სადგურის მოედნის ე.წ. გადასასვლელ ხიდს, სადაც 2 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა და დაახლოებით, მისი მეოთხედი განადგურდა, ბევრმა არც იცის, რომ,ოფიციალურად, "მამულიშვილთა ხიდი“ ჰქვია.ვიდრე ვიტყოდეთ, როდის და რატომ დაარქვეს მას ეს სახელი, მანამდე გადავხედოთ მის ისტორიას:აღნიშნული ხიდი სადგურის მოედანსა და დადიანის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. აშენებულია 1930-1940-იან წლებში. 90-იან წლებში ამ ადგილმა ბაზრობის ფუნქციაც შეითავსა. ასე იქაურობა წლების განმავლობაში სავაჭრო სივრცედ იქცა და არა მარტო თვითონ ხიდი, მისი მიმდებარე კიბეები და ტერიტორია, სადაც ხანძრამდე იყიდებოდა მეორადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, წვრილი ტექნიკა და სხვა ათასი წვრილმანი...დიახ, იქ არსებულ მცირე მაღაზია-დახლებზე გარემოვაჭრეები ყოველდღიურ სარჩოს ასე გამოიმუშავებდნენ. რა იქნება ამ ხანძრის შემდეგ, არავინ იცის.როგორც აღვნიშნეთ, თბილისის გადასასვლელი ხიდი საფეხმავლო ესტაკადაა, რომელიც, სადგურის მოედანსა და ნაძალადევს - "ნახალოვკას“ ცოტნე დადიანის ქუჩის მხიდან აკავშირებს. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფრასტრუქტურული და ისტორიული ობიექტიცაა. მშენებლობა და წარმოშობის ისტორია ვიდრე ამ ტერიტორიაზე სადგური გაჩნდებოდა, ეს ტერიტორია ქალაქის შემოსასვლელთან მდებარე შედარებით თავისუფალ სივრცეს წარმოადგენდა.ყველაფერი შეიცვალა 1872 წელს, როდესაც გაიხსნა თბილისი-ფოთის რკინიგზა - პირველი სარკინიგზო ხაზი კავკასიაში. სწორედ ამ პერიოდში აშენდა პირველი ცენტრალური სადგურის შენობა (იმჟამად "ტიფლისის ვაგზალი“), რამაც საფუძველი ჩაუყარა მთელი უბნის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, ფორმირებას.ტრანსპორტის ხაზის მიღმა ტერიტორიაზე უნებართვოდ, ნაძალადევად დასახლდნენ რკინიგზის მუშები. ამ ადგილს სწორედ ამიტომაც ეწოდა, ნაძალადევი, ანუ "ნახალოვკა“.რკინიგზის მრავალზოლიანი ლიანდაგები ფიზიკურად ჭრიდა ქალაქის ცენტრსა და ნაძალადევის უბანს ერთმანეთისგან, რაც ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილებას სახიფათოს ხდიდა.ლიანდაგებზე უსაფრთხოდ გადასასვლელად XX საუკუნის დასაწყისში აშენდა პირველი ლითონის საფეხმავლო ხიდი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ეს კონსტრუქცია უზრუნველყოფდა ნაძალადევის მუშათა დასახლების დაკავშირებას ცენტრალურ სადგურთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებთან. საბჭოთა პერიოდის რეკონსტრუქცია ქალაქის გაფართოებასთან და მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად, პირველად ხიდმა მოთხოვნები ვეღარ დააკმაყოფილა.XX საუკუნის შუა წლებში (1950-1960-იან წლებში) აშენდა ახალი, უფრო ფართო რკინაბეტონისა და ფოლადის საფეხმავლო ესტაკადა. ისტორიულ-სოციალური მნიშვნელობა ის აქამდე "ნახალოვკის“ მთავარ არტერიად მიიჩნეოდა: ხიდი ათწლეულების განმავლობაში იყო ერთადერთი სწრაფი საფეხმავლო კავშირი ნაძალადევსა და ცენტრალურ სადგურს შორის.2003 წელს კი "გადასასვლელ ხიდს“ სახელი შეუცვალეს და 1992-1993 წლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად "მამულიშვილთა ხიდი“ უწოდეს.თუმცა ქალაქურ ფოლკლორში გადასასვლელი ხიდი გარდამავალი ეპოქისა და თბილისური ყოველდღიურობის სიმბოლოდ იქცა.ყველაფერთან ერთად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე "მამულიშვილთა ხიდი“ ქალაქის ურბანული განვითარების ჩუმი მოწმეა. განსხვავებით მტკვარზე არსებული უფრო ცნობილი, დეკორატიული ხიდებისგან, ეს ნაგებობა თავისი ფუნქციური და მინიმალისტური სტილით გამოირჩეოდა ყოველთვის. ხიდის არქიტექტურული გადაწყვეტა მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ურბანულ დაგეგმარებას ეფუძნება, სადაც მთავარი აქცენტი სიმტკიცესა და პრაქტიკულობაზე იყო გაკეთებული.2025 წელს ცნობილი გახდა, რომ წელს თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავდა. იმჟამინდელი ინფორმაციების თანახმად, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იყო და მასზე 2026 წელს10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ოფიციალური ინფორმაციებიდან ირკვევა, პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა წელს, ამ დრომდე მისი განხორციელება ჯერ არ დაწყებულა.წყარო: ambebi.ge
