1790156406
ბიტკოინის ფასი 86 000 დოლარს უახლოვდება
2027 წლის ბიუჯეტის პროექტით პირველადი ვერსიის მიხედვით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740.0 მლნ იქნება.როგორც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, სააგენტოს 65 თანამშრომელი ეყოლება, ხოლო მათი ხელფასებისთვის მთელი წლის განმავლობაში, 3 მლნ ლარია გათვალისწინებული.ამასთან, საბიუჯეტო პროექტში ჩადებულია ახალი პროგრამა სახელწოდებით „გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და კოორდინაცია”, რომლის ფუნქციად განსაზღვრულია: გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება; სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა და გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის, ასევე მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასტრონომიის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტიდან 5 020.0 მლნ ლარი ხარჯვით ნაწილს წარმოადგენს.ცნობისთვის, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო. დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდა. 3 აგვისტოს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.
1791023231
1790837220
იანვრიდან თანამდებობის პირებს ხელფასები ეზრდებათ - რამდენი იქნება პრეზიდენტის, პრემიერის, მინისტრების და დეპუტატების ანაზღაურება2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული.შედეგად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება.ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. ყველაზე დაბალი, 8 კოეფიციენტით კი, პარლამენტის წევრების ანაზღაურება გამოითვლება.ამასთან აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტით გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო მრავლდება შესაბამის თანამდებობაზე განსაზღვრულ კოეფიციენტზე და ასე მიიღება იმ კონკრეტულ თანამდებობაზე განსაზღვრული თვიური ანაზღაურება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ გადაანგარიშებით მიღებულ თანხას გამოვაკლებთ 20%-იან საშემოსავლოს, გავიგებთ რამდენია თანამდებობის პირთა დარიცხული წლიური ხელფასი (ე.წ. ხელზე ასაღები წლიური ანაზღაურება).„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, რამდენი იქნება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2027 წელს:[შენიშვნა: გაანგარიშება გაკეთებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული საბაზო ხელფასის მიხედვით] პრეზიდენტი ( კოეფიციენტი 10) - თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი; პრემიერ-მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი; მინისტრი ( კოეფიციენტი 8.5) - თვეში 14 747 ლარი, წლიურად 176 970 ლარი; მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.5) - თვეში 13 012 ლარი, წლიურად 156 150 ლარი; მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 12 578, წლიურად 150 945 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 15 962 ლარი, წლიურად 191 544 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 15 615 ლარი, წლიურად 187 380 ლარი; პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) - თვეში 14 921 ლარი, წლიურად 179 052 ლარი; პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 14 747 ლარი, წლიურად 176 970 ლარი; პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 806 ლარი; პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 806 ლარი; პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.2) - თვეში 14 227 ლარი, წლიურად 170 724 ლარი; პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.1) - თვეში 14 053 ლარი, წლიურად 168 642 ლარი; პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) - თვეში 13 880 ლარი, წლიურად 166 560 ლარი. ცნობისთვის, აღნიშნული თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით.იმ შემთხვევაში თუ მაგალითად, პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებას გამოვაკლებთ 20%-ს, მათი დარიცხული თვიური სარგო (ე.წ. ხელზე ასაღები ანაზღაურება) 13 880 ლარი, ხოლო წლიური 166 560 ლარი იქნება.მინისტრების ყოველთვიური დარიცხული სარგო 11 797, ხოლო წლიურად - 141 571 ლარი იქნება.რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2027 წლიდან საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით, დეპუტატის შემოსავალი თვეში 11 104 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი 133 248 ლარს გაუტოლდება.BPN
1790665380
