საზოგადოება
თბილისი
მობილიზაციის შიშით რუსები საქართველოში უძრავ ქონებას აქტიურად ეძებენ — Важные истории

რუსეთში მობილიზაციის შესაძლო გამოცხადების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, საქართველოში და სომხეთში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებაზე მოთხოვნა გაიზარდა.რუსული გამოცემა „Важные истории“-ის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის თბილისში ბინების გრძელვადიან იჯარაზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-30%-ით იყო გაზრდილი. ერევანში კი ზრდა 25-35%-ს შეადგენდა.თბილისში მოთხოვნის მატება ივლისის ბოლოდან შეინიშნება. საცხოვრებლის ძიების ერთ-ერთი მსხვილი ჩატის ადმინისტრატორის, ვლადიმირის თქმით, ზრდაზე გავლენას ახდენს როგორც სეზონური ფაქტორები, მათ შორის შვებულებების პერიოდი და ახალი სასწავლო წლის მოახლოება, ისე რუსეთში მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობები.მისი განმარტებით, რუსი მომხმარებლების უმეტესობა საქართველოში უკვე ცხოვრობს ან სხვა ქვეყნებიდან ბრუნდება. თუმცა, ნაწილმა აღნიშნა, რომ ბინის ძებნა სწორედ მობილიზაციის შესახებ ცნობებმა გადააწყვეტინა.ამასთან, თბილისში გაიზარდა მოკლევადიანი, ერთიდან სამ თვემდე ვადით საცხოვრებლის ძიებაც. გამოცემის ცნობით, ზოგიერთი რუსი ასეთ პერიოდს ეძებს, რადგან რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ მობილიზაციის დაწყებას ელოდება. ნაწილი კი პირიქით, გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს, რათა შესაძლო მობილიზაციის შემთხვევაში ფასების ზრდა თავიდან აიცილოს.ვლადიმირის შეფასებით, თბილისში არსებული ვითარება მობილიზაციის პერიოდში დაფიქსირებულ მასობრივ მოთხოვნასთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ბაზარს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ქალაქში უკვე არსებული უცხოელი მცხოვრებლების დიდი რაოდენობა სახელდება.„Важные истории“-ის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებში თბილისში საცხოვრებლის ქირის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 12.3 დოლარი იყო, რაც გასული წლის ივლის-აგვისტოს მაჩვენებელზე 2.1 დოლარით მეტია.მოთხოვნა ერევანშიც გაიზარდა. გამოცემის მიერ გამოკითხული უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, სააგენტო ყოველდღიურად ბინის მოძიების შესახებ ოთხიდან ექვს ახალ განაცხადს იღებს.გაზრდილმა მოთხოვნამ ერევანში ქირის ფასებზეც იმოქმედა. რიელტორის თქმით, სომხეთში 2022 წლამდე გრძელვადიანი საცხოვრებლის გაქირავების განვითარებული ბაზარი არ არსებობდა, რის გამოც რუსების მასობრივი ჩამოსვლის შემდეგ ფასები ადგილობრივ სტანდარტებთან შედარებით მაღალი დარჩა.

