საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა.დეკლარაციის მიხედვით, მიქაბაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი დუშეთში, ავტოფარეხი დედაქალაქში და მსუბუქი ავტომობილი Chevrolet Cruze.კერძოდ, ეკატერინე მიქაბაძემ 2021 წელს თბილისში 82.2 კვადრატული მეტრის ბინა 209 085 ლარად შეიძინა. 2026 წელს კი დუშეთში 450 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 66 728 ლარად იყიდა. მის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე ავტოფარეხი, რომელიც 2022 წელს 24 417 ლარად აქვს შეძენილი.რაც შეეხება ავტომობილს, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ Chevrolet Cruze-ში 2022 წელს 23 175 ლარი გადაიხადა.დეკლარაციის შევსების მომენტში ეკატერინე მიქაბაძეს ანაბრებზე 205 000 ლარი, 52 400 აშშ დოლარი და 6 400 ევრო ჰქონდა განთავსებული.ამასთან, მის მულტისავალუტო უნივერსალურ ანგარიშზე 7 785 ლარი, ხოლო სტანდარტულ საბანკო ანგარიშზე 82.77 ლარი ირიცხებოდა.ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ხელფასის სახით (გადასახადების შემდეგ) - 326 688 ლარი მიიღო. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლექტორობისთვის ჯამურად 2 190 ლარი აქვს მიღებული.დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მიქაბაძემ ძმისთვის გაცემული 30 000-ლარიანი სესხი უკან დაიბრუნა. ამასთან, მეგობარს სესხის სახით იგივე ოდენობის თანხა მისცა.როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გასულ წელს ეკატერინე მიქაბაძემ იპოთეკური სესხის დასაფარად 168 219 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, დუშეთში მიწის ნაკვეთის შესაძენად გადასახდელი თანხის ნაწილი, 33 454 ლარი დაფარა.დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს მიქაბაძემ მოგზაურობაში 5 290 ლარი დახარჯა, ხოლო მკურნალობის ხარჯმა 13 500 ლარი შეადგინა.ცნობისთვის, ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2021 წლის ივლისიდან არის, ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2025 წლის 10 თებერვლიდან იკავებს. 2023-2025 წლებში ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო.მანამდე, 2018-2021 წლებში, მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილისა და პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს მას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც ეკავა პოზიციები.გარდა ამისა, 2011 წლიდან დღემდე ის აკადემიურ საქმიანობას ეწევა და ლექტორია ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით.BPN
1792055580
1791790777
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა."ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
1791443880
ძვირად ღირებული სამკაულები და ასიათასობით ლარის შემოსავალი - რა ქონებას ფლობენ მარიამ ქვრივიშვილი და მისი მეუღლეეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერი გახდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს გასული წლის ივნისის ბოლოდან იკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლა.მანამდე 2021 წლის 24 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.„ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრობის პარალელურად, ახალ მოვალეობასაც შეასრულებს.მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზეა: 2012 წელს 98 000 დოლარად შეძენილი 147 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში; ასევე, 1047 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში, რაშიც 2022 წელს 139 251 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW x6, რომელიც 2018 წელს 60 000 დოლარად აქვს შეძენილი.გარდა ამისა მის საკუთრებაშია Rolex-ის ბრენდის 2 საათი, აქედან ერთი 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული, მეორე საათი კი 2017 წელს 12 000-დოლარად აქვს შეძენილი.ამასთან, ვიცე-პრემიერი ფლობს Cartier-ის ბრენდის სამაჯურსა და ბეჭედს, რომელშიც 2017 წელს ჯამში, 10 500 დოლარი აქვს გადახდილი.რაც შეეხება, ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში მარიამ ქვრივიშვილს საბანკო ანგარიშებზე ჯამში ჰქონდა: 405 765 ლარი, 343 000 აშშ დოლარი და 3 383 გირვანქა სტერლინგი;მასვე გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროში ანაზღაურების სახით 111 277 ლარი აქვს მიღებული. ამასთან, უძრავი ქონების ქირავნობიდან წლიურად მიღებული აქვს 13 287 დოლარის შემოსავალი.როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრი ფლობს შპს „ვოიაჟერ“-ის 10%-იან წილსა და შპს „ეარლაინ რეპრეზენთეიშენ გრუპ“-ის 30%-იან წილებს, რომელთა საქმიანობითაც გასულ წელს ჯამში 349 834 ლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, მინისტრს წილები სამართავად სხვა პირზე აქვს გადაცემული.რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილის მეუღლეს, მის მფლობელობაშია თბილისში მდებარე 3 ბინა, რომლებიც 2016 და 2021 წელს ჯამში, 208 ათას დოლარად არის შეძენილი. ასევე მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართის 35%-იანი წილი.გარდა ამისა, როგორც დეკლარაციიდან იკრვევა, მარიამ ქვრივიშვილის მეუღლე არის ორი კომპანიის - შპს „ვორქლინკ ინტერნეიშენალისა“ და „მინერალ მაინინგ კორპორეიშენის“ 50% და 30%-იანი წილების მეწილე {შენიშვნა: როგორც დეკლარაციაშია მითითებული „ვორქლინკ ინტერნეიშენალის“ 50%-იანი წილი 2026 წელს აქვს გასხვისებული}. მასვე დოკუმენტის თანახმად, 20-ზე მეტ კომპანიაში ეკავა დირექტორის პოზიცია.