ნასვამობაზე მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, ტარების უფლება გასაჩივრების პერიოდშიც აღარ გექნებათიმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ნასვამობის გამო შეგიჩერდათ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში ტარების უფლება აღარ გექნებათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან ამოქმედდა.კერძოდ, საუბარია კოდექსის 116-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას. კოდექსის თანახმად, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, მართვის უფლება მძღოლს 6 თვით უჩერდება, იმ შემთხვევაში თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან მძღოლმა შემოწმებისთვის თავის არიდება ცადა, კოდექსი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.ასევე კოდექსში გაწერილია შემთხვევები რომელიც შეეხება: ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას, როდესაც პირს იგივე ან სხვა მიზეზით უკვე შეჩერებული აქვს მართვის უფლება, ან საერთოდ არ აქვს მოწმობა და სხვა. ამ შემთხვევებში მართვის მოწმობის შეჩერებასთან ერთად ფულადი სანქციაც არის გათვალისწინებული.თუმცა, როგორც ცნობილია, პირს მსგავსი გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს და ამ პერიოდში, მას შეეძლო სატრანსპორტო საშუალების მართვა. თუმცა, კოდექსში 31 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, ეს ერთგვარი შეღავათი მძღოლებისთვის უკვე აღარ მოქმედებს.BPN
1790577120
38 ტელეარხიდან სატელევიზიო რეიტინგით პირველ ადგილზეა იმედი, 30-ე ენკი-ბენკი ხოლო ბოლო პოზიციებზე GURIA TV, BMG, ODISHI TV, TOK TV, TV 4, RUGBY TVTRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) „ტრი მედია ინტელიჯენსი“ (ტი-ემ-აი) -ის განახლებული მონაცემებით, 38 ტელეარხიდან სატელევიზიო რეიტინგით პირველ ადგილზეა იმედი, 30-ე ენკი-ბენკი ხოლო ბოლო პოზიციებზე GURIA TV, BMG, ODISHI TV, TOK TV, TV 4, RUGBY TV. ცნობისთვის, TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის Fifty5Blue-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.თავდაპირველად, TMI-ის პანელმა მოიცვა საქართველოს 7 დიდი ქალაქი (40 ათასზე მეტი მოსახლეობით), 540 შინამეურნეობითა და დაახლოებით 800 ფიფლმეტრით. 2022 წლიდან TMI-მ გააფართოვა კვლევის არეალი და ამჟამად მისი პანელი მოიცავს მთელ საქართველოს (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), სადაც მოსახლეობის მინიმუმ 80% თავისუფლად საუბრობს ქართულად. პანელის კვლევაში მონაწილეობს 800 შინამეურნეობა, სადაც 1100-ზე მეტი ფიფლმეტრია დამონტაჟებული.საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც გამოიყენა Fifty5Blue-ს სრულიად ახალი PM7 ტექნოლოგია და რომელსაც აქვს PM5000s და PM7 შერეული ტექნოლოგია თავის პანელში.
სხვა სიახლეები
ვენეციის ხელისუფლება ქალაქის დატვირთვის შესამსუბუქებლად ტურისტული გადასახადის გაზრდას განიხილავს. ინფორმაციას BILD ავრცელებს.გადასახადი გარკვეულ დღეებში, მაგალითად, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. კერძოდ, ასეთ დღეებში ტურისტებს 5 ან 10 ევროს ნაცვლად 30 ევროს გადახდა მოუწევთ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლიდან გაიზარდოს.ტურისტული გადასახადი ქალაქისთვის მეტად მომგებიანი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალიც წელს 5 მლნ ევროთი გაიზარდა. ამის მიუხედავად, ვენეციის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადასახადი მეტად დაბალია, გადატვირთულობას ვერ ერევა და ვიზიტორების ნაკადს ვერ ზღუდავს.ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მაღალი გადასახადი ხალხს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ უფრო მშვიდ დღეებში ვიზიტისკენ წაახალისებს, რადგან ამ დღეებზე გადასახადი არ იმოქმედებს.ამასთან, ვენეციაში რამდენიმე დღით დარჩენილი ტურისტებისთვის ფასები შესაძლოა, მოიმატოს. ქალაქის ადმინისტრაცია ტურისტული გადასახადის გაზრდას სასტუმროებსა და აპარტამენტებზეც განიხილავს.ცნობისთვის: 5 ან 10 ევროს გადასახადი სატესტო მოდელი იყო და 27 ივლისამდე მხოლოდ დღესასწაულებსა და შაბათ-კვირას მოქმედებდა. ამჟამად ტურისტებს ქალაქის მონახულება უფასოდ შეუძლიათ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულზე აღდგეს. თუმცა ამისთვის ქალაქს იტალიის მთავრობის თანხმობა სჭირდება.
სხვადასხვა • 1791023244
2027 წლის ბიუჯეტის პროექტით პირველადი ვერსიის მიხედვით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740.0 მლნ იქნება.როგორც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, სააგენტოს 65 თანამშრომელი ეყოლება, ხოლო მათი ხელფასებისთვის მთელი წლის განმავლობაში, 3 მლნ ლარია გათვალისწინებული.ამასთან, საბიუჯეტო პროექტში ჩადებულია ახალი პროგრამა სახელწოდებით „გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და კოორდინაცია”, რომლის ფუნქციად განსაზღვრულია: გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება; სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა და გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის, ასევე მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასტრონომიის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტიდან 5 020.0 მლნ ლარი ხარჯვით ნაწილს წარმოადგენს.ცნობისთვის, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო. დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდა. 3 აგვისტოს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.
