საზოგადოება
საახალწლო ღონისძიება
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - რა იგეგმება დედაქალაქში

თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის და მათზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება.ამასთან, შესყიდვის თანახმად, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა და ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.მერიის გეგმის მიხედვით, საახალწლო სივრცეებში განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ორიგინალური ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები, დახლები, თაღები და საშობაო ნაძვის ხეები.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, მულტიფუნქციური საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საგამოფენო სტენდები, ადგილზე განთავსდება სკამები, მაგიდები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების, თოვლის ბაბუის სახლის, სახელოსნოსა და გასტრონომიული ზონების მოწყობა.ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფორმანსები, ფესტივალები, ვიდეოფილმების ჩვენება და ზღაპრის გმირების მსვლელობები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს თოვლის ბაბუა (სანტა) და შესაბამისი კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები დახვდებიან.შესყიდვა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე სხვადასხვა მომსახურებას. კერძოდ, შესყიდვის ობიექტებია: ინვენტარი და კონსტრუქციები: საშობაო ნაძვის ხე, დეკორაციული ნივთები, საგამოფენო სტენდები და აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის ავეჯი (მაგიდები, სკამები, დახლები) და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები; კულტურულ-გასართობი მომსახურება: ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ბავშვთა გართობის მომსახურება, ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; შემსრულებელთა და არტისტთა მომსახურება: თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრების, ესტრადის მსახიობებისა და მხატვრების მიერ გაწეული მომსახურებები; ტექნიკური და მედია უზრუნველყოფა: გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ფოტოგრაფიული და ვიდეოფილმების ჩვენება-გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

1794465277

1794381256

ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება - პარლამენტმა ცვლილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზესახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

1794220321

როგორი იქნება რუსთავში სპორტულ-კულტურული კომპლექსი, რომელიც 182 351 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება?

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 182 351 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი სივრცე. რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მისი მოცულობა 5 590 368 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს.„ჩვენი გამარჯვებული საკონკურსო პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, არსებული ჭალის ტერიტორიის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გარდაქმნას.კომპლექსი წარმოადგენს მოცულობების ერთიან კომპოზიციას, რომელიც ხელოვნური მწვანე ბორცვებით არის შემოსაზღვრული და არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირდება. მოდულური სისტემა პროექტს სხვადასხვაგვარ რელიეფთან ადაპტაციისთვის მოქნილობას სძენს და ეტაპობრივი მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. ამგვარად, საპროექტო მოცულობების ლანდშაფტთან ინტერგრირებული განლაგების მქონე კომპლექსი ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს შორის მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ რეკრეაციულ ბირთვს კვლავ აკავშირებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებთან.პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტის მიზანს — შეინარჩუნოს ტერიტორიის რეკრეაციული იდენტობა და ამავდროულად შექმნას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ახალი ცენტრალური კერა ქალაქში, რომელსაც ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი ამჟამად არ გააჩნია.კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და ადმინისტრაციულ ბლოკს. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა“, - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ძირითადი შენობის მშენებლობას, საჭირო სამუშაოებს, მასალებს, აღჭურვილობასა და შრომით ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯებს.

1794209292

2026 წლის 9 თვეში საქართველოში თავშესაფარი 493-მა უცხოელმა მოითხოვა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 493-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.ქვეყნების მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, რომლის 83-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით. სამეულს ინდოეთი 45 განაცხადით ასრულებს.ათეულში ასევე შედიან ირანის (42), რუსეთის (32), პაკისტანის (17), იორდანიის (12), ეგვიპტის (10), აზერბაიჯანისა (6) და კუბის (6) მოქალაქეები.2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: უკრაინა – 169; თურქეთი – 83; ინდოეთი – 45; ირანი – 42; რუსეთი – 32; პაკისტანი – 17; იორდანია – 12; ეგვიპტე – 10; აზერბაიჯანი – 6; კუბა – 6.


სხვა სიახლეები
bog
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება

როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევები, როგორ მოვიქცეთ, თუ ის კონკრეტულ საკვებზე უარს ამბობს და რა გავლენა აქვს კვების დროს ეკრანის გამოყენებას მის ქცევაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მშობლებს ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr. Nutrition, ესაუბრება.შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება. ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი.შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ.ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია.შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებს.რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.

