თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ჩვენი მიზანია, ქალაქში შევქმნათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება და რაც მთავარია, ათეულ წლებს გაუძლებს. ამჯერად, ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაციას - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი. ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED ლამპიონები. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.
1787112647
1786948849
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტისთვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყოსტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.
1786948712
ღამის ცვლაში მუშაობის რეალური ფასი: რა მოსდის ტვინს და სხეულს სინამდვილეში? - რეალობა, რომელიც თავს დროთა განმავლობაში იჩენსდილის ოთხი საათია, საავადმყოფოს განყოფილებაში სიჩუმეა. რეზიდენტი ექიმი უკვე ცხრა საათია ფეხზეა. ის დაღლილია, კუნთები სტკივა და თვალები ეწვის, თუმცა როდესაც დილის ექვს საათზე ცვლა სრულდება და ის საბოლოოდ სახლში ბრუნდება, დაძინებას ვერ ახერხებს. მისი შინაგანი საათი, რომელიც მილიონობით წლის ევოლუციის განმავლობაში მზის ამოსვლასა და ჩასვლაზე იყო მომართული, ეუბნება, რომ დილაა და გაღვიძების დროა. ვერც დაბნელებული ფარდები და ვერც ყურსაცმელები ამ ბიოლოგიურ ხმას ვერ ახშობს.ბრძოლა საკუთარ ბიოლოგიასთან: ინფარქტისა და კიბოს რისკი ეს არ არის პირადი სისუსტე - ეს არის კონფლიქტი სამუშაო რეჟიმსა და ადამიანის სხეულის ყველაზე ღრმა მექანიზმებს შორის. ეს რეალობა მილიონობით ადამიანს ეხება: ექთნებს, ინჟინრებს, მძღოლებსა და ქარხნის მუშებს, რომლებიც ქვეყანას მაშინ ამუშავებენ, როდესაც სხვებს სძინავთ.მეცნიერული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ საკუთარ შინაგან საათთან ეს დაუნდობელი ბრძოლა ადამიანებს ძვირად უჯდებათ. ღამის ცვლაში მუშაობა ზრდის ინფარქტის, ინსულტის, კიბოს, ფსიქიკური დაავადებებისა და დემენციის რისკს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ღამის ცვლაში მუშაობა “ადამიანისთვის სავარაუდოდ კანცეროგენულ“ ფაქტორთა ჯგუფშიც კი შეიყვანა.როგორ “ასუფთავებს“ ძილი ტვინს ტოქსინებისგან?ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ის, რომ ძილის დროს ტვინი საკუთარ თავს “რეცხავს“. ტვინის ქსოვილებში არსებობს ე.წ. გლიმფატური სისტემა, რომელიც ძილისას მავნე ნარჩენ პროდუქტებსა და ტოქსინებს გამოდევნის.როდესაც ძილი დარღვეულია, ეს “სანიტარული სისტემა“ ფერხდება, რაც ტვინში მავნე ცილების (ამილოიდისა და ტაუს) დაგროვებას იწვევს. სწორედ ეს ნივთიერებებია პასუხისმგებელი ალცჰაიმერის დაავადებაზე. შვედურმა კვლევამ, რომელიც 13 000-ზე მეტ ადამიანს 41 წლის განმავლობაში აკვირდებოდა, დაადგინა, რომ შუახნის ასაკში ღამის ცვლაში მუშაობა დემენციის რისკს 36%-ით ზრდის.გამოსავალი - “ბიფაზური ძილი“?მეცნიერები ახლა იკვლევენ ახალ თეორიას: შესაძლოა, ღამის ცვლის მუშაკებისთვის გამოსავალი ძილის ორ ბლოკად გაყოფა იყოს. ამას ბიფაზური ძილი ეწოდება.ისტორიული მონაცემებით, ინდუსტრიალიზაციამდე და ხელოვნური განათების გამოგონებამდე, ადამიანები სწორედ ასე იძინებდნენ: პირველი ძილი საღამოს 9 საათიდან შუაღამემდე გრძელდებოდა, შემდეგ ხალხი ერთი-ორი საათით იღვიძებდა (ლოცვისთვის, საუბრისთვის ან საოჯახო საქმეებისთვის) და შემდეგ ისევ “მეორე ძილს“ მიეცემოდნენ.ექიმი ლინ ვიქტორია მოენი, რომელიც ნორვეგიაში არქტიკულ წრეში მომუშავეებს აკვირდებოდა, აღნიშნავს, რომ ბევრი მუშაკი ინსტინქტურად გადადის ამ რეჟიმზე: იძინებენ დილის 9-დან პირველ საათამდე, ხოლო მეორე ბლოკს შუადღისას, შემდეგ ცვლამდე იმატებენ. მეცნიერების თქმით, 20-დან 50 წუთამდე წათვლემაც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კონცენტრაციას და ამცირებს ავარიების რისკს შინ დაბრუნებისას.წყარო:www.ambebi.ge
1786871700
