საზოგადოება
მწვანე ბარათი
„ეს მოგების შანსს აორმაგებს“ - როდის იწყება „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში რეგისტრაცია და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მოგების მსურველებმა

აშშ-ის საიმიგრაციო პროგრამა - Diversity Visa Program 2027 (DV-2027) - მორიგი ციკლისთვის ემზადება. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე მუდმივი ცხოვრების უფლებას (Green Card) გასცემს.საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად.რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, როდის იგეგმება განაცხადების მიღება და რა შეცდომებს უნდა ერიდონ აპლიკანტები? პროგრამის მოსალოდნელი ვადების, მიმდინარე სტატუსისა და გავრცელებული შეცდომების შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია იაძე ესაუბრა.„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელება არ ნიშნავს, რომ "მწვანე ბარათის" გათამაშება ან რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ოფიციალურ ვებგვერდზე DV-2027-ის განაცხადების მიღება გახსნილი არ არის. პროგრამის შეფერხება გამოწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის პროცესში ცვლილებების შეტანითა და დროებითი პაუზით.თუმცა, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს (U.S. District Court for the Southern District of California) ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა პროგრამის დაუყოვნებლივ განახლება.სასამართლოს მიერ დადგენილი მოსალოდნელი გრაფიკის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეტალურ ინსტრუქციასა და რეგისტრაციის ზუსტ ვადებს ოფიციალურად 29 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს. განაცხადების მიღების პორტალი სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გაიხსნება და 30 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს, ხოლო შერჩეული აპლიკანტების გამოვლენის შემდეგ საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი 2027 წლის 30 სექტემბრამდე დასრულდება.როდესაც რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნება, განაცხადის შემვსები ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: იგი დაბადებული უნდა იყოს პროგრამაში დაშვებულ ქვეყანაში (საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას) და ფლობდეს საშუალო სკოლის 12-წლიან ატესტატს, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ პროფესიაში, რომელიც მოითხოვს მინიმუმ ორწლიან სპეციალურ მომზადებას", - აცხადებს ია იაძე.მისივე თქმით, ტრადიციულად, აპლიკანტებს მოუწევთ სხვადასხვა სტანდარტის დაცვა."რეგისტრაციის გახსნის შემდეგ, განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე - dvprogram.state.gov.მონაწილეობის რეგისტრაცია სრულიად უფასოა. აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფოტოსურათის სტანდარტსაც - ფოტო უნდა იყოს გადაღებული ბოლო 6 თვის განავლობაში, თეთრ ფონზე, სათვალის გარეშე, 600x600 პიქსელის ზომით JPEG ფორმატში.გარდა ამისა, განაცხადში აუცილებელია მეუღლისა და ყველა დაუქორწინებელი, 21 წლამდე ასაკის შვილის მითითება, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი ამერიკაში გამგზავრებას“, - განმარტავს ია იაძე.მისივე თქმით, ყოველწლიურად მილიონობით განაცხადი უარყოფილია ტექნიკური დარღვევების გამო, რასაც აპლიკანტები განსაკუთრებით უნდა ერიდონ.„კრიტიკული შეცდომაა ერთი და იმავე პირის სახელით ერთზე მეტი განაცხადის გაგზავნა, რაც იწვევს ავტომატურ დისკვალიფიკაციას. თუმცა, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეავსონ განაცხადი და ერთმანეთი მიუთითონ, რაც მოგების შანსს ორმაგად ზრდის.ასევე, დისკვალიფიკაციით სრულდება წინა წლებში გამოყენებული ან დაუმუშავებელი, არასტანდარტული ფოტოს გამოყენება, ხოლო შვილის ან მეუღლის არმითითება იწვევს ვიზის უარს გასაუბრების ეტაპზეც კი.ასევე, არ უნდა დაკარგოთ რეგისტრაციის დასრულებისას გენერირებული დამადასტურებელი კოდი (Confirmation Number), რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა პასუხის შესამოწმებლად“, - აღნიშნავს "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ვიდრე ოფიციალური რეგისტრაცია გახსნილა, ია იაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ინტერნეტში უკვე გამოჩნდა თაღლითური საიტები, რომლებიც მომხმარებლებს განაცხადის "ახლავე შევსებას" სთავაზობენ.„აშშ-ის საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ოფიციალური გათამაშება და განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა არასდროს აგზავნის ელფოსტას მოგების შესახებ და არცერთ კერძო სააგენტოს არ შეუძლია მოგების შანსების გაზრდა, ვინაიდან შერჩევა ხდება სრულიად შემთხვევითი კომპიუტერული ალგორითმით“, - აცხადებს ია იაძე.