ბიზნესი • 1794487704

საახალწლო ღონისძიება
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - რა იგეგმება დედაქალაქში

თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის და მათზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება.ამასთან, შესყიდვის თანახმად, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა და ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.მერიის გეგმის მიხედვით, საახალწლო სივრცეებში განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ორიგინალური ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები, დახლები, თაღები და საშობაო ნაძვის ხეები.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, მულტიფუნქციური საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საგამოფენო სტენდები, ადგილზე განთავსდება სკამები, მაგიდები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების, თოვლის ბაბუის სახლის, სახელოსნოსა და გასტრონომიული ზონების მოწყობა.ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფორმანსები, ფესტივალები, ვიდეოფილმების ჩვენება და ზღაპრის გმირების მსვლელობები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს თოვლის ბაბუა (სანტა) და შესაბამისი კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები დახვდებიან.შესყიდვა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე სხვადასხვა მომსახურებას. კერძოდ, შესყიდვის ობიექტებია: ინვენტარი და კონსტრუქციები: საშობაო ნაძვის ხე, დეკორაციული ნივთები, საგამოფენო სტენდები და აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის ავეჯი (მაგიდები, სკამები, დახლები) და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები; კულტურულ-გასართობი მომსახურება: ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ბავშვთა გართობის მომსახურება, ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; შემსრულებელთა და არტისტთა მომსახურება: თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრების, ესტრადის მსახიობებისა და მხატვრების მიერ გაწეული მომსახურებები; ტექნიკური და მედია უზრუნველყოფა: გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ფოტოგრაფიული და ვიდეოფილმების ჩვენება-გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

საზოგადოება • 1794465277

ბანკების აქტივები
„ინდური ბანკების შემოსვლა სესხებს ვერ გააიაფებს - ისინი მომხმარებელს დანარჩენი 20 ბანკისგან განსხვავებულ პირობებს ვერ შესთავაზებენ“

„არსებობენ უფრო მსხვილი მოთამაშეებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სურთ“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ BTU-ს აოცირებული პროფესორი, საბანკო სფეროს ექსპერტი მაია ხელაძე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებას ინდური ბანკების შესახებ.შეგახსენებთ, შოთა ბერეკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ: „ინდური ბანკები ძალიან სტაბილური ბანკები არიან და მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვთ - ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს“. მან ასევე აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით, 75-80% ორ ბანკს უჭირავს, მათ კი აქვთ სურვილი, საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, უფრო მაღალი და ჯანსაღი კონკურენციის საშუალებით, მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს.ინდური ბანკების საქართველოში შესაძლო შემოსვლის საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც. მისი თქმით, „იქნება ეს ინდური ბანკი, ყაზახური ბანკი, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ. ვხედავთ ძალიან მაღალ ინტერესს, დივერსიფიცირებულ გეოგრაფიას და ამას მხოლოდ მივესალმებით“.მაია ხელაძის შეფასებით კი, ინდური ბანკების ქართულ ბაზარზე შემოსვლა, მომხმარებლისთვის საბანკო პროდუქტების განსხვავებული პირობებით შეთავაზებას ვერ უზრუნველყოფს.„ინდურ საბანკო სექტორსა და მის აღიარებაზე ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, რადგან მსოფლიო მასშტაბით ისინი ნამდვილად მსხვილი მოთამაშეები არიან. თუმცა, არსებობენ უფრო მსხვილი მოთამაშეებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სურთ.თუმცა, ინდოეთის ფინანსური სექტორიდან აუცილებლად გამოვყოფდი მათ კაპიტალის ბაზარს, რადგან ის საკმაოდ განვითარებულია. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ თუ რამე სამაგალითო და გადმოსაღები გვაქვს ინდოეთიდან, ეს უფრო კაპიტალის ბაზრის მოთამაშეების შემოსვლა იქნებოდა, ვიდრე საბანკო ინსტიტუციების.ამ შემთხვევაში, ინდური ბანკები მაგალითად იყო მოყვანილი და არ მგონია, კანონპროექტით აქცენტი კონკრეტულად მათზე კეთდებოდეს. თუმცა, რაც შეეხება მოსაზრებას, რომ თითქოს ინდური ბანკების შემოსვლით ქართველ მომხმარებელს ფასების უფრო კონკურენტუნარიანი შეთავაზება ექნება - ამას ცალსახად არ ვეთანხმები.ვეთანხმები იმას, რომ დამატებითი ბანკების შემოსვლა და ინსტიტუციების ზრდა კონკურენციას გააუმჯობესებს და ხარისხს გაზრდის, მაგრამ იგივე საკრედიტო შეთავაზებები ვერ იქნება რეგულაციებით გათვალისწინებულ პირობებზე უკეთესი.ახალი ინსტიტუცია ვერ შეძლებს, მაგალითად, ლარში სესხების გაცემისას ისეთი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს, რაც დანარჩენი 20 ბანკის შეთავაზებისგან განსხვავებული იქნება. ამიტომ, მოლოდინს, რომ რესურსების გადმოტანა სესხებს გააიაფებს, ვერ გავიზიარებდი.რაც შეეხება ფინანსურ პროდუქტებს, რომლებიც ინდურმა ბანკებმა შეიძლება ქართულ ბაზარს გაუზიარონ, ინდოეთში ფინანსურ სექტორში საკმაოდ სწრაფი ზრდა მოხდა, თუმცა ნაკლებად საბანკო მიმართულებით. სექტორი უფრო ფინტექისა და კაპიტალის (და არა ფულის) ბაზრის კუთხით განვითარდა, რაც მართლაც სამაგალითოა. ჩვენთვის საყურადღებო და საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ შეძლეს მათ დროის მოკლე შუალედში ასეთი განვითარება.თუმცა, უშუალოდ საბანკო სექტორის კუთხით ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებდი. კი, ინდოეთს აქვს თანამედროვე მიღწევა, რაც არის შიდა გადარიცხვებისა და გადახდების გაერთიანებული პლატფორმა. ანუ ფეიმენთების კუთხით მათ ნამდვილად დანერგეს აღსანიშნავი ტექნოლოგია ქვეყნის შიგნით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენი ეროვნული ბანკიც პროცესების სათავეში დგას. კომერციულ ბანკებთან ერთად, ეროვნული ბანკი აქტიურად ნერგავს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველაზე თანამედროვეა ფულის მოძრაობის თვალსაზრისით. მათ შორის ადგილობრივი ტრანზაქციების კუთხით“, - აცხადებს მაია ხელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

