ბოლო 8 თვეში, საერთაშორისო ბირჟებზე, თითქმის, 80%-ით გაძვირებულმა ნავთობმა გამოწვევები ავტოსკოლებისთვისაც შექმნა.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Buki Driving School-ის დამფუძნებელმა, სალომე ბუკიამ განუცხადა, ნავთობის გლობალურმა ფასებმა საწვავი მნიშვნელოვნად გააძვირა საქართველოშიც, რამაც ავტოსკოლები იძულებულები გახადა, სერვისზე ფასები გაეზარდათ.„ბოლო 1 თვეში, მოგვიწია პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება 20%-ის ფარგლებში დაგვეკორექტირებინა. საწვავის ფასის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს მანქანის ცვეთის საკითხიც. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ქალაქში, დღის ნებისმიერი მონაკვეთში მძიმე საცობებია, ამის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობა ავტომატურად იზრდება, შედეგად კი - იმატებს მანქანის ცვეთის კოეფიციენტიც. აქედან გამომდინარე, ტარიფების გადახედვისას, ეს საკითხიც გავითვალისწინეთ“, - აღნიშნა სალომე ბუკიამ.აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავტოსკოლების მომსახურებაზე ფასების მატება, დაახლოებით, 3-4 წლის წინ დაიწყო. კერძოდ, როგორც თავად ავტოსკოლების წარმომადგენლები განმარტავენ, ინფლაციური პროცესების გამო, მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის, პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება, ბოლო წლებში, ჯამში, 30-40%-ით არის გაზრდილი. პირობითად, თუ გასულ წლებში, პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება 30 ლარის ფარგლებში იყო, ახლა უკვე 50-60 ლარს აღწევს. მომატებულია თეორიული გაკვეთილების ღირებულებაც.მიუხედავად, სწავლაზე ტარიფების ზრდისა, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში სტაბილურად მზარდია. 2026 წლის მხოლოდ 9 თვეში, ქვეყანაში სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლება 36 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა - მაშინ, როდესაც გასული 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში ჯამში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა.bp.ge
1792735346
1792484940
თბილისის ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრებს წელს „კარფური“ დაამზადებს - შესყიდვის ღირებულება 649 350 ლარიათბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 45 000 აღსაზრდელისთვის, საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებს 649 350 ლარად შეისყიდის. ნაკრებების დამზადებას წელს „კარფური“ უზრუნველყოფს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა.როგორც სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, შესყიდვა განხორციელდება შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიასთან“, რომელიც საქართველოში ფლობს და მართავს საცალო ვაჭრობის ქსელ „კარფურს“.„საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები (ტკბილეული) გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის 191 საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეული აღსაზრდელისთვის - სულ 45000 ცალი, საახალწლო საჩუქრად, რომელიც აღსაზრდელებს ყოველწლიურად გადაეცემათ საახალწლო ზეიმის დროს. საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების (ტკბილეული) შესყიდვაზე 2026 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 2026 წლის 6 ოქტომბერს დასრულდა უარყოფითი შედეგით. სწორედ ამიტომ დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება.შიდა ბაზარზე შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და 7 ოქტომბერს გამოცხადდა ბაზრის კვლევა. წინადადებების მიღების დასრულების ვადაში დაფიქსირდა ერთი კომპანიის - შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ შემოთავაზება, ღირებულებით 649 350 ლარი.ბაზრის კვლევის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინადადებების მიღების დასრულების დღესვე, კომპანიას 1 სამუშაო დღის ვადაში მოეთხოვა შესყიდვის ობიექტის ნიმუშების წარმოდგენა, რომელიც მათ მიერ მოწოდებულ იქნა 2026 წლის 13 ოქტომბერს. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნიმუშები განხილულ იქნა 2026 წლის 15 ოქტომბერს და დადასტურდა მათი შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან“,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
1792388503
