2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 493-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.ქვეყნების მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, რომლის 83-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით. სამეულს ინდოეთი 45 განაცხადით ასრულებს.ათეულში ასევე შედიან ირანის (42), რუსეთის (32), პაკისტანის (17), იორდანიის (12), ეგვიპტის (10), აზერბაიჯანისა (6) და კუბის (6) მოქალაქეები.2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: უკრაინა – 169; თურქეთი – 83; ინდოეთი – 45; ირანი – 42; რუსეთი – 32; პაკისტანი – 17; იორდანია – 12; ეგვიპტე – 10; აზერბაიჯანი – 6; კუბა – 6.
1794209292
1793773200
როდის და როგორ აშენდა სადგურის მოედნის ე.წ. გადასასვლელი ხიდისადგურის მოედნის ე.წ. გადასასვლელ ხიდს, სადაც 2 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა და დაახლოებით, მისი მეოთხედი განადგურდა, ბევრმა არც იცის, რომ,ოფიციალურად, "მამულიშვილთა ხიდი“ ჰქვია.ვიდრე ვიტყოდეთ, როდის და რატომ დაარქვეს მას ეს სახელი, მანამდე გადავხედოთ მის ისტორიას:აღნიშნული ხიდი სადგურის მოედანსა და დადიანის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. აშენებულია 1930-1940-იან წლებში. 90-იან წლებში ამ ადგილმა ბაზრობის ფუნქციაც შეითავსა. ასე იქაურობა წლების განმავლობაში სავაჭრო სივრცედ იქცა და არა მარტო თვითონ ხიდი, მისი მიმდებარე კიბეები და ტერიტორია, სადაც ხანძრამდე იყიდებოდა მეორადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, წვრილი ტექნიკა და სხვა ათასი წვრილმანი...დიახ, იქ არსებულ მცირე მაღაზია-დახლებზე გარემოვაჭრეები ყოველდღიურ სარჩოს ასე გამოიმუშავებდნენ. რა იქნება ამ ხანძრის შემდეგ, არავინ იცის.როგორც აღვნიშნეთ, თბილისის გადასასვლელი ხიდი საფეხმავლო ესტაკადაა, რომელიც, სადგურის მოედანსა და ნაძალადევს - "ნახალოვკას“ ცოტნე დადიანის ქუჩის მხიდან აკავშირებს. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფრასტრუქტურული და ისტორიული ობიექტიცაა. მშენებლობა და წარმოშობის ისტორია ვიდრე ამ ტერიტორიაზე სადგური გაჩნდებოდა, ეს ტერიტორია ქალაქის შემოსასვლელთან მდებარე შედარებით თავისუფალ სივრცეს წარმოადგენდა.ყველაფერი შეიცვალა 1872 წელს, როდესაც გაიხსნა თბილისი-ფოთის რკინიგზა - პირველი სარკინიგზო ხაზი კავკასიაში. სწორედ ამ პერიოდში აშენდა პირველი ცენტრალური სადგურის შენობა (იმჟამად "ტიფლისის ვაგზალი“), რამაც საფუძველი ჩაუყარა მთელი უბნის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის, ფორმირებას.ტრანსპორტის ხაზის მიღმა ტერიტორიაზე უნებართვოდ, ნაძალადევად დასახლდნენ რკინიგზის მუშები. ამ ადგილს სწორედ ამიტომაც ეწოდა, ნაძალადევი, ანუ "ნახალოვკა“.რკინიგზის მრავალზოლიანი ლიანდაგები ფიზიკურად ჭრიდა ქალაქის ცენტრსა და ნაძალადევის უბანს ერთმანეთისგან, რაც ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილებას სახიფათოს ხდიდა.ლიანდაგებზე უსაფრთხოდ გადასასვლელად XX საუკუნის დასაწყისში აშენდა პირველი ლითონის საფეხმავლო ხიდი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ეს კონსტრუქცია უზრუნველყოფდა ნაძალადევის მუშათა დასახლების დაკავშირებას ცენტრალურ სადგურთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებთან. საბჭოთა პერიოდის რეკონსტრუქცია ქალაქის გაფართოებასთან და მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად, პირველად ხიდმა მოთხოვნები ვეღარ დააკმაყოფილა.XX საუკუნის შუა წლებში (1950-1960-იან წლებში) აშენდა ახალი, უფრო ფართო რკინაბეტონისა და ფოლადის საფეხმავლო ესტაკადა. ისტორიულ-სოციალური მნიშვნელობა ის აქამდე "ნახალოვკის“ მთავარ არტერიად მიიჩნეოდა: ხიდი ათწლეულების განმავლობაში იყო ერთადერთი სწრაფი საფეხმავლო კავშირი ნაძალადევსა და ცენტრალურ სადგურს შორის.2003 წელს კი "გადასასვლელ ხიდს“ სახელი შეუცვალეს და 1992-1993 წლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად "მამულიშვილთა ხიდი“ უწოდეს.თუმცა ქალაქურ ფოლკლორში გადასასვლელი ხიდი გარდამავალი ეპოქისა და თბილისური ყოველდღიურობის სიმბოლოდ იქცა.