რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 182 351 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი სივრცე. რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მისი მოცულობა 5 590 368 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს.„ჩვენი გამარჯვებული საკონკურსო პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, არსებული ჭალის ტერიტორიის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გარდაქმნას.კომპლექსი წარმოადგენს მოცულობების ერთიან კომპოზიციას, რომელიც ხელოვნური მწვანე ბორცვებით არის შემოსაზღვრული და არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირდება. მოდულური სისტემა პროექტს სხვადასხვაგვარ რელიეფთან ადაპტაციისთვის მოქნილობას სძენს და ეტაპობრივი მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. ამგვარად, საპროექტო მოცულობების ლანდშაფტთან ინტერგრირებული განლაგების მქონე კომპლექსი ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს შორის მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ რეკრეაციულ ბირთვს კვლავ აკავშირებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებთან.პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტის მიზანს — შეინარჩუნოს ტერიტორიის რეკრეაციული იდენტობა და ამავდროულად შექმნას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ახალი ცენტრალური კერა ქალაქში, რომელსაც ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი ამჟამად არ გააჩნია.კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და ადმინისტრაციულ ბლოკს. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა“, - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ძირითადი შენობის მშენებლობას, საჭირო სამუშაოებს, მასალებს, აღჭურვილობასა და შრომით ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯებს.
1794220321
1793874960
ბანკები დასაკუთრებულ უძრავ ქონებას მესამე პირებზე ვეღარ გააქირავებენ - კანონპროექტიკომერციულ ბანკებს დასაკუთრებული უძრავი ქონების მესამე პირებზე იჯარით გაცემა ეზღუდებათ. შესაბამისი ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო პაკეტით არის გათვალისწინებული, რომლის ავტორებიც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები არიან.კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბანკები უძრავი ქონების იჯარით გაცემას მხოლოდ საკუთარი საბანკო ან მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, სოციალური პროექტებისთვის ან საკუთარი შვილობილი საწარმოსთვის შეძლებენ. მესამე პირებზე ქონების გაქირავება აღარ იქნება დასაშვები.მოქმედი კანონმდებლობით, ბანკს უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეუძლია, თუ ფართი საბანკო ან მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ბანკის სოციალურ პროექტებს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა მიზნებს ემსახურება. მათ შორის, დასაშვებია ბანკის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფარგლებში დასაკუთრებული ქონების გაქირავებაც.ცვლილების თანახმად, იჯარით გაცემული ქონება უშუალოდ იმ ბანკის საქმიანობას უნდა ემსახურებოდეს, რომელიც მას აქირავებს, ან მის შვილობილ საწარმოს. ამასთან, უცვლელი რჩება სოციალური პროექტებისთვის ქონების გამოყენების შესაძლებლობა.კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზანია, ბანკების მიერ უძრავი ქონების გაქირავება საოპერაციო საჭიროებებს ემსახურებოდეს და დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობად არ იქცეს.ახალი რეგულაცია არ გავრცელდება ბანკის იმ შვილობილ საწარმოზე, რომლის წილიც ბანკმა გაცემული კრედიტის დასაფარად მიიღო და რომლის გასხვისების ვალდებულებაც კანონით არის გათვალისწინებული.
1793773200
როდის და როგორ აშენდა სადგურის მოედნის ე.წ. გადასასვლელი ხიდისადგურის მოედნის ე.წ. გადასასვლელ ხიდს, სადაც 2 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა და დაახლოებით, მისი მეოთხედი განადგურდა, ბევრმა არც იცის, რომ,ოფიციალურად, "მამულიშვილთა ხიდი“ ჰქვია.ვიდრე ვიტყოდეთ, როდის და რატომ დაარქვეს მას ეს სახელი, მანამდე გადავხედოთ მის ისტორიას:აღნიშნული ხიდი სადგურის მოედანსა და დადიანის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. აშენებულია 1930-1940-იან წლებში. 90-იან წლებში ამ ადგილმა ბაზრობის ფუნქციაც შეითავსა. ასე იქაურობა წლების განმავლობაში სავაჭრო სივრცედ იქცა და არა მარტო თვითონ ხიდი, მისი მიმდებარე კიბეები და ტერიტორია, სადაც ხანძრამდე იყიდებოდა მეორადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, წვრილი ტექნიკა და სხვა ათასი წვრილმანი...