საზოგადოება
მთავრობა
2026 წლის 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 521.9 მლნ ლარის ანაზღაურება გასცა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475.888 მლნ ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2.210 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.495 მლრდ ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684.245 მლნ ლარი დახარჯა.

1793693202

1793601180

„საქართველოში 300-400 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანია”

"როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი", - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა.ამით ის გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლითაც სამორინეებს საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ.შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.როგორც გუგა ბესელიამ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ საფუძვლიან მოკვლევას არ ეფუძნება.„პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩემი ჩართულობა იყო ნულოვანი, რადგან, როგორც წესი, მსგავსი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება ხოლმე. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ეს არის ფაქტი.მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები და საკუთარ თავს ნამდვილად მივაკუთვნებ იმ ადამიანთა სიას, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული რეკომენდაციები გასცენ ამ საკითხთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მქონია.ზოგადად, ჩემი აზრით, ნებისმიერი საკითხის კანონად ქცევა, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ მოკვლევას. ვინმე თუ დამისახელებს, ამასთან დაკავშირებით რამე კვლევა ჩატარდა თუ არა და რა მონაცემები აჩვენა ამ კვლევამ, სიამოვნებით ჩავიკითხავდი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი კვლევა არ არსებობს.როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი.ჩვენ ყურადღება დიდად არ მივაქციეთ ივნისში შემოღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ივნისში მოხდა ასეთი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე: საერთაშორისო ოპერატორებს აქვთ ოპერირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე და დაბეგვრის მაჩვენებელი, თუკი ქართული ონლაინ სამორინეების შემთხვევაში არის 20%, იქ არის 5%.ეს არის კოლოსალური განსხვავება, რაც უცხოურ კომპანიებს მისცემს ძალიან დიდ მარკეტინგულ უპირატესობას ქართულ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში.შესაბამისად, იქ კი იყო განმარტებული, რომ ეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გათვლილი პროექტია, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება და აღსრულება?!იმიტომ, რომ მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, 25 წლამდე პირებისთვის აკრძალულია გემბლინგთან ურთიერთობა, თუმცა 25 წლამდე პირების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელიც თამაშობს სხვისი "ექაუნთით" საზღვარგარეთის ონლაინ კაზინოებში.შესაბამისად, ჩვენ ქაღალდზე გვიწერია, რომ 25 წლამდე ადამიანებისთვის თამაში არის აკრძალული, მაგრამ ფაქტი მეორეა", - განაცხადა გუგა ბესელიამ.მისივე თქმით, ასევე არანაირ კვლევას არ ეფუძნებოდა აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევის გადაწყვეტილებაც, რაც უკვე კონკრეტულ სტატისტიკაში აისახა.„იგივეს ვამბობდი ზღვარის 25 წლამდე ასაკის აწევასთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ასაკის 25 წლამდე აწევას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და ეს გვერდითი მოვლენები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ეროვნული ბანკის ახალ სტატისტიკაში, რომელმაც აჩვენა, რომ პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციების 12% გადარიცხულია საზღვარგარეთულ ონლაინ კაზინოებში.იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან 25 წლამდე და არიან თამაშდამოკიდებულები, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უკვე საზღვარგარეთ ითამაშონ.სწორედ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით თავის დროზე. ეს საკითხიც ისე მიიღეს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ალბათ, კანონმდებლებს უბრალოდ ეგონათ, რომ ასე უკეთესი იყო. გადაწყვეტილება კონკრეტული ინდივიდის შეხედულებაზე იდგა და არა კვლევაზე. ეს, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალური მიდგომაა, ჩემი ღრმა რწმენით", - განაცხადა გუგა ბესელიამ გადაცემაში "საქმე".წყარო: Bpn.ge