ყველაფერთან ერთად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე "მამულიშვილთა ხიდი“ ქალაქის ურბანული განვითარების ჩუმი მოწმეა. განსხვავებით მტკვარზე არსებული უფრო ცნობილი, დეკორატიული ხიდებისგან, ეს ნაგებობა თავისი ფუნქციური და მინიმალისტური სტილით გამოირჩეოდა ყოველთვის. ხიდის არქიტექტურული გადაწყვეტა მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ურბანულ დაგეგმარებას ეფუძნება, სადაც მთავარი აქცენტი სიმტკიცესა და პრაქტიკულობაზე იყო გაკეთებული.2025 წელს ცნობილი გახდა, რომ წელს თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავდა. იმჟამინდელი ინფორმაციების თანახმად, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იყო და მასზე 2026 წელს10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ოფიციალური ინფორმაციებიდან ირკვევა, პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა წელს, ამ დრომდე მისი განხორციელება ჯერ არ დაწყებულა.წყარო: ambebi.ge
1793710860
2026 წლის 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 521.9 მლნ ლარის ანაზღაურება გასცასაქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475.888 მლნ ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2.210 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.495 მლრდ ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684.245 მლნ ლარი დახარჯა.
1793621462
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარიასადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია.ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.როგორც საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
სხვა სიახლეები
„თუ ზეგანაკვეთურ შრომას არ გავითვალისწინებთ, ექთნის ხელფასი 792 ლარი გამოდის - ღამენათევი მეორე ან მესამე სამსახურში რომ წავა, იქ უკვე მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა, იკარგება,” - ამის შესახებ მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი ამირანაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში ექთნების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, დაბალი ანაზღაურების გამო კი სამედიცინო პერსონალის ნაწილს ერთდროულად ორ-სამ ადგილას უწევს მუშაობა.ამასთან, როგორც ამირანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ზოგიერთი ექთანი პროფესიას ტოვებს და სხვა სექტორში საქმდება, ნაწილი კი ემიგრაციაში მიდის, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია.ირაკლი ამირანაშვილის განმარტებით, სამედიცინო სექტორში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა არსებული თანხა ინფლაციის გათვალისწინებით საკმარისი არ არის.მისივე თქმით, დაბალი ანაზღაურება არა მხოლოდ ექთნების პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ პაციენტების მომსახურების ხარისხზეც აისახება.„სამწუხაროდ, ექთნების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. ჩვენც გვაქვს ჩატარებული კვლევა და 2025 წლისთვის საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20-21 ათასი ექთნის რეგისტრაცია ფიქსირდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ექთნების მიგრაცია ხდება. ვინც უცხო ენას, მაგალითად, გერმანულს ფლობს, ევროპაში მიდის, იმიტომ რომ იქ ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.როგორც იცით, პროფკავშირების, ჯანდაცვის სამინისტროსა და ერთობლივი მუშაობის შედეგად სამედიცინო სექტორში მინიმალური ხელფასი დაწესდა, რაც მისასალმებელია, იმიტომ რომ მანამდე ასეთი მინიმალური ანაზღაურება არ არსებობდა და დამსაქმებელს შეეძლო, დასაქმებულისთვის თავად განესაზღვრა, რამდენს გადაუხდიდა.ექთნის ხელფასის შემთხვევაში დამსაქმებელს ოფიციალურად 4 ლარსა და 40 თეთრზე ნაკლების გადახდის უფლება არ აქვს. თუმცა, აქ ორი უკიდურესობა მოხდა: ერთ შემთხვევაში, ვისაც კერძო კლინიკაში უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, დამსაქმებელმა ხელფასი შეუმცირა და ტყუილს ამბობს, თითქოს სამინისტრო აიძულებს, რომ 4 ლარი და 40 თეთრი გადაუხადოს. ამით დასაქმებული შეცდომაში შეჰყავს. სამინისტრო ამას არ ეუბნება; პირიქით, ეუბნება, რომ მინიმუმ ეს თანხა უნდა გადაუხადოს. თუ მეტს გადაუხდის, ამას სამინისტროც და ყველა მიესალმება.