good for you“ (გინესი სასარგებლოა შენთვის). ექიმების მიერ რეკომენდებულმა სასმელმა, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი, სამი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი პოპულარობა შეინარჩუნა.Coca-Cola (1930-იანი წლები): 1930-იან წლებში კოკა-კოლამ სანტა კლაუსის წითელ-თეთრი იმიჯი ჟურნალებში გაარეკლამა. ამ სვლამ განაზღვრა სანტას თანამედროვე სახე და ზამთრის სეზონზე გაყიდვების მკვეთრი ზრდა უზრუნველყო.ალმასები, ყავის შესვენება და „პატარაზე ფიქრი“: De Beers, Pan American Coffee Bureau და VolkswagenDe Beers (1948): 1948 წლამდე ალმასის ნიშნობის ბეჭდის ჩუქების ტრადიცია გავრცელებული არ იყო. De Beers-მა სლოგანით „A diamond is forever“ (ბრილიანტი სამუდამოა) ბაზარი სრულად გარდაქმნა, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალი 1939 წლის 23 მილიონი დოლარიდან 1979 წელს 2.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.Pan American Coffee Bureau (1952): ოფისებში ყავის შესვენების (Coffee-Break) კულტურა სწორედ 1952 წლის სარეკლამო კამპანიამ დამკვიდრდა, რომელიც თანამშრომლებს ყავის შესვენებისკენ მოუწოდებდა.Volkswagen (1959): 1959 წელს ფოლკსვაგენის კამპანიამ „Think Small“ (იფიქრე პატარაზე) ამერიკელების დამოკიდებულება გერმანული ავტომობილებისადმი შეცვალა. 1970 წლისთვის VW Beetle-ის გაყიდვებმა რეკორდულ 570,000 ერთეულს მიაღწია.Clairol (1962): კამპანიამ „Does she or doesn't she?“ თმის შეღებვა ბუნებრივ და მიღებულ პროცესად აქცია. ათ წელიწადში ინდუსტრიის გაყიდვები 25 მილიონიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.American Express (1975): ცნობილმა სლოგანმა „Don't leave home without it“ (სახლიდან მის გარეშე ნუ გახვალ) ბრენდი ბარათების გლობალურ ლიდერად აქცია.Apple (1984): რიდლი სკოტის მიერ გადაღებულმა სუპერბოულის რეკლამამ Macintosh-ის გამოშვა გააჟღერა, რასაც მომდევნო 3 თვეში 155 მილიონი დოლარის გაყიდვები მოჰყვა.წყარო: lovemoney.com

1793427180

1793105220

„ყველა მკვეთრ ქუჩასთან შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი მოეწყობა“ - რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე სამოძრაო სქემა შეიცვლება

„ყველა მკვეთრ ქუჩასთან შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი მოეწყობა,“ - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში რუსთაველის გამზირის ახალი სამოძრაო სქემის შესახებ საუბრისას განაცხადა.შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში, ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 20.487 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.როგორც გავრცელებული რენდერებით ხდება ცნობილი, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყობა ბასლეინი, ველობილიკი. ასევე ფოტოებიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკის მოედანზე გეგმავენ ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას. იგეგმება რამდენიმე ზებრა გადასავლელის მოწყობაც."როგორც იცით რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება საგზაო მოძრაობა. მთავარი ცვლილება რაც ხდება იქნება ის რომ, თუ ახლა სატრანზიტო მოძრაობაა გამზირზე, რეაბილიტაციის შემდეგ ეს აღარ იქნება საჭირო.ვგულისხმობ შემდეგს: დღეს თავისუფლების მოედნიდან თუ მოძრაობს ავტომობილი, აუცილებლად უნდა დატრიალდეს ზეთისხილის ხესთან, რათა მოხვდეს ჭავჭავაძის ქუჩაზე ან ლესია უკრაინკას ქუჩაზე.თუმცა, ახალი სქემით, როდესაც უკვე რეაბილიტაცია დასრულდება, ყველა მკვეთრ ქუჩასთან მოეწყობა შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი, სადაც მარცხნივ ახვევით ან ჩახვევით შესაძლებელი იქნება მოძრაობის გაგრძელება, როგორც მთაწმინდის ზემო ქუჩებზე, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.სამანქანო ნაკადის დაახლოებით 30% სწორედ იმიტომ გადიოდა რუსთაველის გამზირს, რომ ზეთისხილის ხესთან დატრიალებულიყო, შესაბამისად ეს 30% მოაკლდება რუსთაველის გამზირის ნაკადს," - აღნიშნა ბაგაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

