საზოგადოება
2jhhh
როგორი იქნება რუსთავში სპორტულ-კულტურული კომპლექსი, რომელიც 182 351 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება?

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 182 351 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი სივრცე. რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მისი მოცულობა 5 590 368 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს.„ჩვენი გამარჯვებული საკონკურსო პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, არსებული ჭალის ტერიტორიის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გარდაქმნას.კომპლექსი წარმოადგენს მოცულობების ერთიან კომპოზიციას, რომელიც ხელოვნური მწვანე ბორცვებით არის შემოსაზღვრული და არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირდება. მოდულური სისტემა პროექტს სხვადასხვაგვარ რელიეფთან ადაპტაციისთვის მოქნილობას სძენს და ეტაპობრივი მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. ამგვარად, საპროექტო მოცულობების ლანდშაფტთან ინტერგრირებული განლაგების მქონე კომპლექსი ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს შორის მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ რეკრეაციულ ბირთვს კვლავ აკავშირებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებთან.პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტის მიზანს — შეინარჩუნოს ტერიტორიის რეკრეაციული იდენტობა და ამავდროულად შექმნას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ახალი ცენტრალური კერა ქალაქში, რომელსაც ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი ამჟამად არ გააჩნია.კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და ადმინისტრაციულ ბლოკს. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა“, - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ძირითადი შენობის მშენებლობას, საჭირო სამუშაოებს, მასალებს, აღჭურვილობასა და შრომით ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯებს.

1794220321

1793874960

ბანკები დასაკუთრებულ უძრავ ქონებას მესამე პირებზე ვეღარ გააქირავებენ - კანონპროექტი

კომერციულ ბანკებს დასაკუთრებული უძრავი ქონების მესამე პირებზე იჯარით გაცემა ეზღუდებათ. შესაბამისი ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო პაკეტით არის გათვალისწინებული, რომლის ავტორებიც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები არიან.კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბანკები უძრავი ქონების იჯარით გაცემას მხოლოდ საკუთარი საბანკო ან მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, სოციალური პროექტებისთვის ან საკუთარი შვილობილი საწარმოსთვის შეძლებენ. მესამე პირებზე ქონების გაქირავება აღარ იქნება დასაშვები.მოქმედი კანონმდებლობით, ბანკს უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეუძლია, თუ ფართი საბანკო ან მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ბანკის სოციალურ პროექტებს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა მიზნებს ემსახურება. მათ შორის, დასაშვებია ბანკის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფარგლებში დასაკუთრებული ქონების გაქირავებაც.ცვლილების თანახმად, იჯარით გაცემული ქონება უშუალოდ იმ ბანკის საქმიანობას უნდა ემსახურებოდეს, რომელიც მას აქირავებს, ან მის შვილობილ საწარმოს. ამასთან, უცვლელი რჩება სოციალური პროექტებისთვის ქონების გამოყენების შესაძლებლობა.კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზანია, ბანკების მიერ უძრავი ქონების გაქირავება საოპერაციო საჭიროებებს ემსახურებოდეს და დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობად არ იქცეს.ახალი რეგულაცია არ გავრცელდება ბანკის იმ შვილობილ საწარმოზე, რომლის წილიც ბანკმა გაცემული კრედიტის დასაფარად მიიღო და რომლის გასხვისების ვალდებულებაც კანონით არის გათვალისწინებული.