მეორეს მხრივ, ვისაც ამ მინიმუმზე ნაკლები ჰქონდა, ხელფასი გაეზარდა და 4 ლარსა და 40 თეთრს გაუთანაბრდა. თუმცა, ეს თანხა მაინც ცოტაა. დაახლოებით რომ დავითვალოთ, არსებული სამუშაო გრაფიკით, კვირაში 40 საათის მუშაობის შემთხვევაში, თუ ზეგანაკვეთურ შრომას არ გავითვალისწინებთ, ექთნის ხელფასი 792 ლარი გამოდის.თუ ზედმეტად იმუშავა და ზეგანაკვეთურად აუნაზღაურებენ, ეს უკვე შეთანხმების საკითხია. მთავარია, დამსაქმებელმა კანონი არ დაარღვიოს. ამ დაბალი ანაზღაურების გამო დასაქმებულს ორ-სამ ადგილას უწევს მუშაობა.შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ღამენათევი ექთანი მეორე ან მესამე სამსახურში რომ წავა, იქ უკვე მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა, იკარგება - აღარ არის ისეთი ენერგიული, პროდუქტიული და ასე შემდეგ. ამას ემატება ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ერთ ექთანზე იმაზე მეტი პაციენტის მოვლა მოდის, ვიდრე უნდა მოდიოდეს.ზოგადად, ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს არა მხოლოდ ექთნების, არამედ ექიმებისა და სანიტრების ანაზღაურების მიმართულებითაც. აქ მთლიანად სამედიცინო სექტორზეა საუბარი.კი, მინიმალური ხელფასი დაწესდა და ეს, რა თქმა უნდა, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ესეც არ არის საკმარისი ქვეყანაში არსებული ინფლაციიდან გამომდინარე“, - აცხადებს ირაკლი ამირანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.მისივე შეფასებით, მინიმალური ანაზღაურების გადახედვა აუცილებელია, თუმცა კერძო სექტორში დამსაქმებლების ვალდებულებების განსაზღვრა დამატებით გამოწვევად რჩება.„უნდა მოხდეს გადახედვა. ახლა სამინისტრომ, რაც შეეძლო, მინიმალური ხელფასი დააწესა, რაც სხვა სექტორში არ არის. მე, როგორც მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე, მივესალმები ამ ფაქტს, იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებელს ვაიძულებთ, დასაქმებულებს ახალი ხელშეკრულებები გაუფორმოს და ეს მინიმალური ხელფასი აისახოს, რათა კანონი არ დაარღვიოს.თუმცა, სასურველი იქნებოდა, ანაზღაურება უფრო მაღალი იყოს. კერძო სექტორში კი არ ვიცი, სამინისტრო რამდენად შეძლებს, დამსაქმებელი დაავალდებულოს, რომ ხელფასებს გადახედოს და უფრო მაღალი ანაზღაურება დააწესოს“, - აღნიშნავს ირაკლი ამირანაშვილი.მისი თქმით, ექთნების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი პროფესიის დატოვებაა. როგორც მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს სხვა სექტორებში ხშირად უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, რის გამოც პროფესიაში დარჩენა აღარ უღირთ.„ექიმებისა და ექთნების თანაფარდობაზე რომ გითხრათ გაუმჯობესდა-მეთქი, მოგატყუებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგმა პროფესიული საქმიანობაც მიატოვა. ვისაც უყვარს თავისი პროფესია, ის ანაზღაურებასაც დიდად არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ბევრისთვის ეს ენთუზიაზმზე მუშაობაა. ეს ანაზღაურება, რაც არის, ძალიან მინიმალურია.ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ექთანმა მითხრა, რომ მომვლელს 800 ლარს უხდიანო და ამ ადამიანს თავად, სანამ ეს მინიმალური ანაზღაურება დაწესდებოდა, სადღაც 200-250 ლარი ჰქონდა ხელფასი. ანუ აღარ უღირს - წავა, მარკეტში იმუშავებს ან სხვა სექტორში გადავა, იმიტომ რომ იქ ანაზღაურება უფრო მაღალია და შესაბამისად, პროფესიასაც კარგავს.ზოგი ემიგრაციაში მიდის და იქ პოულობს თავის ადგილს, იმიტომ რომ ანაზღაურება, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. აქედან გამომდინარე, კლება გვაქვს. მუშაობენ ახალგაზრდებიც, მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებიც მორიგეობენ.