საზოგადოება
ტრაილერი
„აფეთქებები საწყობებთან ახლოს, 200-ლიტრიანი ლიმიტი საწვავზე და ქრთამი“ - რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქართველი გადამზიდავები რუსეთში?

„ბოლო პერიოდში ახალი დაბრკოლებები წარმოიქმნა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ნემსაძემ რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ქართველი გადამზიდავებისთვის დამატებითი დაბრკოლებები რუსეთის ტერიტორიაზე არსებულმა უსაფრთხოების რისკებმა, საწვავის მწვავე დეფიციტმა და საგზაო პოლიციის მხრიდან გამკაცრებულმა საზედამხედველო კონტროლმა შექმნა.„გადამზიდავებს, რომლებიც რუსეთის მიმართულებით მოძრაობენ, იქნება ეს ტრანზიტი თუ ექსპორტ-იმპორტი, პერმანენტულად აქვთ სხვადასხვა ტიპის პრობლემები. ეს დაბრკოლებები შეიძლება იყოს როგორც სეზონური, ისე არასეზონური.სეზონურში, მაგალითად, ზამთრის, გაზაფხულის ან ზაფხულის პერიოდში საზღვარზე არსებული შეფერხებები იგულისხმება, რაც გადამზიდავებისთვის მთავარ პრობლემად იქცევა ხოლმე.ასეთ დროს, ძალიან დიდხანს უწევთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და რიგებში გაძვირებული სერვისებით სარგებლობა. ეს ყოველივე კი სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებსა და ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს.თუმცა, ბოლო პერიოდში ახალი დაბრკოლებებიც წარმოიქმნა. პირველ რიგში, ეს უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება, რადგან უკრაინული ძალები იერიშებს არამხოლოდ სამხედრო, არამედ სხვადასხვა ტიპის კომერციულ ობიექტებზეც ახორციელებენ.მძღოლები ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში, ამა თუ იმ კომპანიის საწყობებსა თუ ქარხნებში იმყოფებიან, რის გამოც გახშირდა შემთხვევები, როდესაც აფეთქებები უშუალოდ მათი საქმიანობის არეალთან ძალიან ახლოს მოხდა.საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია ვინმეს დაშავების ან დაზიანების შესახებ, თუმცა რისკები მკვეთრად გაიზარდა.შექმნილმა ვითარებამ მძღოლები, ბუნებრივია, დააფრთხო. გადამზიდავები უკვე ირჩევენ ქალაქებს და ცდილობენ, ფრონტის ხაზის მიმდებარე დასახლებებს თავი აარიდონ. თუმცა, ეს ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან დაკვეთებს ასე ვერ შეარჩევ. თანაც, შეტევების არეალი თანდათან გაფართოვდა და რუსეთის შორ ქალაქებსაც მისწვდა.შესაბამისად, დაზღვეული არავინაა, თუ რომელ ქალაქში, რომელ კომერციულ ობიექტზე, რა რისკი შეიძლება შეექმნას“, - აცხადებს ირაკლი ნემსაძე.როგორც სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, დროის დიდ დანაკარგებსა და დაუგეგმავ ხარჯებს იწვევს გადამზიდავებისთვის რუსეთის ფედერაციაში საწვავთან დაკავშირებით არსებული კრიზისი.„მეორე დაბრკოლება საწვავია. ნავთობობიექტებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების შედეგად, საწვავის დეფიციტი პრაქტიკულად, რუსეთის მთელს ტერიტორიაზე აღინიშნება.დეფიციტი ნიშნავს იმას, რომ ავტოგასამართი სადგურები სატვირთოებს საწვავს ლიმიტირებულად - ერთ გამართვაზე დაახლოებით, 200 ლიტრს უსხამენ, რაც სატვირთო ავტომობილისთვის ძალიან მცირე მოცულობაა.ეს ნიშნავს, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში უწყვეტად გადაადგილების ნაცვლად, მძღოლს გზადაგზა ხშირად იმ სადგურების ძებნა უწევს, სადაც საწვავს დაიმატებს და შეივსებს. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ობიექტზე რიგები დგას, 200 ლიტრის შესავსებადაც კი მთელი დღე რიგში დგომაა საჭირო.გარდა ამისა, გაიზარდა ფასიც, როგორც ტაბლოზე, ისე ჩამსხმელების მხრიდან მანიპულირების ხარჯზე. წარმოიდგინეთ მძღოლს, რომელიც მთელი დღე ავტოგასამართ სადგურზე დგას, მოვიდა ბოლო-ბოლო მისი რიგი და იმის ნაცვლად, რომ საწვავი ჩაუსხან, ეუბნებიან, რომ რესურსი ამოიწურა.იქვე კეთდება მინიშნება, რომ დამატებითი „საჩუქრის“ (ფულადი თუ სხვა სახის) შემდეგ ეს საწვავი „გაჩნდება“. ეს არის დამატებითი ხარჯები, დაკარგული დრო და უზარმაზარი დისკომფორტი, რაც ასეთ კონტაქტებში შესვლას გულისხმობს.მესამე მოცემულობაა ის, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე უკიდურესად გამკაცრებული საზედამხედველო პირობები შეიმჩნევა. მთელს ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც თითქოს დოკუმენტაციას და მათ შესაბამისობას ამოწმებენ.ისინი უაღრესად აგრესიულად და მკაცრად იქცევიან, ცდილობენ იპოვონ მიზეზი, დარღვევა ან რაიმე მსგავსი. როგორც წესი, რუსული პრაქტიკა ასეთია: დარღვევას იმისთვის გიპოვიან, რომ შემდეგ მოილაპარაკონ და ქრთამი გადაგახდევინონ.ეს პროცესი კიდევ უფრო დამძიმდა - მსგავსი მიდგომა აქამდეც არსებობდა, თუმცა ბოლო თვეებში მათი დამოკიდებულება განსაკუთრებით გამკაცრდა“, - აცხადებს ირაკლი ნემსაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