1792388503

1792041473

ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები!? - დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს

“კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილი პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს.ოქიტაშვილის თქმით, თინა რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა, ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის⁉“ამასთან, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ თინა რუხაძის სიტყვებით მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.„დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი‼ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ‼თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით.მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.დღეს კი მინდა რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ⁉ვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათ⁉ ვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის⁉რატომ ცდილობდით საქართველოს კულტურის პალატის ფილარმონიაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას და, ფაქტობრივად, ქუჩაში დატოვებას⁉იმ სივრციდან, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.ცნობისთვის, ამ ოფისში საუბარი მუდმივად კულტურაზე, ხელოვნებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობდა და არა ათიათასდოლარიან ჩანთებზე და ძვირადღირებულ სამოსებზე⁉„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია‼“ - ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია⁉ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანებთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით.დიახ, იგივეს იძახდა თქვენი მფარველიც "მამუც" (მამუკა მდინარაძე) როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ‼“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია⁉მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების უშუალო მოწმეები არიან.ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი აღარ ხარ‼მაგრამ მიპასუხე, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან⁉რატომ გაღიზიანებდათ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობები⁉რატომ ვიყავი ყველა კულტურულ ღონისძიებებში და შეკრებებზე სიიდან ამოღებული და დაბლოკილი⁉სწორი ნათქვამია "ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო"‼დღეს კიდევ უფრო სერიოზულად ვუყურებ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი‼საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.რა თანხები დაიხარჯა⁉ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები⁉როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი?ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები⁉საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ლოპოტაზე გამართულ ძვირად ღირებულ საქორწილო წვეულებას ესწრებოდით. პირადი ცხოვრების განხილვა ჩემი მიზანი არ არის, თუმცა როდესაც საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით ფინანსური გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ კითხვები ჩნდება, საზოგადოებას მათზე დასაბუთებული პასუხების მოსმენის უფლება აქვს.ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს!მე აღარ ვაპირებ დუმილს!ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!დიახ ახლა ამ პასუხებს მეც საჯაროდ ვითხოვ! პ.ს - "ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის"“, - წერს დავით ოქიტაშვილი.

1791884220

მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა - ირაკლი კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.„საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა.თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება.აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს.თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა პრემიერმა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

1791790777

რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა."ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში. 


სხვა სიახლეები
ვან გოგი
ვან გოგის, მონესა და სეზანის იშვიათი ნამუშევრები ნიუ-იორკში, Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება

სააუქციონო სახლმა Sotheby's-მა არგენტინელი კოლექციონერის, ნელი არიეტა დე ბლაკიეს კერძო კოლექციიდან იმპრესიონისტი და მოდერნისტი მხატვრების 12 ნახატი აუქციონზე გამოიტანა, – იტყობინება The Guardian.კოლექცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იყო და „თითქმის მითიურის“ რეპუტაციით სარგებლობდა, მოიცავს ვინსენტ ვან გოგის, პოლ სეზანის, კლოდ მონეს, პოლ გოგენის, კამილ პისაროს, ედგარ დეგას, პიერ-ოგიუსტ რენუარის, ალფრედ სისლეს, ანდრე დერენის, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის და მორის დე ვლამინკის ნამუშევრებს. ნამუშევრების საერთო ღირებულება, Sotheby's-ის მონაცემებით, 450 მილიონ დოლარს აჭარბებს.ყველაზე ძვირადღირებულ ლოტებს შორისაა ვინსენტ ვან გოგის ნახატი „აყვავებული წაბლის ხეები“ (1890), რომლის ღირებულება 180 მილიონ დოლარს შეადგენს, და სეზანის „არლეკინი“ (150 მილიონი დოლარი).