1793773200

როდის და როგორ აშენდა სად­გუ­რის მო­ედ­ნის ე.წ. გადასასვლელი ხიდი

სად­გუ­რის მო­ედ­ნის ე.წ. გა­და­სას­ვლელ ხიდს, სა­დაც 2 ნო­ემ­ბერს ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და და­ახ­ლო­ე­ბით, მისი მე­ო­თხე­დი გა­ნად­გურ­და, ბევ­რმა არც იცის, რომ,ოფი­ცი­ა­ლუ­რად, "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ ჰქვია.ვიდ­რე ვი­ტყო­დეთ, რო­დის და რა­ტომ და­არ­ქვეს მას ეს სა­ხე­ლი, მა­ნამ­დე გა­დავ­ხე­დოთ მის ის­ტო­რი­ას:აღ­ნიშ­ნუ­ლი ხიდი სად­გუ­რის მო­ე­დან­სა და და­დი­ა­ნის ქუ­ჩას ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. აშე­ნე­ბუ­ლია 1930-1940-იან წლებ­ში. 90-იან წლებ­ში ამ ად­გილ­მა ბაზ­რო­ბის ფუნ­ქცი­აც შე­ი­თავ­სა. ასე იქა­უ­რო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვაჭ­რო სივ­რცედ იქცა და არა მარ­ტო თვი­თონ ხიდი, მისი მიმ­დე­ბა­რე კი­ბე­ე­ბი და ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ხან­ძრამ­დე იყი­დე­ბო­და მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, წვრი­ლი ტექ­ნი­კა და სხვა ათა­სი წვრილ­მა­ნი...დიახ, იქ არ­სე­ბულ მცი­რე მა­ღა­ზია-დახ­ლებ­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი ყო­ველ­დღი­ურ სარ­ჩოს ასე გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ. რა იქ­ნე­ბა ამ ხან­ძრის შემ­დეგ, არა­ვინ იცის.რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თბი­ლი­სის გა­და­სას­ვლე­ლი ხიდი სა­ფეხ­მავ­ლო ეს­ტა­კა­დაა, რო­მე­ლიც, სად­გუ­რის მო­ე­დან­სა და ნა­ძა­ლა­დევს - "ნა­ხა­ლოვ­კას“ ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩის მხი­დან აკავ­ში­რებს. ეს ად­გი­ლი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტი­ცაა. მშე­ნებ­ლო­ბა და წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია ვიდ­რე ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სად­გუ­რი გაჩ­ნდე­ბო­და, ეს ტე­რი­ტო­რია ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან მდე­ბა­რე შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცეს წარ­მო­ად­გენ­და.ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა 1872 წელს, რო­დე­საც გა­იხ­სნა თბი­ლი­სი-ფო­თის რკი­ნიგ­ზა - პირ­ვე­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი კავ­კა­სი­ა­ში. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში აშენ­და პირ­ვე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რის შე­ნო­ბა (იმ­ჟა­მად "ტიფ­ლი­სის ვაგ­ზა­ლი“), რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა მთე­ლი უბ­ნის, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის, ფორ­მი­რე­ბას.ტრან­სპორ­ტის ხა­ზის მიღ­მა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნე­ბარ­თვოდ, ნა­ძა­ლა­დე­ვად და­სახ­ლდნენ რკი­ნიგ­ზის მუ­შე­ბი. ამ ად­გილს სწო­რედ ამი­ტო­მაც ეწო­და, ნა­ძა­ლა­დე­ვი, ანუ "ნა­ხა­ლოვ­კა“.რკი­ნიგ­ზის მრა­ვალ­ზო­ლი­ა­ნი ლი­ან­და­გე­ბი ფი­ზი­კუ­რად ჭრი­და ქა­ლა­ქის ცენ­ტრსა და ნა­ძა­ლა­დე­ვის უბანს ერ­თმა­ნე­თის­გან, რაც ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­ხი­ფა­თოს ხდი­და.ლი­ან­და­გებ­ზე უსაფრ­თხოდ გა­და­სას­ვლე­ლად XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აშენ­და პირ­ვე­ლი ლი­თო­ნის სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი. XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე შექ­მნი­ლი ეს კონ­სტრუქ­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ნა­ძა­ლა­დე­ვის მუ­შა­თა და­სახ­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბას ცენ­ტრა­ლურ სად­გურ­თან და ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­თან. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის რე­კონ­სტრუქ­ცია ქა­ლა­ქის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და მგზავ­რთა ნა­კა­დის გაზ­რდას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად ხიდ­მა მო­თხოვ­ნე­ბი ვე­ღარ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.XX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში (1950-1960-იან წლებ­ში) აშენ­და ახა­ლი, უფრო ფარ­თო რკი­ნა­ბე­ტო­ნი­სა და ფო­ლა­დის სა­ფეხ­მავ­ლო ეს­ტა­კა­და. ის­ტო­რი­ულ-სო­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ის აქამ­დე "ნა­ხა­ლოვ­კის“ მთა­ვარ არ­ტე­რი­ად მი­იჩ­ნე­ო­და: ხიდი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ერ­თა­დერ­თი სწრა­ფი სა­ფეხ­მავ­ლო კავ­ში­რი ნა­ძა­ლა­დევ­სა და ცენ­ტრა­ლურ სად­გურს შო­რის.2003 წელს კი "გა­და­სას­ვლელ ხიდს“ სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და 1992-1993 წლებ­ში ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ღუ­პულ მებ­რძოლ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ უწო­დეს.თუმ­ცა ქა­ლა­ქურ ფოლკ­ლორ­ში გა­და­სას­ვლე­ლი ხიდი გარ­და­მა­ვა­ლი ეპო­ქი­სა და თბი­ლი­სუ­რი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჩუმი მოწ­მეა. გან­სხვა­ვე­ბით მტკვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი უფრო ცნო­ბი­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხი­დე­ბის­გან, ეს ნა­გე­ბო­ბა თა­ვი­სი ფუნ­ქცი­უ­რი და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ყო­ველ­თვის. ხი­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტა მე-20 სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დის ურ­ბა­ნულ და­გეგ­მა­რე­ბას ეფუძ­ნე­ბა, სა­დაც მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი სიმ­ტკი­ცე­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი.2025 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წელს თბი­ლი­სის მე­რია გა­და­სას­ვლელ ხიდ­თან, ცოტ­ნე და­დი­ა­ნი­სა და სად­გუ­რის მო­ედ­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავ­და. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი 2026 წლის ბი­უ­ჯეტ­ში უკვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო და მას­ზე 2026 წელს10 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბო­და, 2027 წელს კი და­მა­ტე­ბით 87.5 მი­ლი­ო­ნი ლარი. მთლი­ა­ნო­ბა­ში 280-მეტ­რი­ა­ნი ეს­ტა­კა­დის პრო­ექ­ტი­რე­ბა-მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნას­წა­რი სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, პრო­ექ­ტზე საგ­ზაო მარ­შრუ­ტის კვლე­ვა­ზე 2025 წელს უკვე 2.5 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა, თუმ­ცა წელს, ამ დრომ­დე მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა.წყარო: ambebi.ge