1787726760

1787635480

თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება ისნის, სამგორის, მთაწმინდისა და დიდუბის რაიონებს.ისანი, 8/25/2026 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: საინგილოს N 5 და N5/18, საინგილოს ჩიხს, გუჯარეთის ქუჩას თავისი შესახვევებით, მელაანის ქუჩას შესახვევებით, საბანაკოს 1-ელი, მე-2 და მე-3 ქუჩებს, ნოსირის, კასპის, აწყურის N2-22 (ლუწებს) 1-21 (კენტებს) ძმ. უბილავების, დოესის, ქეთევან წამებულის გამზ. N76-82 (ლუწები), კაჩინსკის(შავი ზღვის) N6-22, ზურაბაშვილის N3-27 (კენტებს) ქუჩებს.მეტეხის აღმართი, N1 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/25/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მეტეხის აღმართის და ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩებს.სამგორი, ბერი გაბრიელ სალოსის N151-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანებაა. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 25/08/2026 08:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ზურაბ იარაჯურლია N 2-10(ლუწი) N 1-21(კენტი), ბოგდან ხმელნიცკის, ზაურ უჩაძის, ბერი გაბრიელ სალოსის N 32-164 (ლუწი) N 33-191 (კენტი), პაატა ჯანელიძის და არსენ იყალთოელის ქუჩებს, "დირსის დასახლებას" შოთა ნადირაშვილის ქუჩას. ბერი გაბრიელ სალოსის მე-3 შესახვევიდან, მე-7 შესახვევის ჩათვლით, სალოსის მე-3 ჩიხიდან, მე-6 ჩიხის ჩათვლით და ზაურ უჩაძის 1-ელი შესახვევი.მთაწმინდა, აკაკი შანიძის ქ. N23-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანებაა. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 25/08/2026 07:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: აკაკი შანიძის ქ. N23დიდუბე, დიმიტრი უზნაძის ქ. N79 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/24/2026 15:30-დან 8/25/2026 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ტეტელაშვილის N8, უზნაძის, ჩხეიძის, მარჯანიშვილის N 3, 5, 8-16 (ლუწები).

1787397415

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა - რა იკრძალება

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორია, რომელიც 27 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა.საიჯარო საფასური 17 200 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების თანახმად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის მიზნით (რომელიც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) ტბის გაწმენდით სამუშაოებს), არანაკლებ 80 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) დახარჯვა.ამ ბრძანების პირველი პუნქტით (წლიური საიჯარო ქირის გადახდა ყოველწლიურად, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე) გათვალისწინებული უძრავი ქონების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უსასყიდლოდ (რაც არ გულისხმობს უსასყიდლოდ კომერციული საქმიანობის უფლების მინიჭებას).აუქციონის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრძალება: მოიჯარის მიერ არ უნდა შეიზღუდოს სარგებლობაში გადასაცემ მიწის ნაკვეთზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობა. სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოიცავს ბატეთის ტბით დაფარულ ტერიტორიას, ასევე მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ იჭრება მდინარე ბატეთისწყლის კალაპოტში და მდებარეობს უსახელო მდინარესთან. შესაბამისად გასათვალისწინებელია ”წყლის შესახებ” საქართველოს კანონი და ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები. „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთი მოიცავს ბატეთის ტბისა და მდ. ბატეტისწყლის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის როგორც მკაცრი ზედამხედველობის, ისე მუდმივი მეთვალყურეობის ზოლს. კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად - აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ნებისმიერი სახის მშენებლობა შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია მხოლოდ დროებითი, არაკაპიტალური ნაგებობების მოწყობა. აუქციონის დაწყების თარიღი 29 ივლისია, ხოლო დასრულების - 12 აგვისტო.

1787397279

აშშ-ში ლეგალური მიგრაციის გზა კვლავ გაიხსნა - რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოს ეკონომიკისთვის?

