დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსალოდნელ რეგულაციებზე და ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო მექანიზმებზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე გამოწვევების ფონზე მუნიციპალიტეტი მზადაა სხვადასხვა მკაცრი ნაბიჯი განიხილოს, თუმცა ამისთვის საზოგადოების მხრიდანაც შესაბამისი მზაობაა საჭირო.„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.
1794566030
1794464951
საცობების მოსაგვარებლად კახა კალაძე კენტი და ლუწი ნომრების სისტემასა და ზოგიერთ უბანში ფასიან შესვლას განიხილავსთბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემას ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია, თუმცა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს მზაობა.კალაძე ამბობს, რომ დღეს თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ავტომობილზე დამოკიდებულება და რაოდენობაა.კალაძის თქმით, მის გუნდს ხშირად აკრიტიკებენ, რომ არ აშენებენ ესტაკადებს, თუმცა "ესტაკადის გაკეთება, არ არის გამოსავალი"."ეს პირიქით, იქნება წახალისება ავტომობილების მიმართულებით. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი - გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა. თავის დროზე, როცა გაკეთდა, გამტარუნარიანობა ჰქონდა, გავიდა დრო გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და დღეს წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ერთ კონკრეტულ ადგილზე რომ გაკეთდეს ესტაკადა, გვეუბნებიან, რომ ეს არაფერს მოგვცემს. შეიძლება კონკრეტული მონაკვეთი დღეს სწრაფად გაიაროს ავტომობილმა, სხვა მონაკვეთზე იგივე პრობლემა შეიქმნება და შეიძლება გაიჭედოს ჩვენი ქუჩებისა და გამზირებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღეს ჩვენ თუ გავაკეთებთ ესტაკადებს და შეიძლება კონკრეტულ მონაკვეთებში თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი, ათი წლის მერე რას ვაკეთებთ? იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით, როდესაც გაიზრდება კიდევ უფრო ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად, ეს არ არის გამოსავალი.ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ გზებს ვავიწროებთ, საავტობუსო "ზოლებს რომ აკეთებთ"... თითქოს ეს იყოს პრობლემა.მარტივი მაგალითი მინდა, მოვიყვანო - აღმაშენებლის ხეივანი, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, არანაირი საავტობუსო ზოლი არ დახაზულა. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე - უბრალოდ, გარკვეულ მონაკვეთებში, კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენად ბევრი ავტომობილი გადაადგილდება.ამით რისი თქმა მინდა, რომ დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა. ის რომ, მერია არაფერს არ აკეთებს.. რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხომ? როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითავისოთ. მაგალითად , თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის", - აღნიშნა კალაძემ "იმედის" ეთერში და დასძინა: ისე არ გამოვა, რომ მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს და პრობლემა არის. არა. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მაშინ ყველამ უნდა გავიჭირვოთ".Ipn.ge
1794408420
ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება – პროექტის ღირებულება ₾14.5 მილიონამდე გაიზარდანარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც თავდაპირველი გეგმით 2025 წელს იყო გათვალისწინებული, დღემდე გრძელდება. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 2024 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ-სი“ გახდა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 13 161 212.46 ლარს შეადგენდა, ხოლო პროექტის დასრულების ვადა 2025 წლისთვის იყო განსაზღვრული.თუმცა, ტენდერის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო ცვლილების შემდეგ, დასრულების თარიღად 2027 წლის 31 დეკემბერია მითითებული.ვადების გარდა შეიცვალა პროექტის ღირებულებაც, ბოლო ინფორმაციით, ხელშეკრულების თანხად 14 477 333 ლარი განისაზღვრა, რომლიდანაც 89% ანუ 12 951 679 ლარი უკვე გადახდილია.ცნობისთვის, რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს შიდა და გარე პერიმეტრის სრულ განახლებას, ასევე მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.
1794381256
ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება - პარლამენტმა ცვლილება მიიღოსაქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზესახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
სხვა სიახლეები
დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსალოდნელ რეგულაციებზე და ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო მექანიზმებზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე გამოწვევების ფონზე მუნიციპალიტეტი მზადაა სხვადასხვა მკაცრი ნაბიჯი განიხილოს, თუმცა ამისთვის საზოგადოების მხრიდანაც შესაბამისი მზაობაა საჭირო.„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.