„ეს მოგების შანსს აორმაგებს“ - როდის იწყება „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში რეგისტრაცია და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მოგების მსურველებმააშშ-ის საიმიგრაციო პროგრამა - Diversity Visa Program 2027 (DV-2027) - მორიგი ციკლისთვის ემზადება. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე მუდმივი ცხოვრების უფლებას (Green Card) გასცემს.საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად.რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, როდის იგეგმება განაცხადების მიღება და რა შეცდომებს უნდა ერიდონ აპლიკანტები? პროგრამის მოსალოდნელი ვადების, მიმდინარე სტატუსისა და გავრცელებული შეცდომების შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია იაძე ესაუბრა.„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელება არ ნიშნავს, რომ "მწვანე ბარათის" გათამაშება ან რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ოფიციალურ ვებგვერდზე DV-2027-ის განაცხადების მიღება გახსნილი არ არის. პროგრამის შეფერხება გამოწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის პროცესში ცვლილებების შეტანითა და დროებითი პაუზით.თუმცა, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს (U.S. District Court for the Southern District of California) ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა პროგრამის დაუყოვნებლივ განახლება.სასამართლოს მიერ დადგენილი მოსალოდნელი გრაფიკის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეტალურ ინსტრუქციასა და რეგისტრაციის ზუსტ ვადებს ოფიციალურად 29 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს. განაცხადების მიღების პორტალი სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გაიხსნება და 30 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს, ხოლო შერჩეული აპლიკანტების გამოვლენის შემდეგ საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი 2027 წლის 30 სექტემბრამდე დასრულდება.როდესაც რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნება, განაცხადის შემვსები ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: იგი დაბადებული უნდა იყოს პროგრამაში დაშვებულ ქვეყანაში (საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას) და ფლობდეს საშუალო სკოლის 12-წლიან ატესტატს, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ პროფესიაში, რომელიც მოითხოვს მინიმუმ ორწლიან სპეციალურ მომზადებას", - აცხადებს ია იაძე.მისივე თქმით, ტრადიციულად, აპლიკანტებს მოუწევთ სხვადასხვა სტანდარტის დაცვა."რეგისტრაციის გახსნის შემდეგ, განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე - dvprogram.state.gov.მონაწილეობის რეგისტრაცია სრულიად უფასოა. აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფოტოსურათის სტანდარტსაც - ფოტო უნდა იყოს გადაღებული ბოლო 6 თვის განავლობაში, თეთრ ფონზე, სათვალის გარეშე, 600x600 პიქსელის ზომით JPEG ფორმატში.გარდა ამისა, განაცხადში აუცილებელია მეუღლისა და ყველა დაუქორწინებელი, 21 წლამდე ასაკის შვილის მითითება, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი ამერიკაში გამგზავრებას“, - განმარტავს ია იაძე.მისივე თქმით, ყოველწლიურად მილიონობით განაცხადი უარყოფილია ტექნიკური დარღვევების გამო, რასაც აპლიკანტები განსაკუთრებით უნდა ერიდონ.„კრიტიკული შეცდომაა ერთი და იმავე პირის სახელით ერთზე მეტი განაცხადის გაგზავნა, რაც იწვევს ავტომატურ დისკვალიფიკაციას. თუმცა, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეავსონ განაცხადი და ერთმანეთი მიუთითონ, რაც მოგების შანსს ორმაგად ზრდის.ასევე, დისკვალიფიკაციით სრულდება წინა წლებში გამოყენებული ან დაუმუშავებელი, არასტანდარტული ფოტოს გამოყენება, ხოლო შვილის ან მეუღლის არმითითება იწვევს ვიზის უარს გასაუბრების ეტაპზეც კი.ასევე, არ უნდა დაკარგოთ რეგისტრაციის დასრულებისას გენერირებული დამადასტურებელი კოდი (Confirmation Number), რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა პასუხის შესამოწმებლად“, - აღნიშნავს "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ვიდრე ოფიციალური რეგისტრაცია გახსნილა, ია იაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ინტერნეტში უკვე გამოჩნდა თაღლითური საიტები, რომლებიც მომხმარებლებს განაცხადის "ახლავე შევსებას" სთავაზობენ.„აშშ-ის საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ოფიციალური გათამაშება და განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა არასდროს აგზავნის ელფოსტას მოგების შესახებ და არცერთ კერძო სააგენტოს არ შეუძლია მოგების შანსების გაზრდა, ვინაიდან შერჩევა ხდება სრულიად შემთხვევითი კომპიუტერული ალგორითმით“, - აცხადებს ია იაძე.