უძრავი ქონება, ავტომობილები და ნაღდი ფული - რა ქონებას ფლობს გენერალური აუდიტორის ოჯახისაქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა.დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილის სახელზეა თბილისში მდებარე ორი ავტოფარეხი, რომლებიც 2025 წელს ჯამში 15 000 აშშ დოლარად შეიძინა.მის საკუთრებაშია ასევე თეთრიწყაროში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 2 000 კვ.მ ფართობით, რომლებიც 2011 წელს 9 000 აშშ დოლარად შეიძინა.გიორგი გაბიტაშვილი ასევე ფლობს თბილისში მდებარე 203.2 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც გასულ წელს 182 880 აშშ დოლარად შეიძინა.დეკლარაციაში ასევე მითითებულია თბილისში მდებარე 802 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2021 წელს 200 000 აშშ დოლარად არის შეძენილი, და 58.3 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2022 წელს 50 000 აშშ დოლარად შეიძინა.გიორგი გაბიტაშვილის ოჯახის წევრის, დედის სახელზეა დეკლარირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მდებარე 3 033 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილი, ასევე ფონიჭალაში მდებარე 1 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თბილისში არსებული არასაცხოვრებელი ფართი და ბინა.დედის საკუთრებაშია ასევე სოფელ ქვიშხეთში მდებარე 663 კვ.მ აგარაკის 39%-იანი წილი, რომელიც მას მემკვიდრეობით გადაეცა.დეკლარაციაში მითითებულია თბილისში მდებარე 48 კვ.მ ბინაც, რომელიც 2010 წელს 20 000 აშშ დოლარად არის შეძენილი, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე 309 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 2025 წელს განხორციელდა.დოკუმენტის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილის მეუღლე ფლობს ორ ავტომობილს - Lexus NX 300-ს, რომელიც 2022 წელს 19 813 აშშ დოლარად შეიძინა, და Lexus NX 350-ს, რომელიც გასულ წელს 30 000 აშშ დოლარად არის შეძენილი.როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი გაბიტაშვილს საბანკო ანგარიშებზე თანხა არ უფიქსირდება. ამასთან, ნაღდი ფულის სახით დეკლარაციაში მითითებულია, რომ ჰქონდა 350 000 ლარი და 62 000 ლარი. ხოლო მის მეუღლის დანაზოგი 5000 აშშ დოლარს შეადგენდა.ამავე დოკუმენტის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, გასული წლის იანვრიდან 11 ივნისის ჩათვლით ხელფასის სახით 57 564 ლარი მიიღო. გენერალური აუდიტორის საქმიანობიდან კი, 11 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისი შემოსავალი 75 415 ლარი იყო.დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილის მეუღლე სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშია დასაქმებული, სადაც დირექტორის მოადგილის პოსტს, ადმინისტრაციულ საკითხებში, იკავებს. მას ხელფასის სახით გასულ წელს 72 086 ლარი აქვს აღებული.გიორგი გაბიტაშვილის დედა კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურში ადმინისტრაციული სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტია. გასულ წელს მისმა ანაზღაურებამ 20 042 ლარი შეადგინა.შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 10 აპრილს ყოფილ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს დიდმა ბრიტანეთმა 3 მაღალჩინოსანთან ერთად ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა. ესენი იყვნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე.ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, აღნიშნული პირების მიმართ სანქციები დაწესდა მათ მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.
სხვა სიახლეები
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ჩვენი მიზანია, ქალაქში შევქმნათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება და რაც მთავარია, ათეულ წლებს გაუძლებს. ამჯერად, ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაციას - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი. ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED ლამპიონები. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.
