საზოგადოება
ნარიყალა
ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება – პროექტის ღირებულება ₾14.5 მილიონამდე გაიზარდა

ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც თავდაპირველი გეგმით 2025 წელს იყო გათვალისწინებული, დღემდე გრძელდება. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 2024 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ-სი“ გახდა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 13 161 212.46 ლარს შეადგენდა, ხოლო პროექტის დასრულების ვადა 2025 წლისთვის იყო განსაზღვრული.თუმცა, ტენდერის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო ცვლილების შემდეგ, დასრულების თარიღად 2027 წლის 31 დეკემბერია მითითებული.ვადების გარდა შეიცვალა პროექტის ღირებულებაც, ბოლო ინფორმაციით, ხელშეკრულების თანხად 14 477 333 ლარი განისაზღვრა, რომლიდანაც 89% ანუ 12 951 679 ლარი უკვე გადახდილია.ცნობისთვის, რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს შიდა და გარე პერიმეტრის სრულ განახლებას, ასევე მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.

1794408420

1794209292

2026 წლის 9 თვეში საქართველოში თავშესაფარი 493-მა უცხოელმა მოითხოვა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 493-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.ქვეყნების მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, რომლის 83-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით. სამეულს ინდოეთი 45 განაცხადით ასრულებს.ათეულში ასევე შედიან ირანის (42), რუსეთის (32), პაკისტანის (17), იორდანიის (12), ეგვიპტის (10), აზერბაიჯანისა (6) და კუბის (6) მოქალაქეები.2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: უკრაინა – 169; თურქეთი – 83; ინდოეთი – 45; ირანი – 42; რუსეთი – 32; პაკისტანი – 17; იორდანია – 12; ეგვიპტე – 10; აზერბაიჯანი – 6; კუბა – 6.

1793878419

დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის

პროექტში პედაგოგთა შერჩევა და გადამზადება დასრულდა.2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პროექტ „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა პროფესიული კოლეჯებისა და ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების მქონე საჯარო სკოლების პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი. შერჩევის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება პედაგოგთა ახალი ჯგუფი, რომელიც დებატების სწავლების მეთოდოლოგიაში სპეციალურ გადამზადებას გაივლის. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებით მაღალი ინტერესითა და მსურველთა აქტიურობით გამოირჩეოდა. პროექტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი.შერჩევის ბოლო ეტაპზე პროექტში ჩართვის შესაძლებლობა კიდევ 10 საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცა, რისთვისაც პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი ორეტაპიანი იყო და მოიცავდა განაცხადების განხილვას, კანდიდატებთან გასაუბრებასა და რეკომენდაციების შეფასებას. შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პროფესიული განათლების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული აპლიკანტებისთვის სასტუმრო „თბილისი ბილტმორში“ საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა. მონაწილეებს გააცნეს პროექტის პირველი ეტაპის შედეგები, მისი გაფართოების გეგმები, კონკურსის პირობები და პედაგოგთა გადამზადების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დებატების მეთოდოლოგიის მნიშვნელობას პროფესიულ განათლებაში და მის როლს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში.შერჩეული და გადამზადებული პედაგოგები მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეძლებენ დებატების სწავლების დანერგვას როგორც ექსტრაკურიკულარული აქტივობის სახით, ისე სხვადასხვა სასწავლო საგანში ინტეგრირების გზით. დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის სუპერვიზირებით პედაგოგები იმუშავებენ სტუდენტებთან და ხელს შეუწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატკლუბების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

1793874960

ბანკები დასაკუთრებულ უძრავ ქონებას მესამე პირებზე ვეღარ გააქირავებენ - კანონპროექტი