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა, რომლის საფუძველზეც საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებული იყო.მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლებრივი და საიმიგრაციო საკითხია, მას საქართველოსთვის გარკვეული ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს, განსაკუთრებით, აშშ-ში ქართული დიასპორისა და იქიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მზარდი მოცულობის გათვალისწინებით.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა 2026 წლის 21 იანვრიდან შეაჩერა. ოფიციალური განმარტებით, გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ადმინისტრაციის მიერ ე.წ. public charge-ის პოლიტიკის გადახედვას და იმ რისკის შეფასებას, რომ აშშ-ში ჩასული პირები შესაძლოა სახელმწიფო სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებული გამხდარიყვნენ. საქართველო იმ 75 ქვეყანას შორის იყო, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდა.21 აგვისტოს ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ჯანეტ ვარგასმა პოლიტიკა უკანონოდ ცნო და გააუქმა. სასამართლოს შეფასებით, მოქალაქეობის ნიშნით საიმიგრაციო ვიზების ასეთი მასშტაბური შეჩერება სახელმწიფო მდივნისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას სცდებოდა. Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი არ გაუკეთებია.მნიშვნელოვანია, რომ საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე, რომლებიც აშშ-ში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას უკავშირდება. შესაბამისად, იანვარში მიღებული შეზღუდვა და სასამართლოს ახლანდელი გადაწყვეტილება პირდაპირ არ ეხება ტურისტულ, სტუდენტურ ან სხვა არასაიმიგრაციო ვიზებს.აშშ უკვე ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი ცალკეული წყაროაეკონომიკური თვალსაზრისით საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო, რომ ბოლო წლებში აშშ-დან საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკის უახლესი, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში უცხოეთიდან სულ 350.05 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. აქედან აშშ-ზე 67.77 მილიონი დოლარი მოდიოდა, მთლიანი გზავნილების დაახლოებით 19.4%.ამ მაჩვენებლით აშშ ივლისში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი ცალკეული წყარო ქვეყანა იყო და იტალიას, რუსეთსა და გერმანიას უსწრებდა. აშშ-დან გზავნილები 2025 წლის ივლისთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა.ეს მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ში მცხოვრები და მომუშავე ქართველების ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან უკვე საკმაოდ მასშტაბურია. გზავნილები საქართველოში ოჯახების შემოსავლების, მოხმარებისა და სხვადასხვა ხარჯის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა.თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ფულადი გზავნილების ავტომატურ ზრდაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შექმნილი საერთო ბარიერი სასამართლომ უკანონოდ ცნო. მომავალში რამდენი საქართველოს მოქალაქე მიიღებს საიმიგრაციო ვიზას და რამდენი გადავა აშშ-ში საცხოვრებლად, სხვა საიმიგრაციო მოთხოვნებსა და ინდივიდუალური განაცხადების განხილვაზეც იქნება დამოკიდებული.საქართველოდან მიგრაციის საკითხისაიმიგრაციო შესაძლებლობების გაფართოებას ეკონომიკისთვის მეორე მხარეც აქვს, სამუშაო ძალის შესაძლო გადინება.საქსტატის ბოლო სრული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 114 374 ადამიანი წავიდა, ხოლო ქვეყანაში იმიგრანტების რაოდენობამ 131 501 შეადგინა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ემიგრანტების 85.9% შრომისუნარიან, 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში ემიგრაციას საქართველოს ეკონომიკისთვის ორმაგი ეფექტი აქვს: ერთი მხრივ, უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეები საქართველოში მნიშვნელოვან თანხებს აგზავნიან, მეორე მხრივ კი ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება შრომის ბაზრისა და დემოგრაფიისთვის გამოწვევაა.აშშ-ში მუდმივად გადასვლის მიმართ ინტერესზე გარკვეულ წარმოდგენას Diversity Visa-ს პროგრამის მონაცემებიც იძლევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, DV-2026 პროგრამაში საქართველოდან 1 406 ადამიანი იყო შერჩეული. თუმცა შერჩევა ავტომატურად ვიზის მიღებას არ ნიშნავს, გამარჯვებულმა შემდგომი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და ვიზების რაოდენობაც შეზღუდულია.შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკაზე უშუალო და მყისიერი ეფექტი არ ექნება. თუმცა ის ხსნის ერთ-ერთ ბარიერს აშშ-ში ლეგალური მუდმივი მიგრაციის გზაზე იმ პირობებში, როდესაც აშშ უკვე საქართველოში ფულადი გზავნილების უმსხვილესი ცალკეული წყაროა.რამდენად აისახება ეს მომავალში საქართველოდან მიგრაციაზე, ფულად გზავნილებსა და შრომის ბაზარზე, დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ აღდგება საიმიგრაციო ვიზების პრაქტიკული დამუშავება და რამდენი საქართველოს მოქალაქე შეძლებს ვიზის მიღებას.


