სოფლის მეურნეობა
მიწა
„ფერმერს არ აქვს გასაღების საშუალება“ - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში

სოფლებში მცხოვრები მცირე ფერმერები რიგ შემთხვევებში უარს ამბობენ სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე. მიზეზად ძირითადად ასახელებენ სოფლად წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასს. როგორც ისინი „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხობენ, გადამყიდველები მათგან პროდუქციას იაფად ყიდულობენ და შემდეგ ძვირად ყიდიან.ბაზრები, სადაც მათ ხელი მიუწვდება, მცირეა. ფერმერებს ზოგ შემთხვევებში პროდუქცია გასაყიდი რჩებათ ან იმაზე იაფად უწევთ გაყიდვა, ვიდრე საწარმოო ხარჯებია. ყოველივე აქედან გამომდინარე, მათი ნაწილი კონკრეტული პროდუქციის მოყვანას წყვეტს.„როდესაც ფერმერს არ აქვს გასაღების საშუალება და ვერ ყიდის თავის პროდუქციას, ის მომავალ წელს არც ფულს ჩადებს და აღარც შრომას და ენერგიას დახარჯავს ანალოგიური პროდუქციის მოყვანისთვის“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. საქსტატის მონაცემების თანახმად, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა მცირდება. აღნიშნული თავისთავად აისახება სოფლის-მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზეც. მაგალითად, 2001 წლის შემდეგ მინიმუმზეა სოფლად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა და ბოლო მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისში 39.6%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 2011 წლიდან 2023 წლამდე 11%-დან 6.9%-მდე შემცირდა.ქვეყანაში შემცირებულია სხვადასხვა კულტურის წარმოებაც. მაგალითად, 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, ხორბლის წარმოება 6.5%-ით შემცირდა, ხოლო ქერის 26.9%-ით. გარდა ამისა, მცირდება ერთწლიანი კულტურების: ნიორი, კიტრი, მწვანილი, სტაფილო, კომბოსტო და სხვათა წარმოებაც. მნიშვნელოვნად, 22.2%-ით შემცირდა ყურძნის წარმოება და გასულ წელს 223.4 ათასი ტონას გაუტოლდა. შემცირებულია ნათესი ფართობები. კერძოდ, 2002 წელს თუ 215.7 ათას ჰექტარს მოიცავდა ნათესი ფართობები, 2023 წელს 205.2 ათასი ჰექტარი იყო.ამ ყველაფრის ფონზე ბეჟიტაშვილი იმ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ფერმერებს აქვთ. მისი თქმით, საქართველოში მეურნეობები ძირითადად მცირე მასშტაბისაა. ქსელურ მარკეტებში მცირე ადგილია ადგილობრივად მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. მიზეზი არის ის, რომ მცირე მეურნეობების გამო, ფერმერები ქსელებისთვის არ არიან სტაბილური მიმწოდებლები. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მეურნეობები გაიზარდოს.„რაც უფრო მსხვილმასშტაბიანი იქნება მეურნეობა, მათ უკვე გაუადვილდებათ ურთიერთობა რითეილ სექტორთან, ექსპორტიორებთან და მათი პროდუქცია უფრო მარტივად გაიყიდება.უნდა მოხდეს გამსხვილება ფერმერული მეურნეობების. საქართველო არც ისე მსხვილმასშტაბიანი მიწის მფლობელი ქვეყანაა. თუ იქნება მსხვილმასშტაბიანი მიწების კონსოლიდირება, არცერთი გოჯი მიწა არ უნდა იყოს დაუმუშავებელი“, - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.როდესაც ვსაუბრობთ მეურნეობების გაზრდაზე, იკვეთება მიწის ფრაგმენტაციის პრობლემა. მიუხედავად რეგისტრაციის რამდენიმე ტალღისა, ფერმერების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სახნავ-სათესი მიწები რეგისტრირებული.„მიწების ფრაგმენტაცია სანამ საქართველოში იქნება და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე არ იფიქრებს სახელმწიფო და კერძო სექტორი, ასევე არ მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, პრობლემა სულ იქნება“, - დასძინა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.დაბოლოს, როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.

1715067938

1713864710

ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1713435235

„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.


