1790156406
ბიტკოინის ფასი 86 000 დოლარს უახლოვდება
ორშაბათიდან თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში რძე და რძის შემცველი პროდუქტი დაბრუნდება,- ამის შესახებ კახა კალაძის მოადგილემ, კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.მისი თქმით, სამედიცინო პროტოკოლით, ნოროვირუსის მიმდინარეობის დროს რძის პროდუქტისა და შემწვარი საკვების მიღება რეკომენდებული არ არის, თბილისის მერიამ კი სწორედ ამ მითითებით იმოქმედა.,,ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიდ ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას.რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით - დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება.ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით",- აღნიშნა აბულაძემ.
1790239937
1790143283
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების წილმა(52%) ქართველებისას გადააჭარბა - Colliers2026 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების აქტივობა მცირედით გაიზარდა. მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 14%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ივლისში ეს მაჩვენებელი 12% იყო.Colliers-ის კვლევის მიხედვით, უცხოელი მყიდველების წილის ზრდის მიუხედავად, როგორც ძველი, ისე ახალი პროექტების შემთხვევაში, უძრავ ქონებას ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ.აგვისტოში თბილისში სულ 3 388 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 18.9%-ით აღემატება. ამასთან, ბაზრის მოცულობა წლიურად 35.2%-ით გაიზარდა და 297 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.გაყიდვების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ახალაშენებულ პროექტებში დაფიქსირდა და 23.7% შეადგინა. Colliers-ის შეფასებით, აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი სამგორისა და დიდი დიღმის რაიონებს მიუძღვის.ამავე პერიოდში, გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებიც. 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ქალაქის ცენტრში 16.7%-ით, ფართო ცენტრში 16%-ით, ხოლო გარეუბნებში 10.4%-ით გაიზარდა.ბათუმში უცხოელი მყიდველები უმრავლესობაში არიანთბილისისგან განსხვავებით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აგვისტოში უცხოელი მყიდველების წილმა ქართველების მაჩვენებელს გადააჭარბა.Colliers-ის მონაცემებით, უცხოელების წილმა ძველ და ახალ პროექტებში 52% შეადგინა. ივლისში ეს მაჩვენებელი 48% იყო, საქართველოს მოქალაქეების წილი კი 50%-ს შეადგენდა.აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების 1 235 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 4.3%-ით ნაკლებია. მიუხედავად ტრანზაქციების შემცირებისა, ბაზრის მოცულობა 2.9%-ით გაიზარდა და 81 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
1790063531
რას ითხოვენ „დეზერტირების ბაზრის“ მოვაჭრეები? - 1-ელი ოქტომბრიდან, მათ, ბაზრის ტერიტორია უნდა დატოვონე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა დღეს გზა გადაკეტეს. თვითდასაქმებულების პროტესტი ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მათ ტერიტორიის დატოვება და მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ. არსებული ინფორმაციით, მოვაჭრეებს უთხრეს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ბაზრის ტერიტორიაზე ვეღარ იმუშავებენ.მოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნება სურთ. მათი თქმით, ისინი სავაჭრო ადგილებში იჯარას იხდიან და ადმინისტრაციისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვენ, რა ბედი ელის მათ საქმიანობას.მოვაჭრეების უკმაყოფილება ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების საკითხიც უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაზიანებული მილის გამო ბაზრის ნაწილი საკანალიზაციო წყლით დაიტბორა და ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.ამასთან, ბაზრის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი, რის გამოც ტერიტორიის მომავალი წლებია განხილვის თემაა.ტერიტორიაზე ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის მოწყობა იგეგმება და პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაცემულია. მოვაჭრეები შიშობენ, რომ არსებული სავაჭრო ადგილების გაუქმების შემდეგ ახალ კომპლექსში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ და შემოსავლის გარეშე დარჩებიან. სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, არსებული სავაჭრო სივრცე შეინარჩუნონ და სამუშაო ადგილებიდან არ გაიყვანონ.„მოვითხოვთ, მოვიდნენ მერიის წარმომადგენლები და გაგვცენ კონკრეტული პასუხები... მივმართავთ ბატონ კალაძეს, კობახიძეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ერთი ბაზარი, კი კერძოდ გაყიდეს და ვიღაცას ჩაუგდეს ხელში, მაგრამ ხალხისთვისაც უნდა იყოს. არ ვითხოვთ არანაირ დახმარებას, ფულს... რა ხდება ვერ გავიგეთ, არც ადმინისტრაცია გვცემს პასუხს, არც მერია. ვიცით, რომ მოლის აშენება უნდათ, გადაგვითხარეს ადგილი“, - თქვა დღეს ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა მოვაჭრემ.