1793427180

9 მარკეტინგული კამპანია, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა

კვლევების თანახმად, თანამედროვე ადამიანი დღეში 10 000-მდე მარკეტინგულ გზავნილს ხედავს, რაც ბრენდებისთვის მომხმარებლის მეხსიერებაში დარჩენა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.წარმოგიდგენთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და დასამახსოვრებელ სარეკლამო კამპანიას, რომლებმაც არა მხოლოდ ბრენდების ფინანსური მდგომარეობა გარდაქმნეს, არამედ საზოგადოების ჩვევებიც კი შეცვალეს.ციტრუსის ბუმითა და ლუდით დაწყებული რევოლუცია: Sunkist, Guinness და Coca-ColaSunkist Oranges (1907): XX საუკუნის დასაწყისში კალიფორნიაში ფორთოხლის ჭარბმა წარმოებამ ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. 1907 წელს სააგენტო Lord & Thomas-მა ფერმერები ბრენდ „Sunkist“-ის ქვეშ გააერთიანა და ფორთოხლის წვენი ყოველდღიურ, საუზმის აუცილებელ პროდუქტად აქცია.Guinness (1929): 1929 წელს ირლანდიურმა ლუდმა გამოიყენა სლოგანი „Guinness is good for you“ (გინესი სასარგებლოა შენთვის). ექიმების მიერ რეკომენდებულმა სასმელმა, რომელიც ვიტამინებითა და მინერალებითაა მდიდარი, სამი ათწლეულის განმავლობაში უდიდესი პოპულარობა შეინარჩუნა.Coca-Cola (1930-იანი წლები): 1930-იან წლებში კოკა-კოლამ სანტა კლაუსის წითელ-თეთრი იმიჯი ჟურნალებში გაარეკლამა. ამ სვლამ განაზღვრა სანტას თანამედროვე სახე და ზამთრის სეზონზე გაყიდვების მკვეთრი ზრდა უზრუნველყო.ალმასები, ყავის შესვენება და „პატარაზე ფიქრი“: De Beers, Pan American Coffee Bureau და VolkswagenDe Beers (1948): 1948 წლამდე ალმასის ნიშნობის ბეჭდის ჩუქების ტრადიცია გავრცელებული არ იყო. De Beers-მა სლოგანით „A diamond is forever“ (ბრილიანტი სამუდამოა) ბაზარი სრულად გარდაქმნა, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალი 1939 წლის 23 მილიონი დოლარიდან 1979 წელს 2.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.Pan American Coffee Bureau (1952): ოფისებში ყავის შესვენების (Coffee-Break) კულტურა სწორედ 1952 წლის სარეკლამო კამპანიამ დამკვიდრდა, რომელიც თანამშრომლებს ყავის შესვენებისკენ მოუწოდებდა.Volkswagen (1959): 1959 წელს ფოლკსვაგენის კამპანიამ „Think Small“ (იფიქრე პატარაზე) ამერიკელების დამოკიდებულება გერმანული ავტომობილებისადმი შეცვალა. 1970 წლისთვის VW Beetle-ის გაყიდვებმა რეკორდულ 570,000 ერთეულს მიაღწია.Clairol (1962): კამპანიამ „Does she or doesn't she?“ თმის შეღებვა ბუნებრივ და მიღებულ პროცესად აქცია. ათ წელიწადში ინდუსტრიის გაყიდვები 25 მილიონიდან 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.American Express (1975): ცნობილმა სლოგანმა „Don't leave home without it“ (სახლიდან მის გარეშე ნუ გახვალ) ბრენდი ბარათების გლობალურ ლიდერად აქცია.Apple (1984): რიდლი სკოტის მიერ გადაღებულმა სუპერბოულის რეკლამამ Macintosh-ის გამოშვა გააჟღერა, რასაც მომდევნო 3 თვეში 155 მილიონი დოლარის გაყიდვები მოჰყვა.წყარო: lovemoney.com

1793341086

საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასი 546 ლარია - PMCG

2026 წლის სექტემბერში საქართველოში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასი 546 ლარი იყო. PMCG-ის კვლევის მიხედვით,  ღირებულება გურიაში დაფიქსირდა, სადაც ნომერი 795 ლარი ღირდა.ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ფასით მეორე ადგილზე კახეთია — 775 ლარით, მესამეზე კი შიდა ქართლი, სადაც საშუალო ღირებულებამ 736 ლარი შეადგინა.კვლევა საქართველოში 568 სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს მონაცემებს ეფუძნება. ფასები Booking.com-ზე განთავსებული სტანდარტული ორადგილიანი ნომრების მიხედვით არის გამოთვლილი.2026 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა, თუმცა აგვისტოსთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMCG-ის სასტუმროს ფასების ინდექსის კვლევაშია აღნიშნული.