1792323041
5 წიგნი, რომელსაც უორენ ბაფეტი გირჩევთუორენ ბაფეტი ამერიკელი ბიზნესმაგნატი, ინვესტორი და ფილანთროპია, რომელიც Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ითვლება.ამ მომენტისთვის მისი ქონება 151.2 მლრდ დოლარს შეადგენს, რითაც ის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის სიაშია.გთავაზობთ უორენ ბაფეტის ხუთ საყვარელ წიგნს: „გავლენა“ ავტორი: რობერტ ბ. ჩალდინიეს არის კლასიკური წიგნი გავლენისა და დარწმუნების შესახებ, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო ბესტსელერია.მისი გაყიდვები ოთხ მილიონზე მეტ ეგზემპლარს აჭარბებს! „ფეხსაცმლის ძაღლი“ ავტორი: ფილ ნაითისამ გულწრფელ და მომხიბვლელ მემუარებში მოთხრობილია Nike-ის ისტორია. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფილ ნაიტი გვიზიარებს კომპანიის, როგორც თამამი სტარტაპის, ადრეული დღეებისა და მისი ევოლუციის ისტორიას. როგორ იქცა იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, თამაშის წესების შემცვლელ და მომგებიან ბრენდად. „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“ ავტორი: დეილ კარნეგისშეგიძლიათ სასურველი სამსახურის ძიებაში იყოთ... და მიიღოთ ის! შეგიძლიათ აიღოთ არსებული სამსახური... და გააუმჯობესოთ ის! შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც ხართ... და ის სათქვენოდ გამოიყენოთ! - ეს არის წიგნის მთავარი მორალი და ის ბიზნესმაგნატის ერთ-ერთი ფავორიტია. „საწყალი ჩარლის ალმანახი“ ავტორი: ჩარლი მანგერი„საწყალი ჩარლის ალმანახი“ ჩარლი მანგერის გამოსვლებისა და საუბრების კრებულია, რომელიც პიტერ დ. კაუფმანმა შეადგინა. „ინტელექტუალური ინვესტორი“ ავტორი: ბენჯამინ გრეჰემიმეოცე საუკუნის უდიდესი საინვესტიციო მრჩეველი, ბენჯამინ გრეჰემი, მთელ მსოფლიოში ასწავლიდა და შთააგონებდა ადამიანებს. გრეჰემის ეს წიგნი არის ფილოსოფია, რომელიც იცავს ინვესტორებს მნიშვნელოვანი შეცდომებისგან და მათ გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავებას ასწავლის.1949 წელს მისი თავდაპირველი გამოცემის დღიდან, „ინტელექტუალური ინვესტორი“ საფონდო ბირჟის ბიბლიად იქცა.
სხვა სიახლეები
40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა. Reuters-ის ცნობით, გემი, რომელიც მალტის დროშით მცურავს, საწვავს აშშ-ში 7 ნოემბერს ჩაიტანს.ეს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ხდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი თავდაპირველად 300 000 ტონა დიზელს გაიტანდა ექსპორტზე, რასაც ნოემბერში დამატებით 500 000 ტონა და შემდეგ კიდევ 1 მილიონი ტონა უნდა მოჰყოლოდა.შეთანხმება აშშ-ში საწვავის ფასების შემცირებას ისახავს მიზნად. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ქვეყანას წლის ბოლომდე დიზელის ექსპორტის თვეში 3–3,5 მილიონ ტონამდე გაზრდა შეეძლება.