მასვე გასული წლის განმავლობაში 328 715 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული შპს „აჭარა ჰოლდინგის“ მმართველი დირექტორის პოსტზე. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული აქვს 26 847 ლარის შემოსავალი.როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ქვრივიშვილის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 500 აშშ დოლარი, 85 115 ევრო, 9 908 ლარი და ნაღდი ფულის სახით 3 000 დოლარი ჰქონდა.გარდა ამისა, როგორც ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გასულ წელს მისი და მისი მეუღლის მიერ მიღებულმა სხვადასხვა შემოსავალმა ჯამში, 25 ათასი დოლარი; 36 516 ლარი და 26 ათასი ევრო შეადგინა. რაც შეეხება გასავალს, მათი ჯამური გასავალი წინა წლის განმავლობაში - 140 ათასი ლარი, 34 700 დოლარი და 5 751 ევრო იყო {არ არის მითითებული სესხების მომსახურების შედეგად მიღებული გასავალი}.BPN
1791358443
318 ათასი ლარის წლიური შემოსავალი, მეუღლის საკუთრებაში არსებული აქციები და უძრავ/მოძრავი ქონება - როგორია დეპუტატ სალომე ჯინჯოლავას ოჯახის ქონება114 097 ლარის შემოსავალი პარლამენტის წევრობაზე, მეუღლის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები და უძრავ/მოძრავი ქონება - ასეთია ამონარიდი პარლამენტის დეპუტატის სალომე ჯინჯოლავას ქონებრივი დეკლარაციიდან.პარლამენტის წევრმა სალომე ჯინჯოლავამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს წარადგინა.დეკლარაციის მიხედვით, სალომე ჯინჯოლავას საკუთრებაშია ბათუმში მდებარე 50.8 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2022 წელს 42 500 აშშ დოლარად შეიძინა, ასევე 2023 წელს 12 000 აშშ დოლარად შეძენილი Toyota Camry.როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, უძრავ-მოძრავი ქონება ძირითადად მისი მეუღლის საკუთრებაში ფიქსირდება.კერძოდ, როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, დეპუტატის მეუღლეს სახელზეა რეგისტრირებული 63 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელშიც 2016 წელს 155 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; ასევე, თბილისში აქვს სამი კომერციული ფართი, რომლებშიც 2016 და 2024 წლებში ჯამში, 106 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.გარდა ამისა, პარლამენტის წევრის მეუღლე ფლობს 73,87 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელი ფართიც თბილისში, რომელიც 2010 წელს 80 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი; ასევე მის საკუთრებაშია ბაკურიანში მდებარე 5640 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი, რომელიც ადგილმონაცვლეობის შედეგად აქვს მიღებული 2025 წელს.ამასთან, სალომე ჯინჯოლავას მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული სამი მსუბუქი ავტომობილიც. ესენია: 2014 წელს 4 500 აშშ დოლარად შეძენილი Honda Civic; 2023 წელს 9000 აშშ დოლარად ნაყიდი Jeep Grand Cherokee და 2024 წელს 22 000 აშშ დოლარად შეძენილი Hyunday Santafe.ზემოთ ჩამოთვლილი ქონების გარდა, პარლამენტის წევრის მეუღლე ფასიან ქაღალდებსაც ფლობს. კერძოდ, 2024-2025 წლებში აქვს შეძენილი NVIDIA Corporation-ის - 21 აქცია, TSLA-ს - 2 აქცია, Taiwan Semiconductor Manufacturing Co.-ის - 1 აქცია, Boeing Company-ის - 1 აქცია, BHP BILLITON LIMITED-ის - 1 აქცია, Technology Sector SPDR-ის - 1 აქცია, S&P 500 ETF-ის - 1 აქცია, Palantir Technologies Inc-ის- 3 აქცია.აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აქციებში, ჯამში, გადახდილი აქვს 6 740 აშშ დოლარი.რაც შეეხება ფინანსურ საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში პარლამენტის დეპუტატის სალომე ჯინჯოლავას საბანკო ანგარიშზე 9 606 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 14 000 აშშ დოლარი ჰქონდა. ხოლო მის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე 7 147 ლარი და 4 000 აშშ დოლარი, ნაღდი ფულის სახით კი - 75 000 ლარის დანაზოგი ჰქონდა.ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დეპუტატის მეუღლე 5 კომპანიაში ფლობს წილებს, თუმცა, არცერთის საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. ამასთან, შპს „ქართული საბასიზო ჯგუფის“ 50%-იანი წილი სამართავად სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გასული წლის განმავლობაში 32 816 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული შპს „ექსპერიმენტალური სტუდიის“ დირექტორის პიოზიციაზე.ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს სალომე ჯინჯოლავას შემოსავალმა პარლამენტის დეპუტატის პოზიციაზე 114 097 ლარი შეადგინა. მისმა მეუღლემ კი 2025 წლის სხვადასხვა პერიოდსა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისთვის ჯამში, 128 990 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. კერძოდ: შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუპის“ იურისტის საქმიანობიდან - 3216 ლარი; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე - 89 135 ლარი; საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე - 12 306 ლარი; საქართველოს სპორტის სამინისტროს იურისტის პოზიციაზე - 16 293 ლარი; შპს Sky Group-ის იურისტის პოზიციაზე - 3015 ლარი; შპს „რეფ ტრანსი 2013“-ის იურისტის პოზიციაზე - 5025 ლარი. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, სალომე ჯინჯოლავას მეუღლეს გასულ წელს ერთჯერადი იურიდიული მომსახურებიდან ჯამში 75 011 ლარის შემოსავალი ჰქონდა.BPN