სხვა სიახლეები
bog
საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა

ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან, კომპანია “საქკაბელთან” ერთად  გაიხსნა. ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარების შესაძლებლობებს შექმნის.თანამედროვე ბიბლიოთეკები მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა და STEM კუთხეზე. იდეათეკები ახალგაზრდებს ეხმარება, განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რიგით 30-ე იდეათეკის გახსნა კი ამ ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge 

ბიზნესი • 1793703904

psp
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

მსოფლიოში ცნობილი კორეული ბრენდის, Beauty of Joseon-ის ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორის, PSP-ის ორგანიზებით, 2 ნოემბერს ივენთჰოლ „რესპუბლიკაში“ ბრენდის კორეელი წარმომადგენლებისა და ქართველი მომხმარებლების შეხვედრა გაიმართა.ბრენდის ისტორიის, ფილოსოფიისა და პროდუქციის შესახებ პრეზენტაცია ქართველ აუდიტორიას თავად Beauty of Joseon-ის კორეელმა სპეციალისტებმა წარუდგინეს. ღონისძიებას ქართველი ინფლუენსერები, კანის მოვლის სფეროს ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარაოების მასტერკლასი, პროდუქციის საპრეზენტაციო სივრცე და სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადებული საჩუქრები.Beauty of Joseon-ის პროდუქტები ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან არის ხელმისაწვდომი. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით პოპულარული პროდუქტები: Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და კიდევ 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.Beauty of Joseon-ის ასორტიმენტი კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს მოიცავს: გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს კანის მოვლის მრავალსაფეხურიანი რუტინის გამარტივებულ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებას.“PSP - ჩვენს ოფიციალურ პარტნიორად საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მისი გამორჩეული ლიდერული პოზიციის, ქვეყნის მასშტაბით არსებული ფართო სააფთიაქო ქსელისა და ხარისხისა და მომხმარებელზე ორიენტაციის უმაღლესი სტანდარტებისადმი ერთგულების გამო შევარჩიეთ.დარწმუნებულები ვართ, რომ PSP-ს ძლიერი საბაზრო პოზიცია, მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ჩვენს შორის წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი პარტნიორობის გარანტი იქნება”- განაცხადა ჯეონგვუ სონმა (Jeongwoo Son), Beauty of Joseon-ის ევროპის ბიზნესის ხელმძღვანელმა.„PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს, საუკეთესო კორეული ასორტიმენტსა და მსოფლიო ბაზრის ყველაზე ტრენდულ პროდუქტებს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კანის საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს ყოველდღიური მოვლის პროდუქტები. კორეელი სტუმრების შეხვედრა ქართველ აუდიტორიასთან მიზნად ისახავდა, მომხმარებლებს უფრო ახლოს გაეცნოთ ბრენდის ისტორია, ფილოსოფია და მისი პროდუქციის ეფექტურობის საფუძვლები.Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეის ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი ბრენდი ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე და ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, Mizon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს“, - აცხადებენ PSP-ში.

