1790156406
ბიტკოინის ფასი 86 000 დოლარს უახლოვდება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით იზღუდება. 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.„თბილისობის“ ღონისძიებების დასრულებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება კოტე აფხაზის ქუჩის გავლით (ნაცვლად ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდისა).მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით ვერ მოხვდებიან მეტეხის ხიდზე, ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, ღვინის აღმართზე, ნოე ჟორდანიას სახელობის მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელ პანდუსზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.გორგასლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის, მარცხენა სანაპიროს, გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსისა და მეტეხის ხიდის გამოყენებით. მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის ან 300 არაგველის ხიდის საშუალებით.3 ოქტომბრის 01:00 საათიდან 6 ოქტომბრის 08:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართსა და გვირაბიდან ამოსასვლელ პანდუსზე.გორგასლის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები გორგასლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოხვედრას შეძლებენ პირდაპირ, მეტეხის ხიდზე მობრუნების გარეშე. ამ პერიოდშიც მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის ან 300 არაგველის ხიდის საშუალებით.ასევე, 8 ოქტომბრის 23:30 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად იზღუდება პრეზიდენტის სასახლის წინ, გიორგი ათონელის ქუჩაზე (იტალიის ქუჩამდე) და ვახტანგ ორბელიანის შესახვევში.მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომანქანები მარჯვენა სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ მხოლოდ იტალიისა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, ხოლო გია ჭანტურიას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ მხოლოდ სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით. ვირსალაძის, ჭანტურიას ქუჩებიდან და მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი პანდუსისა და ბარათაშვილის ქუჩის გამოყენებით.ამას გარდა, 6 ოქტომბრის 01:00 საათამდე საავტომობილო გადაადგილება იზღუდება აბანოს ქუჩის მონაკვეთზე - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე, ასევე, გრიშაშვილის ქუჩაზე აბანოს I ჩიხამდე. გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და მირზა ფათალი ახუნდოვის ქუჩების გამოყენებით.„თბილისობის“ ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 2 ოქტომბრის 12:00 საათიდან 5 ოქტომბრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება ასევე კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე.შეზღუდვის პერიოდში ორივე სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დარჩება არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება შოთა გამცემლიძის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება მარცხენა სანაპიროს გავლით, ნაცვლად კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
1790927715
1790665380
ნასვამობაზე მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, ტარების უფლება გასაჩივრების პერიოდშიც აღარ გექნებათიმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ნასვამობის გამო შეგიჩერდათ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში ტარების უფლება აღარ გექნებათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან ამოქმედდა.კერძოდ, საუბარია კოდექსის 116-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას. კოდექსის თანახმად, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, მართვის უფლება მძღოლს 6 თვით უჩერდება, იმ შემთხვევაში თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან მძღოლმა შემოწმებისთვის თავის არიდება ცადა, კოდექსი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.ასევე კოდექსში გაწერილია შემთხვევები რომელიც შეეხება: ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას, როდესაც პირს იგივე ან სხვა მიზეზით უკვე შეჩერებული აქვს მართვის უფლება, ან საერთოდ არ აქვს მოწმობა და სხვა. ამ შემთხვევებში მართვის მოწმობის შეჩერებასთან ერთად ფულადი სანქციაც არის გათვალისწინებული.თუმცა, როგორც ცნობილია, პირს მსგავსი გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს და ამ პერიოდში, მას შეეძლო სატრანსპორტო საშუალების მართვა. თუმცა, კოდექსში 31 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, ეს ერთგვარი შეღავათი მძღოლებისთვის უკვე აღარ მოქმედებს.BPN
1790577120
38 ტელეარხიდან სატელევიზიო რეიტინგით პირველ ადგილზეა იმედი, 30-ე ენკი-ბენკი ხოლო ბოლო პოზიციებზე GURIA TV, BMG, ODISHI TV, TOK TV, TV 4, RUGBY TVTRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) „ტრი მედია ინტელიჯენსი“ (ტი-ემ-აი) -ის განახლებული მონაცემებით, 38 ტელეარხიდან სატელევიზიო რეიტინგით პირველ ადგილზეა იმედი, 30-ე ენკი-ბენკი ხოლო ბოლო პოზიციებზე GURIA TV, BMG, ODISHI TV, TOK TV, TV 4, RUGBY TV. ცნობისთვის, TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის Fifty5Blue-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.თავდაპირველად, TMI-ის პანელმა მოიცვა საქართველოს 7 დიდი ქალაქი (40 ათასზე მეტი მოსახლეობით), 540 შინამეურნეობითა და დაახლოებით 800 ფიფლმეტრით. 2022 წლიდან TMI-მ გააფართოვა კვლევის არეალი და ამჟამად მისი პანელი მოიცავს მთელ საქართველოს (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), სადაც მოსახლეობის მინიმუმ 80% თავისუფლად საუბრობს ქართულად. პანელის კვლევაში მონაწილეობს 800 შინამეურნეობა, სადაც 1100-ზე მეტი ფიფლმეტრია დამონტაჟებული.საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც გამოიყენა Fifty5Blue-ს სრულიად ახალი PM7 ტექნოლოგია და რომელსაც აქვს PM5000s და PM7 შერეული ტექნოლოგია თავის პანელში.