საზოგადოება • 1794566030
აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.ამავე ცნობით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.მანამდე, საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.პირველი არხი
სპორტი • 1794565957
"გამარჯობა, ვინც ფისოები დაჩიპეთ, პატრონის ნასამართლობის ცნობა მართლა მოგთხოვეს?“ - ამ კითხვით ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტს შინაური ცხოველების მფლობელების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერს, რომ ცნობა მუნიციპალურ სამსახურში მოსთხოვეს, სხვები კი ამბობენ, რომ კერძო ვეტერინარულ კლინიკაში ცხოველის დაჩიპვისას მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა.როგორც ambebi.ge-ს მუნიციპალურ სამსახურში განუმარტეს, ცხოველის დაჩიპვის შემთხვევაში ნასამართლობის ცნობის წარდგენა აუცილებელია და ამ მოთხოვნის საფუძველი თბილისის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის №9-11 დადგენილებაა.დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი ცხოველის მფლობელად შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 16 წელი შეუსრულდა და არ აქვს ნასამართლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ეს მუხლი ცხოველის წამებასა და მის მიმართ სასტიკ მოპყრობას შეეხება.მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების ჩანაწერი ნასამართლობის არქონის პირობას ადგენს, მასში პირდაპირ არ არის დასახელებული ნასამართლობის ცნობა, როგორც ამ გარემოების დამადასტურებელი სავალდებულო დოკუმენტი. თუმცა მუნიციპალური სამსახურის განმარტებით, სწორედ ამ მოთხოვნის დასადასტურებლად მოქალაქემ ცნობა უნდა წარადგინოს.რას ითვალისწინებს ახალი წესი?თბილისის საკრებულოს №9-11 დადგენილება 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა და დედაქალაქის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესს განსაზღვრავს.დოკუმენტის მიხედვით, ცხოველის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში მისი იდენტიფიცირების შემდეგ ხდება. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა საშენი.ამავე დადგენილების თანახმად, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მფლობელად რეგისტრაციისთვის, ნასამართლობის არქონის გარდა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენაც.ცხოველის პატრონი ვალდებულია, მისი რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია.რატომ განსხვავდება მოქალაქეების გამოცდილება? გააგრძელეთ კითხვა...
საზოგადოება • 1794565500
ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის - ის ემოციაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და საერთო სიხარულისა და სიამაყის განცდას აჩენს. საქართველოს ბანკისთვის ფეხბურთის მხარდაჭერა მის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას - გულშემატკივრობას ეფუძნება. ეს ნიშნავს, იყო ადამიანებისა და მათი მიზნების გვერდით, მხარი დაუჭირო წარმატებისკენ სწრაფვას და მათთან ერთად გაიზიარო მნიშვნელოვანი გამარჯვებები. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
ბიზნესი • 1794563550
ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე საშიში კვებითი ინტოქსიკაციაა, რომელიც ხშირად სახლში დამზადებულ კონსერვებს უკავშირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ბადრიჯნის, ლობიოსა და სოკოს კონსერვები, თუმცა საფრთხე მხოლოდ ბოსტნეულით არ შემოიფარგლება - ბოტულიზმის გამომწვევი ტოქსინი შესაძლოა შებოლილ ხორცსა და თევზშიც წარმოიქმნას.რატომ არის სახლის პირობებში მომზადებული კონსერვები განსაკუთრებული რისკის მატარებელი, როგორ ამოვიცნოთ საეჭვო პროდუქტი, რამდენად უსაფრთხოა ხრახნიანი თავსახურით დაკონსერვება და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ასპირინი ზამთრის მარაგის მომზადებისას? ამ საკითხებზე Ambebi.ge-სთან სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს.- ბატონო ირაკლი, აცივდა და აქტუალური ხდება ბოტულიზმით მოწამვლის საფრთხე. ზაფხულში ადამიანები სხვადასხვა პროდუქტს აკონსერვებენ. პირველ რიგში, რა უნდა გავითვალისწინოთ კონსერვების მომზადებისას და რომელი პროდუქტებია ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი?- ბოტულიზმის საფრთხე მხოლოდ ამ პერიოდში არ არსებობს, ის მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია. გარდა კონსერვებისა, ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერია და მის მიერ წარმოქმნილი ტოქსინი შეიძლება შეგვხვდეს შებოლილ ხორცსა და თევზშიც. პირველ რიგში, კონსერვებზე ვისაუბროთ. ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიაა Clostridium botulinum, რომელიც ბუნებრივად ბინადრობს ნიადაგში. შესაბამისად, შესაძლებელია, სხვადასხვა პროდუქტის მოყვანისას ის ნიადაგიდან პროდუქტზეც მოხვდეს.ეს ბაქტერია მკაცრი ანაერობია, რაც იმას ნიშნავს, რომ უჟანგბადო გარემოში მოხვედრისას იწყებს ბოტულოტოქსინის გამოყოფას. ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სწორედ ეს ტოქსინია და არა თავად ბაქტერია.მაგალითად, ხორცისა და თევზის შებოლვისას, განსაკუთრებით ვაკუუმურ შეფუთვაში, შეიძლება შეიქმნას უჟანგბადო გარემო. თუ პროდუქტი ჯვარედინად დაბინძურდა და მას ბაქტერიაც გაჰყვა, ასეთ პირობებში შესაძლოა ტოქსინის წარმოქმნა დაიწყოს.- ანუ შებოლილი ხორცისა და თევზის შემთხვევაშიც არსებობს ბოტულიზმის საფრთხე?- დიახ. განსაკუთრებით მაღალია რისკი კუსტარულად დამზადებული და შებოლილი პროდუქტების შემთხვევაში. როდესაც პროდუქტი სახლის პირობებში ან არაკონტროლირებად გარემოში მზადდება, ხშირად არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და შესაბამისი მოთხოვნები.ქარხნული წარმოების შემთხვევაში კონტროლი უფრო მკაცრია. როდესაც ადამიანი სადღაც, არაკონტროლირებად გარემოში ამზადებს ხორცს და შემდეგ ყიდის, რისკი გაცილებით მაღალია. ამასთან, არაჰიგიენურ პირობებში დამზადებულ პროდუქტს შესაძლოა სხვა პათოგენებიც გაჰყვეს.- აუცილებლად მინდა გკითხოთ ასპირინზეც, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა კონსერვში ამატებენ. ადამიანს რომ მოუნდეს ასპირინის შეძენა პირადი საჭიროებისთვის, მისი შოვნა აფთიაქებში შეუძლებელია.- სამაგიეროდ, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში იყიდება (იღიმის). ასპირინი მედიკამენტია, მისი მოქმედი ნივთიერება კი აცეტილსალიცილის მჟავაა. ის სამკურნალო დანიშნულების პრეპარატია და არა საკვები დანამატი.საქართველოში მისი კონსერვებში გამოყენება გავრცელებული პრაქტიკაა. როგორც ჩანს, ვიღაცამ თავის დროზე დაადგინა, რომ პროდუქტში მჟავიანობის გაზრდის შემთხვევაში ბაქტერიები და სოკოები ვეღარ მრავლდებიან. ამის შემდეგ დაიწყეს ასპირინის გამოყენება კონსერვების მომზადებისას.თუმცა ასპირინის საკვებში გამოყენება არ შეიძლება. ეს არის მედიკამენტი და არა საკვები დანამატი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ასპირინი ბოტულიზმის გამომწვევ ბაქტერიას არ ანადგურებს და ბოტულოტოქსინისგანაც არ იცავს პროდუქტს. ის მხოლოდ მჟავე გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ადამიანი ეჩვევა, რეზისტენტული ხდება ამ პრეპარატის მიმართ და როდესაც დასჭირდება რეალურად ეს პრეპარატი ან მისი ჯგუფის რომელიმე, შედეგს აღარ მისცემსთანამედროვე კვების ინდუსტრიაში ასპირინს არ იყენებენ. მის ნაცვლად გამოიყენება საკვები დანამატები, მაგალითად, ლიმონმჟავა, ძმარმჟავა და ასკორბინის მჟავა.გააგრძელეთ კითხვა...
ჯანდაცვა • 1794561720
რუსეთისთვის უკრაინასთან მხოლოდ ერთი გამყოფი ხაზი არსებობს და ეს სახელმწიფო საზღვარია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მედიის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ცნობილია უკრაინული მხარის მიერ ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხის წამოჭრის შესახებ. ტერიტორიული საკითხი განიხილებოდა აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების სამმხრივ მოლაპარაკებებზეც, რომელიც გუშინ დასრულდა.ჯარედ კუშნერმა ტერიტორიულ საკითხს მოლაპარაკებების „ყველაზე რთული“ ნაწილი უწოდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ კი განაცხადა, რომ მოსკოვი ამ საკითხში დათმობას არ აპირებს და „მიწის ერთ გოჯსაც“ არ დათმობს.მანამდე „გარდიანი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა დონბასის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წინადადებას ფრონტის ამჟამინდელი ხაზის შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, ეს რუსეთს საშუალებას მისცემდა, დონბასის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ფორმალურად დაეფიქსირებინა, ხოლო უკრაინას არ მოუწევდა ჯარების გაყვანა იმ რაიონებიდან, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს. წყაროების თანახმად, უკრაინა ამ წინადადებას არ დათანხმდა.1tv.ge
მსოფლიო • 1794547200









