სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ექსპლუატაციის კუთხით.„არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა არის ქალბატონების ექსპლუატაცია, რაც არის, სამწუხაროდ, სუროგაციის აუცილებელი ელემენტი. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას. ქალის ექსპლუატაციის პრობლემა რჩება ისევ ძირეულ პრობლემად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები.„სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1795514719
1795241227
მომხმარებელთა მხოლოდ 54%-ს სჯერა, რომ Black Friday-ზე ფასები რეალურად მცირდება – BCG-ის კვლევაBlack Friday-ის ფასდაკლებების მიმართ მომხმარებელთა ნდობა მცირდება. Boston Consulting Group-ის (BCG) 2026 წლის კვლევის თანახმად, მომხმარებელთა მხოლოდ 54% ენდობა, რომ Black Friday-ის ფარგლებში რეკლამირებული ფასები რეალურად უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ პერიოდში. ამასთან, გამოკითხულთა 20% ფასდაკლებების სანდოობას პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს.კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა ნაწილში ე.წ. ფასდაკლებების დაღლილობაც იზრდება. გამოკითხულთა 22% წლის ბოლოს სავაჭრო აქციების პერიოდში ნაკლების დახარჯვას ან საერთოდ არ შეძენას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთავაზებები წლის განმავლობაში ისედაც ხშირად გვხვდება. მიუხედავად სკეპტიციზმისა, მომხმარებლებს კარგი შეთავაზებისთვის კვლავ მნიშვნელოვანი ფასდაკლება სჭირდებათ – მათთვის მისაღები მინიმალური ფასდაკლება დაახლოებით 30%-ია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 32%-ს შეადგენდა.კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზრდაა. მომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ AI-ს პროდუქტებისა და ფასების შესადარებლად, შეთავაზებების მოსაძებნად და შესყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად. BCG-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 56% წელს საყიდლების პროცესში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს ან უკვე იყენებს. ამასთან, გამოკითხულთა 39% AI-ს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ფასების შესადარებლად ენდობა, ხოლო 37% – პროდუქციის მახასიათებლების შესადარებლად.BCG-ის მეექვსე ყოველწლიური კვლევა 10 ქვეყანაში 10 220 მომხმარებლის გამოკითხვას ეფუძნება. კვლევა მოიცავს მომხმარებელთა მოლოდინებსა და ქცევას წლის ბოლოს დაგეგმილი ძირითადი სავაჭრო აქციების, მათ შორის Singles’ Day-ის, Black Friday-ისა და Cyber Monday-ის პერიოდში. კვლევის ავტორების შეფასებით, საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვის ფასდაკლების სიდიდესთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებელთა ნდობის მოპოვება, ფასების გამჭვირვალობა და შეთავაზებების რეალურობის დადასტურება.
1795151515
15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ2026 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისში გაზის უსაფრთხოებაზე 274 777 აბონენტი შემოწმდა, საიდანაც დარღვევა 15 324 შემთხვევაში გამოვლინდა, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.ამასთან, "თბილისი ენერჯის" მონაცემებით, მიმდინარე წელს გაზის არასწორად მოხმარების შედეგად, CO-თი მოიწამლა 32 ადამიანი; ხოლო აფეთქებისა და ინტოქსიკაციის გამო გარდაიცვალა 2 ადამიანი.შეგახსენებთ, რომ დღეს დილის საათებში ფონიჭალაში „უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. პირველადი ინფორმაციით, სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის აფეთქება გახდა.აფეთქებიდან მალევე ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათგან ერთს - 31 წლის მამაკაცს, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობა აღენიშნება. ამასთან, რამდენიმე საათიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს 3 წლის თაია, რომელიც ასევე კლინიკაშია გადაყვანილი.როგორც უკვე ცნობილია, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ძებნა-შველის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ პირს ეძებენ.რაც შეეხება დედაქალაქის კონკრეტულ უბნებს, თუ სად რამდენი დარღვევა დაფიქსირდა გაზის უსაფრთხოდ მოხმარებასთან დაკავშირებით, "თბილისი ენერჯის" ცნობით, ყველაზე მეტი დარღვევა მიმდინარე წლის 10 თვეში ჩუღურეთში, ნაძალადევში, სამგორსა და ვარკეთილში ფიქსირდება.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თბილისის უბნებს, სადაც 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევდნენ: ჩუღურეთი-ნაძალადევი - 3 255 გამოვლენილი დარღვევა; სამგორი-ვარკეთილი - 2 781 გამოვლენილი დარღვევა; გლდანი-სანზონა - 2 140 გამოვლენილი დარღვევა; ისანი-ვაზისუბანი - 1 895 გამოვლენილი დარღვევა; მთაწმინდა-კრწანისი - 1 589 გამოვლენილი დარღვევა; საბურთალო-ნუცუბიძე - 1 385 გამოვლენილი დარღვევა; დიდუბე-დიღომი - 1 220 გამოვლენილი დარღვევა; ვაკე-წყნეთი - 1 059 გამოვლენილი დარღვევა. BPN