ახალგაზრდა ადამიანისთვის ეს თანხა შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ვისაც ოჯახი აქვს, საბანკო ვალდებულებები აქვს, შვილები ჰყავს და მათ განათლებაზე ზრუნავს, მისთვის ეს ანაზღაურება საკმარისი არ არის, რაც არ უნდა მინიმალური ხელფასი იყოს დაწესებული.შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 95% კერძო სექტორშია და მხოლოდ ერთეულია სახელმწიფო, მათ შორის, ის დაწესებულებები, რომლებიც ჰოლდინგში შედის. კერძო სექტორს კი როგორ დაავალდებულებენ, რომ ანაზღაურებას გადახედოს და უფრო მაღალი ხელფასი მისცეს დასაქმებულებს, ეს უკვე არ ვიცი“, - აცხადებს ირაკლი ამირანაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან".ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს.უწყების განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.4 ლარით არის განსაზღვრული.„საქსტატის“ მონაცემებით კი, 2025 წელს საქართველოში საექთნო საქმიანობას 21 262 ექთანი და მეანი ექთანი ახორციელებდა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ამ ეტაპზე 14 300 ექთანია ავტორიზებული.
ჯანდაცვა • 1794209434
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 493-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.ქვეყნების მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, რომლის 83-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით. სამეულს ინდოეთი 45 განაცხადით ასრულებს.ათეულში ასევე შედიან ირანის (42), რუსეთის (32), პაკისტანის (17), იორდანიის (12), ეგვიპტის (10), აზერბაიჯანისა (6) და კუბის (6) მოქალაქეები.2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: უკრაინა – 169; თურქეთი – 83; ინდოეთი – 45; ირანი – 42; რუსეთი – 32; პაკისტანი – 17; იორდანია – 12; ეგვიპტე – 10; აზერბაიჯანი – 6; კუბა – 6.
საზოგადოება • 1794209292
2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 813.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 428.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქსტატის ცნობით, ვიზიტების უმრავლესობა (45.3 პროცენტი) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.9 პროცენტი შეადგინა.2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35.7 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112.0 ათასი ვიზიტი.2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.80 შეადგინა, რაც 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.90 ღამე) 1.3 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 97.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
მსოფლიო • 1794208854
GLP-1-ის კლასის პრეპარატის დახმარებით მგზავრების მიერ საშუალო წონის 10%-ით დაკლებამ აშშ-ის ოთხ უმსხვილეს ავიაკომპანიას წელიწადში შესაძლოა, 580 მლნ დოლარი დააზოგვინოს. ამის შესახებ Financial Times წერს.კერძოდ, Boeing 737 Max 8-ის ბორტზე მყოფი 178 მგზავრის საშუალო წონის 10%-ით დაკლება თვითმფრინავის აფრენის წონას 2%-ით შეამცირებს, რაც პოტენციურად საწვავის ხარჯის შემცირებას გამოიწვევს.გამოცემა წერს, რომ ავიაკომპანიები თვითმფრინავის წონის შესამცირებლად ყველა ზომას მიმართავენ, როგორიც არის, მათ შორის, მენიუდან ზეთისხილის ამოღება, მსუბუქი ჭურჭლის გამოყენება და სასმელი ურიკების წონის შემცირება. მაგალითად, როცა ავიაკომპანია United Airlines-მა თავისი საბორტო ჟურნალი სისქეში შეათხელა, საწვავის დაზოგვამ წელიწადში, თითქმის, 300 000 დოლარი შეადგინა.“ასეთი ეკონომია, განსაკუთრებით, საწვავის მაღალი ფასების გათვალისწინებით მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ავიაკომპანიებს შეუძლიათ, მასის გამოთავისუფლებული რეზერვი კომერციული ტვირთის გადასაზიდად გამოიყენონ, რომლის ტარიფებიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, “ - წერს Financial Times.თუმცა სახელდება ამ ტრენდის უარყოფითი მხარეც. კერძოდ, წონის დაკლების პრეპარატების მიმღები ადამიანები ბორტზე ნაკლებ სნეკსა და გაზიან სასმელს ყიდულობენ, რასაც ავიაკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალი მოაქვს.