1789979400
ფინანსური პირამიდების ახალი საფრთხე საქართველოში - როგორ ატყუებენ დაზარალებულებს?ბოლო პერიოდში საქართველოში ე.წ. თაღლითურმა ფინანსურმა პირამიდამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ეროვნულ ბანკს საგანგებო განცხადების გაკეთებამ მოუწია, რათა მოსახლეობა ამ თაღლითურ სქემებში არ გაებას. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არ არის ახალი და ამიტომაც გაჩნდა კითხვა, რა მასშტაბს მიაღწია, პრევენციისთვის საჭირო ზომები ტარდება თუ არა და საერთოდ, რისი გაკეთებაა აუცილებელი, ამ საკითხებზე ვესაუბრებით ალექს სუდაძეს, კრიპტოვალუტების სერტიფიცირებულ ექსპერტს.- ფინანსური პირამიდები ახალი მოვლენა არ არის, ის უკვე ასი წელია არსებობს და განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როცა ქვეყანაში დიდი კრიზისია. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მძიმე ეკონომიკური ფონის გამო ეს სქემები ევროპასა და ამერიკაში ძალიან აქტუალური გახდა.როდესაც მოსახლეობას ეკონომიკურად უჭირს და დასაქმების პრობლემაა, სწორედ მაშინ იჩენს თავს მსგავსი თაღლითური სქემები. ამ დროს სამსახურდაკარგულ ადამიანებს, რომლებსაც მცირე დანაზოგი აქვთ და მომდევნო თვეში ვალები აქვთ გასასტუმრებელი, გამოსავლის პოვნა უჭირთ. ამიტომ ისინი მარტივად თანხმდებიან უეცრად გამოჩენილ "შემოსავლიან" შეთავაზებებს.სწორედ მოსახლეობის ამ მოწყვლადი მდგომარეობით სარგებლობენ ქსელური მარკეტინგის წარმომადგენლები თუ ფინანსური პირამიდის სპეციალისტები. ეს პირები ქვეყანაში შემთხვევით არ შემოდიან. თავდაპირველად რამდენიმე მათგანი წინასწარ, საფუძვლიანად სწავლობს არსებულ ფონს, იწყებენ ბაზრის კვლევას - აანალიზებენ ქვეყნის მოსახლეობასა და პოტენციურ მსხვერპლთა რაოდენობას. მაგალითად, თუ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონია, გამოთვლიან, რომ აქედან თაღლითურ სქემაში პირობითად 250 000 კაცის ჩართვაა შესაძლებელი. ამის შემდეგ ფასდება "საშუალო ჩეკი" - რა თანხის მიღებას შეძლებენ თითოეული პირისგან, იქნება ეს 100, 1000 თუ 1500 დოლარი.საქართველოში ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თბილისსა და ბათუმშია თავმოყრილი, მაგრამ ფინანსური პირამიდების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ აქტიურად გავიდნენ რეგიონებშიც. ბოლო, "ტი-ეს-ქიუს" (TSQ) სქემაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონი. სიტუაცია იქამდეც კი მივიდა, რომ ხალხი ფულის საშოვნელად ძროხებს აგირავებდა.- მაინცდამაინც რეგიონები რატომ, ეს ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება?- ფინანსური პირამიდების ორგანიზატორები მასობრივად დარტყმისთვის მიზანმიმართულად იყენებენ ე.წ. რეგიონულ ეფექტსა და ნათესაურ კავშირებს. როდესაც რაიონში მცხოვრები ნაცნობი მოულოდნელად მდიდრდება და ახალ მანქანას ყიდულობს, ეს ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და დედაქალაქის მოსახლეობაზეც უძლიერესად მოქმედებს. უხერხულობისა და შელახული ეგოს გამო, მძიმე შრომაში ჩაბმული, 1500-ლარიანი ხელფასის მქონე მოქალაქეებიც კი მარტივად ებმებიან მახეში.მსხვერპლის მოსაზიდად თაღლითები ასევე აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ყალბ ვიდეოებს ქმნიან, რის ამოცნობაც ხალხს უჭირს.სქემაში ჩართული ადამიანი მოგვიანებით თავისიანებსაც ითრევს, რასაც ორი მიზეზი აქვს: სხვების ხარჯზე ფულის დაბრუნების სურვილი და ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ მარტო თვითონ არ აღმოჩნდეს სულელის როლში.რეალურად, წლების განმავლობაში პირამიდების მუშაობის მთავარი პრინციპი უცვლელია და მხოლოდ მათი სახელები იცვლება. ერთადერთი სიახლე ტექნოლოგიების განვითარება და სქემაში კრიპტოვალუტის დამატებაა, რომელსაც მხოლოდ ქვეყნიდან ფულის გასატანად იყენებენ.ვინაიდან რეგიონებში კრიპტოვალუტას ნაკლებად იცნობენ, თაღლითები P2P (პეოპლე ტო პეოპლე) ვაჭრობაში რთავენ ე.წ. დროპერებს. ამ როლს ძირითადად ფინანსურ რისკებში გაუთვითცნობიერებელი სტუდენტები ან ექსპატები (ანუ ექსპატრიანტი - სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით მომუშავე ან დროებით მცხოვრები პირი) ასრულებენ. მცირე საკომისიოს სანაცვლოდ ისინი საკუთარ ანგარიშებზე დაზარალებულებისგან თანხას იღებენ, ყიდულობენ კრიპტოვალუტას და თაღლითებს უგზავნიან. ბანკი მხოლოდ ადგილობრივ ჩარიცხვას ხედავს, კრიპტოს შემდგომი მისამართი კი მისთვის უხილავია. შესაბამისად, როცა მოტყუებული მსხვერპლი ჩივის, გამოძიება პირველ რიგში სწორედ ამ უნებლიე მონაწილე "დროპერებთან" მიდის.