1793710860

2026 წლის 9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 521.9 მლნ ლარის ანაზღაურება გასცა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2026 წლის 9 თვეში 521.980 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475.888 მლნ ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2.210 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.495 მლრდ ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684.245 მლნ ლარი დახარჯა.


სხვა სიახლეები
bog
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

6 და 7 ნოემბერს, სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წინანდლის მამულში Grand Jury du Vin-ის მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებაზე წელს საერთაშორისო ასოციაციის დაარსების 30 წლის იუბილე აღინიშნა.სიმპოზიუმი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლევანდელი პროგრამა საუკეთესო ესპანურ ღვინოებს დაეთმო, საიუბილეო დეგუსტაციაზე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული ღვინოები და შამპანური იყო წარმოდგენილი.განსაკუთრებული ყურადღება ქართულ ღვინოებსაც დაეთმო. Grand Jury du Vin-ის წევრებმა საფერავის საერთაშორისო კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული მეღვინეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ.ორდღიანი პროგრამა დეგუსტაციებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს მოიცავდა მათ შორის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ლექციას „საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Wine Avenue-ც, სადაც ქართველი და ესპანელი მწარმოებლების ღვინოები იყო წარმოდგენილი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს მრავალფეროვან კულტურას მსოფლიოს აცნობს და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მოხარული ვართ, რომ Grand Jury du Vin-ის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე ტრადიციად იქცა და ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც საერთაშორისო სტუმრები ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მიღწევებს ეცნობიან.ეს პროექტი ქართველ მეღვინეებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები აძლიერებს ინტერესს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მიმართ, ხელს უწყობს ქართული ღვინის გლობალურ აღიარებას და ჩვენი ქვეყნის ტურისტული თუ ბიზნეს პოტენციალის განვითარებას”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სიმპოზიუმი პირველად 2023 წელს გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მანამდე Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა.  