1795151061
საქართველოში 9 თვეში 2.5 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დაიწერასაქართველოში 9 თვეში 2.5 მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დაიწერა, ჯამში 188 მლნ ლარის ოდენობის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ხდება ცნობილი.უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გამოწერილია 2 587 200 ჯარიმა, საიდანაც ბიუჯეტში შესრულია 188 384 420 ლარი. მათგან 20%-იანი შეღავათით მოქალაქეებმა 1 427 623 ჯარიმის შემთხვევაში ისარგებლეს, რაც გამოწერილი ჯარიმების 55%-ია. შეღავათით გადახდილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 74 348 612 ლარი შეადგინა.სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა თბილისშია გამოწერილი (მოსახლეობის და ავტომობილების რაოდენობის შესაბამისად). მასზე საერთო რაოდენობის 44% მოდის. შემდეგ მოდის იმერეთი 18.6%-ით, ხოლო აჭარა 11%-ით.ვრცლად bpn.ge - ზე
სხვა სიახლეები
ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ მადლიერების დღის ცერემონიაზე ორი ინდაური, “თავისუფლება“ და “ბუმბული“, შეიწყალა.Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო შეწყალება “უკიდურეს ძალაუფლებად“ მოიხსენია. ტრამპმა შეიწყალა “თავისუფლება“ და “ბუმბული“ - 4 თვის ინდაურები, რომლებიც თეთრი სახლის ყოველწლიური რიტუალისთვის შეირჩა.ეს ტრადიცია ერთ საუკუნეზე მეტხანს ითვლის, როდესაც მეფრინველეობის ფერმერები თეთრ სახლში ინდაურებს სადღესასწაულო საჩუქრებად გზავნიდნენ. 1963 წელს ჯონ კენედიმ უარი თქვა ნაჩუქარი ინდაურის დაკვლაზე და იგი ფერმაში დააბრუნა. ცერემონიას ოფიციალური სახე ჯორჯ ბუშ უფროსმა 1989 წელ მისცა, რომელმაც განაცხადა, რომ ინდაური სადილად არ იქცეოდა და მას ოფიციალური საპრეზიდენტო შეწყალება მიანიჭა.ეროვნული ინდაურის 79-ე ცერემონია ვაშინგტონში, თეთრი სახლის სამხრეთ მდელოზე გაიმართა. ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად პირველი ლედი მელანია ტრამპი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ესწრებოდნენ.ტრადიციული საპრეზიდენტო შეწყალების მიღების შემდეგ, ინდაურები საცხოვრებლად ტეხასის A&M უნივერსიტეტში გადავლენ, სადაც დარჩენილ დროს მშვიდ გარემოში გაატარებენ.წყარო
მსოფლიო • 1795590037
2026 წელს, Euromoney-მ საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება საუკეთესოდ აღიარა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. რომელმა ინიციატივებმა აქცია საქართველოს ბანკი რეგიონის ლიდერად?საქართველოს ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მიღწეული შედეგების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.საქართველოს ბანკის CSR საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლება - ხარისხიან განათლებაზე, მომავლისთვის საჭირო უნარებსა და ფინანსურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; დასაქმება - ახალგაზრდების მხარდაჭერა პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, შრომის ბაზარზე შესვლასა და კარიერის განვითარებაში; ბიზნესის მხარდაჭერა - მეწარმეებისთვის ცოდნის, გამოცდილების, საქმიანი კავშირებისა და განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება. ამასთანავე, ბანკი მხარს უჭერს სპორტის, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, ჩართულობასა და შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.განათლება საქართველოს ბანკის CSR-ის მთავარი მიმართულებაასწორედ ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის საგანმანათლებლო პორტფელი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.შედეგად, ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას. იდეათეკებიიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას აძლევს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. 2026 წელს გაიხსნა ექვსი ახალი იდეათეკა.სტიპენდიები და პროფესიული განათლებასაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა 24 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.საქართველოს ბანკი ასევე სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს 20 პროფესიულ აკადემიაში, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ სასურველი მიმართულებით. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი კურსის სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ.ბანკი ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. STEM განათლება და ტექნოლოგიური უნარებისაქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. 