საზოგადოება • 1787112647
საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი არსით, ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, ამიტომ საჭიროა ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და ასეთი შემთხვევები მომავალში სრულად გამოირიცხოს.საპატრიარქო მოუწოდებს სახელმწიფოს, საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს, შეისწავლოს მსგავსი ფაქტები და გამოიყენოს ყველა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმი მათ აღმოსაფხვრელად.„ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აზარტული თამაშების შემცველ ღონისძიებებში არასრულწლოვანებიც ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ტოტალიზატორმა „ბეტლაივმა“ გამართა ქალაქ ზესტაფონში. რასაც, ვფიქრობთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აქტივობები ფართო აუდიტორიის წინაშე იმართება და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა ბავშვებსაც ეძლევათ.განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ მოზარდების აზარტულ თამაშებში, თუნდაც გართობის ფორმით ჩართვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მათში გემბლინგისადმი ინტერესისა და შემდგომ თამაშდამოკიდებულებისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.მაშინ, როდესაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება და ასეთი ადამიანების მდგომარეობიდან გამოსაყვანად ხშირად ხანგრძლივი და კომპლექსური, მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება ხდება საჭირო.არასრულწლოვანთა ამგვარ ღონისძიებებში ჩართვა ბავშვებში აზარტული თამაშების პოპულარიზებისა და ინტერესის გაღვივების საშუალებაა და აზარტული თამაშების სფეროში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნათა უხეში დარღვევაა.აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს, შეისწავლოს მსგავსი ფაქტები და გამოიყენოს ყველა შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმი მათ აღმოსაფხვრელად.ამასთან, მივმართავთ მშობლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ბავშვების ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ შესაძლოა მომავალში მძიმე შედეგების მიზეზი გახდეს როგორც თავად მოზარდისთვის, ისე მისი ოჯახისა და მთლიანად საზოგადოებისთვის.საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელია დროული და კოორდინირებული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან, რათა ბავშვები დაცული იყვნენ მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულების რისკებისაგან.არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი არსით, ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ამიტომ საჭიროა ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და ასეთი შემთხვევები მომავალში სრულად გამოირიცხოს.მსგავს ფაქტებზე, რომლებიც მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესს საფრთხეს შეუქმნის, საქართველოს საპატრიარქოს მუდამ ექნება მკაფიო რეაქცია და მათ აღსაკვეთად ყველა შესაბამის შესაძლებლობას გამოიყენებს”, - წერია განცხადებაში.
საზოგადოება • 1787112480
ხელოვნური ინტელექტი 2030 წლისთვის შესაძლოა სამედიცინო მომსახურების გარკვეულ მნიშვნელოვან ამოცანებში ექიმებზე უკეთესი გახდეს, ხოლო საუკეთესო სამედიცინო დახმარების მომავალი არა ექიმისა და AI-ის თანამშრომლობას, არამედ სრულად ავტონომიურ AI-მოდელებს დაეფუძნოს – ამის შესახებ ჯანმრთელობის სფეროს მკვლევრები ახალ კვლევით ნაშრომში მსჯელობენ.ნაშრომის ავტორები ბიოეთიკოსი ეზეკიელ ემანუელი, მკვლევარი აბე ბეიკერ-ბატლერი და Curai Health-ის აღმასრულებელი დირექტორი ნილ ხოსლა არიან. მათი ნაშრომი ორშაბათს JAMA-ში გამოქვეყნდა. ავტორები არ ეთანხმებიან სამედიცინო სფეროში დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ ხელოვნურ ინტელექტს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მხოლოდ „დამხმარე როლი“ უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომას მხარს უჭერს American College of Physicians-ი.ავტორები ნაშრომში მსჯელობისას რამდენიმე კვლევას ეყრდნობიან. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, Google-ის Articulate Medical Intelligence Explorer-მა პაციენტის ჩივილების გამოვლენაში, სიმპტომების შეფასებასა და სამედიცინო ისტორიის შეკრებაში ადამიან ექიმებს „მნიშვნელოვნად“ აჯობა.