ბიზნესი • 1794239340

ექთანი
„პროფესიას საერთოდ ტოვებენ - 792 ლარი გამოდის ექთნის ხელფასი, ორ-სამ ადგილას უწევთ მუშაობა, რაც მომსახურების ხარისხზეც აისახება“

„თუ ზეგანაკვეთურ შრომას არ გავითვალისწინებთ, ექთნის ხელფასი 792 ლარი გამოდის - ღამენათევი მეორე ან მესამე სამსახურში რომ წავა, იქ უკვე მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა, იკარგება,” - ამის შესახებ მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი ამირანაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში ექთნების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, დაბალი ანაზღაურების გამო კი სამედიცინო პერსონალის ნაწილს ერთდროულად ორ-სამ ადგილას უწევს მუშაობა.ამასთან, როგორც ამირანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ზოგიერთი ექთანი პროფესიას ტოვებს და სხვა სექტორში საქმდება, ნაწილი კი ემიგრაციაში მიდის, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია.ირაკლი ამირანაშვილის განმარტებით, სამედიცინო სექტორში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა არსებული თანხა ინფლაციის გათვალისწინებით საკმარისი არ არის.მისივე თქმით, დაბალი ანაზღაურება არა მხოლოდ ექთნების პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ პაციენტების მომსახურების ხარისხზეც აისახება.„სამწუხაროდ, ექთნების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. ჩვენც გვაქვს ჩატარებული კვლევა და 2025 წლისთვის საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20-21 ათასი ექთნის რეგისტრაცია ფიქსირდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ექთნების მიგრაცია ხდება. ვინც უცხო ენას, მაგალითად, გერმანულს ფლობს, ევროპაში მიდის, იმიტომ რომ იქ ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.როგორც იცით, პროფკავშირების, ჯანდაცვის სამინისტროსა და ერთობლივი მუშაობის შედეგად სამედიცინო სექტორში მინიმალური ხელფასი დაწესდა, რაც მისასალმებელია, იმიტომ რომ მანამდე ასეთი მინიმალური ანაზღაურება არ არსებობდა და დამსაქმებელს შეეძლო, დასაქმებულისთვის თავად განესაზღვრა, რამდენს გადაუხდიდა.ექთნის ხელფასის შემთხვევაში დამსაქმებელს ოფიციალურად 4 ლარსა და 40 თეთრზე ნაკლების გადახდის უფლება არ აქვს. თუმცა, აქ ორი უკიდურესობა მოხდა: ერთ შემთხვევაში, ვისაც კერძო კლინიკაში უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, დამსაქმებელმა ხელფასი შეუმცირა და ტყუილს ამბობს, თითქოს სამინისტრო აიძულებს, რომ 4 ლარი და 40 თეთრი გადაუხადოს. ამით დასაქმებული შეცდომაში შეჰყავს. სამინისტრო ამას არ ეუბნება; პირიქით, ეუბნება, რომ მინიმუმ ეს თანხა უნდა გადაუხადოს. თუ მეტს გადაუხდის, ამას სამინისტროც და ყველა მიესალმება.მეორეს მხრივ, ვისაც ამ მინიმუმზე ნაკლები ჰქონდა, ხელფასი გაეზარდა და 4 ლარსა და 40 თეთრს გაუთანაბრდა. თუმცა, ეს თანხა მაინც ცოტაა. დაახლოებით რომ დავითვალოთ, არსებული სამუშაო გრაფიკით, კვირაში 40 საათის მუშაობის შემთხვევაში, თუ ზეგანაკვეთურ შრომას არ გავითვალისწინებთ, ექთნის ხელფასი 792 ლარი გამოდის.თუ ზედმეტად იმუშავა და ზეგანაკვეთურად აუნაზღაურებენ, ეს უკვე შეთანხმების საკითხია. მთავარია, დამსაქმებელმა კანონი არ დაარღვიოს. ამ დაბალი ანაზღაურების გამო დასაქმებულს ორ-სამ ადგილას უწევს მუშაობა.შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ღამენათევი ექთანი მეორე ან მესამე სამსახურში რომ წავა, იქ უკვე მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა, იკარგება - აღარ არის ისეთი ენერგიული, პროდუქტიული და ასე შემდეგ. ამას ემატება ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ერთ ექთანზე იმაზე მეტი პაციენტის მოვლა მოდის, ვიდრე უნდა მოდიოდეს.