2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი - უფასო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოზარდები ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს ეუფლებიან.ფინანსური წიგნიერება2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.დასაქმება - განათლებიდან პროფესიულ განვითარებამდესაქართველოს ბანკის მიდგომა განათლების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, მიიღონ პირველი სამუშაო გამოცდილება და კარიერა დაიწყონ. ამ მიმართულებით ბანკი ახორციელებს სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორისაა:ლიდერატორი - ლიდერატორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა. მონაწილეები მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტში, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სარგებლობენ მენტორობითა და რეგულარული უკუკავშირით. 2017 წლიდან პროგრამაში 537-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მონაწილეთა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. 2026 წელს პროგრამაში 44 სტუდენტი ჩაერთო.საზაფხულო სტაჟირება - პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის მათ 4-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. 2026 წელს პროგრამას 47 სტუდენტი შეუერთდა, ხოლო მისი დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა 119-მა სტუდენტმა მიიღო.ბიზნესის მხარდაჭერა - ცოდნა, კონსულტაცია და განვითარების შესაძლებლობებისაქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ გულისხმობს. ბანკი მეწარმეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავების, პროფესიული კონსულტაციის, საქმიანი კავშირებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.მეწარმე ქალთა სკოლა - საქართველოს ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022 წელს დააფუძნეს. პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის მართვის ცოდნის გაღრმავებაში, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში. 2026 წელს აჭარის რეგიონში გაიმართა ელექტრონული კომერციის ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც 30-მა ადგილობრივმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა.500 Georgia - საქართველოს ბანკი 500 Global-თან და GITA-სთან ერთად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სტარტაპებს ეხმარება ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში, ინვესტიციების მოსაზიდად მომზადებასა და საერთაშორისო სტარტაპებისა და ინვესტორების ქსელებთან დაკავშირებაში. პროგრამაში მისი დაწყებიდან დღემდე 125 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 - 2026 წელს.სპორტი, კულტურა და გარემოს დაცვაგანათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ბანკი გრძელვადიანად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებთან და კულტურულ ორგანიზაციებთან, ასევე მონაწილეობს გარემოს დაცვის ინიციატივებში.სპორტი 2022 წლიდან საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის გენერალური სპონსორია; 2021 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორია; 2018 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან; 2019 წლიდან საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარტნიორია. 2026 წელს გაგრძელდა კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც ქართულ ბიზნესებს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კამპანიას დაახლოებით 20 ბრენდი შეუერთდა.ასევე, 2026 წლიდან საქართველოს ბანკი ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში 10 ახალგაზრდა მოჭადრაკეს სრული ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.კულტურასაქართველოს ბანკი 2022 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, გენერალური პარტნიორია. 2026 წელს დაიწყო კამპანია „სუხიშვილები და რეგიონები“, რომლის მიზანია ანსამბლის კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართვა. პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა.ბანკი ასევე უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.გარემოს დაცვასაქართველოს ბანკი 2010 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით საქართველოს დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია, რომელთა საერთო ფართობი 740 000 ჰექტარს შეადგენს.პარტნიორობის ფარგლებში ფინანსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, უმჯობესდება რეინჯერების სამუშაო პირობები და მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობაც.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. სრული CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