კიდევ ერთ კვლევაში ChatGPT o3-მა 377 რთული, რეალურ კლინიკურ შემთხვევიდან 60%-ში საბოლოო დიაგნოზი პირველმა სწორად დაასახელა. შედარებისთვის, 20-მა ექიმმა 302 შემთხვევისგან შემდგარ ქვეჯგუფში სწორი საბოლოო დიაგნოზი პირველმა მხოლოდ დაახლოებით 16%-ში დაასახელა.ნაშრომის ავტორები ასევე ეჭვქვეშ აყენებენ ექიმებისა და AI-ის თანამშრომლობის იდეას. მათი თქმით, ადამიანის ჩართვამ შესაძლოა შედეგები კი არ გააუმჯობესოს, გააუარესოს კიდეც. ისინი 2024 წლის კვლევას იშველიებენ, რომლის მიხედვითაც AI-ზე დაფუძნებულ კლინიკურ ქეისებში რეალური ექიმების ჩართვამ შედეგები მნიშვნელოვნად გააუარესა იმ შემთხვევებთან შედარებით, როდესაც საქმეს მხოლოდ AI ასრულებდა.ავტორები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მაშინ როდესაც ექიმებმა შესაძლოა საკუთარი კოგნიტური და კლინიკური უნარები დაკარგონ ე.წ. „AI-induced deskilling“-ის გამო – ეს AI-ზე გადაჭარბებული დამოკიდებულების შედეგად ადამიანური ცოდნისა და უნარების თანდათანობითი დაქვეითებაა.თუმცა სრულად ავტონომიური AI-ექიმების მიერ პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების დამოუკიდებლად გაწევა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შეუძლებელია. ნაშრომის ავტორების განცხადებით, ამისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ანაზღაურებისა და რეგულირების საკითხებია გადასაჭრელი.ამ მოსაზრებას არ იზიარებს ამერიკული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, რობერტ ვახტერი. 2026 წელს გამოცემულ წიგნში „გიგანტური ნახტომი“ ის წერს, რომ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას კვლავ AI-ით გაძლიერებული ექიმები უზრუნველყოფენ, მაშინ როდესაც პაციენტების უფრო დაბალშემოსავლიანმა ნაწილმა შესაძლოა მხოლოდ AI-ზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს.ამერიკის სამედიცინო ასოციაცია და American College of Physicians-ი კი აცხადებენ, რომ AI კლინიკურ გადაწყვეტილებებში „დამხმარე როლში“ უნდა დარჩეს, რათა პაციენტებისთვის სარგებელი მაქსიმალური, ხოლო ზიანი მინიმალური იყოს.ზემოხსენებული ნაშრომის ავტორები მედიცინაში AI-ის განვითარებას ჭადრაკის ისტორიას ადარებენ. 1997 წელს IBM-ის მიერ შექმნილმა სპეციალიზებულმა სუპერკომპიუტერმა, Deep Blue-მ, მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვს მოუგო. მომდევნო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჭადრაკში ადამიანისა და AI-ის კომბინირებული გუნდები დომინირებდნენ, თუმცა 2017 წლისთვის დამოუკიდებლად მოქმედმა AI-მ უკვე ამ ჰიბრიდულ გუნდებს აჯობა.ავტორების აზრით, მედიცინამ შესაძლოა მსგავსი გზა გაიაროს. თუმცა, ჭადრაკისგან განსხვავებით, მედიცინაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. თუ ექიმები კოგნიტური სამუშაოს შესასრულებლად სულ უფრო მეტად დაეყრდნობიან AI-ს, შესაძლოა მათი კლინიკური უნარები თანდათან შესუსტდეს, რაც მომავალში AI-სთვის გადაწყვეტილებების სრულად გადაბარებას შეუქცევად პროცესად აქცევს.წყარო: forbes.ge
ჯანდაცვა • 1787112408
თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს ბანკის ახალი ინციატივა საინტერესო სივრცეებს აერთიანებს - მთავარი მიზანი კი მცირე ბიზნესების წახალისება და დაახლოებაა. პროექტის პრინციპი მარტივია: გაუყევით ჯაჭვს და წაიყოლეთ ფასდაკლება - სტუმრობთ ერთ ობიექტს, სადაც პოსტერი დაგხვდებათ ფასდაკლების ვაუჩერებით, ჩამოხევთ ვაუჩერს და მიემართებით ახალი სივრცის აღმოსაჩენად, სადაც კიდევ სხვა ობიექტის ფასდაკლება გელოდებათ.Ganjina-დან ჯაჭვი JPG Tbilisi-ში წაგიყვანთJPG Tbilisi შემოქმედებითი სივრცე და პრინტ შოპია, რომელიც ახალ ენერგიასა და საინტერესო ადამიანებს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ აქ გამორჩეული და ინდივიდუალური პრინტები დაგხვდებათ, შეგიძლიათ საკუთარი დიზაინი მაღალ ხარისხში დაბეჭდოთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. JPG Tbilisi-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, რომ მსგავსი ინიციატივები დამწყები ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად ღირებულია: „ერთმანეთთან დამეგობრება მხოლოდ ცნობადობის გაზრდას კი არა, ახალი კონტაქტებისა და გამოცდილებების გაზიარებას ნიშნავს. დამოუკიდებლად ფართო აუდიტორიაზე გასვლა რთულია, საქართველოს ბანკისნაირი პარტნიორი გვეხმარება, ეს პროცესი ბევრად მარტივი და სწრაფი გახდეს“.JPG Tbilisi-ის ფასდაკლების კუპონი Dodonut-მდე მიგიყვანთთუ ტკბილეული გიყვართ, აუცილებლად გეცოდინებათ Dodonut - ქართული ტკბილეულის საცხობი და კაფე, რომლმაც გამორჩეული გემოებით მომხარებელს მალევე შეაყვარა თავი. დოდონატის ფერად ვიტრინაში მუდმივად დაგხვდებათ 12 სხვადასხვა სახეობის ფუმფულა დონატი, ორცხობილა და არომატული ყავა. გემოების ასეთმა მრავალფეროვნებამ, ხარისხმა და დიდმა შრომამ შედეგიც გამოიღო და ბრენდმა ბათუმში გაფართოებაც შეძლო.დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, გვიყვება, რომ მათთვის პროექტში მონაწილეობა ერთგვარი აუცილებლობაც კი იყო:„ვფიქრობთ, სხვა ბიზნესებთან დამეგობრება და პარტნიორობა ყველასთვის სასარგებლოა. ეს კავშირები გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ ხილვადობა, ვიპოვოთ ახალი, სანტერესო კონტაქტები. მცირე ბიზნესების წარმატების საიდუმლო სწორედ ამ ურთიერთმხარდაჭერაშია. საქართველოს ბანკის წამახლისებელ პროექტებში ხშირად ვმონაწილეობთ და ყოველ ჯერზე კარგი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ არც ახლა გვიფიქრია ბევრი“.ჩაერთეთ ჯაჭვშიპროექტის მარშრუტი ასე გამოიყურება: Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG Tbilisi > Dodonutთუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, რომ ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ, გაზარდოთ ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუდგეთ გვერდში, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობთ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი. პროცესი ძალიან მარტივია: შეავსეთ განაცხადის ფორმა: გადადით ბმულზე, დატოვეთ თქვენი მონაცემები და ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ; მიიღეთ პოსტერი: ჩვენ გამოგიგზავნით სპეციალურ პოსტერს, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანს; უმასპინძლეთ ახალ სტუმრებს: მოემზადეთ იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ თქვენთან გადმოინაცვლებენ. ეს კამპანია ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პარალელურად, ერთმანეთის მხარდაჭერით განვითარება უფრო მარტივია. ადგილობრივი ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში სრულიად ახალ და საინტერესო მარშრუტს ქმნის, სადაც ყოველი გაჩერება ახალი აღმოჩენაა. ჯაჭვში ჩართული ობიექტების სრულად სანახავად შეგიძლიათ განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი. ჩაერთეთ ჯაჭვში
ბიზნესი • 1787044012
ჩვენ ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთი კომპანიის მიერ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის არასახელმწიფოებრივი განცხადებები ისმის, რადგან ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ.„ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, რომელიც დაკავშირებულია მომავალთან, ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მტრულ და არასახელმწიფოებრივ განცხადებებს ვისმენთ. ისინი თავიანთი ქმედებებით ყველაფერს გააკეთებენ და შეეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლო ადამიანები და საქართველო მათთვის უბრალოდ ტერიტორიაა; არ აქვთ განცდა, რომ საქართველო მათთვის სამშობლოა; იმართებიან გარედან, წარმოადგენენ აგენტურას. შესაბამისად, რასაც ავალებენ და მოსთხოვენ იმას აკეთებენ, ჩვენ კი ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არ სცდება.„იცით, რომ არსებობს კანონი „ოკუპაციის შესახებ“ და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ კანონს არ სცდება. ხალხებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება. სამედიცინო დახმარება იქნება, საწვავის მიმართულებით ხელშეწყობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.რაც შეეხება აფზახეთისთვის საწვავის მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ კონკრეტულ კომპანიაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია.„არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ საკითხთან, არსებული კანონის ფარგლებში ხდება. ქვეყანაში დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. 2012 წლამდე ამ მხრივ რაც ხდებოდა - ბიზნესზე შეტევა, ტერორი, წართმევა, ოჯახების გაუბედურება, წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მთავარია, ბიზნესსექტორის გადაწყვეტილებები, მათი ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. აბსოლუტურად ყველა თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბიზნესი • 1787033502
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 28-დან 33 გრადუსამდე იქნება.ნალექიანი ამინდი იქნება დედაქალაქშიც. თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერი კი დღისით დაახლოებით 31 გრადუსამდე გათბება.
სხვადასხვა • 1787033350