ბიზნესი • 1793703785

სხეულის გაყინვა
სიცივე ააქტიურებს მალულ მოლეკულურ გზას, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის

როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ყველა ტემპერატურა ერთნაირი არ არის.მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გაურკვეველ მიზეზთა გამო, დაბალი ტემპერატურა სასარგებლოა დღეგრძელობისთვის, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაძლიერებას და დადებითი ეფექტები აქვს უჯრედულ დონეზე.მეორე მხრივ, როგორც ჩანს, გადაჭარბებული სიცხე ადამიანის ორგანიზმზე დიდად კარგ გავლენას არ ახდენს.მაგრამ რა არის სიცივეში ისეთი, რაც შედარების თვალსაზრისით, ასე სასარგებლოა?ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გამოავლინეს მექანიზმი, რომელსაც ამ ეფექტში შეაქვს წვლილი და მას მართავს მეტაბოლური ნივთიერება, რომელსაც დიჰიდრობიოპტერინი (BH2) ეწოდება.„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ზომიერად ცივი ტემპერატურა იწვევს კონკრეტული მეტაბოლიტის — BH2-ის მნიშვნელოვან გამომუშავებას; აღნიშნული ნივთიერება სინთეზირდება და ინახება კუნთოვან ქსოვილში, საიდანაც შემდგომში გამოიყოფა. ამის შემდეგ, BH2 სხეულის სხვა ნაწილებში გადადის, სადაც ის ხელს უწყობს ცილოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებას და დაბერების პროცესში ქსოვილთა ჯანმრთელობას უწყობს ხელს“, — ამბობს კიოლნის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი დევიდ ვილჩესი.მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა საუკუნეზე მეტია იციან, რომ დაბალი ტემპერატურა ცხოველებში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, მათ შორის ჭიაყელებში, ბუზებში, თევზებსა და მღრღნელებში, ბოლომდე მაინც არ იცოდნენ, როგორ ახერხებს ამას სიცივე.თავიდან მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება პასიური თერმოდინამიკური ეფექტი ყოფილიყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მათ ივარაუდეს, რომ სიცივით გამოწვეული ხანგრძლივი სიცოცხლე აქტიურად რეგულირებადი პროცესია სხეულში, რომელიც ააქტიურებს იმ კონკრეტულ ბიოლოგიურ გზებს, რომლებიც ორგანიზმს გადარჩენაში ეხმარება.რამდენიმე წლის წინ, ვილჩესმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ცივმა ტემპერატურამ მავნე ცილოვანი გროვების მოშორება გამოიწვია ნემატოდ ჭიაყელა Caenorhabditis elegans-ში — გაააქტიურა უჯრედული სტრუქტურები, სახელად პროტეასომები, რომლებიც ცილოვან ნარჩენებს შლიან.ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს ასეთი რეაგირების გამომწვევი სისტემური სიგნალები და ივარაუდეს, რომ ამაში შეიძლება ჩართული იყოს მეტაბოლიტები — მეტაბოლური პროცესების შედეგად წარმოქმნილი პატარა მოლეკულები.C. elegans-ზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზომიერად ცივი ტემპერატურის ზემოქმედება (15 °C, რომელიც ჭიაყელების სიცოცხლეს ახანგრძლივებს) ზრდის ფერმენტის, სახელად CAT–4-ის გამომუშავებას დიდწილად ჭიაყელების კუნთებში, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს მეტაბოლიტ BH2-ის გამომუშავებას.წარმოქმნის შემდეგ, BH2 გადაადგილდება სხვა ქსოვილებში, სადაც ის გარდაიქმნება ბიოაქტიურ მოლეკულა ტეტრაჰიდრობიოპტერინად (BH4), რომელიც ფერმენტ PAH–1-ს საშუალებას აძლევს, წარმოქმნას ამინომჟავა, სახელად ტიროზინი.ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ გზის ხელშეშლა ამცირებს იმ სარგებელს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რაც სიცივის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჭიაყელებზე ნახეს; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დაბალი ტემპერატურის ეფექტები დღეგრძელობაზე უბრალოდ ნელი მეტაბოლიზმის პასიური შედეგი კი არ არის, არამედ ნაწილობრივ განპირობებულია აქტიურად რეგულირებადი ბიოლოგიური პროცესით, რომელიც კუნთოვანი უჯრედებიდან იწყება.ცალკეულ ექსპერიმენტებში მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათ მიერ გამოვლენილი გზა ასევე აძლიერებს ცილების ჯანსაღ ჰომეოსტაზს და თრგუნავს მავნე ცილების აგრეგაციას ჰანტინგტონის დაავადების მქონე სამოდელო ჭიაყელებში.„ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ კონკრეტულად ერთი ქსოვილის, მაგალითად კუნთის მიზანში ამოღებამ შეიძლება მოგვცეს ორგანიზმის მასშტაბის დაცვა. ეს კი ახალ გზას უხსნის თერაპიულ მიდგომებს“, — ამბობს ვილჩესი.