ზოგადად, ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს არა მხოლოდ ექთნების, არამედ ექიმებისა და სანიტრების ანაზღაურების მიმართულებითაც. აქ მთლიანად სამედიცინო სექტორზეა საუბარი.კი, მინიმალური ხელფასი დაწესდა და ეს, რა თქმა უნდა, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ესეც არ არის საკმარისი ქვეყანაში არსებული ინფლაციიდან გამომდინარე“, - აცხადებს ირაკლი ამირანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.მისივე შეფასებით, მინიმალური ანაზღაურების გადახედვა აუცილებელია, თუმცა კერძო სექტორში დამსაქმებლების ვალდებულებების განსაზღვრა დამატებით გამოწვევად რჩება.„უნდა მოხდეს გადახედვა. ახლა სამინისტრომ, რაც შეეძლო, მინიმალური ხელფასი დააწესა, რაც სხვა სექტორში არ არის. მე, როგორც მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე, მივესალმები ამ ფაქტს, იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებელს ვაიძულებთ, დასაქმებულებს ახალი ხელშეკრულებები გაუფორმოს და ეს მინიმალური ხელფასი აისახოს, რათა კანონი არ დაარღვიოს.თუმცა, სასურველი იქნებოდა, ანაზღაურება უფრო მაღალი იყოს. კერძო სექტორში კი არ ვიცი, სამინისტრო რამდენად შეძლებს, დამსაქმებელი დაავალდებულოს, რომ ხელფასებს გადახედოს და უფრო მაღალი ანაზღაურება დააწესოს“, - აღნიშნავს ირაკლი ამირანაშვილი.მისი თქმით, ექთნების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი პროფესიის დატოვებაა. როგორც მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს სხვა სექტორებში ხშირად უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, რის გამოც პროფესიაში დარჩენა აღარ უღირთ.„ექიმებისა და ექთნების თანაფარდობაზე რომ გითხრათ გაუმჯობესდა-მეთქი, მოგატყუებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგმა პროფესიული საქმიანობაც მიატოვა. ვისაც უყვარს თავისი პროფესია, ის ანაზღაურებასაც დიდად არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ბევრისთვის ეს ენთუზიაზმზე მუშაობაა. ეს ანაზღაურება, რაც არის, ძალიან მინიმალურია.ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ექთანმა მითხრა, რომ მომვლელს 800 ლარს უხდიანო და ამ ადამიანს თავად, სანამ ეს მინიმალური ანაზღაურება დაწესდებოდა, სადღაც 200-250 ლარი ჰქონდა ხელფასი. ანუ აღარ უღირს - წავა, მარკეტში იმუშავებს ან სხვა სექტორში გადავა, იმიტომ რომ იქ ანაზღაურება უფრო მაღალია და შესაბამისად, პროფესიასაც კარგავს.ზოგი ემიგრაციაში მიდის და იქ პოულობს თავის ადგილს, იმიტომ რომ ანაზღაურება, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. აქედან გამომდინარე, კლება გვაქვს. მუშაობენ ახალგაზრდებიც, მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებიც მორიგეობენ.ახალგაზრდა ადამიანისთვის ეს თანხა შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ვისაც ოჯახი აქვს, საბანკო ვალდებულებები აქვს, შვილები ჰყავს და მათ განათლებაზე ზრუნავს, მისთვის ეს ანაზღაურება საკმარისი არ არის, რაც არ უნდა მინიმალური ხელფასი იყოს დაწესებული.შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 95% კერძო სექტორშია და მხოლოდ ერთეულია სახელმწიფო, მათ შორის, ის დაწესებულებები, რომლებიც ჰოლდინგში შედის. კერძო სექტორს კი როგორ დაავალდებულებენ, რომ ანაზღაურებას გადახედოს და უფრო მაღალი ხელფასი მისცეს დასაქმებულებს, ეს უკვე არ ვიცი“, - აცხადებს ირაკლი ამირანაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან".ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს.უწყების განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.4 ლარით არის განსაზღვრული.„საქსტატის“ მონაცემებით კი, 2025 წელს საქართველოში საექთნო საქმიანობას 21 262 ექთანი და მეანი ექთანი ახორციელებდა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ამ ეტაპზე 14 300 ექთანია ავტორიზებული.