მსოფლიო • 1792402380

პარკინგი
ჭკვიანი საპარკინგე ინფრასტრუქტურა: როგორ ცვლის ტექნოლოგიები ურბანულ მობილობასა და ბიზნესის ეფექტიანობას

თანამედროვე ქალაქებში ავტომობილების რაოდენობის დინამიურმა და უპრეცედენტო ზრდამ უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო სექტორის წინაშე სრულიად ახალი მასშტაბისა და სირთულის ლოგისტიკური გამოწვევები წამოჭრა. დღეს საპარკინგე სივრცე აღარ არის მხოლოდ ტერიტორია, სადაც მძღოლები ავტომობილებს დროებით ტოვებენ — ეს არის კრიტიკული ინფრასტრუქტურული კვანძი, რომლის გამართულ მუშაობაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ობიექტის ოპერაციული ეფექტიანობა, უსაფრთხოება, ფინანსური მაჩვენებლები და ვიზიტორთა კმაყოფილება. ამ პირობებში, ინტელექტუალური პარკირების სისტემები იქცა მთავარ ინსტრუმენტად, რომელიც ურბანული ქაოსის მოწესრიგებასა და სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა, იქნება ეს მსხვილი სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, ბიზნეს ცენტრები თუ სამედიცინო დაწესებულებები, ყოველდღიურად აწყდება ერთსა და იმავე მწვავე პრობლემებს: შესასვლელებთან წარმოქმნილ ხანგრძლივ საცობებსა და რიგებს, არასანქცირებულ პარკირებას, თავისუფალი ადგილების გაურკვევლობას, ქაოსურ მოძრაობასა და ხელით კონტროლის დაბალ ეფექტიანობას. ტრადიციული მეთოდები, რომლებიც მხოლოდ დაცვის პერსონალის, დარაჯების ან მარტივი მექანიკური ბარიერების იმედზეა, თანამედროვე ინტენსიურ სატრანსპორტო ნაკადებს ვერ აუდიტებს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება პარკინგის ავტომატიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ნაკადების ციფრულ მართვასა და პროცესების სრულ ოპტიმიზაციას.ტერიტორიიდან ციფრულ ეკოსისტემამდე: რა არის ჭკვიანი პარკინგითანამედროვე გაგებით, საპარკინგე სივრცე წარმოადგენს მულტიფუნქციურ ციფრულ ეკოსისტემას, სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულად არის დაკავშირებული აპარატურული და პროგრამული გადაწყვეტილებები. ძველი, მექანიკური მეთოდებისგან განსხვავებით, ინტელექტუალური მიდგომა ადამიანურ ფაქტორს მინიმუმამდე ამცირებს და ყველა ძირითად საოპერაციო პროცესს ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანს. ინტეგრირებული პარკირების სისტემები იძლევა შესაძლებლობას, რომ მთელი ტერიტორია კონტროლდებოდეს ერთიანი, ცენტრალიზებული პლატფორმიდან.დღევანდელი ჭკვიანი საპარკინგე ინფრასტრუქტურა რამდენიმე ძირითად ტექნოლოგიურ კომპონენტს აერთიანებს: მაღალტექნოლოგიური ვიდეოკამერები: უზრუნველყოფს ტერიტორიისა და სექტორების უწყვეტ ვიზუალურ მონიტორინგსა და ვიდეოჩანაწერის წარმოებას. ავტომობილის ნომრის ამოცნობა: სპეციალური პროგრამული ალგორითმები, რომლებიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებსა თუ განათებაში მყისიერად კითხულობენ სახელმწიფო სანომრე ნიშანს. ავტომატური შლაგბაუმი: სწრაფი რეაგირების მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაშვების ფიზიკურ კონტროლს. ულტრაბგერითი და ოპტიკური სენსორები: ახორციელებენ თავისუფალი ადგილების კონტროლს და აწვდიან რეალურ მონაცემებს მძღოლებსა თუ ადმინისტრაციას. გადახდის ტერმინალები: უზრუნველყოფენ გადახდის ავტომატიზაციას საბანკო ბარათებით, QR-კოდებით ან მობილური აპლიკაციებით. ცენტრალიზებული დაშვების კონტროლი: განსაზღვრავს და მართავს ავტომობილების უფლებამოსილებებს, კატეგორიებსა და დაყოვნების დროს. ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა: აგროვებს მონაცემებს, აწარმოებს დეტალურ სტატისტიკას და უზრუნველყოფს პარკინგის მართვას რეალურ დროში. როდესაც ეს კომპონენტები ერთიანად და შეუფერხებლად ფუნქციონირებს, მთელი ობიექტის მართვა ხდება მაქსიმალურად მოქნილი, საიმედო და გამჭვირვალე.როგორ მუშაობს პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემაავტომატიზებული ინფრასტრუქტურის მთავარი ღირსება მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი, სწრაფი და სტრესისგან თავისუფალი მომსახურებაა. პროცესი იმდენად ოპტიმიზებულია, რომ მძღოლს პრაქტიკულად არ უწევს ზედმეტი მოქმედებების შესრულება ან ავტომობილიდან გადმოსვლა.როდესაც ავტომობილი უახლოვდება ობიექტის შესასვლელ ზონას, სპეციალური ნომრის ამომცნობი კამერა წამებში აფიქსირებს სანომრე ნიშანს და მონაცემებს გადასცემს ცენტრალურ სერვერს. თუ ავტომობილი რეგისტრირებულია სისტემაში ან ტერიტორია ღიაა ვიზიტორებისთვის, მყისიერად იღება ავტომატური შლაგბაუმი.შიდა ტერიტორიაზე შესვლისთანავე, სისტემა აფიქსირებს ზუსტ დროს და იწყებს ტარიფიკაციას (თუ საუბარია კომერციულ ფასიან ზონაზე). საინფორმაციო ტაბლოები და ინდიკატორები მძღოლს ეხმარება, სწრაფად იპოვოს თავისუფალი ადგილი, რაც გამორიცხავს უაზრო მოძრაობასა და საცობებს შიდა პერიმეტრზე. ობიექტიდან გასვლისას, გადახდის ავტომატიზაცია უზრუნველყოფს სწრაფ ანგარიშსწორებას, რის შემდეგაც გასასვლელი ბარიერი ავტომატურად იხსნება. სწორედ ასე ფუნქციონირებს ინტელექტუალური პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს ხელით ოპერაციებსა და შესასვლელებთან რიგებს.ANPR ტექნოლოგია: ავტომობილის ნომრის ამოცნობა და უსაფრთხოებათანამედროვე ავტომატიზაციის ინტელექტუალურ ბირთვს წარმოადგენს ANPR (Automatic Number Plate Recognition) ტექნოლოგია, რომელიც საგრძნობლად მაღალ საფეხურზე წევს ობიექტის უსაფრთხოებასა და გადაადგილების კომფორტს.ამ ტექნოლოგიის დანერგვით მიღწეული ძირითადი უპირატესობებია: უპასპორტო და უბარათო დაშვება: მძღოლს არ სჭირდება ავტომობილის ფანჯრის ჩამოწევა, პლასტიკური ბარათის გამოყენება ან ქაღალდის ბილეთის აღება, რაც საგრძნობლად ზრდის ტრანსპორტის გამტარუნარიანობას. მუდმივი და დროებითი სიების მართვა: შესაძლებელია „თეთრი სიის“ (whitelist) შექმნა ბინათმესაკუთრეებისთვის, მობინადრეებისთვის ან თანამშრომლებისთვის, ხოლო „შავი სიის“ (blacklist) მეშვეობით – არასასურველი და უფლებამოსილების არმქონე ტრანსპორტის მყისიერი დაბლოკვა. დროებითი ვიზიტორების მოქნილი კონტროლი: სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ წინასწარ გაგზავნილი QR-კოდით, დროებითი დაშვების უფლებით ან ერთჯერადი ბილეთით. დეტალური ისტორია და მონიტორინგი: მონაცემთა ბაზაში უვადოდ ინახება თითოეული ავტომობილის შესვლისა და გასვლის ზუსტი დრო, ფოტომასალასთან და ვიდეოჩანაწერთან ერთად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პარკირების უსაფრთხოებას. ეს მრავალფუნქციური შესაძლებლობები უზრუნველყოფს, რომ პარკინგის კონტროლი იყოს სრულიად დაცული, გამჭვირვალე და ეფექტიანი.