1793003699

"შესაძლებელია, 1000 ლარით დაჯარიმდეთ" - რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძიძასთან ურთიერთობის დროს

როდის ირღვევა დეკრეტული და ზეგანაკვეთური უფლებები, რა რისკებს მალავს ქონების გადაფორმება და ძიძის ფარული კონტროლი, რას ამბობს კანონი მაშინ, როცა მოქალაქეს ქვეყანაში უკანონოდ აბრუნებენ? - ამ და სხვა სოციალურ-სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს “კვირის პალიტრასთან” პასუხობს.- ვმუშაობ კერძო კომპანიაში, მყავს ორი შვილი, პატარა არის ერთ წლამდე ასაკის. ვითხოვ­ შრომის კოდექსიდან გამომდინარე დამა­ტებით ერთსაათიან შესვენებას, თუმცა კომპანიაში­ მეუბნებიან, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საჯარო სამსახურში. რამდენად სამართლიანია ეს? კანონით რა უფლებები მაქვს? თუ ამის გამო გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ვიჩივლო სასამართლოში, მექნება მოგების შანსი?- შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განი­საზღვროს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები, მიმართეთ შრომის ინსპექციას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში დასაქმებულებზე. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ თქვენი საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ თქვენი გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. თქვენს დამსაქმებელს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენ მიერ საჩივრის შეტანის ფაქტს მიუთითებდეს. დაინტერესებული პირის საჩივრის მიღებიდან შრომის ინსპექციის სამსახური სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.- ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?- მსგავს შემთხვევაში კრედიტორი ყოველთვის ამოწმებს მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის­ შემდეგ ქონება ოჯახის წევრზე გადაფორმდა, კრედიტორს შეუძლია სასამართლოში კრედიტის დაბრუნებასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ქონების გასხვისების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ მოვალემ თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა ქონება ოჯახის წევრზე და რომ ეს ემსახურება სამოქალაქო პასუხისმგებლობის­თვის თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში ქონებაზე პასუხისმგებლობის მიქცევა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაზე.- მყავს ძიძა, მაქვს თუ არა უფლება სახლში ფარულად დავაყენო კამერები?- თქვენი სურვილი, რომ გააკონტროლოთ ძიძის ქცევა ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, სრულიად გასაგებია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ფარული ვიდეოკონტროლის საკითხი საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდეთ 1.000 ლარით. 'საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის მიხედვით, ვიდეოჩაწერა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხოლო მისი ფარულად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი არის კერძო სივრცე და თქვენ გაქვთ საკუთრების უფლება, ეს არ გაძლევთ ავტომატურად უფლებას სხვა პირი, მათ შორის ძიძა, ფარულად გადაიღოთ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად. შეგიძლიათ სახლში დაამონტაჟოთ ვიდეოკამერები, თუმცა იმისათვის, რომ არ დაჯარიმდეთ, აუცილებელია შესაბამისი სტიკერით აღნიშვნა და ინფორიმირება. სამართლებრივად უფრო უსაფრთხო და სწორი გზა იქნება, თუ წინასწარ აცნობებთ ძიძას, რომ სახლში დამონტაჟებულია კამერები და მიიღოთ მისი თანხმობა.გააგრძელეთ კითხვა

