საზოგადოება
საახალწლო ღონისძიება
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - რა იგეგმება დედაქალაქში

თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის და მათზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება.ამასთან, შესყიდვის თანახმად, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა და ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.მერიის გეგმის მიხედვით, საახალწლო სივრცეებში განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ორიგინალური ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები, დახლები, თაღები და საშობაო ნაძვის ხეები.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, მულტიფუნქციური საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საგამოფენო სტენდები, ადგილზე განთავსდება სკამები, მაგიდები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების, თოვლის ბაბუის სახლის, სახელოსნოსა და გასტრონომიული ზონების მოწყობა.ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფორმანსები, ფესტივალები, ვიდეოფილმების ჩვენება და ზღაპრის გმირების მსვლელობები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს თოვლის ბაბუა (სანტა) და შესაბამისი კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები დახვდებიან.შესყიდვა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე სხვადასხვა მომსახურებას. კერძოდ, შესყიდვის ობიექტებია: ინვენტარი და კონსტრუქციები: საშობაო ნაძვის ხე, დეკორაციული ნივთები, საგამოფენო სტენდები და აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის ავეჯი (მაგიდები, სკამები, დახლები) და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები; კულტურულ-გასართობი მომსახურება: ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ბავშვთა გართობის მომსახურება, ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; შემსრულებელთა და არტისტთა მომსახურება: თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრების, ესტრადის მსახიობებისა და მხატვრების მიერ გაწეული მომსახურებები; ტექნიკური და მედია უზრუნველყოფა: გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ფოტოგრაფიული და ვიდეოფილმების ჩვენება-გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

1794492960

1794381256

ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება - პარლამენტმა ცვლილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზესახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

1794220321

როგორი იქნება რუსთავში სპორტულ-კულტურული კომპლექსი, რომელიც 182 351 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება?

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 182 351 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი სივრცე. რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მისი მოცულობა 5 590 368 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს.„ჩვენი გამარჯვებული საკონკურსო პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, არსებული ჭალის ტერიტორიის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გარდაქმნას.კომპლექსი წარმოადგენს მოცულობების ერთიან კომპოზიციას, რომელიც ხელოვნური მწვანე ბორცვებით არის შემოსაზღვრული და არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირდება. მოდულური სისტემა პროექტს სხვადასხვაგვარ რელიეფთან ადაპტაციისთვის მოქნილობას სძენს და ეტაპობრივი მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. ამგვარად, საპროექტო მოცულობების ლანდშაფტთან ინტერგრირებული განლაგების მქონე კომპლექსი ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს შორის მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ რეკრეაციულ ბირთვს კვლავ აკავშირებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებთან.პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტის მიზანს — შეინარჩუნოს ტერიტორიის რეკრეაციული იდენტობა და ამავდროულად შექმნას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ახალი ცენტრალური კერა ქალაქში, რომელსაც ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი ამჟამად არ გააჩნია.კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და ადმინისტრაციულ ბლოკს. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა“, - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ძირითადი შენობის მშენებლობას, საჭირო სამუშაოებს, მასალებს, აღჭურვილობასა და შრომით ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯებს.

1794209292

2026 წლის 9 თვეში საქართველოში თავშესაფარი 493-მა უცხოელმა მოითხოვა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 493-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.ქვეყნების მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, რომლის 83-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით. სამეულს ინდოეთი 45 განაცხადით ასრულებს.ათეულში ასევე შედიან ირანის (42), რუსეთის (32), პაკისტანის (17), იორდანიის (12), ეგვიპტის (10), აზერბაიჯანისა (6) და კუბის (6) მოქალაქეები.2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: უკრაინა – 169; თურქეთი – 83; ინდოეთი – 45; ირანი – 42; რუსეთი – 32; პაკისტანი – 17; იორდანია – 12; ეგვიპტე – 10; აზერბაიჯანი – 6; კუბა – 6.


სხვა სიახლეები
boh
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის - ის ემოციაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და საერთო სიხარულისა და სიამაყის განცდას აჩენს. საქართველოს ბანკისთვის ფეხბურთის მხარდაჭერა მის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას - გულშემატკივრობას ეფუძნება. ეს ნიშნავს, იყო ადამიანებისა და მათი მიზნების გვერდით, მხარი დაუჭირო წარმატებისკენ სწრაფვას და მათთან ერთად გაიზიარო მნიშვნელოვანი გამარჯვებები. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. 