1793773200
1793608440
საქართველოში მენეჯერების საშუალო ხელფასი დაქირავებული მუშაკების ანაზღაურებას 3.2-ჯერ აღემატება – საქსტატი2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი მენეჯერებს ჰქონდათ, ყველაზე დაბალი კი – არაკვალიფიციურ მუშაკებს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.საქსტატის ინფორმაციით, მენეჯერების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 3 609 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც არაკვალიფიციური მუშაკების ანაზღაურება საშუალოდ 1 132 ლარი იყო.ხელფასებს შორის განსხვავება ყველა ძირითად პროფესიულ ჯგუფში გენდერული ნიშნითაც გამოვლინდა – კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას აღემატებოდა. ყველაზე დიდი სხვაობა მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა: ქალების საშუალო თვიური ხელფასი 2 713 ლარი იყო, კაცების კი – 4 312 ლარი. შედეგად, ამ პოზიციაზე კაცები ქალებზე დაახლოებით 59%-ით მეტს გამოიმუშავებდნენ.საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის 97.4% შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა, 2.6% კი სხვა ხარჯებს მოიცავდა, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფას, თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, კულტურულ-საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, ერთ დასაქმებულზე საშუალო წლიური დანახარჯი ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო და 51 494 ლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სხვა სახის მომსახურების სფეროში დაფიქსირდა – 14 537 ლარი.სექტორების მიხედვით, სახელმწიფო დამსაქმებლის საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 23 329 ლარი იყო, არასახელმწიფო სექტორში კი – 28 353 ლარი. შესაბამისად, სახელმწიფო სექტორში ერთ დასაქმებულზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯი არასახელმწიფო სექტორის მაჩვენებელზე 17.7%-ით ნაკლები იყო.
1793601180
„საქართველოში 300-400 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანია”"როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი", - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა.ამით ის გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლითაც სამორინეებს საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ.შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.როგორც გუგა ბესელიამ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ საფუძვლიან მოკვლევას არ ეფუძნება.„პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩემი ჩართულობა იყო ნულოვანი, რადგან, როგორც წესი, მსგავსი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება ხოლმე. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ეს არის ფაქტი.მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები და საკუთარ თავს ნამდვილად მივაკუთვნებ იმ ადამიანთა სიას, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული რეკომენდაციები გასცენ ამ საკითხთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მქონია.ზოგადად, ჩემი აზრით, ნებისმიერი საკითხის კანონად ქცევა, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ მოკვლევას. ვინმე თუ დამისახელებს, ამასთან დაკავშირებით რამე კვლევა ჩატარდა თუ არა და რა მონაცემები აჩვენა ამ კვლევამ, სიამოვნებით ჩავიკითხავდი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი კვლევა არ არსებობს.როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი.ჩვენ ყურადღება დიდად არ მივაქციეთ ივნისში შემოღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ივნისში მოხდა ასეთი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე: საერთაშორისო ოპერატორებს აქვთ ოპერირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე და დაბეგვრის მაჩვენებელი, თუკი ქართული ონლაინ სამორინეების შემთხვევაში არის 20%, იქ არის 5%.