სხვა სიახლეები
სასტუმრო
თბილისსა და ბათუმში ჯავშნები შემცირდა - რა ღირს სასტუმროში განთავსება

2024 წლის პირველ კვარტალში თბილისსა და ბათუმში Airbnb-ზე ჯავშნების რაოდენობა შემცირდა, - ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggar-ის ტურიზმის მიმოხილვაში.კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში თბილისში Airbnb-ზე ჯავშნების რაოდენობა წლიურად 3.1%-ით 120.7 ათასამდე შემცირდა. ბათუმის შემთხვევაში ჯავშნების რაოდენობა წლიურად 30.2%-ით არის შემცირებული და 42.9 ათასს აღწევს.აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისსა და ბათუმში Airbnb-ზე არსებულ სასტუმროებში შემცირებულია ფასიც. მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თბილისში ერთი ღამის ფასი სასტუმროში 54 დოლარს შეადგენდა, ხოლო ბათუმში - 37 დოლარს. მონაცემები აჩვენებს, რომ სასტუმროს ფასები დედაქალაქში წლიურად 6%-ით, ხოლო ბათუმში 14%-ით შემცირდა.

ეკონომიკა 1715264100

Holiday Inn Resort
ბათუმში 2025 წელს Holiday Inn Resort გაიხსნება

საქართველოში პირველი Holiday Inn Resort ბათუმში გაიხსნება. მსოფლიო ბრენდი დეველოპერულ კომპანია „ლაიქ ჰაუსის“ პროექტ Bluesky Tower-ში შედის.200 მლნ ლარიანი პროექტი ორი ბლოკისგან შედგება. A ბლოკში ბრენდის 150 ნომერი და საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი 795 მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტი შეემატება, კომპლექსის B ბლოკში კი რეზიდენციები განთავსდება. ამის შესახებ HSC Group-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა.„ჯერჯერობით, საქართველოში გვაქვს Holiday Inn და Holiday Inn Express, მაგრამ Holiday Inn Resort აქამდე არ გახსნილა. Holiday Inn არის ერთი ნაბიჯით უფრო მაღალი კლასის სასტუმრო Express-თან შედარებით, უტოლდება უფრო ბიზნესს კლასის ობიექტებს, ხოლო Resort ეს არის 5-ვარსკვლავიანი ტიპის ობიექტი, სადაც წარმოდგენილია არასტანდარტულად დიდი სივრცეები, სარეკრეაციო ზონები, დიდი მასშტაბის აუზი, საკონფერენციო დარბაზები, გასართობი ზონები, მრავალფეროვანი რესტორნების არჩევანი და ა.შ.ის იქნება ჩვენი ქვეყნისთვის პირველი, მასში იქნება განთავსებული 150 სხვადასხვა ტიპის ნომერი, 38-სართულიან შენობაში ის იქნება პირველიდან 10 სართულამდე. იქნება რეზორტული ტიპის დახურული აუზი, სატრენაჟორო სივრცე, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, სამუშაო სივრცეები და ა.შ. ამასთანავე A ბლოკში იქნება განთავსებული ამავე სტანდარტებზე აწყობილი 795 აპარტამენტი, რომელიც გამიზნულია საინვესტიციოდ. რაც შეეხება B ბლოკს, აქ იქნება 1300 სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები და ამ ერთიანი კომპლექსის პრინციპით მცხოვრებლებსაც და სტუმრებსაც შეეძლებათ ბრენდის სხვადასხვა სერვისით ისარგებლონ.აპარტამენტები 2025 წლის დასაწყისში, უშუალოდ სასტუმრო კი წლის ბოლოს გაიხსნება“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.მისივე თქმით, 2024-2025 წლებში საქართველოში 6-7 საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა იგეგმება, ინვესტიციები კი ძირითადად ქართულია. მენეჯმენტკომპანიაში ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლა აჭარაში არსებულ უძრავი ქონების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.„ზოგადად საერთაშორისო ბრენდების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი ძალიან მაღალია. 6-7 ბრენდი შემოდის 2024-2025 წლებში. ხაზგასასმელია, რომ ძირითადად ინვესტიციები არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ამ შემთხვევაშიც ქართულია ინვესტიციაა. ჯამურად Bluesky Tower-ის ინვესტიცია 200 მლნ ლარს უტოლდება.კვარტალში ერთხელ იზრდება მშენებლობის ფასები, შესაბამისად იმატებს გასაყიდი ფასიც. მე არ მგონია, მომდევნო წლებში რამე ისეთი მოხდეს, რომ ფასი შემცირდეს. ჩემი აზრით, ყოველწლიურად მინიმუმ 5-7%-ით მაინც გაიზრდება“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