საპარკინგე ტექნოლოგიების გამოყენების სფეროებიავტომატიზებული გადაწყვეტილებები დღეს გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ტიპის კომერციულ, საჯარო თუ საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაში, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა: სავაჭრო და გასართობი ცენტრები: მაღალი გამტარუნარიანობა, სწრაფი როტაცია და მარტივი ანგარიშსწორება პირდაპირ აისახება მომხმარებელთა კმაყოფილებასა და სავაჭრო ობიექტის ფინანსურ ბრუნვაზე. ბიზნეს ცენტრები და საოფისე შენობები: საშუალებას იძლევა მკაცრად გაიმიჯნოს თანამშრომელთა და ვიზიტორთა საპარკინგე ზონები და დაცული იყოს გამოყოფილი ადგილები. თანამედროვე პარკირების სისტემები ეხმარება კომპანიებს, ეფექტიანად გაანაწილონ ლიმიტირებული ადგილები თანამშრომლებსა და პარტნიორებზე. საცხოვრებელი კომპლექსები: უზრუნველყოფს ეზოებისა და მიწისქვეშა ავტოსადგომების დაცვას უცხო ავტომობილებისგან, რაც გარანტირებულ ადგილებს უტოვებს მაცხოვრებლებს. სასტუმროები და სამედიცინო დაწესებულებები: უზრუნველყოფს პაციენტების, ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის მშვიდ, ორგანიზებულ და სტრესისგან თავისუფალ გარემოს. აეროპორტები, სადგურები და სპორტული არენები: მასშტაბური ნაკადების პირობებში, ავტომატიზებული ტარიფიკაცია და კონტროლი ერთადერთი საშუალებაა ქაოსისა და საცობების თავიდან ასაცილებლად. ასევე, ინტელექტუალური ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება უნივერსიტეტებში, კერძო საწარმოო ტერიტორიებსა და მუნიციპალურ თუ კომერციულ ფასიან პარკინგებზე.ბიზნეს სარგებელი: შემოსავლების ოპტიმიზაცია და საოპერაციო ეფექტიანობაობიექტის მფლობელებისა და მმართველებისთვის საპარკინგე სივრცის ავტომატიზაცია პირდაპირ უკავშირდება ფინანსურ სარგებელსა და საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. ინტელექტუალური პარკირების სისტემები ბიზნესს აძლევს სრულ ინსტრუმენტარიუმს ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობისთვის.პირველ რიგში, ციფრული აღრიცხვა სრულად გამორიცხავს ფინანსურ გაჟონვას. ვინაიდან ყველა ტრანზაქცია, დაყოვნების დრო და ტარიფიკაცია პროგრამულად კონტროლდება, გამორიცხულია ადამიანური შეცდომები, არასანქცირებული ფასდაკლებები ან სხვა სახის ბოროტად გამოყენება. გარდა ამისა, საგრძნობლად მცირდება მომსახურე პერსონალის საჭიროება, რაც საოპერაციო ხარჯებს მინიმუმამდე დაჰყავს.ანალიტიკური მოდული ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას, სიღრმისეულად შეისწავლოს პარკინგის დატვირთულობის დინამიკა, გამოავლინოს პიკური საათები და დააწესოს მოქნილი, სეგმენტირებული ტარიფები. ამ გზით, თანამედროვე პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა ხდება არა მხოლოდ წესრიგის დამყარების ინსტრუმენტი, არამედ შემოსავლის გენერირებისა და ბიზნესის გაფართოების ეფექტიანი საშუალება.სწორი პარკირების სისტემები და ინდივიდუალური არქიტექტურატექნოლოგიური გადაწყვეტილების შერჩევისას უმნიშვნელოვანესია ობიექტის ინდივიდუალური არქიტექტურული და ლოგისტიკური სპეციფიკის გათვალისწინება. არ არსებობს უნივერსალური შაბლონი, რომელიც თანაბრად მოერგება როგორც მცირე საცხოვრებელ კორპუსს, ისე მრავალდონიან სავაჭრო კომპლექსს.