1792735346

„ავტოსკოლების მომსახურება გაძვირდა“ - Buki Driving School

ბოლო 8 თვეში, საერთაშორისო ბირჟებზე, თითქმის, 80%-ით გაძვირებულმა ნავთობმა გამოწვევები ავტოსკოლებისთვისაც შექმნა.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Buki Driving School-ის დამფუძნებელმა, სალომე ბუკიამ განუცხადა, ნავთობის გლობალურმა ფასებმა საწვავი მნიშვნელოვნად გააძვირა საქართველოშიც, რამაც ავტოსკოლები იძულებულები გახადა, სერვისზე ფასები გაეზარდათ.„ბოლო 1 თვეში, მოგვიწია პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება 20%-ის ფარგლებში დაგვეკორექტირებინა. საწვავის ფასის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს მანქანის ცვეთის საკითხიც. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ქალაქში, დღის ნებისმიერი მონაკვეთში მძიმე საცობებია, ამის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობა ავტომატურად იზრდება, შედეგად კი - იმატებს მანქანის ცვეთის კოეფიციენტიც. აქედან გამომდინარე, ტარიფების გადახედვისას, ეს საკითხიც გავითვალისწინეთ“, - აღნიშნა სალომე ბუკიამ.აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავტოსკოლების მომსახურებაზე ფასების მატება, დაახლოებით, 3-4 წლის წინ დაიწყო. კერძოდ, როგორც თავად ავტოსკოლების წარმომადგენლები განმარტავენ, ინფლაციური პროცესების გამო, მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის, პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება, ბოლო წლებში, ჯამში, 30-40%-ით არის გაზრდილი. პირობითად, თუ გასულ წლებში, პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება 30 ლარის ფარგლებში იყო, ახლა უკვე 50-60 ლარს აღწევს. მომატებულია თეორიული გაკვეთილების ღირებულებაც.მიუხედავად, სწავლაზე ტარიფების ზრდისა, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში სტაბილურად მზარდია. 2026 წლის მხოლოდ 9 თვეში, ქვეყანაში სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლება 36 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა - მაშინ, როდესაც გასული 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში ჯამში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა.bp.ge


სხვა სიახლეები
ჩინეთი
ქვეყნები, რომლებსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვთ - Visual Capitalist-ის მიმოხილვა

პაკისტანში მდებარე ელექტროსადგურებიდან დაწყებული, აღმოსავლეთ აფრიკის რკინიგზით დამთავრებული - ჩინურმა სესხებმა განვითარებადი სამყაროს მასშტაბით უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას შეუწყო ხელი. თუმცა, ამ ინვესტიციებმა რიგი ქვეყნები სერიოზული ფინანსური ვალდებულებების წინაშე დააყენა, რამაც ვალის მდგრადობასა და ჩინეთზე ფინანსურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.Visual Capitalist მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ვალის სტატისტიკის (International Debt Statistics) მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ ქვეყნების რეიტინგს, რომელთაც ჩინელი კრედიტორების წინაშე ყველაზე მაღალი საგარეო ვალი (გრძელვადიანი სახელმწიფო და სახელმწიფო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალი) ერიცხებათ.„ყველა ამინდის სტრატეგიული პარტნიორები“რეიტინგს სათავეში პაკისტანი უდგას, რომლის ვალი ჩინელი კრედიტორების მიმართ 22.38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 8 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება მეორე ადგილზე მყოფ ანგოლას მაჩვენებელს. სამხრეთ აზიის ამ ქვეყანას პეკინთან ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური კავშირები აქვს. აქედან გამომდინარე, მხარეები თავიანთ ურთიერთობას „ყველა ამინდის სტრატეგიულ პარტნიორობას“ უწოდებენ. ჩინურმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო მსხვილ ინვესტიციებს პაკისტანის ენერგეტიკასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში.როგორც უკვე აღინიშნა, მეორე ადგილზეა ანგოლა 14.4 მილიარდი აშშ დოლარით. პეკინსა და ანგოლას შორის ფინანსური ურთიერთობები ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პერიოდში გაღრმავდა, რაც 2004 წელს 2-მილიარდიანი საკრედიტო ხაზით დაიწყო და ქვეყნის აღდგენის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა.10 ქვეყანა, რომელსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვსუფრო კონკრეტულად კი, Visual Capitalist-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი ჩინური ვალის მქონე 10 ქვეყანის ჩამონათალი ასეთია: პაკისტანი - 22.38 მლრდ აშშ დოლარი; ანგოლა - 14.40 მლრდ აშშ დოლარი; შრი-ლანკა - 8.69 მლრდ აშშ დოლარი; ეთიოპია - 7.44 მლრდ აშშ დოლარი; ბანგლადეში - 6.63 მლრდ აშშ დოლარი; ეგვიპტე - 5.91 მლრდ აშშ დოლარი; კენია - 5.37 მლრდ აშშ დოლარი; ზამბია - 5.33 მლრდ აშშ დოლარი; ნიგერია - 5.32 მლრდ აშშ დოლარი; ლაოსი - 5.31 მლრდ აშშ დოლარი. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, კენიის 5.37 მილიარდი დოლარის ვალი ნათელი მაგალითია იმისა, თუ საით მიემართება ეს დაფინანსება. ჩინურმა სესხებმა დაფარა მომბასა-ნაირობის რკინიგზის მშენებლობის ღირებულების დაახლოებით 90%, რომელმაც ქვეყნის დედაქალაქი მთავარ საზღვაო პორტთან დააკავშირა.აღსანიშნავია, რომ ეს პროექტები შემოსავალს თვითონ ჩინურ კომპანიებსაც უგენერირებს. ჩინურმა კონტრაქტორებმა ააშენეს როგორც კენიის, ისე ადის-აბება-ჯიბუტის რკინიგზა, სადაც ჩინური ფირმები აღჭურვილობის მიწოდებასა და ექსპლუატაციაშიც იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად, დაკრედიტება ხელს უწყობს საზღვარგარეთ ჩინურ საინჟინრო მომსახურებასა და ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდას.ეკონომიკური დერეფანი და გადავადებული ვალებიჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი (CPEC) აერთიანებს ელექტროსადგურებს, გადამცემ ხაზებსა და სატრანსპორტო პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირებასა და კავშირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.დასრულებულმა პროექტებმა პაკისტანის ენერგოსისტემას 8 900 მეგავატზე მეტი სიმძლავრე დაამატა, ხოლო 900 კილომეტრზე მეტი მაგისტრალი და ავტომაგისტრალი აშენდა.ამასთან, ფინანსური ურთიერთობა არსებული ვალების მართვაზეც ვრცელდება. ჩინეთმა პაკისტანს 2 მილიარდი აშშ დოლარის სესხის დაფარვის ვადა კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა, რამაც ისლამაბადს ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამაზე მუშაობისას სოლიდური გადასახადის გადავადების საშუალება მისცა.„ვალის ხაფანგის დიპლომატია?"როგორც Visual Capitalist-ი წერს, სოლიდურმა ვალებმა გააჩინა ეჭვები ზოგიერთი ქვეყნის მიერ ჩინელი კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შესრულების უნართან დაკავშირებით. მაგალითად, კონგოს რესპუბლიკას 2.97 მილიარდი დოლარი მართებს, რაც მისი წლიური მშპ-ის მეათედზე მეტია.პუბლიკაციის მიხედვით, ჩინეთის დაკრედიტების პრაქტიკამ ასევე გამოიწვია ბრალდებები „ვალის ხაფანგის დიპლომატიასთან“ დაკავშირებით - კონცეფცია გულისხმობს, რომ მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა სესხებმა შესაძლოა შექმნას ფინანსური დამოკიდებულება ან სტრატეგიული ბერკეტი. შრი-ლანკა, რომელსაც ჩინელი კრედიტორების წინაშე 8.69 მილიარდი დოლარის ვალი აქვს, ამ დებატებში ხშირად სახელდება ჰამბანტოტას პორტის პროექტის გამო. თუმცა, ჩინური სესხების ეს ინტერპრეტაცია სადავოა და მკვლევრები ყურადღებას მსესხებელი ქვეყნების ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებენ.