საზოგადოება • 1791023231
წიგნები მხოლოდ ცოდნისა და ისტორიის საცავები არ არის, იშვიათი ხელნაწერები და ისტორიული გამოცემები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საინვესტიციო აქტივებადაც მიიჩნევა.აუქციონებზე მათში კოლოსალურ თანხებს იხდიან, ხოლო მათი მფლობელები ხშირად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ხდებიან.წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ძვირადღირებულ წიგნს, რომელთა ღირებულებაც ათეულობით მილიონ დოლარს აღწევს.1. აშშ-ის კონსტიტუცია (პირველი გამოცემა) - 43.2 მილიონი დოლარიავტორი / ავტორები: აშშ-ის დამფუძნებელი მამები (ჯეიმს მედისონი, ბენჯამინ ფრანკლინი, ჯორჯ ვაშინგტონი და სხვები)შექმნის წელი: 1787 წელისად გაიყიდა და ვინ არის მფლობელი: გაიყიდა Sotheby's-ის აუქციონზე. მყიდველია მილიარდერი ჰეჯ-ფონდის მმართველი კენ გრიფინი (Ken Griffin).ეს არის აშშ-ის ოფიციალური კონსტიტუციის იმ იშვიათი, პირველი ნაბეჭდი ეგზემპლარებიდან (Official Printing) ერთ-ერთი, რომელიც 1787 წელს ფილადელფიის კონვენტზე დელეგატებისთვის დაიბეჭდა. მსოფლიოში ამ ტიპის მხოლოდ 13 ეგზემპლარია შემორჩენილი და ეს ერთადერთია, რომელიც კერძო კოლექციონერის ხელშია. კენ გრიფინმა წიგნი დროებით არკანზასის „Crystal Bridges“-ის ამერიკული ხელოვნების მუზეუმს გადასცა საზოგადოებისთვის საჩვენებლად.2. ლესტერის კოდექსი (Codex Leicester) - 30.8 მილიონი დოლარი (60 მილიონ დოლარზე მეტი დღევანდელი კურსით)ავტორი: ლეონარდო და ვინჩიშექმნის წელი: 1506–1510 წლებისად გაიყიდა და ვინ არის მფლობელი: გაიყიდა Christie's-ის აუქციონზე. მყიდველია ბილ გეითსი (Bill Gates).72-გვერდიანი ხელნაწერი წარმოადგენს ლეონარდო და ვინჩის სამეცნიერო ჩანაწერების, ესკიზებისა და დაკვირვებების კრებულს. მასში განხილულია წყლის მოძრაობა, ასტრონომია, წიაღისეულები და ციური სხეულების ნათება. ხელნაწერი შესრულებულია და ვინჩისათვის დამახასიათებელი „სარკისებური დამწერლობით“ (ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება). ბილ გეითსმა ხელნაწერი გააციფრულა და მისი გვერდები Windows 95-ის ეკრანის Screensaver-ად გამოიყენა.3. მორმონის წიგნის ხელნაწერი - 35 მილიონი დოლარიავტორი: ოლივერ ქაუდერი (ჯოზეფ სმითის კარნახით)შექმნის წელი: 1829 წელისად გაიყიდა და ვინ არის მფლობელი: გაიყიდა კერძო გარიგებით. მყიდველია „უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია“ (მორმონთა ეკლესია).ეს არის „მორმონის წიგნის“ ის ხელნაწერი ეგზემპლარი, რომელიც უშუალოდ სტამბაში გადაგზავნამდე მომზადდა. წიგნი მორმონული სარწმუნოების ერთ-ერთი მთავარი წმინდა ტექსტია. ეკლესიამ ის „ქრისტეს საზოგადოებისგან“ (Community of Christ) შეიძინა და დღეს მას იუტას შტატში, სოლტ-ლეიკ-სიტიში, ეკლესიის არქივში ინახავენ.4. შერბორნის სახარება - 21.5 მილიონი დოლარიავტორი: დომინიკელი ბერი ჯონ სიფერვასტი და ოსტატი ჯონ ვეილიშექმნის წელი: 1396–1407 წლებისად გაიყიდა და ვინ არის მფლობელი: გაიყიდა კერძო გარიგებით. მყიდველია ბრიტანეთის ბიბლიოთეკა (British Library).ეს არის შუა საუკუნეების ინგლისური ილუსტრირებული ხელნაწერის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუში. წიგნი შეიცავს უნიკალურ, დეტალურ ილუსტრაციებს, ოქროსფოლიოგრაფირებულ ასოებსა და ბრიტანული ფრინველების უზუსტეს გამოსახულებებს. იგი ნორთუმბერლენდის ჰერცოგის კოლექციაში ინახებოდა, სანამ ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ არ შეიძინა.5. სტენფორდის / ფსალმუნების წიგნი - 14.2 მილიონი დოლარიავტორი: პურიტანი სასულიერო პირები (მასაჩუსეტსის ყურის კოლონია)შექმნის წელი: 1640 წელისად გაიყიდა და ვინ არის მფლობელი: გაიყიდა Sotheby's-ის აუქციონზე. მყიდველია ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი დევიდ რუბენშტაინი (David Rubenstein).„Bay Psalm Book“ არის პირველი ბეჭდური წიგნი, რომელიც დღევანდელი აშშ-ის ტერიტორიაზე (კემბრიჯში, მასაჩუსეტსი) დაიბეჭდა. სულ დაიბეჭდა 1700 ეგზემპლარი, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 11-მა მოაღწია. დევიდ რუბენშტაინმა წიგნი შეიძინა იმ პირობით, რომ ის აშშ-ის სხვადასხვა ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში გამოიფინებოდა.
