საზოგადოება
ძიძა
"შესაძლებელია, 1000 ლარით დაჯარიმდეთ" - რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძიძასთან ურთიერთობის დროს

როდის ირღვევა დეკრეტული და ზეგანაკვეთური უფლებები, რა რისკებს მალავს ქონების გადაფორმება და ძიძის ფარული კონტროლი, რას ამბობს კანონი მაშინ, როცა მოქალაქეს ქვეყანაში უკანონოდ აბრუნებენ? - ამ და სხვა სოციალურ-სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს “კვირის პალიტრასთან” პასუხობს.- ვმუშაობ კერძო კომპანიაში, მყავს ორი შვილი, პატარა არის ერთ წლამდე ასაკის. ვითხოვ­ შრომის კოდექსიდან გამომდინარე დამა­ტებით ერთსაათიან შესვენებას, თუმცა კომპანიაში­ მეუბნებიან, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საჯარო სამსახურში. რამდენად სამართლიანია ეს? კანონით რა უფლებები მაქვს? თუ ამის გამო გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ვიჩივლო სასამართლოში, მექნება მოგების შანსი?- შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განი­საზღვროს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები, მიმართეთ შრომის ინსპექციას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში დასაქმებულებზე. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ თქვენი საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ თქვენი გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. თქვენს დამსაქმებელს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენ მიერ საჩივრის შეტანის ფაქტს მიუთითებდეს. დაინტერესებული პირის საჩივრის მიღებიდან შრომის ინსპექციის სამსახური სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.- ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?- მსგავს შემთხვევაში კრედიტორი ყოველთვის ამოწმებს მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის­ შემდეგ ქონება ოჯახის წევრზე გადაფორმდა, კრედიტორს შეუძლია სასამართლოში კრედიტის დაბრუნებასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ქონების გასხვისების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ მოვალემ თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა ქონება ოჯახის წევრზე და რომ ეს ემსახურება სამოქალაქო პასუხისმგებლობის­თვის თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში ქონებაზე პასუხისმგებლობის მიქცევა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაზე.- მყავს ძიძა, მაქვს თუ არა უფლება სახლში ფარულად დავაყენო კამერები?- თქვენი სურვილი, რომ გააკონტროლოთ ძიძის ქცევა ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, სრულიად გასაგებია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ფარული ვიდეოკონტროლის საკითხი საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდეთ 1.000 ლარით. 'საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის მიხედვით, ვიდეოჩაწერა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხოლო მისი ფარულად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი არის კერძო სივრცე და თქვენ გაქვთ საკუთრების უფლება, ეს არ გაძლევთ ავტომატურად უფლებას სხვა პირი, მათ შორის ძიძა, ფარულად გადაიღოთ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად. შეგიძლიათ სახლში დაამონტაჟოთ ვიდეოკამერები, თუმცა იმისათვის, რომ არ დაჯარიმდეთ, აუცილებელია შესაბამისი სტიკერით აღნიშვნა და ინფორიმირება. სამართლებრივად უფრო უსაფრთხო და სწორი გზა იქნება, თუ წინასწარ აცნობებთ ძიძას, რომ სახლში დამონტაჟებულია კამერები და მიიღოთ მისი თანხმობა.გააგრძელეთ კითხვა

1793003699

1792565493

„722 645 ლარი შეადგინა“ - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების დეტალებს აქვეყნებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის - საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, გახორცილდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება: შპს  TV პროექტი - უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა  სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი; შპს  ალფა სტუდიო -  უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე - 21 800 ლარი; შპს ლუმა დეველოპმენტ - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) - 53 624.10 ლარი; შპს ჯი თი ჰოლდინგი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა - 133 230 ლარი; შპს ვი თი სერვისი - რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება  33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;  ი/მ გიორგი კვიჟინაძე - სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით -  2 850 ლარი; შპს თელედა - დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა - 10 150 ლარი; შპს დისქოვერი - სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) - 29 400 ლარი; შპს ეიჩემსი ჯორჯია-  სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი; შპს ფლორერია -  სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 26 550 ლარი; შპს ჯეოვოისი  - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები)  - 215 600 ლარი; შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) - დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით  ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) - 93 886,70 ლარი; ი/მ ცირა ჭყონია - ტაძრის ინტერიერის,  დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 16 200 ლარი; შპს ვი თი სერვისი - 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) - 6 000 ლარი; ი/მ თამამ იუსუფ ყიზი - წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი - 300 ლარი; შპს ჯიჯიეს პრინტი - საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება - 11  362.50 ლარი; შპს სეთ აფ ივენთსი - ჯებირებით,  კაბელ - კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი; ი/მ ცირა ჭყონია - ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი; შპს ფავორიტი სტილი - 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის - 8 050 ლარი; შპს ჯენი 1994 - უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება - 8 600 ლარი; შპს ტგ-ტვ - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება - 1 500 ლარი; შპს ფიური ფილმვორქს - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 4 531.20 ლარი; ი/მ გიორგი კობახია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება - 2 000 ლარი; ი/მ ლევან აბულაძე - დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება - 700 ლარი; ი/მ ილია კიკაბიძე - პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) - 1 000 ლარი; ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 638 ლარი. ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი - სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