სხვა სიახლეები
bog
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო UX დიზაინის მქონე სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო ბანკმა „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში მიიღო.  ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.ბანკის ციფრულ პროდუქტების საფუძვლად ერთიანი დიზაინის სისტემა უდევს, რომელიც საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ არხს ერთიან ვიზუალურ კონცეფციაში აქცევს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრიფტის დინამიურ ზომებს, გაუმჯობესებულ კონტრასტს, ანიმაციურ ელემენტებსა და სხვა ნიუანსებს, რაც მომხმარებლებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. ამასთან, მობილბანკში 24/7-ზე ხელმისაწვდომია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი, რომელიც მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე აგვარებს. მთავარი გვერდის პერსონალიზაციის ფუნქციონალი კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად მოაწყოს აპლიკაცია. „ჩვენთვის საუკეთესო UX დიზაინის მქონე ბანკის სტატუსის კიდევ ერთხელ მოპოვება განსაკუთრებით საამაყოა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი, ინტუიციური და თანმიმდევრული გამოცდილება ყველა ჩვენს ციფრულ არხში. ჩვენი ერთიანი დიზაინსისტემა გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერი სიახლე ერთდროულად და მაღალი ხარისხით მივაწოდოთ თითოეულ მომხმარებელს. ამგვარად, ვფიქრობ, ამ ნომინაციაში გამარჯვებას, ისევე, როგორც გასული ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს მიღებას, ის გამოცდილებაც განაპირობებს, რასაც მომხმარებელი ციფრულ არხებში იღებს“, – განაცხადა ანა სარალიძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება. 

ბიზნესი 1787835245

bog
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროგრამის 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო და ამჯერად საკუთარი ბიზნესის ან იდეის განვითარების შესაძლებლობა კახეთში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს ეძლევათ.22-ე ნაკადის ამჯერად თელავში გაიმართება, სადაც მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს 30 სექტემბერს, 1 და 2 ოქტომბერს გაივლიან.ინიციატივა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამა ქალ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული კონტაქტები საკუთარ რეგიონშივე მიიღონ.პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას. მონაწილეები ჩაერთვებიან პირისპირ სწავლების პროცესში, სადაც წამყვანი ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ.პროგრამა მონაწილეებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, პროფესიული ქსელი გაიფართოონ, ახალი საქმიანი კონტაქტები შეიძინონ და საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 400-მდე მეწარმე ქალმა მიიღო.22-ე ნაკადში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ პროგრამის ვებგვერდს.

ბიზნესი 1787820681

ჯანდაცვა
წელიწადში 6 ვიზიტი ექიმთან, დამატებითი კვლევების ჩატარება - რას ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, ახალ მოდელში ჩასართავად, სამედიცინო დაწესებულებებს განაცხადის წარდგენის ვადა 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე აქვთ.წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1 მარტიდან ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე კი საპილოტე პროექტი მიმდინარეობს, რომელშიც 43 დაწესებულებაა ჩართული.რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წლიდან დაიწყო, შეიცვალა საბაზისო პაკეტი, გაიზარდა მისი მოცულობაც და ღირებულებაც, რასაც სახელმწიფო ამ დაწესებულებებს უხდის. რეფორმის მიზანია, ანაზღაურების ფიქსირებული, უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური ფიქსირებული ტარიფებით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად.როგორც ოჯახის ექიმი მარინა შიხაშვილი აცხადებს, ეს პაკეტი  ბევრად მომხიბვლელი გახდა მოქალაქეებისთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა.მაგალითისთვის მოვიყვანთ რამდენიმე ინდიკატორს: 50% მაინც უნდა იყოს ჰიპერტენზიით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მაჩვენებელი, რომელთაც განახორციელეს ვიზიტი პჯდ ექიმთან და სამედიცინო დოკუმენტში ასახულია არტერიული წნევა და შეფასებულია მკურნალობა. ასევე 50% უნდა იყოს ჰიპერტენზიით დაავადებული 40 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამიზნე მაჩვენებელი, რომელთაც განუსაზღვრეს მიკროალბუმინურიის ტესტი თირკმლის დაზიანების შეფასების მიზნით.შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება გულისხმობს განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მექანიზმს.ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში, არსებულ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებებს 4 ლაბორატორიული და 2 ინსტრუმენტული გამოკვლევა დაემატა. ესენია:მიკრო ალბუმინურიის (UACR) განსაზღვრა შარდში, კალიუმისა და ნატრიუმის განსაზღვრა სისხლში, შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა, ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური, მხოლოდ გულის უკმარისობის C სტადიის დროს) და სპირომეტრია.მარინა შიხაშვილის თქმით, განვითარებული პირველადი ჯანდაცვის პირობებში, რომელიც პრევენციას (მათ შორის სხვადასხვა დაავადების სკრინინგს) და პროაქტიურ სერვისებს მოიცავს, შემცირდება სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და, შედეგად, სახელმწიფოს გართულებული პაციენტების მართვაზე ნაკლები დანახარჯის გაწევა მოუწევს.„თუ ქვეყანაში არაა კარგი ეკონომიკური მდგომარეობა, არც ბაზისური პაკეტია ფართო. იყო დრო, როცა საქართველოში პირველადი ჯანდაცვა მხოლოდ უბნის ექიმის მომსახურებას გულისხმობდა და არ მოიცავდა კვლევებს. 2025 წლიდან საბაზისო პაკეტი, მისი მოცულობაც და ღირებულებაც გაიზარდა. ეს პაკეტი  ბევრად მომხიბვლელი გახდა მოქალაქეებისთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - აღნიშნა შიხაშვილმა.მისი განმარტებით, ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური პრევენციული სერვისების საჭიროებები აქვს და ამ სერვისების მიწოდება სწორედ პირველადი ჯანდაცვის ფუნქციაა.პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში  სახელმწიფო მომდევნო წლების განმავლობაში 120 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს.„ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ თანახმად, 2027 წლისთვის, წელიწადში ერთი ადამიანის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში კვლევებზე მისვლის საშუალო რაოდენობა 5 უნდა იყოს. 2030 წლისთვის ამ მონაცემის 6-მდე გაზრდა იგეგმება. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 4-ს შეადგენს. 