ბიზნესი • 1795589911
Black Friday ახლოვდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი PLUS ბარათის მფლობელებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. 29 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ფასდაკლებებით, მიიღონ მეტი PLUS ქულა და შოპინგისას დამატებითი სარგებელი მიიღონ.შეთავაზებები სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს, მათ შორის ტანსაცმელსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, სახლის ნივთებს, კვების ობიექტებს და სხვა.PLUS ბარათით, სუპერ PLUS ბარათით და მასწავლებლის ბარათით გადახდისას PLUS ქულების ქეშბექს მიიღებთ შემდეგ ობიექტებში: 25 ნოემბერს - Arttime - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 26 ნოემბერს - Kitchen & More - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 27 ნოემბერს - ICR Home - 25% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 400 ლარის PLUS ქულა); 27 ნოემბერს - სითი მოლი გლდანი და საბურთალოს ფილალის, East Point-ის, გალერეა თბილისისა და თბილისი მოლის კვების ობიექტები: Wendy’s, Yakudza, Subway და Tolia - 20% PLUS ქულების ქეშბექი (ჯამში მაქსიმუმ 20 ლარის PLUS ქულა); 27-29 ნოემბერს - Berghoff - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 27-29 ნოემბერს - Pupazzo - 20-ჯერ მეტი PLUS ქულა (ლიმიტის გარეშე). 28 ნოემბერს - Kenari - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); 28 ნოემბერს - Meama - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარისPLUS ქულა); 29 ნოემბერს - Voulez Vous - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); ინფორმაციისთვის, შეთავაზება არ ვრცელდება Chanel-ზე, Dior-ზე, Essential Parfums-სა და სასაჩუქრე ბარათებზე. 29 ნოემბერს - Manamo - 30% PLUS ქულების ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა). ხოლო, მხოლოდ სუპერ PLUS ბარათით გადახდისას 27 ნოემბერს, სითი მოლის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში, Grand Mall Batumi-ში, Telavi Mall-სა და Gori Mall-ში შოპინგისა და აქსესუარების კატეგორიის მაღაზიებში დახარჯული თანხის 40% PLUS ქულების სახით დაგიბრუნდებათ. (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულა)გაითვალისწინეთ რომ აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებების სანახავად კი ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზების გვერდს,
ბიზნესი • 1795529220
საქართველოს ბანკმა ბიზნესებისა და ინდ. მეწარმეებისთვის ბიზნეს ნაკრებები განაახლა.განახლებული ნაკრებები ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და ითვალისწინებს სხვადასხვა სექტორის სპეციფიკას, რათა მეწარმეებმა საქმიანობისთვის საჭირო საბანკო და დამატებითი სერვისებით ერთი საკომისიოს ქვეშ ისარგებლონ.განახლებული ბიზნეს ნაკრებები განკუთვნილია სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის, მათ შორის აგრო, ვაჭრობის, მომსახურებისა და მშენებლობის მიმართულებებისთვის. სექტორული მიდგომით, ბიზნესს, ნაკრებთან და ბარათთან ერთად, წვდომა აქვს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ სპეციალურ შეთავაზებებზე, რომლებიც ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში ეხმარება.ბიზნეს ნაკრებების ფარგლებში მომხმარებლები მიიღებენ: Mastercard Preferred პრემიუმ ბიზნეს ბარათს – რომელიც ორივე ნაკრების შემადგენელი ნაწილია; სექტორზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს – მათ შორის შეღავათებს სხვადასხვა ობიექტში ან ციფრულ და სავაჭრო პლატფორმებზე, როგორებიცაა Temu, ChatGPT და Gulf; განსაკუთრებულ ვალუტის კურსს – ბიზნესისთვის ვალუტის კონვერტაციისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას; ლარის გადარიცხვებს საკომისიოს გარეშე – ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების უფრო ხელსაყრელი პირობებით განხორციელებისთვის. „ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევთავაზოთ არა მხოლოდ საბანკო მომსახურება, არამედ მის საქმიანობაზე მორგებული შესაძლებლობების ერთობლიობა. სხვადასხვა სექტორში მოქმედ კომპანიებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ – იქნება ეს ვაჭრობა, აგრო, მომსახურება თუ მშენებლობა. სწორედ ამიტომ, განახლებული ბიზნეს ნაკრებები აერთიანებს როგორც საბანკო პროდუქტებსა და შეღავათიან პირობებს, ისე კონკრეტული საქმიანობისთვის რელევანტურ შეთავაზებებს, რაც საქმეს სჭირდება“, – აცხადებს გიორგი კოკაია, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი.განახლებული ბიზნეს ნაკრებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს ან გაააქტიურეთ სასურველი ნაკრები ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან.