1792484940

თბილისის ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრებს წელს „კარფური“ დაამზადებს - შესყიდვის ღირებულება 649 350 ლარია

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 45 000 აღსაზრდელისთვის, საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებს 649 350 ლარად შეისყიდის. ნაკრებების დამზადებას წელს „კარფური“ უზრუნველყოფს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა.როგორც სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, შესყიდვა განხორციელდება შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიასთან“, რომელიც საქართველოში ფლობს და მართავს საცალო ვაჭრობის ქსელ „კარფურს“.„საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები (ტკბილეული) გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის 191 საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეული აღსაზრდელისთვის - სულ 45000 ცალი, საახალწლო საჩუქრად, რომელიც აღსაზრდელებს ყოველწლიურად გადაეცემათ საახალწლო ზეიმის დროს. საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების (ტკბილეული) შესყიდვაზე 2026 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 2026 წლის 6 ოქტომბერს დასრულდა უარყოფითი შედეგით. სწორედ ამიტომ დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება.შიდა ბაზარზე შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და 7 ოქტომბერს გამოცხადდა ბაზრის კვლევა. წინადადებების მიღების დასრულების ვადაში დაფიქსირდა ერთი კომპანიის - შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ შემოთავაზება, ღირებულებით 649 350 ლარი.ბაზრის კვლევის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინადადებების მიღების დასრულების დღესვე, კომპანიას 1 სამუშაო დღის ვადაში მოეთხოვა შესყიდვის ობიექტის ნიმუშების წარმოდგენა, რომელიც მათ მიერ მოწოდებულ იქნა 2026 წლის 13 ოქტომბერს. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნიმუშები განხილულ იქნა 2026 წლის 15 ოქტომბერს და დადასტურდა მათი შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან“,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

1792388503

„ეს მოგების შანსს აორმაგებს“ - როდის იწყება „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში რეგისტრაცია და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მოგების მსურველებმა