სხვადასხვა 1715260200

დროშები
11 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება 11 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება და მოიცავს არაერთ აქტივობას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.მათივე ცნობით, ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს გააერთიანებს.„გასული წლიდან ევროპის დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ აღვნიშნავთ. წელს პირველად საქართველო ევროპის დღეს ხვდება, როგორც კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ ეს ღონისძიება უფრო მასშტაბური იქნება. მას ხუთი პავილიონი და ექვსი ზონა დაეთმობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთიანობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების ამსახველი ფაქტები. ადგილზე დილის 11 საათიდან საღამოს რვა საათამდე ვიქნებით. ჩვენ, ასევე, აღვნიშნავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობას და ხაზს გავუსვამთ ევროკავშირის მიერ საქართველოს კეთილდღეობაში შეტანილ წვლილს. ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 130-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ნაწილსაც შეგიძლიათ სწორედ ევროპის დღეს გაეცნოთ. ევროკავშირსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ: ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, კანონის უზენაესობა თუ მრავალფეროვნება და წლევანდელი ღონისძიებაც ამ საერთო ღირებულებების აღნიშვნა იქნება. ამიტომ, მობრძანდით „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მზარდი ურთიერთობის აღსანიშნავად. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩიმ.ამასთან, როგორც „ევროპის დღის საუბრების“ მოდერატორმა დავით გორგილაძემ აღნიშნა, ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანები შეძლებენ ნახონ, როგორ ეხმარება ევროკავშირი, როგორც ყველაზე დიდი დონორი, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.„წელს ევროპის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო და ახალ აქტივობას შემოგთავაზებთ. მესამე პავილიონში შეგეძლებათ შეხვდეთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს თბილისიდან და რეგიონებიდან, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით საკუთარი ბიზნესი განავითარეს ან გააფართოვეს. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირს საქართველოს ეკონომიკაში. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია და ეს არის საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილურობისადმი ჩვენი ურყევი ერთგულების დადასტურება. იმედი მაქვს, გვეწვევით და საკუთარი თვალით იხილავთ, თუ როგორ დაეხმარა ევროკავშირი ქართველებს და ქართულ ბიზნესს“, - განაცხადა დავით გორგილაძემ.

საზოგადოება 1715259000

საქართველო
მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 96-ეა და რეგიონში მხოლოდ სომხეთს უსწრებს - IMF

Ranking Royals-ის რეიტინგის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებს ეფუძნება, 2023 წელს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ-ით ლუქსემბურგი იყო. ამ ევროპული ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 600 000-ია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ კი დაახლოებით $127 000-ია. სამეულშია ირლანდია და შვეიცარია, შესაბამისად ამ ქვეყნების მშპ - $102 217 და $92646-ია. საქართველო რეიტინგში 96-ე ადგილზეა და მისი მშპ $6770-ია და რეგიონში მხოლოდ სომხეთს უსწრებს.რუსეთი რეიტინგში 66-ე ადგილზეა, მისი მშპ - $14 665-ია;თურქეთი - 82-ზე (მშპ - $9961);აზერბაიჯანი - 93-ზე (მშპ - $6842);სომხეთი - 104-ზე (მშპ - $5972).Ranking Royals წერს, რომ მსოფლიო მშპ ერთ სულ მოსახლეზე დროთა განმავლობაში გაიზარდა და ცხოვრების გლობალური ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დედამიწის ყველა ქვეყნის მშპ გაზომა. 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი მშპ-ის მქონე ქვეყნების ოცეული ასეთია:ქვეყანა / მშპ დოლარში🔵 ლუქსემბურგი - 127 673;🔵 ირლანდია - 102 217;🔵 ნორვეგია - 92 646;🔵 შვეიცარია - 92 434;🔵 კატარი - 82 887;🔵 სინგაპური - 79 426;🔵 შეერთებული შტატები - 75 180;🔵 ისლანდია - 73 981;🔵 ავსტრალია - 66 408;🔵 დანია - 65 713;🔵 კანადა - 56 794;🔵 შვედეთი - 56 361;🔵 ნიდერლანდები - 56 298;🔵 ისრაელი - 55 359;🔵 ავსტრია - 52 062;🔵 ფინეთი - 50 818;🔵 ბელგია - 50 598;🔵 ჰონგ კონგი – 49 700;🔵 გერმანია - 48 398;🔵 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 47 793.

