საზოგადოება
მევლუდ მელაძე
კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, არაერთ ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე კვლევებიც დაიდო - მევლუდ მელაძე

დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსალოდნელ რეგულაციებზე და ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო მექანიზმებზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე გამოწვევების ფონზე მუნიციპალიტეტი მზადაა სხვადასხვა მკაცრი ნაბიჯი განიხილოს, თუმცა ამისთვის საზოგადოების მხრიდანაც შესაბამისი მზაობაა საჭირო.„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.

1794566030

1794464951

საცობების მოსაგვარებლად კახა კალაძე კენტი და ლუწი ნომრების სისტემასა და ზოგიერთ უბანში ფასიან შესვლას განიხილავს

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემას ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია, თუმცა საზოგადოებამაც უნდა გამოხატოს მზაობა.კალაძე ამბობს, რომ დღეს თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ავტომობილზე დამოკიდებულება და რაოდენობაა.კალაძის თქმით, მის გუნდს ხშირად აკრიტიკებენ, რომ არ აშენებენ ესტაკადებს, თუმცა "ესტაკადის გაკეთება, არ არის გამოსავალი"."ეს პირიქით, იქნება წახალისება ავტომობილების მიმართულებით. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი - გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა. თავის დროზე, როცა გაკეთდა, გამტარუნარიანობა ჰქონდა, გავიდა დრო გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და დღეს წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ერთ კონკრეტულ ადგილზე რომ გაკეთდეს ესტაკადა, გვეუბნებიან, რომ ეს არაფერს მოგვცემს. შეიძლება კონკრეტული მონაკვეთი დღეს სწრაფად გაიაროს ავტომობილმა, სხვა მონაკვეთზე იგივე პრობლემა შეიქმნება და შეიძლება გაიჭედოს ჩვენი ქუჩებისა და გამზირებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღეს ჩვენ თუ გავაკეთებთ ესტაკადებს და შეიძლება კონკრეტულ მონაკვეთებში თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი, ათი წლის მერე რას ვაკეთებთ? იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით, როდესაც გაიზრდება კიდევ უფრო ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად, ეს არ არის გამოსავალი.ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ გზებს ვავიწროებთ, საავტობუსო "ზოლებს რომ აკეთებთ"... თითქოს ეს იყოს პრობლემა.მარტივი მაგალითი მინდა, მოვიყვანო - აღმაშენებლის ხეივანი, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, არანაირი საავტობუსო ზოლი არ დახაზულა. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე - უბრალოდ, გარკვეულ მონაკვეთებში, კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენად ბევრი ავტომობილი გადაადგილდება.ამით რისი თქმა მინდა, რომ დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა. ის რომ, მერია არაფერს არ აკეთებს.. რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხომ? როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითავისოთ. მაგალითად , თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის", - აღნიშნა კალაძემ "იმედის" ეთერში და დასძინა: ისე არ გამოვა, რომ მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს და პრობლემა არის. არა. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მაშინ ყველამ უნდა გავიჭირვოთ".Ipn.ge

1794408420

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება – პროექტის ღირებულება ₾14.5 მილიონამდე გაიზარდა

ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულებაც თავდაპირველი გეგმით 2025 წელს იყო გათვალისწინებული, დღემდე გრძელდება. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროექტის დასრულების საბოლოო ვადად 2027 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 2024 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ-სი“ გახდა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 13 161 212.46 ლარს შეადგენდა, ხოლო პროექტის დასრულების ვადა 2025 წლისთვის იყო განსაზღვრული.თუმცა, ტენდერის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო ცვლილების შემდეგ, დასრულების თარიღად 2027 წლის 31 დეკემბერია მითითებული.ვადების გარდა შეიცვალა პროექტის ღირებულებაც, ბოლო ინფორმაციით, ხელშეკრულების თანხად 14 477 333 ლარი განისაზღვრა, რომლიდანაც 89% ანუ 12 951 679 ლარი უკვე გადახდილია.ცნობისთვის, რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს შიდა და გარე პერიმეტრის სრულ განახლებას, ასევე მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.

1794381256

ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება - პარლამენტმა ცვლილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზესახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.