აშშ-ის საიმიგრაციო პროგრამა - Diversity Visa Program 2027 (DV-2027) - მორიგი ციკლისთვის ემზადება. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე მუდმივი ცხოვრების უფლებას (Green Card) გასცემს.საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად.რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, როდის იგეგმება განაცხადების მიღება და რა შეცდომებს უნდა ერიდონ აპლიკანტები? პროგრამის მოსალოდნელი ვადების, მიმდინარე სტატუსისა და გავრცელებული შეცდომების შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია იაძე ესაუბრა.„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელება არ ნიშნავს, რომ "მწვანე ბარათის" გათამაშება ან რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ოფიციალურ ვებგვერდზე DV-2027-ის განაცხადების მიღება გახსნილი არ არის. პროგრამის შეფერხება გამოწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის პროცესში ცვლილებების შეტანითა და დროებითი პაუზით.თუმცა, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს (U.S. District Court for the Southern District of California) ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა პროგრამის დაუყოვნებლივ განახლება.სასამართლოს მიერ დადგენილი მოსალოდნელი გრაფიკის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეტალურ ინსტრუქციასა და რეგისტრაციის ზუსტ ვადებს ოფიციალურად 29 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს. განაცხადების მიღების პორტალი სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გაიხსნება და 30 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს, ხოლო შერჩეული აპლიკანტების გამოვლენის შემდეგ საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი 2027 წლის 30 სექტემბრამდე დასრულდება.როდესაც რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნება, განაცხადის შემვსები ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: იგი დაბადებული უნდა იყოს პროგრამაში დაშვებულ ქვეყანაში (საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას) და ფლობდეს საშუალო სკოლის 12-წლიან ატესტატს, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ პროფესიაში, რომელიც მოითხოვს მინიმუმ ორწლიან სპეციალურ მომზადებას", - აცხადებს ია იაძე.მისივე თქმით, ტრადიციულად, აპლიკანტებს მოუწევთ სხვადასხვა სტანდარტის დაცვა."რეგისტრაციის გახსნის შემდეგ, განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე - dvprogram.state.gov.მონაწილეობის რეგისტრაცია სრულიად უფასოა. აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფოტოსურათის სტანდარტსაც - ფოტო უნდა იყოს გადაღებული ბოლო 6 თვის განავლობაში, თეთრ ფონზე, სათვალის გარეშე, 600x600 პიქსელის ზომით JPEG ფორმატში.გარდა ამისა, განაცხადში აუცილებელია მეუღლისა და ყველა დაუქორწინებელი, 21 წლამდე ასაკის შვილის მითითება, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი ამერიკაში გამგზავრებას“, - განმარტავს ია იაძე.მისივე თქმით, ყოველწლიურად მილიონობით განაცხადი უარყოფილია ტექნიკური დარღვევების გამო, რასაც აპლიკანტები განსაკუთრებით უნდა ერიდონ.„კრიტიკული შეცდომაა ერთი და იმავე პირის სახელით ერთზე მეტი განაცხადის გაგზავნა, რაც იწვევს ავტომატურ დისკვალიფიკაციას. თუმცა, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეავსონ განაცხადი და ერთმანეთი მიუთითონ, რაც მოგების შანსს ორმაგად ზრდის.ასევე, დისკვალიფიკაციით სრულდება წინა წლებში გამოყენებული ან დაუმუშავებელი, არასტანდარტული ფოტოს გამოყენება, ხოლო შვილის ან მეუღლის არმითითება იწვევს ვიზის უარს გასაუბრების ეტაპზეც კი.ასევე, არ უნდა დაკარგოთ რეგისტრაციის დასრულებისას გენერირებული დამადასტურებელი კოდი (Confirmation Number), რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა პასუხის შესამოწმებლად“, - აღნიშნავს "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ვიდრე ოფიციალური რეგისტრაცია გახსნილა, ია იაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ინტერნეტში უკვე გამოჩნდა თაღლითური საიტები, რომლებიც მომხმარებლებს განაცხადის "ახლავე შევსებას" სთავაზობენ.„აშშ-ის საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ოფიციალური გათამაშება და განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა არასდროს აგზავნის ელფოსტას მოგების შესახებ და არცერთ კერძო სააგენტოს არ შეუძლია მოგების შანსების გაზრდა, ვინაიდან შერჩევა ხდება სრულიად შემთხვევითი კომპიუტერული ალგორითმით“, - აცხადებს ია იაძე.


სხვა სიახლეები
bog
GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

საქართველოს ბანკი პარტნიორ GPC-ის დაბადების დღეს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებით აღნიშნავს.28, 29 და 30 ოქტომბერს, მომხმარებლები საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათით გადახდისას GPC-ის ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ.შეთავაზებით სარგებლობისთვის ფიზიკურ ფილიალში გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ონლაინ გადახდისას კი უნდა აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება. თითოეული მომხმარებელი შეთავაზების ფარგლებში მაქსიმუმ 30 ლარს დაიბრუნებს.ონლაინ შოპინგისას გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით გადახდისას.ინფორმაციისთვის, GPC-ში მომხმარებლებს მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებებისა და სხვა სააფთიაქო პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. დაბადების დღის აღსანიშნავად, GPC-ში შერჩეულ ბრენდებზე ასევე მოქმედებს შიდა 25%-იანი ფასდაკლება.

ბიზნესი • 1793019374

bog
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება  დაიწყო

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერიგანათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.  თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, მაშინ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ შენთვისაა. პროგრამის შესახებ:ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს: როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.როგორ მუშაობს შერჩევის პროცესი?სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ: აპლიკაციების მიღება: უკვე დაწყებულია, შეავსე განაცხადი ბმულზე აპლიკაციების გადარჩევა. პირველ  ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ სტუდენტის  აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. როგორც ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი  გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“. გასაუბრება. შემდეგ  ეტაპზე გადასვლა  ნიშნავს, რომ აპლიკანტის  მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა.ასეთ დროს  ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“. თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. რომელ უნივერსიტეტებშია სტიპენდია? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში  თუ არქიტექტურაზე სწავლობთ ან აპირებთ სწავლას, აღმოაჩინეთ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, შეგიძლიათ აქ  შეავსოთ განაცხადი.საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების სანახავად კი  ეწვიეთ ganatleba.bog.ge-ს.