პროექტირებისას ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა შესასვლელ-გასასვლელების რაოდენობა, ტრანსპორტის პიკური ნაკადი, ტარიფიკაციის მოდელი, მომხმარებელთა ტიპები და გადახდის მეთოდები. ასევე კრიტიკულია არჩეული ტექნოლოგიის ინტეგრაციის უნარი შენობის უსაფრთხოებისა და მართვის სხვა სისტემებთან (BMS, CCTV, დაშვების სისტემები). სწორედ ამიტომ, ბაზარზე არსებული პროფესიონალური პარკირების სისტემები იძლევიან საშუალებას, შეიქმნას კონკრეტული ობიექტის საჭიროებებზე ზუსტად მორგებული არქიტექტურა. სწორად შერჩეული აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოფს ინვესტიციის სწრაფ უკუგებასა და ხანგრძლივ, შეუფერხებელ ექსპლუატაციას.მომხმარებლის გამოცდილება და ბრენდის რეპუტაციადღეს მომხმარებელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დროსა და პირად კომფორტს. ობიექტზე მისვლისას გამართული, თანამედროვე საპარკინგე ინფრასტრუქტურის დახვედრა ქმნის პოზიტიურ პირველ შთაბეჭდილებას, რაც პირდაპირ აისახება ბრენდის რეპუტაციასა და იმიჯზე.როდესაც პროცესი მარტივი და შეუფერხებელია – მძღოლი სწრაფად შედის ტერიტორიაზე, უპრობლემოდ პოულობს ადგილს და აჩერებს ავტომობილს, მოსახერხებლად იხდის და დაბრკოლების გარეშე ტოვებს პერიმეტრს – მომხმარებლის კმაყოფილების დონე მაღალია. ეს იწვევს ლოიალობის ზრდას და განაპირობებს განმეორებით ვიზიტებს, რაც ნებისმიერი კომერციული ობიექტისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.ინტეგრაცია და მომავლის პერსპექტივებითანამედროვე ურბანისტიკა ვითარდება "ჭკვიანი ქალაქის" (Smart City) კონცეფციის გარშემო, სადაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველა ელემენტი ერთიან ციფრულ ქსელშია გაერთიანებული. ინოვაციური პარკირების სისტემები მარტივად ინტეგრირდება ნავიგაციურ აპლიკაციებთან, ელექტრომობილების დამტენ სადგურებსა და ქალაქის მობილობის პლატფორმებთან.მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მანქანური სწავლების როლი, რაც საშუალებას მისცემს სისტემებს, წინასწარ იწინასწარმეტყველონ დატვირთვის პიკური პერიოდები, ავტომატურად დაარეგულირონ ტარიფები და ოპტიმალურად გაანაწილონ ნაკადები. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ობიექტის ხანგრძლივ მდგრადობასა და ტექნოლოგიურ მზადყოფნას.დასკვნაურბანული გარემოსა და ბიზნეს სექტორის დინამიურ განვითარებასთან ერთად, საპარკინგე სივრცეების მართვა სულ უფრო კომპლექსურ და პასუხისმგებლიან ამოცანად ყალიბდება. ძველი, მექანიკური და ხელით მართვის მეთოდები ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე უსაფრთხოებისა და სიჩქარის მაღალ სტანდარტებს, რის გამოც ციფრულ გადაწყვეტილებებზე გადასვლა გარდაუვალი აუცილებლობა ხდება.პარკირების ავტომატიზაცია წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტიციას ობიექტის უსაფრთხოებაში, საოპერაციო ეფექტიანობასა და მომხმარებლის კმაყოფილებაში. სწორად დაპროექტებული და დანერგილი პარკინგის მართვა ქმნის მოწესრიგებულ, უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიურ გარემოს, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ურბანული მობილობის მოთხოვნებს.