ჯანდაცვა 1787809661

ვალუტის კურსი
რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 აგვისტოს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6195 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0500 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.

ეკონომიკა 1787809513

ამინდი
27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.კერძოდ, 27 აგვისტოს უხვი ნალექი ძირითადად აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-მთიანეთშია მოსალოდნელი, 28 აგვისტოს კი - კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში.ძლიერი ნალექის გამო მოსალოდნელია მდინარეებზე წყალმოვარდნები და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება, რის გამოც ქვეყანაში საფრთხის საშუალო დონეა გამოცხადებული.

სხვადასხვა 1787809468

bog
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდოები ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა. გარდა ამისა, ბანკმა მიიღო ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო ბიზნესის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნესმიმართულებებით.ბანკის ინოვაციური მიდგომა გულისხმობს მომხმარებლისთვის იმ სერვისებზე წვდომის გამარტივებას, რომელთა მიღებაც მანამდე სპეციალისტის ჩართულობას ან ფილიალში ვიზიტს მოითხოვდა. ამის მაგალითია საინვესტიციო ანგარიშის ერთ წუთზე ნაკლებ დროში გახსნის ან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციის 1 დოლარიდან შეძენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს კრიპტოთი ვაჭრობაც შესთავაზა მობილბანკში, სადაც დღეს 100-მდე სხვადასხვა კრიპტო აქტივია ხელმისაწვდომი. ბანკის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე, 91%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით აგვარებს. ამასთან, „შემდეგი საუკეთესო შეთავაზების“ (Next-Best-Offer) სისტემა 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებლებს საკუთარ ინტერესებზე მორეგებულ პროდუქტებს სთავაზობს. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი  ბიზნესებს 1.9 მილიონ მომხმარებელთან აკავშირებს. ღია API პლატფორმა (api.bog.ge) კი ფინტექ კომპანიებსა და ERP პლატფორმებს ბანკის სერვისების პირდაპირი ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.„ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ. Global Finance-ის მიერ ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარება სწორედ ამ მიდგომის წარმატებას ადასტურებს. ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების უფრო მარტივად მართვაში ეხმარება, აძლევს ახალ შესაძლებლობებს და ციფრულ გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულს ხდის. ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ არის - ის მომხმარებლის რეალური საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათთვის პრაქტიკული ღირებულების შექმნას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება. 

ბიზნესი 1787746994