ალბათ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მკვლევრებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ამ მექანიზმის ფუნქციონირებისთვის დაბალი ტემპერატურა აუცილებელი არ არის.ჭიაყელას კუნთებში CAT–4-ის დონის გაძლიერებით, ჯგუფმა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმალურ და თბილ ტემპერატურაზეც გაზარდეს, რაც მიუთითებს, რომ შესაძლებელია სიცივის ზოგიერთი სასარგებლო ეფექტის მიღება სხეულის ტემპერატურის დაწევის გარეშე.„გულწრფელად გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ დანამატმა მნიშვნელოვნად გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, სტანდარტულ და უფრო მაღალ ტემპერატურაზეც კი. ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული შემდგომი ექსპერიმენტები გვიბიძგებს, მოვიძიოთ მკურნალობის ისეთი მეთოდები, რომლებიც სხეულის ტემპერატურის ცვლილების გარეშე ახდენენ სიცივის სასარგებლო ზემოქმედების იმიტირებას“, — ამბობს ვილჩესი.ცალკეულ ექსპერიმენტებში, რომლებშიც გამოყენებული იყო ჰანტინგტონის დაავადებასა და ამიოტროფულ გვერდით სკლეროზთან (ALS) დაკავშირებული ცილების გამომუშავებისთვის გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანის უჯრედები, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უჯრედების BH2-ით გამდიდრებამ შეამცირა არანორმალური ცილების დაგროვება.გარდა ამისა, კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ BH2-ისა და ტიროზინის დანამატებმა შეამცირა დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილის ნიშნები ადამიანის იმ მოტორულ ნეირონებში, რომლებიც ატარებენ ALS-თან დაკავშირებულ მუტაციას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ გზას ასევე შეუძლია ნეიროდეგენერაციისგან დაცვა.აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით ეს შედეგები მიღებულია მხოლოდ ნემატოდებსა და ადამიანის უჯრედებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში; შესაბამისად, საჭირო იქნება კიდევ მრავალი კვლევა, ვიდრე ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ეფექტების უსაფრთხოდ გამოყენება ცოცხალ პაციენტებში.თუმცა, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვუახლოვდებით იმის დადგენას, თუ როგორ უზრუნველყოფს სიცივე სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას; შესაძლოა, ერთ დღეს ჩვენც შევძლოთ ამის განხორციელება.კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია uni-koeln.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.წყარო: პირველი არხი

მსოფლიო • 1793700180

მთავრობა
2026 წლის 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 521.9 მლნ ლარის ანაზღაურება გასცა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475.888 მლნ ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2.210 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.495 მლრდ ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684.245 მლნ ლარი დახარჯა.

საზოგადოება • 1793693202

ამერიკა- არჩევნები
აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ტარდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნების დაწყებამდე წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 54 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა. კონგრესის შუალედურ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, ხოლო კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.ამჟამად, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 218 „რესპუბლიკელი“, 214 „დემოკრატი“, ერთი დამოუკიდებელი წევრი და ორი თავისუფალი ადგილია. სენატში 53 „რესპუბლიკელი“, 45 „დემოკრატი“ და 2 დამოუკიდებელი სენატორია, რომლებიც კენჭისყრაში „დემოკრატებთან“ ერთად მონაწილეობენ.ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები რამდენიმე შტატის გუბერნატორსაც ირჩევენ.ipn.ge

მსოფლიო • 1793693006

გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია

სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარია.ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.როგორც საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

საზოგადოება • 1793621462