სხვადასხვა • 1792394940

bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 22-ე ნაკადი თელავში გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.ინიციატივა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.ოქტომბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, მონაწილეებმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია. ჯამში პროგრამის ფარგლებში 400-მდე მეწარმე ქალმა გაიარა ინტენსიური გადამზადების კურსები.მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე 

ბიზნესი • 1792393699

პენსია
ქვეყნები, სადაც 2026 წელს ყველაზე მაღალი პენსიებია

2026 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი პენსია ლუქსემბურგშია, სადაც ყოველთვიური თანხა 3 850–4 200 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ წერს ონლაინგამოცემა Visas Update.2026 წელს ყველაზე მაღალი პენსიის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ლუქსემბურგი — 3 850–4 200 დოლარი; ისლანდია — 3 450–3 800 დოლარი; ნორვეგია — 3 200–3 600 დოლარი; დანია — 2 950–3 400 დოლარი; ნიდერლანდები — 2 800–3 250 დოლარი; შვეიცარია — 2 700–3 100 დოლარი; შვედეთი — 2 550–2 950 დოლარი; ფინეთი — 2 400–2 800 დოლარი; გერმანია — 2 300–2 700 დოლარი; ავსტრია — 2 250–2 650 დოლარი. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბოლო მონაცემებით, თურქეთში პენსია დაახლოებით 476 დოლარია, აზერბაიჯანში - 349 დოლარი, რუსეთში - 308 დოლარი, ხოლო სომხეთში - დაახლოებით 170 დოლარი.რაც შეეხება საქართველოს, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა: 70 წლამდე პირთათვის — 415 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის — 555 ლარამდე.

მსოფლიო • 1792391400

იმედი
ტელეკომპანია „იმედის“ 70%-იანი წილი 700 ლარად გაიყიდა

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ კომპანიაში წილები კიდევ ერთხელ გადანაწილდა. საჯარო რეესტრის 16 ოქტომბრის დოკუმენტების მიხედვით, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 25-25%-ს ახლა მარიამ (მაკა) ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, მაია ჩიგოშვილი და ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილი ფლობენ.კომპანიიდან სრულად გავიდნენ „პრაიმ მედია გლობალი“, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი. წილები სიმბოლურ ფასად გაიყიდა: 10%-იანი წილები 100-100 ლარად, ხოლო „პრაიმ მედია გლობალის“ 50% — 500 ლარად.ბოლო ცვლილების შემდეგ, წილები ასე ნაწილდება: მარიამ (მაკა) ლომიძე - 25% (ფლობდა 10%-ს); ირაკლი ჩიხლაძე - 25% (ფლობდა 10%-ს); მაია ჩიგოშვილი - 25% (ფლობდა 10%-ს); მაგდა ანიკაშვილი - 25% (ახალი მეწილეა).

ბიზნესი • 1792388775

მწვანე ბარათი
„ეს მოგების შანსს აორმაგებს“ - როდის იწყება „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში რეგისტრაცია და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მოგების მსურველებმა