მსოფლიო • 1791001440
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და საერთაშორისო უნივერსიტეტებში განათლების მიღება სურთ, ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10 და 11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება.ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას და მიიღონ ინფორმაცია სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ შემდეგი მიმართულებებით: საბაკალავრო პროგრამები; სამაგისტრო პროგრამები; სადოქტორო პროგრამები; ონლაინ პროგრამები; კურსები; საგანმანათლებლო ბანაკები. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საკონსულტაციო სივრცე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებით არიან დაინტერესებული. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია Fulbright-ის, Chevening-ისა და Hungaricum-ის პროგრამების შესახებ.LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება: 10 ოქტომბერს, თბილისში, 12:00-დან 17:00 საათამდე , The Biltmore Tbilisi Hotel-ში; 11 ოქტომბერს, ბათუმში, 13:00-დან 17:00 საათამდე, Radisson Blu Hotel Batumi-ში. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა ბათუმში საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
ბიზნესი • 1790951831
საქართველოს ბანკი მასწავლებლებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას აგრძელებს. მათ შორისაა სპეციალურად მასწავლებლებისთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათი, რომელიც მფლობელებს სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. 5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ, ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი შეთავაზებები მოამზადა: Voulez Vous - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი. შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი წინასწარ გააქტიურება მობილბანკიდან. შეთავაზება არ ვრცელდება Chanel, Dior, Essential Parfums-ის ბრენდებსა და სასაჩუქრე ვაუჩერებზე; ბიბლუსი - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზება ვრცელდება ბიბლუსის ყველა ფიზიკურ მაღაზიასა და ონლაინ; კარპიზა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი;შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი ანგარიშზე მომენტალურად აისახება; გორგია - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარი;შეთავაზება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა; ტანსაცმლის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი;შეთავაზება არ ვრცელდება NOCTURNE-ის კოლექციაზე. ქეშბექის მისაღებად საჭიროა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა; სათვალის გალერეა - 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი.შეთავაზება არ ვრცელდება სათვალის მინებზე. ქეშბექის მისაღებად აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. ამასთან ერთად, 5-11 ოქტომბერს, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს ნაწილ-ნაწილით გადახდის მეთოდით სარგებლობისას, 2,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 30%-იანი ქეშბექის მიღება შეუძლიათ (მაქსიმუმ 100 ლარის). შეთავაზებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.თუ ჯერ არ გაქვთ მასწავლებლის ბარათი, მისი შეკვეთა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხებათ მასწავლებლის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. ასევე, ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ბარათი სასურველი ფილიალიდან თავად გაიტანოთ.ხოლო, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში არ გერიცხებათ, ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ფილიალში.მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.
ბიზნესი • 1790951431
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.
ბიზნესი • 1790947410