დიახ, იქ არსებულ მცირე მაღაზია-დახლებზე გარემოვაჭრეები ყოველდღიურ სარჩოს ასე გამოიმუშავებდნენ. რა იქნება ამ ხანძრის შემდეგ, არავინ იცის.როგორც აღვნიშნეთ, თბილისის გადასასვლელი ხიდი საფეხმავლო ესტაკადაა, რომელიც, სადგურის მოედანსა და ნაძალადევს - "ნახალოვკას“ ცოტნე დადიანის ქუჩის მხიდან აკავშირებს. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფრასტრუქტურული და ისტორიული ობიექტიცაა. მშენებლობა და წარმოშობის ისტორია ვიდრე ამ ტერიტორიაზე სადგური გაჩნდებოდა, ეს ტერიტორია ქალაქის შემოსასვლელთან მდებარე შედარებით თავისუფალ სივრცეს წარმოადგენდა.ყველაფერი შეიცვალა 1872 წელს, როდესაც გაიხსნა თბილისი-ფოთის რკინიგზა - პირველი სარკინიგზო ხაზი კავკასიაში. სწორედ ამ პერიოდში აშენდა პირველი ცენტრალური სადგურის შენობა (იმჟამად "ტიფლისის ვაგზალი“), რამაც საფუძველი ჩაუყარა მთელი უბნის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, ფორმირებას.ტრანსპორტის ხაზის მიღმა ტერიტორიაზე უნებართვოდ, ნაძალადევად დასახლდნენ რკინიგზის მუშები. ამ ადგილს სწორედ ამიტომაც ეწოდა, ნაძალადევი, ანუ "ნახალოვკა“.რკინიგზის მრავალზოლიანი ლიანდაგები ფიზიკურად ჭრიდა ქალაქის ცენტრსა და ნაძალადევის უბანს ერთმანეთისგან, რაც ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილებას სახიფათოს ხდიდა.ლიანდაგებზე უსაფრთხოდ გადასასვლელად XX საუკუნის დასაწყისში აშენდა პირველი ლითონის საფეხმავლო ხიდი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ეს კონსტრუქცია უზრუნველყოფდა ნაძალადევის მუშათა დასახლების დაკავშირებას ცენტრალურ სადგურთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებთან. საბჭოთა პერიოდის რეკონსტრუქცია ქალაქის გაფართოებასთან და მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად, პირველად ხიდმა მოთხოვნები ვეღარ დააკმაყოფილა.XX საუკუნის შუა წლებში (1950-1960-იან წლებში) აშენდა ახალი, უფრო ფართო რკინაბეტონისა და ფოლადის საფეხმავლო ესტაკადა. ისტორიულ-სოციალური მნიშვნელობა ის აქამდე "ნახალოვკის“ მთავარ არტერიად მიიჩნეოდა: ხიდი ათწლეულების განმავლობაში იყო ერთადერთი სწრაფი საფეხმავლო კავშირი ნაძალადევსა და ცენტრალურ სადგურს შორის.2003 წელს კი "გადასასვლელ ხიდს“ სახელი შეუცვალეს და 1992-1993 წლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად "მამულიშვილთა ხიდი“ უწოდეს.თუმცა ქალაქურ ფოლკლორში გადასასვლელი ხიდი გარდამავალი ეპოქისა და თბილისური ყოველდღიურობის სიმბოლოდ იქცა.ყველაფერთან ერთად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე "მამულიშვილთა ხიდი“ ქალაქის ურბანული განვითარების ჩუმი მოწმეა. განსხვავებით მტკვარზე არსებული უფრო ცნობილი, დეკორატიული ხიდებისგან, ეს ნაგებობა თავისი ფუნქციური და მინიმალისტური სტილით გამოირჩეოდა ყოველთვის. ხიდის არქიტექტურული გადაწყვეტა მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ურბანულ დაგეგმარებას ეფუძნება, სადაც მთავარი აქცენტი სიმტკიცესა და პრაქტიკულობაზე იყო გაკეთებული.2025 წელს ცნობილი გახდა, რომ წელს თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავდა. იმჟამინდელი ინფორმაციების თანახმად, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იყო და მასზე 2026 წელს10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ოფიციალური ინფორმაციებიდან ირკვევა, პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა წელს, ამ დრომდე მისი განხორციელება ჯერ არ დაწყებულა.წყარო: ambebi.ge
1793710860
2026 წლის 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 521.9 მლნ ლარის ანაზღაურება გასცასაქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475.888 მლნ ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2.210 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.495 მლრდ ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684.245 მლნ ლარი დახარჯა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, LEAF-თან თანამშრომლობით, 11-17 ნოემბერს საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს გამართავს.საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:🔹11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე🔹12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი - Gori Inn🔹16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50🔹17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
ბიზნესი • 1794313976
საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში, ბიზნესის მიმართულებით, გადახდებში საუკეთესო AI გადაწყვეტისთვის დაჯილდოვდა (Best Corporate/Institutional AI Bank — Best AI in Payments).აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა.Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით.