აშშ-ის საიმიგრაციო პროგრამა - Diversity Visa Program 2027 (DV-2027) - მორიგი ციკლისთვის ემზადება. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე მუდმივი ცხოვრების უფლებას (Green Card) გასცემს.საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად.რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, როდის იგეგმება განაცხადების მიღება და რა შეცდომებს უნდა ერიდონ აპლიკანტები? პროგრამის მოსალოდნელი ვადების, მიმდინარე სტატუსისა და გავრცელებული შეცდომების შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია იაძე ესაუბრა.„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელება არ ნიშნავს, რომ "მწვანე ბარათის" გათამაშება ან რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ოფიციალურ ვებგვერდზე DV-2027-ის განაცხადების მიღება გახსნილი არ არის. პროგრამის შეფერხება გამოწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის პროცესში ცვლილებების შეტანითა და დროებითი პაუზით.თუმცა, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს (U.S. District Court for the Southern District of California) ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა პროგრამის დაუყოვნებლივ განახლება.სასამართლოს მიერ დადგენილი მოსალოდნელი გრაფიკის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეტალურ ინსტრუქციასა და რეგისტრაციის ზუსტ ვადებს ოფიციალურად 29 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს. განაცხადების მიღების პორტალი სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გაიხსნება და 30 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს, ხოლო შერჩეული აპლიკანტების გამოვლენის შემდეგ საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი 2027 წლის 30 სექტემბრამდე დასრულდება.როდესაც რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნება, განაცხადის შემვსები ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: იგი დაბადებული უნდა იყოს პროგრამაში დაშვებულ ქვეყანაში (საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას) და ფლობდეს საშუალო სკოლის 12-წლიან ატესტატს, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ პროფესიაში, რომელიც მოითხოვს მინიმუმ ორწლიან სპეციალურ მომზადებას", - აცხადებს ია იაძე.მისივე თქმით, ტრადიციულად, აპლიკანტებს მოუწევთ სხვადასხვა სტანდარტის დაცვა."რეგისტრაციის გახსნის შემდეგ, განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე - dvprogram.state.gov.მონაწილეობის რეგისტრაცია სრულიად უფასოა. აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფოტოსურათის სტანდარტსაც - ფოტო უნდა იყოს გადაღებული ბოლო 6 თვის განავლობაში, თეთრ ფონზე, სათვალის გარეშე, 600x600 პიქსელის ზომით JPEG ფორმატში.გარდა ამისა, განაცხადში აუცილებელია მეუღლისა და ყველა დაუქორწინებელი, 21 წლამდე ასაკის შვილის მითითება, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი ამერიკაში გამგზავრებას“, - განმარტავს ია იაძე.მისივე თქმით, ყოველწლიურად მილიონობით განაცხადი უარყოფილია ტექნიკური დარღვევების გამო, რასაც აპლიკანტები განსაკუთრებით უნდა ერიდონ.„კრიტიკული შეცდომაა ერთი და იმავე პირის სახელით ერთზე მეტი განაცხადის გაგზავნა, რაც იწვევს ავტომატურ დისკვალიფიკაციას. თუმცა, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეავსონ განაცხადი და ერთმანეთი მიუთითონ, რაც მოგების შანსს ორმაგად ზრდის.ასევე, დისკვალიფიკაციით სრულდება წინა წლებში გამოყენებული ან დაუმუშავებელი, არასტანდარტული ფოტოს გამოყენება, ხოლო შვილის ან მეუღლის არმითითება იწვევს ვიზის უარს გასაუბრების ეტაპზეც კი.ასევე, არ უნდა დაკარგოთ რეგისტრაციის დასრულებისას გენერირებული დამადასტურებელი კოდი (Confirmation Number), რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა პასუხის შესამოწმებლად“, - აღნიშნავს "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ვიდრე ოფიციალური რეგისტრაცია გახსნილა, ია იაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ინტერნეტში უკვე გამოჩნდა თაღლითური საიტები, რომლებიც მომხმარებლებს განაცხადის "ახლავე შევსებას" სთავაზობენ.„აშშ-ის საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ოფიციალური გათამაშება და განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა არასდროს აგზავნის ელფოსტას მოგების შესახებ და არცერთ კერძო სააგენტოს არ შეუძლია მოგების შანსების გაზრდა, ვინაიდან შერჩევა ხდება სრულიად შემთხვევითი კომპიუტერული ალგორითმით“, - აცხადებს ია იაძე.

საზოგადოება • 1792388503