კომერციულ ბანკებს დასაკუთრებული უძრავი ქონების მესამე პირებზე იჯარით გაცემა ეზღუდებათ. შესაბამისი ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო პაკეტით არის გათვალისწინებული, რომლის ავტორებიც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები არიან.კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბანკები უძრავი ქონების იჯარით გაცემას მხოლოდ საკუთარი საბანკო ან მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, სოციალური პროექტებისთვის ან საკუთარი შვილობილი საწარმოსთვის შეძლებენ. მესამე პირებზე ქონების გაქირავება აღარ იქნება დასაშვები.მოქმედი კანონმდებლობით, ბანკს უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეუძლია, თუ ფართი საბანკო ან მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ბანკის სოციალურ პროექტებს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა მიზნებს ემსახურება. მათ შორის, დასაშვებია ბანკის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფარგლებში დასაკუთრებული ქონების გაქირავებაც.ცვლილების თანახმად, იჯარით გაცემული ქონება უშუალოდ იმ ბანკის საქმიანობას უნდა ემსახურებოდეს, რომელიც მას აქირავებს, ან მის შვილობილ საწარმოს. ამასთან, უცვლელი რჩება სოციალური პროექტებისთვის ქონების გამოყენების შესაძლებლობა.კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზანია, ბანკების მიერ უძრავი ქონების გაქირავება საოპერაციო საჭიროებებს ემსახურებოდეს და დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობად არ იქცეს.ახალი რეგულაცია არ გავრცელდება ბანკის იმ შვილობილ საწარმოზე, რომლის წილიც ბანკმა გაცემული კრედიტის დასაფარად მიიღო და რომლის გასხვისების ვალდებულებაც კანონით არის გათვალისწინებული.


სხვა სიახლეები
bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართა.კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

ბიზნესი • 1794408522

ნარიყალა
ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება – პროექტის ღირებულება ₾14.5 მილიონამდე გაიზარდა

ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც თავდაპირველი გეგმით 2025 წელს იყო გათვალისწინებული, დღემდე გრძელდება. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 2024 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ-სი“ გახდა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 13 161 212.46 ლარს შეადგენდა, ხოლო პროექტის დასრულების ვადა 2025 წლისთვის იყო განსაზღვრული.თუმცა, ტენდერის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო ცვლილების შემდეგ, დასრულების თარიღად 2027 წლის 31 დეკემბერია მითითებული.ვადების გარდა შეიცვალა პროექტის ღირებულებაც, ბოლო ინფორმაციით, ხელშეკრულების თანხად 14 477 333 ლარი განისაზღვრა, რომლიდანაც 89% ანუ 12 951 679 ლარი უკვე გადახდილია.ცნობისთვის, რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს შიდა და გარე პერიმეტრის სრულ განახლებას, ასევე მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.

საზოგადოება • 1794408420

bog
როგორ შეგიძლია მოიპოვო AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები

ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და მისი პრაქტიკაში გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობისთვის. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს ხელოვნური ინტელექტი 10 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით.ვის შეუძლია AI სტიპენდიის მიღება?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. წინასწარი პროფესიული გამოცდილება ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობა აუცილებელი პირობა არ არის - აპლიკანტების შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ უნდა შეავსო განაცხადი?საქართველოს ბანკის AI სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა: ეწვიო სასტიპენდიო პროგრამის ვებგვერდს და შეარჩიო სასურველი აკადემია და სასწავლო კურსი; შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა; წარადგინო სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერ, რატომ გაინტერესებს არჩეული მიმართულება და როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას. პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.როგორ ხდება სტიპენდიატების შერჩევა?განაცხადების მიღების შემდეგ აკადემიები აპლიკაციებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შეფასება. შერჩევის პირობები და კრიტერიუმები პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა: სმარტ აკადემია - Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries; აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP; ეჯაილ სქული - AgileSchool; სქილვილი - Skillwill; სქეილაფი - ScaleUp; ელექტრონული აკადემია - Electronic Academy; რე ედუქეითი - Re; დიზაინ ინსტიტუტი. პროგრამის, პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი. 