1790576760
სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი საქართველოში - ტოპ-5 რეგიონისაქართველოში 10 038 მრავალშვილიანი ოჯახია რეგისტრირებული. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა.ამავე მონაცემების თანახმად, სადაც 3 და მეტი შვილის მყოლი ოჯახებია აღრიცხული, ყველაზე მეტი 3 373 მრავალშვილიანი ოჯახი დედაქალაქში ცხოვრობს, მეორე ადგილს კი 1 891 ოჯახით იმერეთის რეგიონი იკავებს.ტოპ-5 რეგიონი მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობითროგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, ქვეყნის მასშტაბით ასეთი ოჯახების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ მსხვილ ადმინისტრაციულ და რეგიონულ ცენტრებშია გადანაწილებული.უფრო კონკრეტულად კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 5 ყველაზე მსხვილი რეგიონი, მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის მიხედვით, ასე გამოიყურება: თბილისი - 3 373 ოჯახი; იმერეთი - 1 891 ოჯახი; კახეთი - 1 215 ოჯახი; შიდა ქართლი - 1 071 ოჯახი; სამეგრელო- ზემო სვანეთი - 911. აღსანიშნავია, რომ ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე ცოტა მრავალშვილიანი ოჯახი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფიქსირდება, სადაც სულ 16 ასეთი ოჯახია აღრიცხული.როგორია გადანაწილება მშობლების ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით?სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ მრავალშვილიანი მშობლების ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ჯგუფებზე მოდის. კერძოდ: 31-დან 35 წლამდე - ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, სადაც 3 720 მშობელი შედის; 36-დან 40 წლამდე - სიდიდით მეორე ასაკობრივი კატეგორია 2 847 მშობლით; 25-დან 30 წლამდე - ამ ასაკობრივ ჯგუფში 2 251 მრავალშვილიანი მშობელია; 40-ზე მეტი წლის - აღრიცხულია 925 მშობელი; 25 წლამდე - ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფი, სადაც 3 და მეტი შვილი მხოლოდ 295 მშობელს ჰყავს. BPN
სხვა სიახლეები
თბილისში ახალი, 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობა და აღჭურვა იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ბიუჯეტი 50 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია აღნიშნული.პროექტის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფო თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება.დოკუმენტის თანახმად, პროექტის მიზანია არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და საწოლფონდის დეფიციტის აღმოფხვრა, სამედიცინო სიმძლავრეების გაფართოება და ახალი, სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.ახალი ინფრასტრუქტურა ჯამში 259 საწოლს მოიცავს, მათ შორის 174 ფსიქიატრიულ და 85 ნარკოლოგიურ საწოლს.როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მრავალპროფილური სამედიცინო კომპლექსი გააერთიანებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიას, დუალური დიაგნოზის მართვის, მოზრდილთა ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ განყოფილებებს, ამბულატორიას, ჩანაცვლებით თერაპიას, ლაბორატორიას, სარეაბილიტაციო, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბლოკებს.პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სქესის მიხედვით მკაცრად განცალკევებული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.პროექტის მოსალოდნელი შუალედური შედეგის მიხედვით, 2031 წლისთვის უნდა დასრულდეს ახალი, 259-საწოლიანი კლინიკის შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მისი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებითა და ინვენტარით სრულად აღჭურვა, მართვის გუნდის ჩამოყალიბება და 200 ახალი კვალიფიციური კადრის მობილიზება/მომზადება.დოკუმენტის თანახმად, 2027–2031 წლებში სამშენებლო სამუშაოებისთვის ყოველწლიურად 8 მლნ ლარია გათვალისწინებული, ჯამში 40 მლნ ლარი, ხოლო ტექნოლოგიური აღჭურვისთვის 2030 წელს 6 მლნ, 2031 წელს კი 4 მლნ ლარი გამოიყოფა.დოკუმენტის მიხედვით, კლინიკის სრული და გამართული ოპერირება 2031 წლიდან არის დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „შედეგად გაიზრდება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიური სერვისების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, აღმოიფხვრება ნარკოლოგიურ დეტოქსიკაციაზე ლოდინის რიგები და შემცირდება პაციენტთა ოჯახების მიერ „ჯიბიდან გადახდები“.ამასთან, პროექტის საბოლოო მიზნად კლინიკის სრული ფინანსური თვითკმარი ოპერირების უზრუნველყოფაა განსაზღვრული.ცნობისთვის, ამ ეტაპზე 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია გასაჯაროვდა. მის საბოლოო დამტკიცებამდე დოკუმენტში ცვლილებებისა და კორექტირებების შეტანაა შესაძლებელი.BPN
ჯანდაცვა • 1790928750
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით იზღუდება. 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.„თბილისობის“ ღონისძიებების დასრულებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება კოტე აფხაზის ქუჩის გავლით (ნაცვლად ევროპის მოედნის, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდისა).მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით ვერ მოხვდებიან მეტეხის ხიდზე, ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, ღვინის აღმართზე, ნოე ჟორდანიას სახელობის მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელ პანდუსზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.გორგასლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის, მარცხენა სანაპიროს, გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსისა და მეტეხის ხიდის გამოყენებით. მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის ან 300 არაგველის ხიდის საშუალებით.3 ოქტომბრის 01:00 საათიდან 6 ოქტომბრის 08:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის აღმართზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართსა და გვირაბიდან ამოსასვლელ პანდუსზე.