მსოფლიო • 1792750227
გალტ & თაგარტი საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, Markets Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანია“ (Georgia’s Best Broker).გამარჯვებულები კვლევის კომპლექსური პროცესის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც მოიცავდა კომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების შეფასებას, ბაზრის კვლევას, ბაზრის მონაწილეებთან ინტერვიუებსა და დამოუკიდებელ ანალიზს.გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურება მომხმარებლებს საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ბაზრებზე არსებულ მრავალფეროვან საინვესტიციო ინსტრუმენტებზე წვდომას სთავაზობს. მომსახურება აერთიანებს გლობალურ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, ადგილობრივ და რეგიონულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, პერსონალიზებულ მომსახურებასა და ინვესტირების მოქნილ გზებს.კომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 50-ზე მეტ საერთაშორისო ბაზარზე 60 000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე მიიღონ წვდომა და საკუთარი საინვესტიციო მიზნების შესაბამისად დივერსიფიცირებული პორტფელი შექმნან. ამასთან, გალტ & თაგარტი მომხმარებლებს სთავაზობს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობას, მათ შორის, ადგილობრივ ობლიგაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომას.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა, ერთი პლატფორმის მეშვეობით ისარგებლონ როგორც საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტებით, ისე ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების შესაძლებლობებით. Euromoney Markets Awards-ის ფარგლებში მიღებული აღიარება ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი საბროკერო მომსახურების შეთავაზების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ფინანსური მიზნების მიღწევაში დაეხმარება“, განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ გაიგეთ მეტი: https://galtandtaggart.com/ka/brokerage
ბიზნესი • 1792746540
მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „აბუ დაბიში ყოფნა ძალიან მახარებს. საბრძოლო კვირეულის რუტინა მიმდინარეობს – ვარჯიშები, წონის კლება და მედიასთან კომუნიკაცია. ფორმაში ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მართალია, გადატვირთული გრაფიკი მქონდა, მაგრამ წუწუნი არ მჩვევია. პროფესიონალი ვარ და რამე რომც მაწუხებდეს, ოქტაგონზე მაინც გავალ. ახლა კი მოგების უდიდესი სურვილი მაქვს. სანამ ზუსტ დროს გავიგებდი, დალოდება ნამდვილად სტრესული იყო. თუმცა როგორც კი თარიღი დადასტურდა, დაძაბულობა მომეხსნა. ჩხუბი ძალიან მომენატრა და მჯერა, რომ ახლა ჩემს საუკეთესო ვერსიას ვაჩვენებ. რა თქმა უნდა, კონკურენტული გარემო მიყვარს. ჭიდაობამ მომცა საშუალება, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და მაყურებლის წინაშე გამოსვლის წნეხს შევჩვეოდი. საქართველოში უამრავი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა განსხვავებული ემოცია იყო. ამასთან, ამერიკის რამდენიმე შტატშიც ვიასპარეზე, რამაც დამატებითი გამოცდილება შემძინა და განვითარებაში დამეხმარა. ეს მესამე შეხვედრაა. პირველად უპირატესობა ჩემ მხარეს იყო და გავიმარჯვე, მეორე დაპირისპირებაც ცალმხრივად წარიმართა, თუმცა ჩემთვის სავალალოდ დასრულდა. ახლა დარწმუნებული ვარ მოგებაში, რადგან მასზე მაღალი დონის მებრძოლი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო. მომზადებაში დიდი შრომა ჩავდე. ახლა მთავარია, გავიდე, ჩემი საქმე შევასრულო, გამარჯვება ვიზეიმო და მომდევნო კვირას უკვე მშვიდად დავისვენო. მინდა, რომ პოზიტიურად ვიყო და ამ პროცესით ვისიამოვნო. მადლიერების გრძნობა სიმშვიდეს მანიჭებს. UFC-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ახლა უკვე ამ რეალობაში ვცხოვრობ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯო და ჩემი სტილი ვაჩვენო. შედეგის მიუხედავად, ბედნიერი ვიქნები, თუმცა ვიცი, რომ თუ ჩემს შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენ, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ“, – ამბობს დვალიშვილი. მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარდება.პირველი არხი
სპორტი • 1792743060