მსოფლიო • 1793427240

რეკლამა
9 მარკეტინგული კამპანია, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა

კვლევების თანახმად, თანამედროვე ადამიანი დღეში 10 000-მდე მარკეტინგულ გზავნილს ხედავს, რაც ბრენდებისთვის მომხმარებლის მეხსიერებაში დარჩენა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.წარმოგიდგენთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და დასამახსოვრებელ სარეკლამო კამპანიას, რომლებმაც არა მხოლოდ ბრენდების ფინანსური მდგომარეობა გარდაქმნეს, არამედ საზოგადოების ჩვევებიც კი შეცვალეს.ციტრუსის ბუმითა და ლუდით დაწყებული რევოლუცია: Sunkist, Guinness და Coca-ColaSunkist Oranges (1907): XX საუკუნის დასაწყისში კალიფორნიაში ფორთოხლის ჭარბმა წარმოებამ ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. 1907 წელს სააგენტო Lord & Thomas-მა ფერმერები ბრენდ „Sunkist“-ის ქვეშ გააერთიანა და ფორთოხლის წვენი ყოველდღიურ, საუზმის აუცილებელ პროდუქტად აქცია.Guinness (1929): 1929 წელს ირლანდიურმა ლუდმა გამოიყენა სლოგანი „Guinness is good for you“ (გინესი სასარგებლოა შენთვის). ექიმების მიერ რეკომენდებულმა სასმელმა, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი, სამი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი პოპულარობა შეინარჩუნა.Coca-Cola (1930-იანი წლები): 1930-იან წლებში კოკა-კოლამ სანტა კლაუსის წითელ-თეთრი იმიჯი ჟურნალებში გაარეკლამა. ამ სვლამ განაზღვრა სანტას თანამედროვე სახე და ზამთრის სეზონზე გაყიდვების მკვეთრი ზრდა უზრუნველყო.ალმასები, ყავის შესვენება და „პატარაზე ფიქრი“: De Beers, Pan American Coffee Bureau და VolkswagenDe Beers (1948): 1948 წლამდე ალმასის ნიშნობის ბეჭდის ჩუქების ტრადიცია გავრცელებული არ იყო. De Beers-მა სლოგანით „A diamond is forever“ (ბრილიანტი სამუდამოა) ბაზარი სრულად გარდაქმნა, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალი 1939 წლის 23 მილიონი დოლარიდან 1979 წელს 2.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.Pan American Coffee Bureau (1952): ოფისებში ყავის შესვენების (Coffee-Break) კულტურა სწორედ 1952 წლის სარეკლამო კამპანიამ დამკვიდრდა, რომელიც თანამშრომლებს ყავის შესვენებისკენ მოუწოდებდა.Volkswagen (1959): 1959 წელს ფოლკსვაგენის კამპანიამ „Think Small“ (იფიქრე პატარაზე) ამერიკელების დამოკიდებულება გერმანული ავტომობილებისადმი შეცვალა. 1970 წლისთვის VW Beetle-ის გაყიდვებმა რეკორდულ 570,000 ერთეულს მიაღწია.Clairol (1962): კამპანიამ „Does she or doesn't she?“ თმის შეღებვა ბუნებრივ და მიღებულ პროცესად აქცია. ათ წელიწადში ინდუსტრიის გაყიდვები 25 მილიონიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.American Express (1975): ცნობილმა სლოგანმა „Don't leave home without it“ (სახლიდან მის გარეშე ნუ გახვალ) ბრენდი ბარათების გლობალურ ლიდერად აქცია.Apple (1984): რიდლი სკოტის მიერ გადაღებულმა სუპერბოულის რეკლამამ Macintosh-ის გამოშვა გააჟღერა, რასაც მომდევნო 3 თვეში 155 მილიონი დოლარის გაყიდვები მოჰყვა.წყარო: lovemoney.com

საზოგადოება • 1793427180

bog
გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ფინანსურ სამიტზე გამოცდილება გააზიარა

გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, თბილისის ფინანსურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა.სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის თანაორგანიზებით გაიმართა და ფინანსური სექტორის ლიდერებს შორის დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მთავარი თემები ფინანსური ბაზრების განვითარება, კაპიტალის ბაზრის ახალი შესაძლებლობები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ციფრული ფინანსური ინფრასტრუქტურა იყო.გიორგი კუპრაშვილმა მონაწილეობა მიიღო AIFC Connect: Tbilisi 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ყაზახეთისა და საქართველოს ფინანსურ სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებისა და ბაზრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო. დისკუსიის ფარგლებში, გიორგი კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებისა და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.გალტ & თაგარტი როგორც პირველი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ბიზნესს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს.

ბიზნესი • 1793359160

bog
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.სტიპენდიატების შერჩევისას უნივერსიტეტები აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს აფასებენ. შერჩევის პირველ ეტაპზე განიხილება განაცხადები, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება იმართება. ამასთან, თითოეული უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.geშესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე. 

ბიზნესი • 1793352689

გაზის ტარიფი
„გაზს იმდენი რესურსი აქვს, საერთოდ უნდა გაიაფდეს - ტარიფის გაზრდის ლოგიკას ვერ ვხვდები, ვინც მეტს მოიხმარს, არ ნიშნავს, რომ უკეთეს სოციალურ მდგომარეობაშია“ - ენერგეტიკოსი

