საზოგადოება
კალაძე
კახა კალაძე - ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ

ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ რამდენიმე დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.მისი შეფასებით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება.„კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. მათი ქმედებები, განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ეს წარმოუდგენელია და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხს, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას ქმედება მხოლოდ ბანერის დაზიანება არ ყოფილა, რადგან მან ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას.„სხვადასხვა მოქმედება სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა. თქვენ ცდილობთ, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ რეალურად აღნიშნული ღობე დაზიანდა შენობაში შეჭრისთვის. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საცხოვრებელი ბინა, ბინის კარი, პირობითად, შეიძლება ღირდეს 300 ლარი, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ანგრევ მას და სხვის საცხოვრებელ სახლში შეჭრას ცდილობ, ეს განისაზღვრება, როგორც ყაჩაღობა, მას აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მისი თქმით, ზრდასრული ადამიანები საკუთარ ქმედებებზე თავად იღებენ გადაწყვეტილებას და კანონის წინაშე პასუხსაც თავად აგებენ.„ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ, ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ, ბავშვები არ ვართ და ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა. ეს მისი უფლებაა. კატეგორიულად მიუღებელია ქმედებები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირდა – ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება და ა.შ. ჩვენ ხომ ვაშენებთ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენ არავისთან მივვარდნილვართ და არ შეგვიშლია ხელი საარჩევნო კამპანიის პროცესში. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

1774600620

1774427580

მსოფლიოში სუფთა ჰაერი იშვიათია: საქართველო WHO-ს ნორმას სამჯერ აჭარბებს და „ნარინჯისფერ ზონაშია“

გლობალური ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პლატფორმა IQAir-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა კვლავ ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ ჰაერის უსაფრთხო სტანდარტებს. კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიო ქალაქების მხოლოდ 14% აღწევს PM2.5-ის ნორმატიულ მაჩვენებელს, რაც ჰაერის დაბინძურების კრიტიკულ მასშტაბზე მიუთითებს.ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ 13 ქვეყანა სუნთქავს უსაფრთხო ჰაერით. ევროპის კონტინენტიდან ამ სიაში მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა - ისლანდია, ანდორა და ესტონეთი. დანარჩენი ქვეყნები ძირითადად კუნძულოვანი ტერიტორიებია, მათ შორის პუერტო-რიკო, ბარბადოსი და ბერმუდა, ასევე ავსტრალია.საპირისპიროდ, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ფიქსირდება სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნებად დასახელდნენ პაკისტანი, ბანგლადეში და ტაჯიკეთი, ხოლო მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ინდოეთის ქალაქი ლოუნი დასახელდა.საქართველო რეიტინგში 134 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა. ქვეყნის საშუალო წლიური PM2.5 მაჩვენებელი 16.4 მიკროგრამს შეადგენს კუბურ მეტრზე, რაც WHO-ის მიერ რეკომენდებულ 5 µg/m³-იან ზღვარს სამჯერ აღემატება.ამ მონაცემების საფუძველზე, საქართველო ე.წ. „ნარინჯისფერ ზონაში“ ხვდება, რაც ნიშნავს, რომ ჰაერის ხარისხი უკვე წარმოადგენს რისკს განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებისთვის ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირებისთვის.შიდა დაკვირვებებით, ყველაზე მაღალი დაბინძურება ფიქსირდება თბილისში და რუსთავში, რაც ურბანული ტრანსპორტის, ინდუსტრიული აქტივობისა და მტვრის კონცენტრაციას უკავშირდება.

1774347428

გაიზრდება თუ არა დენის ტარიფი - სემეკი საკითხზე 30 მარტს იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 30 მარტს ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ იმსჯელებს.დღის წესრიგის მიხედვით, უნდა დადგინდეს როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში "ეპ ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები.შეგახსენებთ, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, 29 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, არსებული ტარიფები დროებით, 3 თვის განმავლობაში შეინარჩუნა. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფების მოქმედების ვადა სწორედ 2026 წლის 31 მარტს იწურება.ცნობისთვის, სემეკ-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლითაც მან იმედი გამოთქვა, რომ არსებული ტარიფები შენარჩუნდებოდა.ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.გაიზრდება თუ არა დენის ფასი საქართველოში - სემეკი ტარიფზე იმსჯელებს101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრია, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრი.რაც შეეხება რეგიონების, ანუ "ეპ ჯორჯიას“ მომხმარებლებს, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 14.731 თეთრს შეადგენს.101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლები ერთ კილოვატში 23.227 თეთრს იხდიან.