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, მოსწავლეებს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. 10-ზე მეტ კურსი, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირებას, ხელოვნურ ინტელექტს, დიზაინსა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს, რაც მათ საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და ახალი უნარების განვითარებაში დაეხმარება.პროექტის მიზანია, მოსწავლეებს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები მათთვის საინტერესო სფეროში.აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულებასაქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვა პროფესიული კურსიდან შეარჩიონ სასურველი მიმართულება, მათ შორის:პროგრამირება და ტექნოლოგიები პროგრამირების საფუძვლები; ვებპროგრამირება ნულიდან; Front-end Development; Back-end Development; React Native ნულიდან; IT პროექტების მართვა. ხელოვნური ინტელექტი AI აგენტები და ავტომატიზაცია; ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი; კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით; AI და მეწარმეობა. დიზაინი და კრეატიული მიმართულებები გრაფიკული დიზაინი; UI/UX დიზაინი; კრეატიული კომუნიკაცია. რომელ აკადემიებში არის შესაძლებელი საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის განკუთვნილ კურსებს საქართველოს ბანკის პარტნიორი აკადემიები სთავაზობენ, მათ შორის: IT აკადემია STEP; სქილვილი (Skillville); Edutech Academy; Re:educate; დიზაინ ინსტიტუტი; ელექტრონული აკადემია. კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება.როგორ უნდა გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი?სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
ბიზნესი • 1792742400
საქართველოს ბანკის ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა. კომპანია პარტნიორობას პარალიმპიელ სპორტსმენ ანა ჯაფარიძესთან იწყებს.კამპანიას – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.“პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია,” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი;პარალიმპიელი ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერიაკამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის — შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 20-მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?
ბიზნესი • 1792737015
„როსსელხოზნადზორმა“ თბილისში მოლაპარაკებები გამართა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რის შემდეგაც გამოაცხადა სოფლის მეურნეობის პროდუქციით ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების შესახებ. კონტაქტები შედგა თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რეგიონულ სემინარზე.„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი შედეგი იყო 2026 წლის ნოემბრიდან ორი ქართული რძის გადამმუშავებელი საწარმოს რუსულ ბაზარზე დაშვების გადაწყვეტილება. რუსულმა მხარემ უკვე გაგზავნა მიმართვა ევრაზიის ეკონომიკურ კომისიაში მათი EAEU-ს შესაბამის რეესტრში ჩართვის შესახებ. გარდა ამისა, მოსკოვმა გამოთქვა მზადყოფნა, შეამოწმოს ექსპორტით დაინტერესებული თევზისა და ზღვის პროდუქტების ექვსი ქართული მწარმოებელი.საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს რუს კოლეგებთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ავრცელებს.რუსეთის ფედერაციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა აგრძელებს ზრდას სოფლის მეურნეობის სექტორში. რუსეთმა მკვეთრად გაზარდა ქართული ხილისა და კენკრის შესყიდვები 2026 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში. საზამთროს (+59,5%, 1,4 ათას ტონამდე), მანდარინის (+57,2%, 3,3 ათას ტონამდე), მოცვის (+46,7%, 9,5 ათას ტონამდე), 5,5 ათას ტონამდე, 5,5 ათას ტონამდე, ქლიავის მიწოდება (+24,5%, 15 ათას ტონამდე) გაიზარდა.ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ცოცხალი ღორების გადაზიდვები 26%-ით გაიზარდა (180,100 სულამდე), ხოლო რძის პროდუქტების ექსპორტი გასული წლის დონეზე (6,400 ტონა) დარჩა.რუსეთის დელეგაციის ვიზიტი თბილისში ორ კვირაზე ნაკლები დრო გავიდა მას შემდეგ, რაც „როსსელხოზნადზორმა“ (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) 9 ოქტომბერს ქართული ძირითადი ბრენდების იმპორტზე „დროებითი შეზღუდვები“ დააწესა.რუსეთის სანიტარიული სააგენტოს მიერ დაწესებული სანქციები ეხებოდა „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ვაინმენის“ და „ასკანელი ძმების“ ღვინოებს, „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდს, „ქართულ კოკა-კოლას“ და „ნაბეღლავის“ მინერალურ წყალს.
ეკონომიკა • 1792735577