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა.დეკლარაციის მიხედვით, მიქაბაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი დუშეთში, ავტოფარეხი დედაქალაქში და მსუბუქი ავტომობილი Chevrolet Cruze.კერძოდ, ეკატერინე მიქაბაძემ 2021 წელს თბილისში 82.2 კვადრატული მეტრის ბინა 209 085 ლარად შეიძინა. 2026 წელს კი დუშეთში 450 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 66 728 ლარად იყიდა. მის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე ავტოფარეხი, რომელიც 2022 წელს 24 417 ლარად აქვს შეძენილი.რაც შეეხება ავტომობილს, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ Chevrolet Cruze-ში 2022 წელს 23 175 ლარი გადაიხადა.დეკლარაციის შევსების მომენტში ეკატერინე მიქაბაძეს ანაბრებზე 205 000 ლარი, 52 400 აშშ დოლარი და 6 400 ევრო ჰქონდა განთავსებული.ამასთან, მის მულტისავალუტო უნივერსალურ ანგარიშზე 7 785 ლარი, ხოლო სტანდარტულ საბანკო ანგარიშზე 82.77 ლარი ირიცხებოდა.ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ხელფასის სახით (გადასახადების შემდეგ) - 326 688 ლარი მიიღო. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლექტორობისთვის ჯამურად 2 190 ლარი აქვს მიღებული.დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მიქაბაძემ ძმისთვის გაცემული 30 000-ლარიანი სესხი უკან დაიბრუნა. ამასთან, მეგობარს სესხის სახით იგივე ოდენობის თანხა მისცა.როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გასულ წელს ეკატერინე მიქაბაძემ იპოთეკური სესხის დასაფარად 168 219 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, დუშეთში მიწის ნაკვეთის შესაძენად გადასახდელი თანხის ნაწილი, 33 454 ლარი დაფარა.დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს მიქაბაძემ მოგზაურობაში 5 290 ლარი დახარჯა, ხოლო მკურნალობის ხარჯმა 13 500 ლარი შეადგინა.ცნობისთვის, ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2021 წლის ივლისიდან არის, ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2025 წლის 10 თებერვლიდან იკავებს. 2023-2025 წლებში ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო.მანამდე, 2018-2021 წლებში, მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილისა და პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს მას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც ეკავა პოზიციები.გარდა ამისა, 2011 წლიდან დღემდე ის აკადემიურ საქმიანობას ეწევა და ლექტორია ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით.BPN
საზოგადოება • 1792055580
გამოცემა France Football ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა დაჯილდოების ცერემონიამდე არ გახმაურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზატორები შარშანდელი მიდგომის შენარჩუნებას გეგმავენ და გამარჯვებულის ვინაობას ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ დატოვებენ.მსგავსი წესი 2025 წელსაც გამოიყენეს, როდესაც „ოქროს ბურთი“ ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ მოიგო. მან საკუთარი გამარჯვების შესახებ მხოლოდ სცენაზე, კონვერტის გახსნის შემდეგ შეიტყო. გავრცელებული ცნობით, წელსაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არც თავად ფეხბურთელს ეცოდინება და არც მის კლუბს.გამარჯვებულისთვის შედეგის წინასწარ გაუმხელლობა ახალი პრაქტიკა არ არის. ბოლო წლებში ორგანიზატორები ცდილობენ, დაჯილდოების ცერემონიაზე სიურპრიზი შეინარჩუნონ და გამარჯვებული უშუალოდ ღონისძიების დროს გამოაცხადონ.2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონის „პალადიუმის“ თეატრში გაიმართება. ღონისძიება ინგლისის დედაქალაქში პირველად ჩატარდება და „ოქროს ბურთის“ ისტორიაში საიუბილეო, 70-ე დაჯილდოება იქნება.ჯილდოს მოგების 30 ნომინანტს შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
სპორტი • 1792051740
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება უკვე დაიწყო. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, განაცხადი სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაზე შეავსონ, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და მიიღონ ცოდნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.ამ ეტაპზე რეგისტრაცია რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამაზე მიმდინარეობს, მათ შორისაა:საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებშისაქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებს 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელებისა და აკადემიური მიზნების მიღწევაში ეხმარება.პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვისსაქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის ფარგლებში, ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ სტიპენდიის გვერდს.AI სტიპენდია გოგოებისთვისხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის მიღებისა და ახალი პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალურ AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. მონაწილეობის პირობებისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ AI სტიპენდიის გვერდს.სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვისიმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში სრული დაფინანსებით შეისწავლონ. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის გვერდს.საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება უფასოდპროფესიულ აკადემიებში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება. მიმართულებები მოიცავს ვებპროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.ეს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. მიმდინარე პროგრამებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიეთ ვებგვერდს: ganateleba.bog.ge