სხვა სიახლეები
SPRIBE
ქართული ტექნოლოგიებისა და კულტურის ტრიუმფი SiGMA Rome-ზე: SPRIBE iGaming ინდუსტრიის ლიდერობას ინარჩუნებს

რომში გამართული SiGMA World 2026, რომელიც iGaming სფეროს მთავარ გლობალურ პლატფორმად მიიჩნევა, წელს 30 ათასზე მეტ საერთაშორისო სტუმარსა და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას მასპინძლობდა. ამ გრანდიოზულ ასპარეზზე წლის მთავარი აღიარება ქართულმა დეველოპერულმა კომპანია SPRIBE-მა მოიპოვა, რომლის გამორჩეული სტენდიც საგამოფენო სივრცის მიზიდულობის ცენტრად იქცა.Fiera Roma-ს საექსპოზიციო დარბაზში ათასობით ვიზიტორის ყურადღება, პირველ რიგში, SPRIBE-ის ქრაშ-ტიპის თამაშმა Aviator-მა მიიქცია, რომლის გვერდითაც კომპანიამ თავისი სხვა ინოვაციური პროდუქტებიც წარადგინა.  თუმცა SPRIBE-მა იტალიის დედაქალაქში მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევები არ ჩაიტანა. საგამოფენო სივრცეში შეკრებილებს კომპანიამ ქართული კულტურაც ფართოდ გააცნო - სამდღიანი ექსპოზიციის ერთ-ერთი დღე ქართული ცეკვის შთამბეჭდავი პერფორმანსით გაიხსნა.„SiGMA-ზე ყოველწლიურად 30 000-ზე მეტი ადამიანი, ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები და ლიდერები იყრიან თავს. ტრადიციულად, SPRIBE-ს ყველაზე გამორჩეული და საამაყო სტენდი ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებით გვიხარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის გაზიარება შევძელით. ვცდილობთ, ქართული სული ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ. მათ ეს ძალიან ხიბლავთ და ჩვენ შორის მჭიდრო კავშირს ამყარებს, ბიზნესში კი ასეთ ურთიერთობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - დავით ნატროშვილი, SPRIBE-ის დამფუძნებელი და CEO. საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირს ეფუძნება ურთიერთობა UFC-ს ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან, რომელიც რომში სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. იტალიის დედაქალაქში ჩავიდა UFC-ს ცნობილი ამერიკელი კონტენტკრეატორი ნინა დრამაც. SPRIBE-ის ფლაგმანი თამაშის AVIATOR-ის ამბსადორებთან სტუმრებს სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ამასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სტენდის კიდევ ერთმა ექსკლუზიურმა კუთხემ, სადაც მსოფლიოში ცნობილი საათების ბრენდის Jacob & Co-ს უნიკალური მოდელები იყო წარმოდგენილი. ვიზიტორებს მათი მორგების შანსიც მიეცათ.წარმატებული წარდგენა გლობალური აღიარებით დასრულდა. SiGMA World 2026-ზე „სპრაიბმა“ სამი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კომპანია ბაზარზე უმაღლეს სტანდარტს ქმნის. „iGaming ინდუსტრიაში სამი მთავარი, ყველაზე მასშტაბური ექსპოზიცია იმართება ბარსელონაში, ლისაბონსა და რომში. ძალიან საამაყოა, რომ ყველა ამ გლობალურ პლატფორმაზე SPRIBE მოგებული პრიზების რაოდენობით მუდმივად ტოპ-სამეულშია. რომის SiGMA-ზე მოპოვებული ეს სამი ჯილდო კიდევ ერთი ნათელი დასტურია, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ მივყვებით ბაზარს, არამედ თავად ვქმნით ინდუსტრიის სტანდარტს და გლობალურ ლიდერობას ვინარჩუნებთ“, - დავით ნატროშვილი. რომის საგამოფენო დღეების პარალელურად, SPRIBE-მა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პარტნიორები ისტორიულ Villa Miani-ში ექსკლუზიურ მიღებაზე შეკრიბა. დახურულ საღამოზე სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული, ავთენტიკური ხასიათი შესძინა. ქართველი ბიზნესმენის, დავით ნატროშვილის მიერ 2018 წელს დაფუძნებული SPRIBE დღეს გლობალური iGaming ინდუსტრიის ლიდერი და ისეთი გიგანტების პარტნიორია, როგორებიცაა UFC, AC Milan და WWE. კომპანიის წლიური შემოსავალი 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ჯამური საბაზრო შეფასება დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარია.   

ბიზნესი • 1794571980

მევლუდ მელაძე
კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, არაერთ ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე კვლევებიც დაიდო - მევლუდ მელაძე

დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსალოდნელ რეგულაციებზე და ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესაძლო მექანიზმებზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე გამოწვევების ფონზე მუნიციპალიტეტი მზადაა სხვადასხვა მკაცრი ნაბიჯი განიხილოს, თუმცა ამისთვის საზოგადოების მხრიდანაც შესაბამისი მზაობაა საჭირო.„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.