ბიზნესი • 1794308285
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Cybertruck-ის წარმოებას ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მდებარე ქარხანაში ეტაპობრივად შეამცირებს. ცვლილებები 2027 წლის შუა პერიოდიდან დაიწყება და მიზნად Cybercab-ის წარმოებისთვის დამატებითი სივრცის გამოთავისუფლებას ისახავს. ეს ქარხანა ამჟამად ერთადერთი საწარმოა, სადაც Cybertruck იწარმოება.ჯერჯერობით უცნობია, შეწყდება თუ არა მოდელის წარმოება სრულად, თუ Tesla მის გამოშვებას სხვა საწარმოში გადაიტანს. თუმცა კომპანიის წამყვანი ინჟინრის, უეს მორილის განცხადება მიანიშნებს, რომ მოდელმა შესაძლოა წარმოების ციკლი დაასრულოს. მისი თქმით, Cybertruck მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განვითარების პლატფორმა იყო და მისი ტექნოლოგიები Cybercab-ში გააგრძელებს არსებობას.Cybertruck-ის გაყიდვები კომპანიის თავდაპირველ მოლოდინებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. 2023 წელს მასკი ვარაუდობდა, რომ Tesla წელიწადში 500 000 ავტომობილს გამოუშვებდა. თუმცა კომპანიას მოდელის გაყიდვების ცალკე მონაცემები არ გამოუქვეყნებია. Tesla-ს ანგარიშგებით, მიმდინარე წელს სხვა მოდელების კატეგორიაში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 37 000-ზე ნაკლებია, თუმცა ეს მაჩვენებელი Cybertruck-თან ერთად Model S-სა და Model X-საც მოიცავს.მასკი Tesla-ს სამომავლო განვითარებას სულ უფრო მეტად ავტონომიურ ტრანსპორტსა და ჰუმანოიდ რობოტებს უკავშირებს. კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება Cybercab-ია — თვითმართვადი ტაქსი, რომლის წარმოების გაფართოებისთვისაც Tesla ახლა საწარმოო რესურსების გადანაწილებას გეგმავს.
მსოფლიო • 1794301260
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრებზე მიმართვიანობა ისევ დაბალია. მართალია, ბოლო პერიოდში ამ კუთხით ცნობიერება შედარებით გაზრდილია, თუმცა ვაქცინაციით მოსახლეობის მოცვა არასაკმარისია. თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. ხშირად ადამიანმა არც კი იცის, რომ მისი მატარებელია, თუმცა ვირუსის ზოგიერთმა ტიპმა შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მათ შორისაა საშვილოსნოს ყელის კიბოც.თუმცა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ამ სახის კიბოსგან თითქმის 100%-იანი დაცვის გარანტი ვაქცინა არსებობს და ის მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა, დაინტერესება მაინც დაბალია.საქართველოში აცრას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მისი გაკეთება 11-დან 45 წლის ჩათვლით ასაკის ქალებსა და მამაკაცებს უფასოდ შეუძლიათ. ვაქცინას 15 წლამდე მოზარდები ექვსი თვის ინტერვალით ორჯერ იკეთებენ, ხოლო 15-დან 45 წლამდე - სამჯერ. ექსპერტების თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია მაშინაც კი, როცა ადამიანს უკვე აქვს ვირუსული ინფექციის რომელიმე ტიპი.რეპროდუქტოლოგ თათია ტუღუშის თქმით, ამ ვირუსის გადამტანი მამაკაცია, თუმცა მამაკაცებში ამ ვირუსის აღმოსაჩენი ტესტი არ არსებობს. ამასთან, მათში ვირუსი უსიმპტომოა.მისი განმარტებით, პრობლემაა ის, რომ მამაკაცი 4 ვირუსის მტარებელიც რომ იყოს, შეიძლება ეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ გამომჟღავნდეს და მან ეს თავის პარტნიორ ქალს გადადოს, რაც, შესაძლოა, საშვილოსნოს კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს. ამიტომ თათია ტუღუში როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.jandacva.ge
ჯანდაცვა • 1794294180
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც ბუნებრივ აირს, მაგალითად, აუზების გათბობისთვის იყენებენ, შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდება.„ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოჰყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი-ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები.შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირე რაოდენობას მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ., რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები არიან, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი.ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“, – თქვა ნარმანიამ.პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სემეკი უფლებამოსილია 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით.ვრცლად: publika.ge
ენერგეტიკა • 1794290820
6 და 7 ნოემბერს, სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წინანდლის მამულში Grand Jury du Vin-ის მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებაზე წელს საერთაშორისო ასოციაციის დაარსების 30 წლის იუბილე აღინიშნა.სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი.განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ.ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან.ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა.
ბიზნესი • 1794239340