ბიზნესი • 1794563550

კონსერვები
რომელი პროდუქტების კონსერვებია ყველაზე სახიფათო

ბო­ტუ­ლიზ­მი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აა, რო­მე­ლიც ხში­რად სახ­ლში დამ­ზა­დე­ბულ კონ­სერ­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ბად­რიჯ­ნის, ლო­ბი­ო­სა და სო­კოს კონ­სერ­ვე­ბი, თუმ­ცა საფრ­თხე მხო­ლოდ ბოსტნე­უ­ლით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა - ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ტოქ­სი­ნი შე­საძ­ლოა შე­ბო­ლილ ხორცსა და თევზშიც წარ­მო­იქ­მნას.რა­ტომ არის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კონ­სერ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­გორ ამო­ვიც­ნოთ სა­ეჭ­ვო პრო­დუქ­ტი, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ხრახ­ნი­ა­ნი თავ­სა­ხუ­რით და­კონ­სერ­ვე­ბა და რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ას­პი­რი­ნი ზამ­თრის მა­რა­გის მომ­ზა­დე­ბი­სას? ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-სთან სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი საუბრობს.- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, აცივ­და და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ბო­ტუ­ლიზ­მით მო­წამ­ვლის საფრ­თხე. ზა­ფხულ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს აკონ­სერ­ვე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კონ­სერ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას და რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი?- ბო­ტუ­ლიზ­მის საფრ­თხე მხო­ლოდ ამ პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობს, ის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გარ­და კონ­სერ­ვე­ბი­სა, ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რია და მის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი ტოქ­სი­ნი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს შე­ბო­ლილ ხორცსა და თევზშიც. პირ­ველ რიგ­ში, კონ­სერ­ვებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­აა Clostridium botulinum, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად ბი­ნად­რობს ნი­ა­დაგ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნი­სას ის ნი­ა­და­გი­დან პრო­დუქტზეც მოხ­ვდეს.ეს ბაქ­ტე­რია მკაც­რი ანა­ე­რო­ბია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უჟანგბა­დო გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რი­სას იწყებს ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნის გა­მო­ყო­ფას. ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში სწო­რედ ეს ტოქ­სი­ნია და არა თა­ვად ბაქ­ტე­რია.მა­გა­ლი­თად, ხორ­ცი­სა და თევ­ზის შე­ბოლ­ვი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­კუ­უ­მურ შე­ფუთ­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას უჟანგბა­დო გა­რე­მო. თუ პრო­დუქ­ტი ჯვა­რე­დი­ნად და­ბინ­ძურ­და და მას ბაქ­ტე­რი­აც გაჰ­ყვა, ასეთ პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლოა ტოქ­სი­ნის წარ­მოქ­მნა და­ი­წყოს.- ანუ შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცი­სა და თევ­ზის შემ­თხვე­ვა­შიც არ­სე­ბობს ბო­ტუ­ლიზ­მის საფრ­თხე?- დიახ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია რის­კი კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. რო­დე­საც პრო­დუქ­ტი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ან არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად გა­რე­მო­ში მზად­დე­ბა, ხში­რად არ არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნე­ბი.ქარ­ხნუ­ლი წარ­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­ტრო­ლი უფრო მკაც­რია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­დღაც, არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად გა­რე­მო­ში ამ­ზა­დებს ხორცს და შემ­დეგ ყი­დის, რის­კი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. ამას­თან, არა­ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტს შე­საძ­ლოა სხვა პა­თო­გე­ნე­ბიც გაჰ­ყვეს.- აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გკი­თხოთ ას­პი­რინ­ზეც, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კონ­სერვში ამა­ტე­ბენ. ადა­მი­ანს რომ მო­უნ­დეს ას­პი­რი­ნის შე­ძე­ნა პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის, მისი შოვ­ნა აფ­თი­ა­ქებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია.- სა­მა­გი­ე­როდ, ხილ-ბოსტნე­უ­ლის მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა (იღი­მის). ას­პი­რი­ნი მე­დი­კა­მენ­ტია, მისი მოქ­მე­დი ნივ­თი­ე­რე­ბა კი აცე­ტილ­სა­ლი­ცი­ლის მჟა­ვაა. ის სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრე­პა­რა­ტია და არა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი.სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი კონ­სერ­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ თა­ვის დრო­ზე და­ად­გი­ნა, რომ პრო­დუქ­ტში მჟა­ვი­ა­ნო­ბის გაზ­რდის შემ­თხვე­ვა­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი და სო­კო­ე­ბი ვე­ღარ მრავ­ლდე­ბი­ან. ამის შემ­დეგ და­ი­წყეს ას­პი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა კონ­სერ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას.თუმ­ცა ას­პი­რი­ნის საკ­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის მე­დი­კა­მენ­ტი და არა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ ას­პი­რი­ნი ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვევ ბაქ­ტე­რი­ას არ ანად­გუ­რებს და ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნის­გა­ნაც არ იცავს პრო­დუქტს. ის მხო­ლოდ მჟა­ვე გა­რე­მოს შექ­მნას უწყობს ხელს. ადა­მი­ა­ნი ეჩ­ვე­ვა, რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ხდე­ბა ამ პრე­პა­რა­ტის მი­მართ და რო­დე­საც დას­ჭირ­დე­ბა რე­ა­ლუ­რად ეს პრე­პა­რა­ტი ან მისი ჯგუ­ფის რო­მე­ლი­მე, შე­დეგს აღარ მის­ცემსთა­ნა­მედ­რო­ვე კვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში ას­პი­რინს არ იყე­ნე­ბენ. მის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, ლი­მონმჟა­ვა, ძმარმ­ჟა­ვა და ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა.გააგრძელეთ კითხვა...