„მეტის მოხმარების გამო ტარიფის გაზრდის ლოგიკას ვერ ვხვდები - გაზს იმდენი რესურსი აქვს, რომ გაძვირების ნაცვლად, საერთოდ უნდა გაიაფდეს“, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.მისი შეფასებით, წყალსა და გაზზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფების დაწესება სწორი მიდგომა არ არის, რადგან მეტი რესურსის მოხმარება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მომხმარებელს უკეთესი სოციალური მდგომარეობა აქვს.ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, სემეკ-ს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს.მიღებული კანონის თანახმად, სემეკ-ი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.„ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. შეიძლება მეტი მოვიხმარო და რატომ უნდა გადავიხადო მეტი?! პირიქით, მაგალითად სავაჭრო სფეროში რაც მეტს ყიდულობ, ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებს იხდი. აქ რატომ ხდება პირიქით?მესმის, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეიძლება გადასახადი შეუმცირო, მაგრამ არ უნდა გაძვირდეს ტარიფი მეტი მოხმარების შემთხვევაში. მათ შევუმციროთ გადასახადი, მაგრამ სხვებს ნუ გაუძვირებთ. ეს აუცილებელი არ არის.მით უმეტეს, გაზს იმდენი რესურსი აქვს, რომ გაძვირების ნაცვლად, საერთოდ უნდა გაიაფდეს,“ - განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.ენერგეტიკოსის განმარტებით, მოხმარების მოცულობის მიხედვით ტარიფის განსაზღვრა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მომხმარებელს შესაძლოა მეტი გაზი საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე სჭირდებოდეს და არა მისი ფინანსური შესაძლებლობების გამო.მაგალითად, როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, თუ ადამიანს მემკვიდრეობით დიდი სახლი დარჩა, მას შესაძლოა საცხოვრებლის გასათბობად მეტი გაზის მოხმარება დასჭირდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი მომხმარებლისთვის გადასახადის გაზრდა სამართლიანი იქნება.„ვინც მეტს მოიხმარს, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ უკეთეს სოციალურ მდგომარეობაშია. მაგალითად, მშობლებმა ადამიანს დიდი სახლი დაუტოვეს, რომელსაც გათბობისთვის მეტი გაზი სჭირდება. რატომ უნდა გადაახდევინო ამის გამო ზედმეტი?!გაზს თავისი ტარიფი აქვს. კიდევ ვამბობ, სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანს შეუმცირე გადასახადი, მაგრამ მას, ვინც მეტს მოიხმარს, ნუ გაუზრდი. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა თემურ ჭიჭინაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.კითხვაზე, ბუნებრივი გაზის ტარიფის შემცირების რა რესურსი არსებობს? - ენერგეტიკოსი ყურადღებას გაზმომარაგების პროცესში შუამავალი კომპანიების არსებობაზე ამახვილებს.მისი თქმით, საქართველოს საზღვრიდან მომხმარებლამდე გაზის მიწოდების პროცესში სამი აზერბაიჯანული შუამავალი კომპანია მონაწილეობს, რომელთა საქმიანობისა და როლის გადახედვამ, მისი შეფასებით, შესაძლოა ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობა შექმნას.„ენერგეტიკაში შუამავალი კომპანიები ხომ ამოიღეს. დღეს ბუნებრივი გაზის სექტორში სამი შუამავალი კომპანიაა (სამი აზერბაიჯანული კომპანია), რომელიც საქართველოს საზღვრიდან მომხმარებლამდე გაზის მიწოდების პროცესს განაგებს.წარმოიდგინეთ, ეს არის შუამავალი რგოლი, რომელსაც დამატებითი ნამატი აქვს. თუ ამ რგოლებსაც ამოვიღებთ, რაც თავად ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დაიზოგება“, - ამბობს თემურ ჭიჭინაძე.რაც შეეხება წყალმომარაგებას, ენერგეტიკოსის თქმით, მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული ტარიფების დაწესება დამატებით კითხვებს აჩენს, მათ შორის მოსახლეობის დიდი ნაწილის გამრიცხველიანების არარსებობის გამო [მოსახლეობის ნაწილი სულადობრივ გადასახადზეა].ამასთან, მისი შეფასებით, თუ წყლისა და გაზის ტარიფის ზრდა წარმოებებზეც აისახება, ეს საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს და დამატებითი ხარჯის გადახდა კვლავ მოსახლეობას მოუწევს.BPN

ენერგეტიკა • 1793341980

ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 ოქტომბერს საქართველოში

30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზე იქნება, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.მზე ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც მზიანი დღეა. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში მზეა. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდი იქნება. დღისით +20 გრადუსი, ხოლო ღამით +6 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.ნალექს არ ელოდებიან ახალქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +8 დაფიქსირდება.ბორჯომში უნალექო დღეა, +15 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება მზე.გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, +10 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. არ იწვიმებს.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი დღე იქნება თელავში, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

სხვადასხვა • 1793341798