ბიზნესი • 1792049106
რაჭაში რთველი დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია.პირველ ეტაპზე ყურძნის ჩაბარების პუნქტები რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თემებში გაიხსნება. პროცესის შეფერხებისა და რიგების თავიდან აცილების მიზნით, მოსავლის აღება და ჩაბარება ორგანიზებულად, რთველის შტაბთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად განხორციელდება.რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.კერძოდ, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს 1 კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის.სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.ადგილწარმოშობის ღვინოების „ხვანჭკარასა“ და „რაჭას“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ მოსავალს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი უკვე ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.რთველი აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონშიც, სადაც 14 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 273 ათასამდე ტონა ყურძენი. თუმცა, უწყება არ წერს, რამდენი ჩაიბარა კერძო სექტორმა და რამდენი სახელმწიფო კომპანიამ.
სოფლის მეურნეობა • 1792041614
“კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილი პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს.ოქიტაშვილის თქმით, თინა რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა, ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის⁉“ამასთან, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ თინა რუხაძის სიტყვებით მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.„დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი‼ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ‼თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით.მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.დღეს კი მინდა რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ⁉ვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათ⁉ ვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის⁉რატომ ცდილობდით საქართველოს კულტურის პალატის ფილარმონიაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას და, ფაქტობრივად, ქუჩაში დატოვებას⁉იმ სივრციდან, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.ცნობისთვის, ამ ოფისში საუბარი მუდმივად კულტურაზე, ხელოვნებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობდა და არა ათიათასდოლარიან ჩანთებზე და ძვირადღირებულ სამოსებზე⁉„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია‼“ - ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია⁉ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანებთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით.დიახ, იგივეს იძახდა თქვენი მფარველიც "მამუც" (მამუკა მდინარაძე) როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ‼“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია⁉მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების უშუალო მოწმეები არიან.ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი აღარ ხარ‼მაგრამ მიპასუხე, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან⁉რატომ გაღიზიანებდათ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობები⁉რატომ ვიყავი ყველა კულტურულ ღონისძიებებში და შეკრებებზე სიიდან ამოღებული და დაბლოკილი⁉სწორი ნათქვამია "ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო"‼დღეს კიდევ უფრო სერიოზულად ვუყურებ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი‼საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.რა თანხები დაიხარჯა⁉ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები⁉როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი?ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები⁉საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ლოპოტაზე გამართულ ძვირად ღირებულ საქორწილო წვეულებას ესწრებოდით. პირადი ცხოვრების განხილვა ჩემი მიზანი არ არის, თუმცა როდესაც საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით ფინანსური გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ კითხვები ჩნდება, საზოგადოებას მათზე დასაბუთებული პასუხების მოსმენის უფლება აქვს.ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს!მე აღარ ვაპირებ დუმილს!ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!დიახ ახლა ამ პასუხებს მეც საჯაროდ ვითხოვ! პ.ს - "ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის"“, - წერს დავით ოქიტაშვილი.