ჯანდაცვა • 1794235860

bog
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია

საქართველოს ბანკისა და კალათბურთის ეროვნული ნაკრების პარტნიორობა ბანკის „არ გაჩერების“ ფილოსოფიის და ერთ-ერთი მთავარი ღირებულების - გულშემატკივრობის პრაქტიკული გამოხატულებაა.ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ წარმატების აღნიშვნა არ არის - ეს ადამიანების გვერდით დგომას, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გაზიარებას, მიზნებისკენ სწრაფვის მხარდაჭერასა და მიღწეული შედეგების ერთად აღნიშვნას გულისხმობს.როგორც კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, საქართველოს ბანკი გუნდის გვერდით დგას არა მხოლოდ გამარჯვებების დროს, არამედ განვითარების, სირთულეების დაძლევისა და წინსვლის მთელ პროცესში. ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს იმ გუნდებს, რომლებიც ქვეყნის სახელს მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენენ და მილიონობით ადამიანს საერთო მიზნისა და ემოციის გარშემო აერთიანებენ.საქართველოს ეროვნული ნაკრები მიზანდასახულობასა და „არ გაჩერდეს“ სულისკვეთებას განასახიერებს - ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება საქართველოს ბანკის ფილოსოფია. სწორედ ამიტომ, კალათბურთის ნაკრების მხარდაჭერა ბანკის ღირებულებებთან მოდის თანხვედრაში. საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას მომავალშიც გააგრძელებს - როგორც გუნდის ყოველდღიური შრომისა და განვითარების, ისე ახალი წარმატებებისა და გამარჯვებების გზაზე.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი.

ბიზნესი • 1794233410

bog
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. “AI სტიპენდია გოგოებისთვის” დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლვს, დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებში სრული დაფინანსებით.პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა: სმარტ აკადემია - Smart Academy; თბილისის კომუნიკაციის სკოლა - Tbilisi School of Communication; ციფრული ინდუსტრიის აკადემია - Academy of Digital Industries; აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP; ეჯაილ სქული - AgileSchool; სქილვილი - Skillwill; სქეილაფი - ScaleUp; ელექტრონული აკადემია - Electronic Academy; რე ედუქეითი - Re; დიზაინ ინსტიტუტი.  ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის?პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს.საქართველოს ბანკის AI სასტიპენდიო პროგრამის, პარტნიორი აკადემიებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი. 

ბიზნესი • 1794232340

2jhhh
როგორი იქნება რუსთავში სპორტულ-კულტურული კომპლექსი, რომელიც 182 351 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება?

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 182 351 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი სივრცე. რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მისი მოცულობა 5 590 368 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს.„ჩვენი გამარჯვებული საკონკურსო პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, არსებული ჭალის ტერიტორიის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გარდაქმნას.კომპლექსი წარმოადგენს მოცულობების ერთიან კომპოზიციას, რომელიც ხელოვნური მწვანე ბორცვებით არის შემოსაზღვრული და არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირდება. მოდულური სისტემა პროექტს სხვადასხვაგვარ რელიეფთან ადაპტაციისთვის მოქნილობას სძენს და ეტაპობრივი მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. ამგვარად, საპროექტო მოცულობების ლანდშაფტთან ინტერგრირებული განლაგების მქონე კომპლექსი ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს შორის მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ რეკრეაციულ ბირთვს კვლავ აკავშირებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებთან.პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტის მიზანს — შეინარჩუნოს ტერიტორიის რეკრეაციული იდენტობა და ამავდროულად შექმნას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ახალი ცენტრალური კერა ქალაქში, რომელსაც ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი ამჟამად არ გააჩნია.კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და ადმინისტრაციულ ბლოკს. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა“, - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ძირითადი შენობის მშენებლობას, საჭირო სამუშაოებს, მასალებს, აღჭურვილობასა და შრომით ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯებს.

საზოგადოება • 1794220321

bog
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.სწორედ ამ მიზნით, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცის, რა სურს; როგორ გავმიჯნოთ შვილის სურვილები და მშობლის მოლოდინები; როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და პროფესიებს და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება; როგორ დავეხმაროთ შვილს პროფესიის რეალურ გაცნობასა და სწორი სასწავლო გზის არჩევაში. შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები კი იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

ბიზნესი • 1794219927