ეკონომიკა • 1794465146

საცობი
საცობების მოსაგვარებლად კახა კალაძე კენტი და ლუწი ნომრების სისტემასა და ზოგიერთ უბანში ფასიან შესვლას განიხილავს

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემას ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია, თუმცა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს მზაობა.კალაძე ამბობს, რომ დღეს თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ავტომობილზე დამოკიდებულება და რაოდენობაა.კალაძის თქმით, მის გუნდს ხშირად აკრიტიკებენ, რომ არ აშენებენ ესტაკადებს, თუმცა "ესტაკადის გაკეთება, არ არის გამოსავალი"."ეს პირიქით, იქნება წახალისება ავტომობილების მიმართულებით. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი - გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა. თავის დროზე, როცა გაკეთდა, გამტარუნარიანობა ჰქონდა, გავიდა დრო გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და დღეს წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ერთ კონკრეტულ ადგილზე რომ გაკეთდეს ესტაკადა, გვეუბნებიან, რომ ეს არაფერს მოგვცემს. შეიძლება კონკრეტული მონაკვეთი დღეს სწრაფად გაიაროს ავტომობილმა, სხვა მონაკვეთზე იგივე პრობლემა შეიქმნება და შეიძლება გაიჭედოს ჩვენი ქუჩებისა და გამზირებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღეს ჩვენ თუ გავაკეთებთ ესტაკადებს და შეიძლება კონკრეტულ მონაკვეთებში თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი, ათი წლის მერე რას ვაკეთებთ? იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით, როდესაც გაიზრდება კიდევ უფრო ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად, ეს არ არის გამოსავალი.ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ გზებს ვავიწროებთ, საავტობუსო "ზოლებს რომ აკეთებთ"... თითქოს ეს იყოს პრობლემა.მარტივი მაგალითი მინდა, მოვიყვანო - აღმაშენებლის ხეივანი, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, არანაირი საავტობუსო ზოლი არ დახაზულა. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე - უბრალოდ, გარკვეულ მონაკვეთებში, კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენად ბევრი ავტომობილი გადაადგილდება.ამით რისი თქმა მინდა, რომ დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა. ის რომ, მერია არაფერს არ აკეთებს.. რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხომ? როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითავისოთ. მაგალითად , თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის", - აღნიშნა კალაძემ "იმედის" ეთერში და დასძინა: ისე არ გამოვა, რომ მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს და პრობლემა არის. არა. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მაშინ ყველამ უნდა გავიჭირვოთ".Ipn.ge

საზოგადოება • 1794464951

bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართა.კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

ბიზნესი • 1794408522

ნარიყალა
ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება – პროექტის ღირებულება ₾14.5 მილიონამდე გაიზარდა

ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც თავდაპირველი გეგმით 2025 წელს იყო გათვალისწინებული, დღემდე გრძელდება. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 2024 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ-სი“ გახდა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 13 161 212.46 ლარს შეადგენდა, ხოლო პროექტის დასრულების ვადა 2025 წლისთვის იყო განსაზღვრული.თუმცა, ტენდერის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო ცვლილების შემდეგ, დასრულების თარიღად 2027 წლის 31 დეკემბერია მითითებული.ვადების გარდა შეიცვალა პროექტის ღირებულებაც, ბოლო ინფორმაციით, ხელშეკრულების თანხად 14 477 333 ლარი განისაზღვრა, რომლიდანაც 89% ანუ 12 951 679 ლარი უკვე გადახდილია.ცნობისთვის, რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს შიდა და გარე პერიმეტრის სრულ განახლებას, ასევე მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.

საზოგადოება • 1794408420