ბიზნესი • 1795521840
2026 წელს, Euromoney-მ საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება საუკეთესოდ აღიარა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს. საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. რა დგას ამ აღიარების მიღმა და რომელმა ინიციატივებმა აქცია საქართველოს ბანკი რეგიონის ლიდერად?საქართველოს ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მიღწეული შედეგების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.საქართველოს ბანკის CSR საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლება - ხარისხიან განათლებაზე, მომავლისთვის საჭირო უნარებსა და ფინანსურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; დასაქმება - ახალგაზრდების მხარდაჭერა პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, შრომის ბაზარზე შესვლასა და კარიერის განვითარებაში; ბიზნესის მხარდაჭერა - მეწარმეებისთვის ცოდნის, გამოცდილების, საქმიანი კავშირებისა და განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება. ამასთანავე, ბანკი მხარს უჭერს სპორტის, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, ჩართულობასა და შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.განათლება საქართველოს ბანკის CSR-ის მთავარი მიმართულებაასწორედ ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის საგანმანათლებლო პორტფელი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ეფუძნება: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, STEM განათლების ხელშეწყობასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას.შედეგად, ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას. იდეათეკებიიდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს წიგნებზე, ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას აძლევს. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, მათ შორის მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დასახლებებისთვის. 2026 წელს გაიხსნა ექვსი ახალი იდეათეკა.სტიპენდიები და პროფესიული განათლებასაქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, ბაკალავრიატის საფეხურზე სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა 24 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.საქართველოს ბანკი ასევე სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს 20 პროფესიულ აკადემიაში, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ სასურველი მიმართულებით. 2026 წლიდან პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვისაც გაიხსნა - მათ 10-ზე მეტი კურსის სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა აქვთ.ბანკი ასევე უჭერს მხარს საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას. ყოველწლიურად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის, Chevening-ის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის და UWC-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. STEM განათლება და ტექნოლოგიური უნარებისაქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. 2026 წელს გაიხსნა TUMO ქუთაისი - უფასო საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოზარდები ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, დიზაინსა და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს ეუფლებიან.ფინანსური წიგნიერება2026 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი 600-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ტრენინგები განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მშობლებისთვის.საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მხარდაჭერილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური განათლების კონკურსები, დესპანებისა და ფინანსური ავტობუსის პროექტები. ფინანსური განათლების კურსი დაინერგა ორ უნივერსიტეტშიც, სადაც ის 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.ახალგაზრდებთან ფინანსური ცოდნის გასავრცელებლად გამოიყენება sCoolApp-ის საგანმანათლებლო თამაში TRIVIA. 2026 წელს თამაშში მომხმარებლების 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თამაშის თემებს შორისაა დაზოგვა, პასუხისმგებლიანი ხარჯვა, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა და კიბერუსაფრთხოება.დასაქმება - განათლებიდან პროფესიულ განვითარებამდესაქართველოს ბანკის მიდგომა განათლების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, მიიღონ პირველი სამუშაო გამოცდილება და კარიერა დაიწყონ. ამ მიმართულებით ბანკი ახორციელებს სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მათ შორისაა:ლიდერატორი - ლიდერატორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა. მონაწილეები მუშაობენ სხვადასხვა დეპარტამენტში, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, სარგებლობენ მენტორობითა და რეგულარული უკუკავშირით. 