ბიზნესი • 1794405690

Ozempic
Ozempic-სა და Wegovy-ს ეტიკეტზე მხედველობის დაკარგვის რისკის შესახებ გაფრთხილება დაემატება

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) პოპულარული დიაბეტისა და წონის კლების მედიკამენტების მწარმოებლებს ავალდებულებს, პრეპარატების ინსტრუქციებსა და ეტიკეტებზე მხედველობის დაკარგვის იშვიათი, თუმცა სერიოზული რისკის შესახებ გაფრთხილება დაამატონ. გადაწყვეტილება ეხება ისეთ ფართოდ გამოყენებულ მედიკამენტებს, როგორებიცაა Ozempic, Wegovy, Mounjaro და Zepbound. ამის შესახებ FDA-ის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით Reuters წერს.მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, GLP-1 ჯგუფის პრეპარატების გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს არაარტერიულ წინა იშემიურ ოპტიკურ ნეიროპათიასთან (NAION) — იშვიათ დაავადებასთან, რომელიც მხედველობის ნერვის წინა ნაწილის სისხლით მომარაგების შემცირებით ვითარდება. მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ერთ თვალში მხედველობის უეცარი, უმტკივნეულო გაუარესება და ზოგიერთ შემთხვევაში მხედველობის მუდმივი დაკარგვაც.FDA-ის მიერ ჩატარებული 126 კლინიკური კვლევის ანალიზმა, რომელშიც 134 253 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ GLP-1 პრეპარატების მომხმარებლებში NAION-ის 100 000 ადამიან-წელზე 6.4 შემთხვევა დაფიქსირდა, საკონტროლო ჯგუფში კი — 3.8. სააგენტოს შეფასებით, არსებული მონაცემები შესაძლო გაზრდილ რისკზე მიუთითებს, თუმცა მედიკამენტებსა და დაავადებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი საბოლოოდ დადგენილი არ არის.FDA პაციენტებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ მხედველობის უეცარ გაუარესებას, თვალში ბრმა ლაქების გაჩენას, ფერების აღქმის ცვლილებასა და მხედველობის სხვა დარღვევებს. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. სააგენტო ასევე რეკომენდაციას აძლევს მედიკოსებს, NAION-ის დადასტურების შემთხვევაში განიხილონ პრეპარატის შეწყვეტის საკითხი, თუ მკურნალობის სარგებელი შესაძლო რისკს აშკარად არ აღემატება.

ჯანდაცვა • 1794381704

ავიატორი
ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით SPRIBE-მა Aviator-ის დასაცავად საერთაშორისო მასშტაბის დროებითი შეზღუდვები მოიპოვა