1774331779

11 ბრენდი, რომელიც მომხმარებელს პროდუქციაზე უვადო გარანტიას აძლევს

პროდუქტების უმეტესობას მოჰყვება წვრილი შრიფტით დაწერილი პირობები და ვარგისიანობის ვადები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.თუმცა, ბრენდების მცირე ნაწილი მომხმარებლებს საუცხოო საგარანტიო პირობებს სთავაზობს - შეგიცვლიან ან შეგიკეთებენ ნივთებს მანამ, სანამ ის თქვენს მფლობელობაშია.წარმოგიდგენთ მათ:ბრენდები, რომლებიც საუცხოო საგარანტიო პირობებს გვთავაზობენOsprey-ის ზურგჩანთები ნებისმიერი დაზიანების დროს1974 წელს აშშ-ში დაარსებული Osprey თავის ჩანთებს მხარს უჭერს ე.წ. „ყოვლისშემძლე გარანტიით“ (All Mighty Guarantee). ეს არის პირობა, რომ შეაკეთებენ ან შეცვლიან ნებისმიერ დაზიანებას, ნებისმიერი მიზეზით, უფასოდ, მიუხედავად იმისა, ჩანთა ერთი თვის წინ არის დამზადებული თუ ათწლეულების წინ.ზურგჩანთების სექტორი ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, სადაც უვადო გარანტია არც ისე იშვიათად გვხვდება. კონკურენტები, როგორიცაა Gregory, JanSport და Deuter, ასევე სთავაზობენ მომხმარებელს მსგავს პირობებს.Le Creuset - სამზარეულოს ეტალონისამზარეულოს ჭურჭლის ცოტა ბრენდს თუ აქვს ისეთივე წონა, როგორიც Le Creuset-ს. ფრანგული ბრენდი გვთავაზობს უვადო გარანტიას თავის ემალის თუჯის და რამდენიმე სხვა ხაზის პროდუქტზე. ისინი პირობას დებენ, რომ დეფექტურ ნივთებს შეცვლიან.დაფარვა განსხვავდება პროდუქტის მიხედვით, მაგრამ ძირითადი გზავნილი ნათელია: ეს არის ჭურჭელი, რომელიც შექმნილია ათწლეულების განმავლობაში გამოსაყენებლად.ბაზარზე მას ჰყავს პრემიუმ კონკურენტები, როგორიცაა HexClad, All-Clad, Heritage Steel და Denby.Patagonia – ურყევი გარანტია და მდგრადობაPatagonia-ს „ურყევი გარანტია“ (Ironclad Guarantee) პირდაპირი გაგებით გამოიყენება: თუ უკმაყოფილო ხართ, კალიფორნიაში დაფუძნებული ბრენდი შეაკეთებს, შეცვლის ან დაგიბრუნებთ თანხას.მსგავს პოლიტიკას ატარებენ კონკურენტებიც, მათ შორის Arc'teryx და The North Face.Nudie Jeans - უფასო შეკეთება ჯინსებისთვისუფასო უვადო შეკეთება თითქმის არ აქვს ჯინსის მწარმოებელ წამყვან ბრენდებს. თუმცა, შვედური ლეიბლი Nudie Jeans ამას სტანდარტად აქცევს.თუ ჯინსი გაგეხათ მუხლებზე ან გაირღვა ნაკერზე, ბრენდი მას უფასოდ შეაკეთებს. მომხმარებელს შეუძლია მიიტანოს ნივთი სპეციალურ სარემონტო მაღაზიაში, გააგზავნოს ფოსტით, ან გამოიყენოს ადგილობრივი მკერავი და მოითხოვოს ანაზღაურება.Darn Tough – მსოფლიოში ყველაზე გამძლე წინდებივერმონტის ქარხნებში წარმოებულმა Darn Tough-მა ჩუმად დაიპყრო წინდების უჯრები მთელ მსოფლიოში. ბრენდის დაპირება მარტივია: თუ ეს არ არის ყველაზე გამძლე წინდები, რაც კი ოდესმე გქონიათ, გამოაგზავნეთ უკან და მათ შეცვლიან. ამისთვის ქვითარიც კი არ არის საჭირო.Bottega Veneta – „მშვიდი ფუფუნება“საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმაშფოთებლად ძვირი, მაგრამ საოცრად გამძლე Bottega Veneta-ს ჩანთები ფუფუნების განსახიერებაა.იტალიური მოდის სახლი ჩანთებში 900-დან 54 000 დოლარამდე ჰყიდის. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში გამოყენებაზე გათვლილი ჩანთების ფასი გონივრულია.2022 წლიდან თითოეულ ჩანთას მოჰყვება „ხელოსნობის სერტიფიკატი“ (Certificate of Craft), რაც უვადო მომსახურებას გულისხმობს.Victorinox – შვეიცარიული ხარისხის გარანტიათავისი საკულტო შვეიცარიული დანებით ცნობილი Victorinox თავის ინსტრუმენტებს უვადო გარანტიით უზრუნველყოფს.გარანტია ვრცელდება დანებზე, სამზარეულოს ჭურჭელზე და სხვა ხელსაწყოებზე. ბრენდი შეაკეთებს ან შეცვლის წუნდებულ ნივთებს სრული ფუნქციონირების აღსადგენად.გარანტია არ ფარავს ნორმალურ ცვეთასა და კოსმეტიკურ დაზიანებას, თუმცა გზავნილი ნათელია: ეს იარაღები ათწლეულების განმავლობაში უნდა გემსახუროთ.Briggs & Riley – „ასეთი მარტივია“ გარანტია ბარგისთვისBriggs & Riley-ს უვადო გარანტია ამართლებს თავის სახელს. აშშ-ში დაფუძნებული ჩემოდნის მწარმოებელი შეაკეთებს ნებისმიერ ფუნქციურ პრობლემას – გაფუჭებული ელვა-შესაკრავით დაწყებული, დაზიანებული ბორბლებით დამთავრებული.რემონტი ხორციელდება მაშინაც კი, თუ დაზიანება ტრანზიტის (ავიაკომპანიის) დროს მოხდა.Stanley – საუკუნოვანი მემკვიდრეობაამერიკული ბრენდი Stanley უკვე საუკუნეზე მეტია ამზადებს წარმოუდგენლად გამძლე ჭურჭელს. მისი უჟანგავი ფოლადის ბოთლები და თერმოსები უზრუნველყოფილია უვადო გარანტიით, რომელიც ფარავს წარმოების დეფექტებს, მათ შორის სითბოს შენარჩუნების უნარის დაკარგვას.Cross – კალმები ათწლეულების სამსახურისთვისამერიკული კალმების მწარმოებელი Cross თავის საწერ ინსტრუმენტებს უვადო მექანიკური გარანტიით უზრუნველყოფს. ის პირობას დებს, რომ შეაკეთებს ან შეცვლის ნებისმიერ კალამს, რომელსაც მექანიკური გაუმართაობა ექნება.Villeroy & Boch – გერმანული გამძლეობაცნობილი გერმანული ბრენდი Villeroy & Boch გამძლეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. აშშ-ში მისი კერამიკული სანტექნიკა უზრუნველყოფილია შეზღუდული უვადო გარანტიით. გარდა ამისა, კომპანია სთავაზობს დამატებით გარანტიებს, მათ შორის „ბავშვის მიერ გატეხვისას შეცვლის“ პირობასაც კი გარკვეულ ჭურჭელზე.წყარო: lovemoney.com