ეს არის კოლოსალური განსხვავება, რაც უცხოურ კომპანიებს მისცემს ძალიან დიდ მარკეტინგულ უპირატესობას ქართულ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში.შესაბამისად, იქ კი იყო განმარტებული, რომ ეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გათვლილი პროექტია, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება და აღსრულება?!იმიტომ, რომ მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, 25 წლამდე პირებისთვის აკრძალულია გემბლინგთან ურთიერთობა, თუმცა 25 წლამდე პირების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელიც თამაშობს სხვისი "ექაუნთით" საზღვარგარეთის ონლაინ კაზინოებში.შესაბამისად, ჩვენ ქაღალდზე გვიწერია, რომ 25 წლამდე ადამიანებისთვის თამაში არის აკრძალული, მაგრამ ფაქტი მეორეა", - განაცხადა გუგა ბესელიამ.მისივე თქმით, ასევე არანაირ კვლევას არ ეფუძნებოდა აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევის გადაწყვეტილებაც, რაც უკვე კონკრეტულ სტატისტიკაში აისახა.„იგივეს ვამბობდი ზღვარის 25 წლამდე ასაკის აწევასთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ასაკის 25 წლამდე აწევას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და ეს გვერდითი მოვლენები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ეროვნული ბანკის ახალ სტატისტიკაში, რომელმაც აჩვენა, რომ პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციების 12% გადარიცხულია საზღვარგარეთულ ონლაინ კაზინოებში.იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან 25 წლამდე და არიან თამაშდამოკიდებულები, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უკვე საზღვარგარეთ ითამაშონ.სწორედ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით თავის დროზე. ეს საკითხიც ისე მიიღეს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ალბათ, კანონმდებლებს უბრალოდ ეგონათ, რომ ასე უკეთესი იყო. გადაწყვეტილება კონკრეტული ინდივიდის შეხედულებაზე იდგა და არა კვლევაზე. ეს, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალური მიდგომაა, ჩემი ღრმა რწმენით", - განაცხადა გუგა ბესელიამ გადაცემაში "საქმე".წყარო: Bpn.ge
1793427180
9 მარკეტინგული კამპანია, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალაკვლევების თანახმად, თანამედროვე ადამიანი დღეში 10 000-მდე მარკეტინგულ გზავნილს ხედავს, რაც ბრენდებისთვის მომხმარებლის მეხსიერებაში დარჩენა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.წარმოგიდგენთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და დასამახსოვრებელ სარეკლამო კამპანიას, რომლებმაც არა მხოლოდ ბრენდების ფინანსური მდგომარეობა გარდაქმნეს, არამედ საზოგადოების ჩვევებიც კი შეცვალეს.ციტრუსის ბუმითა და ლუდით დაწყებული რევოლუცია: Sunkist, Guinness და Coca-ColaSunkist Oranges (1907): XX საუკუნის დასაწყისში კალიფორნიაში ფორთოხლის ჭარბმა წარმოებამ ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. 1907 წელს სააგენტო Lord & Thomas-მა ფერმერები ბრენდ „Sunkist“-ის ქვეშ გააერთიანა და ფორთოხლის წვენი ყოველდღიურ, საუზმის აუცილებელ პროდუქტად აქცია.Guinness (1929): 1929 წელს ირლანდიურმა ლუდმა გამოიყენა სლოგანი „Guinness is good for you“ (გინესი სასარგებლოა შენთვის). ექიმების მიერ რეკომენდებულმა სასმელმა, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი, სამი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი პოპულარობა შეინარჩუნა.Coca-Cola (1930-იანი წლები): 1930-იან წლებში კოკა-კოლამ სანტა კლაუსის წითელ-თეთრი იმიჯი ჟურნალებში გაარეკლამა. ამ სვლამ განაზღვრა სანტას თანამედროვე სახე და ზამთრის სეზონზე გაყიდვების მკვეთრი ზრდა უზრუნველყო.ალმასები, ყავის შესვენება და „პატარაზე ფიქრი“: De Beers, Pan American Coffee Bureau და VolkswagenDe Beers (1948): 1948 წლამდე ალმასის ნიშნობის ბეჭდის ჩუქების ტრადიცია გავრცელებული არ იყო. De Beers-მა სლოგანით „A diamond is forever“ (ბრილიანტი სამუდამოა) ბაზარი სრულად გარდაქმნა, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალი 1939 წლის 23 მილიონი დოლარიდან 1979 წელს 2.