ზოგადად, კრიპტოვალუტის გამოყენება თაღლითებს საშუალებას აძლევს მითვისებული ფული მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაიტანონ.კრიპტოსაფულეს გეოგრაფია არ გააჩნია, რაც ფულის კვალის პოვნას ართულებს. სანამ ადგილობრივი გამოძიება ტრანზაქციებს მიაკვლევს და საქმეში საერთაშორისო სამძებრო სამსახურებს ჩართავს, ფასდაუდებელი დრო იკარგება და პროცესი ხშირად 2-3 წელიწადს ჭიანურდება.- რატომ ვერ ხერხდება ან პრევენცია, ან ადეკვატური რეაგირება?- სამწუხაროდ, მოსახლეობას უჭირს გააზრება, რომ შეუძლებელია 100 ან 400 ლარით საქმის დაწყება და მოკლე დროში 10.000 ლარის მოგება. ეს არარეალურია. მსგავსი სქემები წლებია არსებობს, თუმცა დღეს ტექნოლოგიების განვითარებამ ისინი უფრო დამაჯერებელი გახადა. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტით (AI) შექმნილი და გახმოვანებული ყალბი ვიდეოები ძალიან რეალისტურად გამოიყურება. პარალელურად კი, კრიპტოვალუტა თაღლითებს თანხების სწრაფად გატანის საშუალებას აძლევს.კომერციულმა ბანკმა შეიძლება შეამჩნიოს საეჭვო ტრანზაქციები, მაგალითად, თუ პირს სხვადასხვა ქალაქიდან პერიოდულად ერიცხება თანხები. ასეთ დროს ბანკს მონიტორინგის მექანიზმები აქვს და საგამოძიებო სამსახურის ჩარევის შემთხვევაში ანგარიში შეიძლება დაიბლოკოს. კრიპტოვალუტის შემთხვევაში კი ანგარიშს ვერავინ გაყინავს, სანამ საგამოძიებო უწყება მას ოფიციალურად არ მონიშნავს თაღლითურად. როგორც კი კრიპტობირჟა ხედავს, რომ მისამართი მარკირებულია, ის ყინავს ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს, რაც გამოძიებას საქმეს უადვილებს. თუმცა ბირჟა ვერასდროს მიხვდება, კონკრეტული ტრანზაქცია საქართველოს თაღლითური სქემიდან მომდინარეობს თუ, მაგალითად, ვიეტნამის კორუფციული გარიგებიდან, რადგან კრიპტომისამართებს გეოგრაფია არ უწერია. შესაბამისად, ფული "სუფთად" ითვლება მანამ, სანამ მომჩივანი არ გამოჩნდება. საგამოძიებო სამსახური მისამართების მარკირებას მხოლოდ საჩივრის საფუძველზე იწყებს. პრობლემა კი ისაა, რომ მოტყუებული ადამიანები ხშირად დუმილს ამჯობინებენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დაზარალებულები ხშირად ვერ აცნობიერებენ კოლექტიური სარჩელის ძალას. როდესაც მხოლოდ ერთი პირი ჩივის, გამოძიებისთვის რთულია თაღლითობის დამტკიცება. მართალია, ადამიანმა თანხა მოტყუებით გადარიცხა, მაგრამ ფაქტის იურიდიულად დასაბუთება და თაღლითობის მუხლის მისადაგება რთულია. ერთ ინდივიდზე შეიძლება იფიქრონ, რომ უბრალოდ პირადი, ნეგატიური განწყობის გამო ჩივის, მაგრამ, როცა საჩივარს 100 ან 200 კაცი ერთობლივად აწერს ხელს, საქმე იცვლება. 100 კაცი ერთსა და იმავე ისტორიას ვერ მოიგონებს. ასეთ დროს თაღლითობის ფაქტი აშკარა ხდება და ბრალის წაყენებაც გაცილებით მარტივია.- კონკრეტულად საქართველოზე რომ გავაკეთოთ ფოკუსირება, არის რამე აქ განსხვავებული ფაქტორი?- ბოლო წლებში, ტექნოლოგიური პროგრესისა და ავტომატიზაციის გამო გაზრდილმა უმუშევრობამ ადამიანები მსგავსი სქემების მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა. თაღლითები იყენებენ ფსიქოლოგიურ მანიპულაციასა და აგრესიულ ზეწოლას, მაგალითად, ფულის დროულად არმიტანის შემთხვევაში "გუნდიდან გაგდების" მუქარას. ისინი მსხვერპლს მარტივი გამდიდრების ილუზიას უქმნიან, იქნება ეს, მაგალითად, მუსიკის ასაკოვანი პედაგოგის უეცრად "ფინანსურ ანალიტიკოსად" გადაქცევა თუ პენსიონერის დარწმუნება, რომ მცირე ინვესტიციით უზარმაზარ მოგებას ნახავს.ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ფინანსური განათლების ნაკლებობაა. განაგრძეთ კითხვა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და ყოველდღიური საბანკო სერვისებით სარგებლობისას მათ დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად, დასრულდა გზავნილების გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. კამპანიის ფარგლებში, ჯამში 72,000 ლარი გათამაშდა - 62 მომხმარებელმა ყოველდღიური გათამაშების ფარგლებში 1,000 ლარი მოიგო, ხოლო ერთმა მომხმარებელმა სუპერპრიზი - 10,000 ლარი მიიღო. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით უნდა გაენაღდებინათ. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. გათამაშებაში ჩართვა საზღვარგარეთ მცხოვრებ მომხმარებლებსაც შეეძლოთ - ამისთვის მათ გზავნილი საკუთარ თავთან უნდა გამოეგზავნათ და თანხა მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაენაღდებინათ. „გზავნილების გათამაშების ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა მივეცით, თანხის მიღებასთან ერთად, ფულადი პრიზებიც მოეგოთ. მოხარული ვართ, რომ კამპანიის ფარგლებში ჯამში 72,000 ლარი გავათამაშეთ და არაერთ მომხმარებელს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა მივეცით. მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ინიციატივების შეთავაზებას, რომლებიც მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მარიამ ბექაურმა. ინფორმაციისთვის,საქართველოს ბანკის გზავნილები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თანხა სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ საკუთარ ანგარიშზე. სერვისი მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ინტეგრირებული და მომხმარებლებს გზავნილის მიღებასთან ერთად, სტანდარტულთან შედარებით, უკეთესი კურსით კონვერტაციის შესაძლებლობასაც სთავაზობს.
ბიზნესი • 1790350109
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტში დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნესგამოფენის „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი კომპანიებისთვის გამოფენის ფორმატის, პროგრამისა და უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაზიარება და მათ შორის ახალი საქმიანი კავშირების წახალისება იყო.საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს IT/ტექნოლოგიების, სამშენებლო და დეველოპერული, არქიტექტურისა და დიზაინის, სამედიცინო, საავტომობილო და სხვა სექტორებში მომუშავე კომპანიებმა.საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო – უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ 2026 წლის 7-8 ოქტომბერს ტაშკენტში, JW Marriott Tashkent-ში გაიმართება. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია გაყიდვების ასოციაცია, ხოლო მისი ადგილობრივი პარტნიორები არიან The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ) და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.გამოფენის მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავება, ქართული კომპანიებისთვის უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობების გაცნობა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების შექმნის ხელშეწყობა. ღონისძიება 2,000-მდე კორპორაციული სექტორის წარმომადგენელს უმასპინძლებს, ხოლო მასში სხვადასხვა ინდუსტრიის 50-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ბიზნესი • 1790343240
საქართველოს ბანკმა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, Standard Chartered Bank-თან, საკორესპონდენტო ურთიერთობა დაამყარა. ახალი პარტნიორობა ბანკს საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით შესაძლებლობების გაფართოებისა და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი საბანკო სერვისების შეთავაზების საშუალებას მისცემს.Standard Chartered Bank გლობალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც საერთაშორისო გადახდების, სავაჭრო ფინანსებისა და ტრანზაქციული საბანკო მომსახურებების მიმართულებით ფართო გამოცდილება აქვს. საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა კი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს საერთაშორისო გადარიცხვების ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ტრანზაქციების დამუშავების პროცესები და მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული უფრო მოქნილი და ეფექტიანი სერვისები შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებსა და საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობას ახორციელებენ.Standard Chartered Bank-თან თანამშრომლობა საქართველოს ბანკის საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების გაფართოების ნაწილია და კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
ბიზნესი • 1790333691
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისების გამარტივებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, მომხმარებლებს Western Union-ის სისტემით თანხის გაგზავნისას საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ. შეთავაზება მოქმედებს საქართველოდან საზღვარგარეთ Western Union-ის სისტემით განხორციელებულ ფულად გზავნილებზე. შეთავაზებით სარგებლობა 13 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.ინფორმაციისთვის, Western Union არის საერთაშორისო ფულადი გზავნილების სერვისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თანხის სწრაფად გაგზავნა და მიღება შეუძლიათ. კომპანია 200-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე ოპერირებს.