2017 წლიდან პროგრამაში 537-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მონაწილეთა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა. 2026 წელს პროგრამაში 44 სტუდენტი ჩაერთო.საზაფხულო სტაჟირება - პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის მათ 4-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. 2026 წელს პროგრამას 47 სტუდენტი შეუერთდა, ხოლო მისი დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა 119-მა სტუდენტმა მიიღო.ბიზნესის მხარდაჭერა - ცოდნა, კონსულტაცია და განვითარების შესაძლებლობებისაქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებს არ გულისხმობს. ბანკი მეწარმეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავების, პროფესიული კონსულტაციის, საქმიანი კავშირებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.მეწარმე ქალთა სკოლა - საქართველოს ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მეწარმე ქალთა სკოლა 2022 წელს დააფუძნეს. პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება ბიზნესის მართვის ცოდნის გაღრმავებაში, სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში. 2026 წელს აჭარის რეგიონში გაიმართა ელექტრონული კომერციის ორდღიანი ტრენინგი, რომელშიც 30-მა ადგილობრივმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა.500 Georgia - საქართველოს ბანკი 500 Global-თან და GITA-სთან ერთად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სტარტაპებს ეხმარება ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში, ინვესტიციების მოსაზიდად მომზადებასა და საერთაშორისო სტარტაპებისა და ინვესტორების ქსელებთან დაკავშირებაში. პროგრამაში მისი დაწყებიდან დღემდე 125 სტარტაპი ჩაერთო, მათგან 11 - 2026 წელს.სპორტი, კულტურა და გარემოს დაცვაგანათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ბანკი გრძელვადიანად თანამშრომლობს სპორტულ ფედერაციებთან და კულტურულ ორგანიზაციებთან, ასევე მონაწილეობს გარემოს დაცვის ინიციატივებში.სპორტი 2022 წლიდან საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის გენერალური სპონსორია; 2021 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორია; 2018 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან; 2019 წლიდან საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარტნიორია. 2026 წელს გაგრძელდა კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც ქართულ ბიზნესებს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კამპანიას დაახლოებით 20 ბრენდი შეუერთდა.ასევე, 2026 წლიდან საქართველოს ბანკი ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში 10 ახალგაზრდა მოჭადრაკეს სრული ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა.კულტურასაქართველოს ბანკი 2022 წლიდან ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, გენერალური პარტნიორია. 2026 წელს დაიწყო კამპანია „სუხიშვილები და რეგიონები“, რომლის მიზანია ანსამბლის კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართვა. პირველი კონცერტი ქუთაისში გაიმართა.ბანკი ასევე უკვე სამი წელია მხარს უჭერს „თბილისის წიგნის დღეებს“. 2023 წლიდან ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.გარემოს დაცვასაქართველოს ბანკი 2010 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით საქართველოს დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია, რომელთა საერთო ფართობი 740 000 ჰექტარს შეადგენს.პარტნიორობის ფარგლებში ფინანსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები, უმჯობესდება რეინჯერების სამუშაო პირობები და მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობაც.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. სრული CSR ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
ბიზნესი • 1795520005
სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ექსპლუატაციის კუთხით.„არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა არის ქალბატონების ექსპლუატაცია, რაც არის, სამწუხაროდ, სუროგაციის აუცილებელი ელემენტი. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას. ქალის ექსპლუატაციის პრობლემა რჩება ისევ ძირეულ პრობლემად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები.„სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საზოგადოება • 1795514719