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.Pan American Coffee Bureau (1952): ოფისებში ყავის შესვენების (Coffee-Break) კულტურა სწორედ 1952 წლის სარეკლამო კამპანიამ დამკვიდრდა, რომელიც თანამშრომლებს ყავის შესვენებისკენ მოუწოდებდა.Volkswagen (1959): 1959 წელს ფოლკსვაგენის კამპანიამ „Think Small“ (იფიქრე პატარაზე) ამერიკელების დამოკიდებულება გერმანული ავტომობილებისადმი შეცვალა. 1970 წლისთვის VW Beetle-ის გაყიდვებმა რეკორდულ 570,000 ერთეულს მიაღწია.Clairol (1962): კამპანიამ „Does she or doesn't she?“ თმის შეღებვა ბუნებრივ და მიღებულ პროცესად აქცია. ათ წელიწადში ინდუსტრიის გაყიდვები 25 მილიონიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.American Express (1975): ცნობილმა სლოგანმა „Don't leave home without it“ (სახლიდან მის გარეშე ნუ გახვალ) ბრენდი ბარათების გლობალურ ლიდერად აქცია.Apple (1984): რიდლი სკოტის მიერ გადაღებულმა სუპერბოულის რეკლამამ Macintosh-ის გამოშვა გააჟღერა, რასაც მომდევნო 3 თვეში 155 მილიონი დოლარის გაყიდვები მოჰყვა.წყარო: lovemoney.com
სხვა სიახლეები
გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა, რომელმაც დოჰაში (კატარი) მუხლზე ოპერაცია ჩაიტარა – ვიდეო Canalplus-მა გაავრცელა.„ვილიარეალისა“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა თანამემამულე გაამხნევა და წარმატებები უსურვა.„კვარა, ჩემო ძმაო, იმედი მაქვს, ოპერაცია და შემდგომი რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის. გჯეროდეს საკუთარი თავის, იყავი ძლიერი – ჩვენ ყველა და მთელი საქართველო, შენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. წარმატებები, მალე შევხვდებით, ძმაო, მიყვარხარ“, – თქვა მიქაუტაძემ.ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე, 20 ოქტომბერს, „ბარსელონასთან“ გამართული მატჩის დროს, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ოპერაცია 27 ოქტომბერს დოჰაში, მსოფლიო დონის ორთოპედიულ და სპორტულ კლინიკა Aspetar-ში ჩაუტარდა.უმძიმესი ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს, სავარაუდოდ, სრულად გამოტოვებს.1tv.ge
სპორტი • 1793780220
სადგურის მოედნის ე.წ. გადასასვლელ ხიდს, სადაც 2 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა და დაახლოებით, მისი მეოთხედი განადგურდა, ბევრმა არც იცის, რომ,ოფიციალურად, "მამულიშვილთა ხიდი“ ჰქვია.ვიდრე ვიტყოდეთ, როდის და რატომ დაარქვეს მას ეს სახელი, მანამდე გადავხედოთ მის ისტორიას:აღნიშნული ხიდი სადგურის მოედანსა და დადიანის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. აშენებულია 1930-1940-იან წლებში. 90-იან წლებში ამ ადგილმა ბაზრობის ფუნქციაც შეითავსა. ასე იქაურობა წლების განმავლობაში სავაჭრო სივრცედ იქცა და არა მარტო თვითონ ხიდი, მისი მიმდებარე კიბეები და ტერიტორია, სადაც ხანძრამდე იყიდებოდა მეორადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, წვრილი ტექნიკა და სხვა ათასი წვრილმანი...დიახ, იქ არსებულ მცირე მაღაზია-დახლებზე გარემოვაჭრეები ყოველდღიურ სარჩოს ასე გამოიმუშავებდნენ. რა იქნება ამ ხანძრის შემდეგ, არავინ იცის.როგორც აღვნიშნეთ, თბილისის გადასასვლელი ხიდი საფეხმავლო ესტაკადაა, რომელიც, სადგურის მოედანსა და ნაძალადევს - "ნახალოვკას“ ცოტნე დადიანის ქუჩის მხიდან აკავშირებს. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფრასტრუქტურული და ისტორიული ობიექტიცაა. მშენებლობა და წარმოშობის ისტორია ვიდრე ამ ტერიტორიაზე სადგური გაჩნდებოდა, ეს ტერიტორია ქალაქის შემოსასვლელთან მდებარე შედარებით თავისუფალ სივრცეს წარმოადგენდა.ყველაფერი შეიცვალა 1872 წელს, როდესაც გაიხსნა თბილისი-ფოთის რკინიგზა - პირველი სარკინიგზო ხაზი კავკასიაში. სწორედ ამ პერიოდში აშენდა პირველი ცენტრალური სადგურის შენობა (იმჟამად "ტიფლისის ვაგზალი“), რამაც საფუძველი ჩაუყარა მთელი უბნის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, ფორმირებას.ტრანსპორტის ხაზის მიღმა ტერიტორიაზე უნებართვოდ, ნაძალადევად დასახლდნენ რკინიგზის მუშები. ამ ადგილს სწორედ ამიტომაც ეწოდა, ნაძალადევი, ანუ "ნახალოვკა“.