სხვადასხვა • 1794115680
Boy Genius Report-ის თანახმად, თანამგზავრული ინტერნეტის ძირითადი იდეა ის არის, რომ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მსოფლიოს პრაქტიკულად ნებისმიერი წერტილიდან.როგორც წესი, ინტერნეტსერვისის არმქონე ადგილებში - მაგალითად, საკაბელო ან მობილური ტელეფონის დაფარვის არარსებობის შემთხვევაში, Starlink-ის მსგავსი პლატფორმები შესანიშნავ ალტერნატივას გვთავაზობს. ეს განსაკუთრებით ეხება ცივილიზაციისგან შორს, სოფლად ან უკიდურესად შორეულ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს.თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში, Starlink-ი ზოგიერთ ქვეყანაში სრულიად აკრძალულია.ამჟამად სერვისი აკრძალულია რუსეთში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, სირია და ავღანეთი. რამდენიმე სხვა ქვეყანას, როგორიცაა ირანი, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, ნამიბია, ანგოლა და ეგვიპტე, მას გარკვეული შეზღუდვები ან მარეგულირებელი ბარიერები აქვს.აღსანიშნავია, რომ აკრძალვა ან შეზღუდვა ყოველთვის არ ნიშნავს სერვისის გამოყენების სრულ უარყოფას. ზემოხსენებულ ზოგიერთ ქვეყანაში Starlink-ს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური ნებართვა. მაგალითად, ქვეყნები, რომლებიც აწესებენ შეზღუდვებს, ხშირად Starlink-ის გამოყენების უფლებას აძლევენ საერთაშორისო წყლებში ან ოფშორულ სივრცეებში.აკრძალვების მიზეზები მნიშვნელოვნად განსხვავდება: ჩინეთში სერვისს არ მიუღია კომერციული ლიცენზია; რუსეთი კრძალავს უცხოური თანამგზავრული აღჭურვილობის გამოყენებას; ჩრდილოეთ კორეაში მთავრობამ ასევე უარი თქვა მისი ფუნქციონირების ნებართვის გაცემაზე. სხვა ქვეყნებში წვდომა შეიძლება შეიზღუდოს ადგილობრივი კანონმდებლობის, მთავრობის პოლიტიკის, ტელეკომუნიკაციების მონოპოლიების არსებობის ან საჭირო კომერციული ნებართვების არარსებობის გამო.მაგალითად, ინდოეთში Starlink-მა მიიღო წინასწარი ლიცენზია, თუმცა სერვისი ჯერ არ ამოქმედდა მარეგულირებელი ორგანოების შეფერხებებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის საჭიროების გამო.
მსოფლიო • 1794029220
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოველი გადახდა მოგების შანსია - საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ახალ გათამაშებას იწყებს. 21 დეკემბრამდე, საქართველოს ბანკის ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას მომხმარებლებს 10,000 ლარისა და სხვა პრიზების მოგების შესაძლებლობა ექნებათ.გათამაშება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და გამარჯვებულები თითოეულ რეგიონში ცალ-ცალკე გამოვლინდებიან. მასში მონაწილეობა მარტივია - საქართველოს ბანკის ბარათით შესრულებული ყოველი გადახდა ერთ ბილეთს ნიშნავს და მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვება. თითოეულ მომხმარებელს დღეში მაქსიმუმ 10 ბილეთის დაგროვება შეუძლია, რაც მოგების შანსს ზრდის. კამპანია საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და მოიცავს ყველა იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც საქართველოს ბანკის ბარათით გადაიხდი - მეტროს, ავტობუსს, მიკროავტობუსსა და საბაგიროს. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკური და ციფრული ბარათებით, ისე Apple Pay-ითა და Google Pay-ით. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, 18 წელს ზემოთ ყველა საქართველოს რეზიდენტს, რომლებსაც აქვთ საქართველოს ბანკის ბარათი, მათ შორის იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფით სარგებლობენ.21 დეკემბრამდე, გამარჯვებულები ყოველკვირეულად გამოვლინდებიან, რომლებიც 100 ლარიან სამგზავრო ბალანსს მიიღებენ. 25 დეკემბერს კი ფინალური გათამაშება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 1,000 და 10,000 ლარის მოგების შესაძლებლობა ექნებათ. ჯამში, კამპანიის ფარგლებში 539 გამარჯვებული გამოვლინდება.ასე რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გადაიხადე საქართველოს ბანკის ბარათით და მიიღე შანსი, მოიგო 10,000 ლარი.გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ბიზნესი • 1793985421