გორგასლის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები გორგასლის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოხვედრას შეძლებენ პირდაპირ, მეტეხის ხიდზე მობრუნების გარეშე. ამ პერიოდშიც მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის ან 300 არაგველის ხიდის საშუალებით.ასევე, 8 ოქტომბრის 23:30 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად იზღუდება პრეზიდენტის სასახლის წინ, გიორგი ათონელის ქუჩაზე (იტალიის ქუჩამდე) და ვახტანგ ორბელიანის შესახვევში.მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომანქანები მარჯვენა სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ მხოლოდ იტალიისა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, ხოლო გია ჭანტურიას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ მხოლოდ სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით. ვირსალაძის, ჭანტურიას ქუჩებიდან და მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი პანდუსისა და ბარათაშვილის ქუჩის გამოყენებით.ამას გარდა, 6 ოქტომბრის 01:00 საათამდე საავტომობილო გადაადგილება იზღუდება აბანოს ქუჩის მონაკვეთზე - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე, ასევე, გრიშაშვილის ქუჩაზე აბანოს I ჩიხამდე. გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და მირზა ფათალი ახუნდოვის ქუჩების გამოყენებით.„თბილისობის“ ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 2 ოქტომბრის 12:00 საათიდან 5 ოქტომბრის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება ასევე კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე.შეზღუდვის პერიოდში ორივე სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით ავტომობილების გადაადგილება დარჩება არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება შოთა გამცემლიძის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება მარცხენა სანაპიროს გავლით, ნაცვლად კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
საზოგადოება • 1790927715
1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან ამინდი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გაუარესდა - უმეტესად წვიმს.დღეს, 2 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ნალექიანობა შენარჩუნდება ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით."შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში.თუ გრძელვადიან პროგნოზს გადავხედავთ, საქართველოს დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან გამოდარება დაიწყება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობა რიგ რეგიონებში შენარჩუნდება 8 ოქტომბრამდე, როდესაც მოსალოდნელია უკვე ტემპერატურის მატებაც (საშუალოდ, ღამით 13, დღისით კი 23 გრადუსამდე).თბილისშიც გამოდარება 4 ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობით. დედაქალაქშიც შემოდგომის მზიანი ამინდები 8 ოქტომბრიდან გველის. წყარო
სხვადასხვა • 1790927440
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კომპანიების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის მიღების კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს - ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 60%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.ეს სიახლე ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, სატენდერო გარანტია სრულად ციფრულად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე, მცირე დროში მიიღონ. პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: განაცხადის შევსება, დამტკიცება და გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან წუთებში ხდება.სატენდერო გარანტია აუცილებელი ფინანსური ინსტრუმენტია სახელმწიფო თუ კერძო შესყიდვებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ის აზღვევს შემთხვევას, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. “მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი ყოველდღიური პროცესების ხელშეწყობა ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ციფრული სერვისების განახლება და ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალების გამრავალფეროვნება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მომხმარებლებმა ნებისმიერი ადგილიდან შეძლონ საჭირო საბანკო სერვისებით ოპერატიულად სარგებლობა. საქართველოს ბანკის ციფრული სატენდერო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საბრუნავი კაპიტალის გამოთავისუფლებაა - ბიზნესებს ტენდერის დასრულებამდე თანხის საკუთარ ანგარიშზე გაყინვა ან უზრუნველყოფის სახით ქონების დატვირთვა არ უწევთ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური რესურსი თავისუფლად მიმართონ მიმდინარე ოპერაციების საწარმოებლად” - აცხადებს ლევან თეთრაძე, საქართველოს ბანკის Product Owner ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებაში. სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს.
ბიზნესი • 1790862624
PSP-ის აპლიკაციასა და ვებსაიტზე მომხმარებლებისთვის AI ასისტენტი უკვე ხელმისაწვდომია. PSP AI ასისტენტი - ზღვა ინფორმაციიდან ზუსტ საჭიროებამდე - 24/7 რეჟიმში ეხმარება მომხმარებლებს ათასობით პროდუქტიდან საჭირო არჩევანის სწრაფად მოძიებაში, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ონლაინ შეკვეთის მართვაში.AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.#PSPAIასისტენტი #AIრომელიცგეხმარებაშერჩევაში
ბიზნესი • 1790851563
ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ეს ზღვარი ჯერ 2 000 ლარამდე იზრდება, შემდეგ კი უკვე 2 500 ლარამდე.„სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით.შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია.ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის 1500-დან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა 50%-ს შეადგენს.
საზოგადოება • 1790838060