საზოგადოება • 1794566030

უსმან ნურმაგომედოვ
გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ჯარიმა შეეფარდათ

აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.ამავე ცნობით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.მანამდე, საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.პირველი არხი

სპორტი • 1794565957

ცხოველების მოვლა
შინაური ცხოველის მფლობელებს ახალი მოთხოვნა უჩნდებათ - რა დოკუმენტია საჭირო დაჩიპვისთვის და რა ღირს მისი აღება

"გა­მარ­ჯო­ბა, ვინც ფი­სო­ე­ბი და­ჩი­პეთ, პატ­რო­ნის ნა­სა­მარ­თლო­ბის ცნო­ბა მარ­თლა მოგ­თხო­ვეს?“ - ამ კი­თხვით ერთ-ერთ ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ზოგი წერს, რომ ცნო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლურ სამ­სა­ხურ­ში მოს­თხო­ვეს, სხვე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ კერ­ძო ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში ცხო­ვე­ლის და­ჩიპ­ვი­სას მსგავ­სი მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა.რო­გორც ambebi.ge-ს მუ­ნი­ცი­პა­ლურ სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­მარ­ტეს, ცხო­ვე­ლის და­ჩიპ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ნა­სა­მარ­თლო­ბის ცნო­ბის წარ­დგე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამ მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს 2026 წლის 24 თე­ბერ­ვლის №9-11 დად­გე­ნი­ლე­ბაა.დად­გე­ნი­ლე­ბის მე-5 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში ფი­ზი­კუ­რი პირი ცხო­ვე­ლის მფლო­ბე­ლად შე­იძ­ლე­ბა და­რე­გის­ტრირ­დეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას 16 წელი შე­უს­რულ­და და არ აქვს ნა­სა­მარ­თლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ეს მუხ­ლი ცხო­ვე­ლის წა­მე­ბა­სა და მის მი­მართ სას­ტიკ მო­პყრო­ბას შე­ე­ხე­ბა.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დად­გე­ნი­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რი ნა­სა­მარ­თლო­ბის არ­ქო­ნის პი­რო­ბას ად­გენს, მას­ში პირ­და­პირ არ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნა­სა­მარ­თლო­ბის ცნო­ბა, რო­გორც ამ გა­რე­მო­ე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენ­ტი. თუმ­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ამ მო­თხოვ­ნის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მო­ქა­ლა­ქემ ცნო­ბა უნდა წა­რად­გი­ნოს.რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ახა­ლი წესი?თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს №9-11 დად­გე­ნი­ლე­ბა 2026 წლის 1 ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­და და დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და ყო­ლის წესს გან­სა­ზღვრავს.დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ცხო­ვე­ლის რე­გის­ტრა­ცია მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა. ცხო­ვე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სამ­სა­ხუ­რი, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფა­რი და ცხო­ველ­თა სა­შე­ნი.ამა­ვე დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, პო­ტენ­ცი­უ­რად მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ძაღ­ლის მფლო­ბე­ლად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის, ნა­სა­მარ­თლო­ბის არ­ქო­ნის გარ­და, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბის წარ­დგე­ნაც.ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, მისი რე­გის­ტრა­ცი­ის მო­მენ­ტის­თვის ან რე­გის­ტრა­ცი­ი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია.რა­ტომ გან­სხვავ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა? გააგრძელეთ კითხვა...

საზოგადოება • 1794565500

boh
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის - ის ემოციაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და საერთო სიხარულისა და სიამაყის განცდას აჩენს. საქართველოს ბანკისთვის ფეხბურთის მხარდაჭერა მის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას - გულშემატკივრობას ეფუძნება. ეს ნიშნავს, იყო ადამიანებისა და მათი მიზნების გვერდით, მხარი დაუჭირო წარმატებისკენ სწრაფვას და მათთან ერთად გაიზიარო მნიშვნელოვანი გამარჯვებები. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. 