ჯანდაცვა • 1794561720

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი
უკრაინასთან მხოლოდ ერთი გამყოფი ხაზი არსებობს და ეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარია - პუტინი

რუსეთისთვის უკრაინასთან მხოლოდ ერთი გამყოფი ხაზი არსებობს და ეს სახელმწიფო საზღვარია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მედიის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ცნობილია უკრაინული მხარის მიერ ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხის წამოჭრის შესახებ. ტერიტორიული საკითხი განიხილებოდა აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების სამმხრივ მოლაპარაკებებზეც, რომელიც გუშინ დასრულდა.ჯარედ კუშნერმა ტერიტორიულ საკითხს მოლაპარაკებების „ყველაზე რთული“ ნაწილი უწოდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ კი განაცხადა, რომ მოსკოვი ამ საკითხში დათმობას არ აპირებს და „მიწის ერთ გოჯსაც“ არ დათმობს.მანამდე „გარდიანი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა დონბასის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წინადადებას ფრონტის ამჟამინდელი ხაზის შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, ეს რუსეთს საშუალებას მისცემდა, დონბასის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ფორმალურად დაეფიქსირებინა, ხოლო უკრაინას არ მოუწევდა ჯარების გაყვანა იმ რაიონებიდან, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს. წყაროების თანახმად, უკრაინა ამ წინადადებას არ დათანხმდა.1tv.ge

მსოფლიო • 1794547200

bog
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობით, საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო. ტურის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. 

ბიზნესი • 1794500100

bog
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, ტექნოლოგიურ სფეროში ქალების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, პანელური დისკუსია „AI-ს ეპოქა: რა იცვლება და რა შესაძლებლობები ჩნდება?“ გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ: მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას. საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge 

ბიზნესი • 1794493560

საახალწლო ღონისძიება
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - რა იგეგმება დედაქალაქში

თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის და მათზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება.ამასთან, შესყიდვის თანახმად, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა და ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.მერიის გეგმის მიხედვით, საახალწლო სივრცეებში განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ორიგინალური ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები, დახლები, თაღები და საშობაო ნაძვის ხეები.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, მულტიფუნქციური საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საგამოფენო სტენდები, ადგილზე განთავსდება სკამები, მაგიდები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების, თოვლის ბაბუის სახლის, სახელოსნოსა და გასტრონომიული ზონების მოწყობა.ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფორმანსები, ფესტივალები, ვიდეოფილმების ჩვენება და ზღაპრის გმირების მსვლელობები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს თოვლის ბაბუა (სანტა) და შესაბამისი კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები დახვდებიან.შესყიდვა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე სხვადასხვა მომსახურებას. კერძოდ, შესყიდვის ობიექტებია: ინვენტარი და კონსტრუქციები: საშობაო ნაძვის ხე, დეკორაციული ნივთები, საგამოფენო სტენდები და აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის ავეჯი (მაგიდები, სკამები, დახლები) და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები; კულტურულ-გასართობი მომსახურება: ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ბავშვთა გართობის მომსახურება, ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; შემსრულებელთა და არტისტთა მომსახურება: თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრების, ესტრადის მსახიობებისა და მხატვრების მიერ გაწეული მომსახურებები; ტექნიკური და მედია უზრუნველყოფა: გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ფოტოგრაფიული და ვიდეოფილმების ჩვენება-გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

საზოგადოება • 1794492960