რკინიგზის მრავალზოლიანი ლიანდაგები ფიზიკურად ჭრიდა ქალაქის ცენტრსა და ნაძალადევის უბანს ერთმანეთისგან, რაც ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილებას სახიფათოს ხდიდა.ლიანდაგებზე უსაფრთხოდ გადასასვლელად XX საუკუნის დასაწყისში აშენდა პირველი ლითონის საფეხმავლო ხიდი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ეს კონსტრუქცია უზრუნველყოფდა ნაძალადევის მუშათა დასახლების დაკავშირებას ცენტრალურ სადგურთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებთან. საბჭოთა პერიოდის რეკონსტრუქცია ქალაქის გაფართოებასთან და მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად, პირველად ხიდმა მოთხოვნები ვეღარ დააკმაყოფილა.XX საუკუნის შუა წლებში (1950-1960-იან წლებში) აშენდა ახალი, უფრო ფართო რკინაბეტონისა და ფოლადის საფეხმავლო ესტაკადა. ისტორიულ-სოციალური მნიშვნელობა ის აქამდე "ნახალოვკის“ მთავარ არტერიად მიიჩნეოდა: ხიდი ათწლეულების განმავლობაში იყო ერთადერთი სწრაფი საფეხმავლო კავშირი ნაძალადევსა და ცენტრალურ სადგურს შორის.2003 წელს კი "გადასასვლელ ხიდს“ სახელი შეუცვალეს და 1992-1993 წლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად "მამულიშვილთა ხიდი“ უწოდეს.თუმცა ქალაქურ ფოლკლორში გადასასვლელი ხიდი გარდამავალი ეპოქისა და თბილისური ყოველდღიურობის სიმბოლოდ იქცა.ყველაფერთან ერთად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე "მამულიშვილთა ხიდი“ ქალაქის ურბანული განვითარების ჩუმი მოწმეა. განსხვავებით მტკვარზე არსებული უფრო ცნობილი, დეკორატიული ხიდებისგან, ეს ნაგებობა თავისი ფუნქციური და მინიმალისტური სტილით გამოირჩეოდა ყოველთვის. ხიდის არქიტექტურული გადაწყვეტა მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ურბანულ დაგეგმარებას ეფუძნება, სადაც მთავარი აქცენტი სიმტკიცესა და პრაქტიკულობაზე იყო გაკეთებული.2025 წელს ცნობილი გახდა, რომ წელს თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავდა. იმჟამინდელი ინფორმაციების თანახმად, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იყო და მასზე 2026 წელს10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ოფიციალური ინფორმაციებიდან ირკვევა, პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა წელს, ამ დრომდე მისი განხორციელება ჯერ არ დაწყებულა.წყარო: ambebi.ge
საზოგადოება • 1793773200
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი 2027 ან 2028 წელს შეიტანოს.„როცა დემოკრატიული ქვეყანა ხარ, დემოკრატიულ კლუბში ყოფნა გინდა. გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნითაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდგათ არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯი და დავაჭიროთ განაცხადის გაგზავნის ღილაკს, არამედ ისიც, რომ მთელ ამ პროცესს თან ახლდეს პოლიტიკური დიალოგი. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დრო დადგება და არც ისე შორს არის“, — განაცხადა ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე.კითხვაზე, კონკრეტულად რომელ წელს შეიძლება სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანოს, ფაშინიანმა უპასუხა:„[2026 წელს] არ ვიცი, რამდენად რეალისტურია, მაგრამ მომდევნო წელი შეიძლება იყოს რეალისტური, 2028 წელიც შეიძლება იყოს რეალისტური. თუმცა, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ ვიზალიბერალიზაციის დიალოგზე და ჩვენი მიზანია, 2029 წელს უვიზო მიმოსვლა გვქონდეს. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში. ახლა ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გადაწყვეტილებამდე — შევიტანოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე.სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაგვეწყო, ჩვენ შთაგონებული ვიყავით ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და საქართველოს მტკიცე ნებით, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია — მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და ევროპული პერსპექტივების აღქმის თვალსაზრისითაც“, — განაცხადა ფაშინიანმა.