ბიზნესი • 1794563550

კონსერვები
რომელი პროდუქტების კონსერვებია ყველაზე სახიფათო

ბო­ტუ­ლიზ­მი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აა, რო­მე­ლიც ხში­რად სახ­ლში დამ­ზა­დე­ბულ კონ­სერ­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ბად­რიჯ­ნის, ლო­ბი­ო­სა და სო­კოს კონ­სერ­ვე­ბი, თუმ­ცა საფრ­თხე მხო­ლოდ ბოსტნე­უ­ლით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა - ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ტოქ­სი­ნი შე­საძ­ლოა შე­ბო­ლილ ხორცსა და თევზშიც წარ­მო­იქ­მნას.რა­ტომ არის სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კონ­სერ­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­გორ ამო­ვიც­ნოთ სა­ეჭ­ვო პრო­დუქ­ტი, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ხრახ­ნი­ა­ნი თავ­სა­ხუ­რით და­კონ­სერ­ვე­ბა და რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ას­პი­რი­ნი ზამ­თრის მა­რა­გის მომ­ზა­დე­ბი­სას? ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-სთან სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი საუბრობს.- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, აცივ­და და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ბო­ტუ­ლიზ­მით მო­წამ­ვლის საფრ­თხე. ზა­ფხულ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს აკონ­სერ­ვე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კონ­სერ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას და რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი?- ბო­ტუ­ლიზ­მის საფრ­თხე მხო­ლოდ ამ პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობს, ის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გარ­და კონ­სერ­ვე­ბი­სა, ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რია და მის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი ტოქ­სი­ნი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს შე­ბო­ლილ ხორცსა და თევზშიც. პირ­ველ რიგ­ში, კონ­სერ­ვებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­აა Clostridium botulinum, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად ბი­ნად­რობს ნი­ა­დაგ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნი­სას ის ნი­ა­და­გი­დან პრო­დუქტზეც მოხ­ვდეს.ეს ბაქ­ტე­რია მკაც­რი ანა­ე­რო­ბია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უჟანგბა­დო გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რი­სას იწყებს ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნის გა­მო­ყო­ფას. ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში სწო­რედ ეს ტოქ­სი­ნია და არა თა­ვად ბაქ­ტე­რია.მა­გა­ლი­თად, ხორ­ცი­სა და თევ­ზის შე­ბოლ­ვი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­კუ­უ­მურ შე­ფუთ­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას უჟანგბა­დო გა­რე­მო. თუ პრო­დუქ­ტი ჯვა­რე­დი­ნად და­ბინ­ძურ­და და მას ბაქ­ტე­რი­აც გაჰ­ყვა, ასეთ პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლოა ტოქ­სი­ნის წარ­მოქ­მნა და­ი­წყოს.- ანუ შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცი­სა და თევ­ზის შემ­თხვე­ვა­შიც არ­სე­ბობს ბო­ტუ­ლიზ­მის საფრ­თხე?- დიახ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია რის­კი კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. რო­დე­საც პრო­დუქ­ტი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ან არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად გა­რე­მო­ში მზად­დე­ბა, ხში­რად არ არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნე­ბი.ქარ­ხნუ­ლი წარ­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­ტრო­ლი უფრო მკაც­რია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­დღაც, არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად გა­რე­მო­ში ამ­ზა­დებს ხორცს და შემ­დეგ ყი­დის, რის­კი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. ამას­თან, არა­ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტს შე­საძ­ლოა სხვა პა­თო­გე­ნე­ბიც გაჰ­ყვეს.- აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გკი­თხოთ ას­პი­რინ­ზეც, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კონ­სერვში ამა­ტე­ბენ. ადა­მი­ანს რომ მო­უნ­დეს ას­პი­რი­ნის შე­ძე­ნა პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის, მისი შოვ­ნა აფ­თი­ა­ქებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია.- სა­მა­გი­ე­როდ, ხილ-ბოსტნე­უ­ლის მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა (იღი­მის). ას­პი­რი­ნი მე­დი­კა­მენ­ტია, მისი მოქ­მე­დი ნივ­თი­ე­რე­ბა კი აცე­ტილ­სა­ლი­ცი­ლის მჟა­ვაა. ის სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრე­პა­რა­ტია და არა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი.სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი კონ­სერ­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ თა­ვის დრო­ზე და­ად­გი­ნა, რომ პრო­დუქ­ტში მჟა­ვი­ა­ნო­ბის გაზ­რდის შემ­თხვე­ვა­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი და სო­კო­ე­ბი ვე­ღარ მრავ­ლდე­ბი­ან. ამის შემ­დეგ და­ი­წყეს ას­პი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა კონ­სერ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას.თუმ­ცა ას­პი­რი­ნის საკ­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის მე­დი­კა­მენ­ტი და არა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ ას­პი­რი­ნი ბო­ტუ­ლიზ­მის გა­მომ­წვევ ბაქ­ტე­რი­ას არ ანად­გუ­რებს და ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნის­გა­ნაც არ იცავს პრო­დუქტს. ის მხო­ლოდ მჟა­ვე გა­რე­მოს შექ­მნას უწყობს ხელს. ადა­მი­ა­ნი ეჩ­ვე­ვა, რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ხდე­ბა ამ პრე­პა­რა­ტის მი­მართ და რო­დე­საც დას­ჭირ­დე­ბა რე­ა­ლუ­რად ეს პრე­პა­რა­ტი ან მისი ჯგუ­ფის რო­მე­ლი­მე, შე­დეგს აღარ მის­ცემსთა­ნა­მედ­რო­ვე კვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში ას­პი­რინს არ იყე­ნე­ბენ. მის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, ლი­მონმჟა­ვა, ძმარმ­ჟა­ვა და ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა.გააგრძელეთ კითხვა...

ჯანდაცვა • 1794561720