ბიზნესი • 1793013300

ძიძა
"შესაძლებელია, 1000 ლარით დაჯარიმდეთ" - რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძიძასთან ურთიერთობის დროს

როდის ირღვევა დეკრეტული და ზეგანაკვეთური უფლებები, რა რისკებს მალავს ქონების გადაფორმება და ძიძის ფარული კონტროლი, რას ამბობს კანონი მაშინ, როცა მოქალაქეს ქვეყანაში უკანონოდ აბრუნებენ? - ამ და სხვა სოციალურ-სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს “კვირის პალიტრასთან” პასუხობს.- ვმუშაობ კერძო კომპანიაში, მყავს ორი შვილი, პატარა არის ერთ წლამდე ასაკის. ვითხოვ­ შრომის კოდექსიდან გამომდინარე დამა­ტებით ერთსაათიან შესვენებას, თუმცა კომპანიაში­ მეუბნებიან, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საჯარო სამსახურში. რამდენად სამართლიანია ეს? კანონით რა უფლებები მაქვს? თუ ამის გამო გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ვიჩივლო სასამართლოში, მექნება მოგების შანსი?- შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განი­საზღვროს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები, მიმართეთ შრომის ინსპექციას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში დასაქმებულებზე. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ თქვენი საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ თქვენი გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. თქვენს დამსაქმებელს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენ მიერ საჩივრის შეტანის ფაქტს მიუთითებდეს. დაინტერესებული პირის საჩივრის მიღებიდან შრომის ინსპექციის სამსახური სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.- ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?- მსგავს შემთხვევაში კრედიტორი ყოველთვის ამოწმებს მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის­ შემდეგ ქონება ოჯახის წევრზე გადაფორმდა, კრედიტორს შეუძლია სასამართლოში კრედიტის დაბრუნებასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ქონების გასხვისების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ მოვალემ თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა ქონება ოჯახის წევრზე და რომ ეს ემსახურება სამოქალაქო პასუხისმგებლობის­თვის თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში ქონებაზე პასუხისმგებლობის მიქცევა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაზე.- მყავს ძიძა, მაქვს თუ არა უფლება სახლში ფარულად დავაყენო კამერები?- თქვენი სურვილი, რომ გააკონტროლოთ ძიძის ქცევა ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, სრულიად გასაგებია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ფარული ვიდეოკონტროლის საკითხი საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდეთ 1.000 ლარით. 'საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის მიხედვით, ვიდეოჩაწერა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხოლო მისი ფარულად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი არის კერძო სივრცე და თქვენ გაქვთ საკუთრების უფლება, ეს არ გაძლევთ ავტომატურად უფლებას სხვა პირი, მათ შორის ძიძა, ფარულად გადაიღოთ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად. შეგიძლიათ სახლში დაამონტაჟოთ ვიდეოკამერები, თუმცა იმისათვის, რომ არ დაჯარიმდეთ, აუცილებელია შესაბამისი სტიკერით აღნიშვნა და ინფორიმირება. სამართლებრივად უფრო უსაფრთხო და სწორი გზა იქნება, თუ წინასწარ აცნობებთ ძიძას, რომ სახლში დამონტაჟებულია კამერები და მიიღოთ მისი თანხმობა.გააგრძელეთ კითხვა