სხვა სიახლეები
კალაძე
კახა კალაძე - ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ

ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ რამდენიმე დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.მისი შეფასებით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება.„კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. მათი ქმედებები, განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ეს წარმოუდგენელია და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხს, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას ქმედება მხოლოდ ბანერის დაზიანება არ ყოფილა, რადგან მან ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას.„სხვადასხვა მოქმედება სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა. თქვენ ცდილობთ, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ რეალურად აღნიშნული ღობე დაზიანდა შენობაში შეჭრისთვის. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საცხოვრებელი ბინა, ბინის კარი, პირობითად, შეიძლება ღირდეს 300 ლარი, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ანგრევ მას და სხვის საცხოვრებელ სახლში შეჭრას ცდილობ, ეს განისაზღვრება, როგორც ყაჩაღობა, მას აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მისი თქმით, ზრდასრული ადამიანები საკუთარ ქმედებებზე თავად იღებენ გადაწყვეტილებას და კანონის წინაშე პასუხსაც თავად აგებენ.„ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ, ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ, ბავშვები არ ვართ და ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა. ეს მისი უფლებაა. კატეგორიულად მიუღებელია ქმედებები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირდა – ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება და ა.შ. ჩვენ ხომ ვაშენებთ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენ არავისთან მივვარდნილვართ და არ შეგვიშლია ხელი საარჩევნო კამპანიის პროცესში. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საზოგადოება 1774600620

ვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ?