ეკონომიკა 1715255640

გაზზე მომუშავე ავტომობილები
„გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს“ - როგორია სტატისტიკა

საქართველოში აირზე და ბენზინ-აირზე მომუშავე ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში 10%-ზე ცოტა მეტია. საქსტატის ბოლო მონაცემებით, ამ ორი საწვავის ტიპით ქვეყანაში სულ 164 899 მანქანა მოძრაობს, საიდანაც 163 531 ბენზინ-აირზე მუშაობს, 1 368 ერთეული კი მხოლოდ აირზე. საერთო ჯამში (2023 წლის სრული მონაცემებით) ქართული ბაზარზე სულ 1.680 მლნ-ზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული.მიუხედავად ამ სტატისტიკისა, უცნობია, თავდაპირველ მდგომარეობაში რამდენი იყო ბუნებრივ აირზე და რამდენი ერთეულის გადაყვანა მოხდა შემდეგ. თუმცა როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აცხადებს, გაზზე გადაყვანილი მანქანები გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე დიზელზე მომუშავე ავტომობილები. მანვე აღნიშნა, რომ გაზზე მანქანების გადაყვანის ნაწილში პრობლემას ვერ ხედავს. მელაძის თქმით, პრობლემა ამ ნაწილში მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში ტექდათვალიერების დონე კვლავაც დაბალია და ნაკლებად ხორციელდება იმის შემოწმება, თუ რამდენად უსაფრთხოდ განხორციელდა მანქანის გაზზე გადაყვანა.„პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ტექდათვალიერების დაბალი დონე გვაქვს ქვეყანაში. მაგრამ მეორე მხრივ, გამონაბოლქვის კუთხით, გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე დიზელზე მომუშავე მანქანა. გაზის გამოყენებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რიგ ქალაქებში ავტომობილები ქარხნულადვე თხევად გაზზეა და საერთოდ არ აქვს ბენზინის ავზი“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ. ავტომფლობელების ნაწილი გაზზე გადაყვანას მისი დაბალი ფასის გამო მიმართავს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი, ფასები რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე გადავამოწმეთ და საშუალო ღირებულება ასე გამოიყურება:🔵 სუპერი - 3.72-ლარიდან 3.77-ლარამდე🔵 ევრო პრემიუმი - 3.05-ლარიდან 3.34 ლარამდე🔵 ევრო რეგულარი - 3.4-ლარიდან 3.17 ლარამდე🔵 ევრო დიზელი - 3.33-ლარიდან 3.39-ლარამდე🔵 გაზი - 1.55 ლარიდან 1.69-ლარამდე

საზოგადოება 1715243880

მიკროსაფინანსოები
მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ მომხმარებლებმა 3 თვეში 220 საჩივარი დაწერეს

2024 წელის იანვარ-მარტში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 220 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად მარტში - 62.ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული საჩივრებიდან 27 სალომბარდე სესხებზე მოდის, 16 სამომხმარებლო სესხებზე, 5 მომენტალურ განვადებაზე, 2 - ავტოსესხზე, ხოლო 2 - ავტოსესხებზე.პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2024 წელის ორ თვეში შესული საჩივრებიდან 26 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, 23 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე, 2 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 2- საპროცენტო შენატანებზე, 1- ტრანზაქციებზე, ხოლო 1 - ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული 62 საჩივრიდან - 27 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 27 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, ხოლო 8 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.

ეკონომიკა 1715240040