საზოგადოება • 1793003699

bog
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და კომპანია „სამეფო მარანის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ. ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 25 მლნ. ლარს შეადგენს.კომპლექსი მცხეთაში, 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და  ის სასტუმროს, რესტორნებს, ღვინის საწარმოსა და მუზეუმს, ასევე საცხოვრებელ სახლებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ასევე გაშენებულია ვაზი, მოეწყობა ღია აუზი და სპა ცენტრი.ტურისტული კომპლექსის მიმდებარედ მოეწყობა საცხოვრებელი სივრცეც, რომელიც რვა კორპუსს გააერთიანებს. პროექტის კონცეფცია თბილისთან ახლოს მშვიდი, მრავალფეროვანი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნას ეფუძნება. კომპლექსის მიმდებარედ არსებული ტყის მასივი კი მის ბუნებრივ გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.პროექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებული და გადახურულია სასტუმრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ხოლო საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა 2026 წელს დაიწყო. ორივე კომპლექსის სრულად დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება. „მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, თბილისთან ახლოს შევქმნათ სივრცე, რომელიც სტუმრებსა და მობინადრეებს დასვენების, განტვირთვისა და მრავალფეროვანი გამოცდილების შესაძლებლობას შესთავაზებს. საქართველოს ბანკთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წლების განმავლობაში პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პროექტს მოიცავდა. მცხეთის კომპლექსის განხორციელების ყველა ეტაპზეც ბანკთან ერთად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ ფინანსურ ინსტიტუტსა და ბიზნესს შორის ნდობაზე, პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, 2028 წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დავასრულოთ და სივრცე სტუმრებისა და მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - აცხადებს „სამეფო მარანის“ პარტნიორი დავით ფანჯაკიძე.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი და ტურისტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი მასშტაბური პროექტია, რომელიც ტურისტულ და საცხოვრებელ სივრცეებს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ „სამეფო მარანთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობთ და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

ბიზნესი • 1793003287

Ryanair-ი
2027 წელს ევროპაში ავიაბილეთები შესაძლოა 20%-ით გაძვირდეს - Ryanair

ევროპაში ავიაბილეთების ფასები 2027 წელს შესაძლოა 10-20%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ Euronews-თან განაცხადა. მისი პროგნოზით, ავიაბილეთების გაძვირებას საავიაციო საწვავის ფასების ზრდა განაპირობებს, რასაც ირანში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობის გაძვირებაც ემატება.ო’ლირის შეფასებით, საწვავის მაღალი ფასები ავიაკომპანიების ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის, განსაკუთრებით 2027 წლის აპრილიდან, როდესაც ბაზრის მონაწილეთა დიდ ნაწილს საწვავის ფასებისგან დამცავი ჰეჯირების მექანიზმები შეუმცირდება.საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, 16 ოქტომბერს დასრულებულ კვირაში ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში საავიაციო საწვავის საშუალო ფასმა ბარელზე 207.61 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 128%-ით მეტია.Ryanair-ის ხელმძღვანელის განმარტებით, კომპანიას, ისევე როგორც ევროპის არაერთ სხვა ავიაგადამზიდს, 2026 წლისთვის საწვავის ფასების ზრდისგან დაცვის მექანიზმები ჰქონდა გამოყენებული. კერძოდ, Ryanair-მა მიმდინარე წლისთვის საწვავის ღირებულება ბარელზე დაახლოებით 67 დოლარის დონეზე დააფიქსირა. თუმცა, ო’ლირის თქმით, 2027 წელს კომპანიისთვის საწვავის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს.„ვფიქრობ, მომავალ წელს ევროპაში ავიაბილეთების ფასები 10%, 15% ან შესაძლოა 20%-ითაც გაიზარდოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ფასების ყველაზე დიდ ზრდას ვიხილავთ“, — განაცხადა ო’ლირიმ 20 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.საწვავის გაძვირება განსაკუთრებით იმ ავიაკომპანიებზე აისახება, რომლებსაც ფასების მერყეობისგან დაცვის საკმარისი მექანიზმები არ აქვთ. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მათ შორის საავიაციო საწვავის, ფასების ზრდა ირანში ომის დაწყებასა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხებას უკავშირდება. ოთხშაბათს Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 109.86 დოლარს შეადგენდა, რაც ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმთან ახლოსაა.ო’ლირის პროგნოზით, ავიაბილეთების გაძვირებასთან ერთად, 2027 წელს ევროპაში შესაძლოა შემცირდეს ხელმისაწვდომი ავიამიმოსვლის მოცულობაც. მისი შეფასებით, ავიაკომპანიების შესაძლო გაკოტრებები და შერწყმები ბაზარზე ადგილების მიწოდებას შეამცირებს, რაც ფასებზე დამატებით ზეწოლას მოახდენს.

ბიზნესი • 1792995772

კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციას მიმდინარე კვირაში, კატარში გაიკეთებს - L'Equipe

L'Equipe ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაციის ჩატარების თარიღსა და ლოკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს.,,ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში პსჟ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.ქართველმა ფეხბურთელმა ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში (4:2), მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.ქირურგიული ჩარევა მომავალი კვირის დასაწყისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ასპეტარის კლინიკაშია დაგეგმილი. ოპერაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა." - წერს ფრანგული გამოცემა.ოპერაციის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი ელის. დიდი ალბათობით, ის მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.adjarabetarena.com

სპორტი • 1792995586