საზოგადოება • 1792041473
ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ქირის ფასები წლის მეორე ნახევარში გაიზარდა, რადგან რუსები იქ მიედინებოდნენ იმის შიშით, რომ რუსეთს შემოდგომაზე შეეძლო უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მობილიზაციის გამოცხადება.დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებების (Meduza, Verstka) ცნობით, რომლებმაც ადგილობრივ რიელტორებთან ისაუბრეს, საქართველოსა და სომხეთში ზაფხულში გაქირავების ფასები წინა წელთან შედარებით 20-30%-ით გაიზარდა.საქართველო რუსეთის მოქალაქეებს ყველაზე ხელსაყრელ სავიზო რეჟიმს სთავაზობს: უვიზოდ ყოფნა 360 დღის განმავლობაში მოქმედებს, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ მეზობელ ქვეყნებში მოკლე დროით მოგზაურობა და უკან დაბრუნება. საქართველოში ათიათასობით რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.თბილისში სტანდარტული ბინის ყოველთვიური ქირა 450-730 ევროს ფარგლებში მერყეობს, საცხოვრებელ უბნებში კი ქირა უფრო იაფია. მაღალი კლასის უბნებში ფართო ან ევროპული სტანდარტების ბინების ფასი 910 ევროდან 2700 ევრომდე და მეტია.ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ნომინალური ხელფასი დაახლოებით 2,165 ლარია (დაახლოებით 750 ევრო), ხოლო რეალური შემოსავალი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონისა და საქმიანობის სექტორის მიხედვით (თბილისში ის საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში).ზაფხულის პიკის შემდეგ, საქართველოში საცხოვრებლის ფასები შემცირდა. ისინი ასევე ზოგადად სტაბილურია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022–2023 წლებში მიგრანტებისა და კაპიტალის შემოდინების შედეგად დაფიქსირებული მკვეთრი ზრდის შემდეგ. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საცხოვრებლის ფასები საქართველოში 60–70%-ით გაიზარდა. 2023 წელს უცხოელ მყიდველებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის 55%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ ეს წილი ერთი მესამედით შემცირდა.საინვესტიციო ბანკ „გალტ & თაგარტის“ მონაცემებით, 2026 წელს, თბილისის პირველად ბაზარზე ტრანზაქციების 76% საქართველოდან მყიდველებზე იყო, 11% ისრაელიდან მყიდველებზე, ხოლო მხოლოდ 3% რუსეთიდან მყიდველებზე. აჭარის სანაპიროზე მდებარე კიდევ ერთ მსხვილ ქალაქ ბათუმში მოთხოვნის სტრუქტურა უფრო მრავალფეროვანია.დღეს ყველაზე ძვირი და დეფიციტური გასაქირავებელი საცხოვრებლის ბაზარი სომხეთშია, გაზრდილი მოთხოვნის გამო. რუსები, ძირითადად, ერევანში გადადიან საცხოვრებლად, თუმცა რუსეთში მცხოვრები სომხებიც ბრუნდებიან იქ, რათა თავიდან აიცილონ მობილიზაცია.ერევანში ორ საძინებლიანი ბინის ყოველთვიური ქირა ამჟამად 800-დან 900 ევრომდე მერყეობს. რუსეთის მოქალაქეებს სომხეთში უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ, რაც მათ ქვეყანაში წელიწადში 180 დღემდე დარჩენის საშუალებას აძლევს.ვრცლად euronews - ზე
მსოფლიო • 1792040838