მსოფლიო • 1793772900
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრო.შტაბის მიზანია საექსპორტო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია, მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სეზონთან დაკავშირებული საკითხების შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად გადაწყვეტა.„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ხოლო მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. საკოორდინაციო შტაბი უზრუნველყოფს შესაბამის უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციას, რათა დროულად გადაწყდეს სეზონთან დაკავშირებული საკითხები და ხელი შევუწყოთ როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებასა და გადამუშავებას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მოსავალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და ფერმერებმა წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია კილოგრამზე 35 თეთრს შეადგენს, ხოლო საწარმო დამატებით 5 თეთრს გადაიხდის. შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი კილოგრამზე 40 თეთრი იქნება.მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, აჭარაში 40-45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით უზრუნველყოფს.ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა. შტაბი კოორდინაციას გაუწევს საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების გაცემის პროცესს, ასევე მონიტორინგს გაუწევს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესს.სეზონის განმავლობაში მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის - 1501-ის საშუალებით შეეძლებათ. საკოორდინაციო შტაბი საქმიანობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
სოფლის მეურნეობა • 1793769660
საქართველოს ბანკი 2019 წლიდან ქართველი ოლიმპიელების პარტნიორი და მხარდამჭერია. პარტნიორობის ფარგლებში, სპორტსმენების განვითარების და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარდგენის არაერთი შესაძლებლობა შეიქმნა.ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სპორტული მიღწევების ისტორია არ არის. თითოეული სპორტსმენის წარმატების უკან მრავალწლიანი შრომა, მნიშვნელოვანი გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დგას. საქართველოს ბანკისთვის ამ გზაზე სპორტსმენების გვერდში დგომა პრიორიტეტია. ამასთან, ოლიმპიელების მხარდაჭერა ბანკისთვის ეროვნული წარმატების თანამონაწილეობასაც ნიშნავს. როდესაც სპორტსმენი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდის, ის არა მხოლოდ საკუთარ მიზანს, არამედ ქვეყანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით მომავალ თაობას შთააგონებენ.პარტნიორობის ფარგლებში, ბანკს ახალგაზრდებამდე ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს: არ გაჩერდე და შესაძლებლობები უსაზღვროა. ოლიმპიელების გამოცდილება კი ამის ნათელი მაგალითია - დიდი მიზნების მიღწევა მონდომებით, შრომითა, საკუთარი თავის რწმენით და არ გაჩერებით არის შესაძლებელი.საქართველოს ბანკისთვის სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. ბანკი აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებითა და წარმატებით ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
ბიზნესი • 1793715960
ახალი პროფესიის დაუფლება, კარიერული მიმართულების შეცვლა თუ უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება - საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy; ScaleUp; სქილვილი (Skillville); AgileSchool; Smart Fish Academy; Edutech Academy; Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია; ნეომაინდ აკადემია; Sky21; რე ედუქეითი; ელექტრონული აკადემია; დიზაინის ინსტიტუტი; ღვინისა და გასტრონომიის აკადემია. რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
ბიზნესი • 1793713140