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა და გუნდის თამაშით უკმაყოფილება არ დამალა.„პირველ საათში ბევრი პოზიტივი, დინამიკა და მონდომება იყო ფეხბურთელების მხრიდან. გოლებიც ამის შედეგი გახლდათ. ბოლო წუთებში კი დაღლილობა შეინიშნებოდა. ეს ამხანაგური თამაშია და დებიუტანტებიც გვყავდა.როცა წინ ვიყავით, მოთამაშეებს მეტი ინიციატივა უნდა გამოეჩინათ. გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ? ცხადია, თავდაჯერებისთვის მოგება საჭირო იყო, მაგრამ ისრაელი სუსტი გუნდი არ არის.რადგან მამაგეიშვილი მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, განვიხილავ თუ არა მას ნაკრების ძირითადი შემადგენლობის პოტენციურ მოთამაშედ? მას ყველა თვისება აქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს“, – აღნიშნა სანიოლმა.საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს სტუმრად ლიეტუვასთან ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 17:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სპორტი 1774596960

ფიგურული ციგურაობა
ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს.მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამა უმაღლეს დონეზე შეასრულეს, მსაჯებისგან 138.96 ქულა დაიმასახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218.41 მოაგროვეს და ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.კვარცხლბეკი: 1. მინერვა ფაბიენ ჰასე-ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) 2. ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა (საქართველო) 3. ლია პერეირა-ტრენტ მიშო (კანადა).

სპორტი 1774589753

ვალუტის კურსი
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 26 მარტის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7066 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1277 ლარია.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7040 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6980 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1280 ლარად, გაყიდვა კი 3.1120 ლარად შეუძლიათ.ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7080 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7010 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1340 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1150 ლარად შეუძლიათ.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7050 ლარად, გაყიდვა კი - 2.7000 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1350 ლარად, გაყიდვას კი - 3.1150 ლარად შეძლებენ.თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1300 ლარად, გაყიდვა კი 3.0900 ლარად შეუძლიათ.ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ეკონომიკა 1774589605

ივანე ჩხაიძე
ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა - მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც - ივანე ჩხაიძე

ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა - მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც, მარტის თვეში გასულ თვეებთან შედარებით გაცილებით ბევრი იყო,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.მისივე თქმით, ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას და სპეციფიკური სიმპტომია სტვენითი სუნთქვა.„დეკემბრის შუა რიცხვებში გრიპის შემთხვევების ჯამური რაოდენობა ქვეყანაში შეადგენდა 70%-ს. ახლა, მარტის პირველი და მეორე კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები შემცირდა 7%-მდე. მარტის თვეში, გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა და ყველაზე მეტია სწორედ რესპირაციულ სინციტიური ვირუსი. თუ გადავხედავთ, ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ახლა ბრონქიოლიტი სჭარბობს. ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სპეციფიკური სიმპტომი აქვს სტვენითი სუნთქვა.ეს არის ბრონქიოლიტის წამყვანი მიზეზი, რაც განპირობებულია ბრონქიოლების შევიწროებით.ფილტვის ანთება და გრიპი ახლა ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა. ეს არის წლევანდელი სეზონის განსხვავება.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდხანს არ იყო ქვეყანაში და ბოლო პერიოდში გამოჩნდა კორონავირუსი - მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა.ეს მატება არ შეეხო მძიმედ მიმდინარე დაავადებას, პირველადი ჯანდაცვის რგოლის პაციენტები არიან. კორონავირუსის შემთხვევები მარტის თვეში გაცილებით ბევრი იყო გასულ თვეებთან შედარებით. „ომიკრონის“ ერთ-ერთი მუტაცია ცირკულირებს. საუბარი, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არ არის, მაგრამ, მომატებული არის“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.რაც შეეხება უშუალოდ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ კლინიკაში „ბევრა რესპირაციულ სინციტიური ვირუსი“„28 პაციენტიდან 14 აქვს რესპირაციულ სინციტიური ვირუსით მიმდინარე პრობლემა“,- აცხადებს ჩხაიძე.www.interpressnews.ge

ჯანდაცვა 1774589538

HSBC-
HSBC-ი 20 000-მდე თანამშრომელს AI-ით ჩაანაცვლებს -Bloomberg

ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი, HSBC, მომდევნო წლებში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან შემცირებას განიხილავს, რადგან აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ელხედერი, თავისი ბექოფისის შესამცირებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შემცირებამ შესაძლოა დაახლოებით 20 ათას ადამიანზე ანუ მთლიანი სამუშაო ძალის დაახლოებით 10%-ზე იმოქმედოს.სააგენტოს წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ეს შემცირება, პირველ რიგში, გლობალურ სერვისცენტრებში არაკლიენტებთან დაკავშირებულ პოზიციებს შეეხება, თუმცა შეფასება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.

მსოფლიო 1774589436