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ SPRIBE-ის სასარგებლოდ კოპირებული თამაშის გამოყენებაზე დამატებითი აკრძალვა გამოსცა ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო SPRIBE-ის საერთაშორისო სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და სხვისი კომერციული იდენტობის მითვისების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დიდ ბრიტანეთში ერთ საქმედ განიხილება ცხრა ქვეყანაში (მათ შორის, სამხრეთ აფრიკაში, კენიაში, მექსიკაში და სხვ.) წარმოშობილი მოთხოვნები.სასამართლოს მიერ აღნიშნული მიდგომა საკუთარი შინაარსითა და მასშტაბით მაღალი მნიშვნელობისაა. უმაღლესმა სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ SPRIBE-ის უფლებები შესაძლებელია ირღვეოდეს ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც. მან კომპანიას  მისცა საშუალება, საკუთარი პოზიციები სხვა ტერიტორიებთან მიმართებითაც წარადგინოს და დაიცვას.არსებული განხილვის პროცესში ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ  რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო:  დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე SPRIBE OÜ-ს სასარგებლო დამატებითი წინასწარი აკრძალვა გამოსცა. გადაწყვეტილების მიხედვით, ორ ქართულ კომპანიას იდენტური დასახელებით - შპს „ავიატორსა“ და მალტაში რეგისტრირებულ „Aviator Studios-ს“ ჯგუფის კომპანიებს დროებითი ღონისძიების სახით აუკრძალა SPRIBE-ის ქრაშ თამაშის კოპირებული ვერსიის ახალ პლატფორმებზე განთავსება და გაფართოება კოლუმბიაში, სერბეთსა და რუმინეთში. აგრეთვე, სასამართლომ მხარეთა თანხმობით დააწესა პრევენციული მექანიზმი კანადისა და იტალიის ბაზრებისათვის. ეს კი გულისხმობს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში კოპირებული თამაშის გაშვება დასაშვებია მხოლოდ SPRIBE-ისთვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ წარდგენილი შეგებებული საერთაშორისო სარჩელის განხილვა სამხრეთ აფრიკის, კენიის, მექსიკის, კანადის, იტალიის, კოლუმბიის, განას, რუმინეთისა და სერბეთის მიმართულებით გადაწყდება გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით. დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მიიჩნია, რომ SPRIBE-ის გლობალურად წარმატებული Aviator Game-ის იდენტური სახელით თამაშის არსებობა იწვევს მომხმარებლის დაბნეულობას.„თუ არსებობს ორი Crash თამაში, რომელთაც ორივეს ჰქვია Aviator და ისინი იყენებენ ძალიან მსგავს ლოგოებს, დიდი ალბათობით მათ შორის წარმოიქმნება აღრევა. მსგავსი აღრევა ზიანს მიაყენებს SPRIBE-ს, თუნდაც იმ მომხმარებლების დაბნეულობიდან გამომდინარე, რომლებიც კოპირებული თამაშის არარსებობის შემთხვევაში SPRIBE-ის თამაშს ითამაშებდნენ... ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატიოსან კომერციულ პრაქტიკას შეესაბამებოდეს საკუთარი თამაშის პოპულარიზაცია კონკურენტის სახელისა და ლოგოს გამოყენებით. მით უმეტეს, იმ ტერიტორიებზე, სადაც SPRIBE-მა უკვე შეიქმნა სახელი და რეპუტაცია“.დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO:„მივესალმებით ბრიტანეთის პატივცემული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც SPRIBE-ს დამატებით დაცვის მექანიზმების საშუალებას აძლევს და ადასტურებს, რომ კოპირებულ თამაშს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ჩვენ წლები დავუთმეთ Aviator-ის ბრენდის მსოფლიო მასშტაბით შექმნას და მოთამაშეების ნდობის მოპოვებას. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია ყველასთვის, ვინც სხვისი პროდუქტის კოპირებას ცდილობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მომავალშიც აქტიურად დავიცავთ ჩვენს თამაშს, ბრენდსა და მოთამაშეებს მსგავსი იმიტაციის მცდელობებისგან. ძალიან ვამაყობ SPRIBE-ის იურიდიული გუნდით, მათი სტრატეგიული ხედვებითა და გაწეული შრომით“.ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში ახალი შეგებებული სარჩელები SPRIBE-მა მიმდინარე წელს შეიტანა. მიზეზი კი კოპირებული თამაშის ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ მესამე პირების მიერ არაერთ ქვეყანაში გავრცელების მცდელობა იყო.ზეპირი მოსმენები ლონდონში, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში 2026 წლის 15-20 ოქტომბერს გაიმართა.შენიშვნები 2025  წელს ბრიტანეთის სასამართლომ წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აკრძალვა გამოსცა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, რის საფუძველზეც კომპანია „ავიატორს“ დავის დასრულებამდე აეკრძალა თამაშის დიდ ბრიტანეთში გაშვება.   2026 წლის სექტემბერში მალტის სასამართლომ წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დააკმაყოფილა SPRIBE-ის მოთხოვნა და ევროკავშირის სრულ ტერიტორიაზე „ავიატორის“ ჯგუფის მალტაში დაფუძნებულ კომპანიებს აუკრძალა SPRIBE-ის მიერ ევროკავშირში რეგისტრირებული ნიშნების იდენტური ან/და მსგავსი ნიშნის გამოყენება.  SPRIBE-ის Aviator Crash Game საქართველოში 2019 წელს გაეშვა. 2020 წლიდან თამაში წარმატებით გავიდა საერთაშორისო ბაზრებზე.  SPRIBE-მა პირველად 2021 წელს შეიტანა განაცხადები სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე Aviator Crash Game-ის ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად. Aviator LLC-მ და Aviator Studio-მ Aviator Crash Game-ის თავიანთი კოპირებული ვერსია 2025 წელს გამოუშვეს.

ბიზნესი • 1794381391

პარლამენტი
ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება - პარლამენტმა ცვლილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზესახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

საზოგადოება • 1794381256