ბიზნესი • 1790322653
ფრინველის გრიპის H5N1-ის ვირუსი შესაძლოა მომავალში ახალი პანდემიის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გახდეს - ამაზე ყურადღებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები ამახვილებენ. ვირუსი ბოლო წლებში ფართოდ გავრცელდა და ფრინველებთან ერთად ძუძუმწოვრებშიც, მათ შორის მსხვილფეხა პირუტყვშიც, დაფიქსირდა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალი შეფასებით, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ცირკულირებს და სულ უფრო მეტ ცხოველურ სახეობას აზიანებს. განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ში რძის მწარმოებელ პირუტყვში H5N1-ის გავრცელება, რასაც ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც მოჰყვა.სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარი ამ ქვეტიპს „დაავადება X“-ის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად განიხილავს. ანუ, H5N1-ის ერთ-ერთ ქვეტიპს იმ ვირუსებს შორის განიხილავენ, რომლებმაც შესაბამისი ცვლილებების შემთხვევაში შესაძლოა ფართომასშტაბიანი ეპიდემია გამოიწვიონ.საერთაშორისო ორგანიზაციები - WHO, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WOAH) - აცხადებენ, რომ ვირუსის ფართო გავრცელება საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, რადგან მისი ადამიანებში გავრცელების შესაძლებლობა რჩება.თუმცა, ამ ეტაპზე ახალი პანდემიის დაწყების ნიშნები არ არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო შეფასებით, H5 ვირუსებით გამოწვეული გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი დაბალია და H5N1-ის ადამიანიდან ადამიანზე მდგრადი გადაცემის მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.რისკის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ისაა - შეძლებს თუ არა ვირუსი მომავალში ადამიანებს შორის უფრო მარტივად გავრცელებას. ამიტომ მეცნიერები მის გენეტიკურ ცვლილებებსა და სხვადასხვა სახეობაში გავრცელებას მუდმივად აკვირდებიან.WHO-მ რამდენიმე დღის წინ, რეკომენდაცია გასცა H5N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევისა და პანდემიური მზადყოფნის გაგრძელების შესახებს.WHO-ს მონაცემებით, 2026 წელს, 6 სექტემბრის მდგომარეობით, H5N1-ით ინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვა • 1790317620
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, მათ შორის 34,5 ათასი ტონა მაღალკონდიციური ყურძენია.სააგენტოს ცნობით, გადამუშავებული მოსავლიდან 29 ათასი ტონა საფერავია, 12,4 ათასი ტონა — რქაწითელი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა სხვადასხვა ჯიშის ყურძენზე მოდის.მევენახეებისგან ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 21 ლოკაციაზე იბარებს. პარალელურად, მოსავლის მიღების პროცესში აქტიურად არის ჩართული ღვინის კერძო სექტორიც.რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დაახლოებით 500 ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული. კომპანიები ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან. მოსავლის დაბინავება კახეთის მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს.როგორც, ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ყურძენს დადგენილი პირობებით ჩაიბარებს.კომპანია კონდიციურ საფერავში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, მევენახეებს კილოგრამში 1,50 ლარს გადაუხდის. 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის საფერავის ფასი 1 ლარია, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 50 თეთრი.რქაწითელსა და კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი კილოგრამზე 1,30 ლარია. 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის ყურძენში 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 50 თეთრი იქნება გადახდილი.
სოფლის მეურნეობა • 1790314200