1785828420

1785739200

საქართველოს სოფლები იცლება და მოსახლეობა ბერდება

საქართველოში დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 10 წელიწადში 1.5-ჯერ არის გაზრდილი. სპეციალისტების აზრით, მართალია მდგომარეობა საგანგაშოარ არის, მაგრამ არსებული სურათი დამაფიქრებელია. საუბარია 2014 წლის მოსახლეობის აღწერისა და 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებს შორის პერიოდზე. ათი წლის განმავლობაში ქალაქის ტიპის მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად - 15,7%-ით არის გაზრდილი, სოფელში კი სულ უფრო ცოტავდება და 2014 -2024 წლებში კლებამ 7,4% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 111 ათასზე მეტი ადამიანია.ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში 278 სოფელია ისეთი, სადაც 10 და ნაკლები კაცი ცხოვრობს. შედარებისთვის, 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში ასეთი 255 სოფელი იყო. დაცარიელებული სოფლების რაოდენობა წინა 2014 წლის აღწერასთან შედარებით, 1.5-ჯერ გაიზარდა.ზოგადად, მსგავსი პრობლემა მთელს მსოფლიოს აწუხებს, თუმცა, ჩვენთან სოფელი თავისი დტვირთვით მხოლოდ დემოგრაფიული და ეკონომიკური მცნება არ არის და მას სხვა დატვირთვა გააჩნია. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე."მთელ მსოფლიოში იზრდება ქალაქში მოსახლეობა, ხოლო სოფლებში პირიქით, მათი რიცხვი მცირდება. ჩვენთან სოფელი თავისი დტვირთვით მხოლოდ დემოგრაფიული და ეკონომიკური მცნება არ არის. სასოფლო დასახლებებს, განსაკუთრებით მთიან ზონაში საუკუნეების განმავლობაში დამცავი ფუნქცია ჰქონდათ, დღეს კი სოფელი წარმოადგენს ბუნებრივ შემაკავებელ ფაქტორს, სხვა ეთნოსისა და მოსახლეობის საქართველოში უკონტროლო შემოდინების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, სოფლად ცხოვრების ფორმატი და მათთვის სათანადო ცხოვრების შექმნა, ხელისუფლების მხრიდან წმინდა საქველმოქმედო,  ჰუმანური აქტი არაა. ის არის სახელმწიფოებრიობის მდგრადობისაკენ გადადგმული ნაბიჯია.დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 230-ზე მეტი სოფელი უკვე დაცარიელებულია, რამდენიმე ათეულ სოფელში კი, 10 -ზე ადამიანი ცხოვრობს. ანუ ისინიც შემცირებისკენაა მიმართული და მომდევნო 10 წელიწადში შესაძლოა ეს დაუსახლებელი სოფლების რიცხვი კიდევ გაიზარდოს ამიტომ საჭიროა სისტემური და კომპლექსური ხასიათის ზომების გატარება, როგორც ეკონომიკური ისევე იდეოლოგიური, კულტურული, ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა თვალსაზრისით. სოფელში ცხოვრებას არა მარტო ეკონომიკურად სასარგებლო, არამედ დადებითი და პოზიტიური ეფექტი  უნდა ჰქონდეს წმინდა დემოგრაფიული კუთხითაც", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველების წილი სხვა ეროვნებებთან მიმართებით მიზერულად, ძალიან მცირედით იზრდება.,,მოსახლეობის აღწერამ აჩვენა, რომ ქართველთა წილი ქვეყანაში 2,5%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მაგალითად, აქ მცხოვრებ აზერბაიჯანელთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. ასევე, საგრძნობლად მომატებულია სხვა ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ამა თუ იმ ვადით იმყოფებიან საქართველოში. რა გამოდის? ერთი მხრივ, ქართველთა  მატება საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოსახლეობის წილი სწრაფი ტემპით მატულობს. ეს გლობალიზაციასთან დაკავშირებული  პროცესია და მისი აკრძალვის სამართლებრივი ინსტრუმენტი ჩვენ არ გაგვაჩნია, თუმცა შეიძლება გარკვეული კონტროლის გამკაცრება.დღეს ყოველი 5 ქართველიდან თითქმის 2 უკვე უცხოეთშია. მიგრაციის სტატისტიკა ადასტურებს, რომ უკეთეს შემთხვევაში მიგრანტთა ნახევარი თავის  ქვეყნებს უბრუნდება, დანარჩენი ნახევარი კი უცხოეთში რჩება. ამიტომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სპეციალური პროგრამა, რომელიც წაახალისებს ეკონომიკური, კულტურული, საყოფაცხოვრებო პირობებით თუ სხვა საკითხებით მათ სამშობლოში  დაბრუნებას.არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე ასეული სოფელი ისედაც ოკუპირებულია და კონტროლის მიღმაა, რაც ქვეყნისთვის ცალკე სატკივარია. ამას ემატება იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც ადრე ხალხი ცხოვრობდა და დღეს მიტოვებული და გავერანებულია. ამდენად, დაცარიელებული სოფლების პრობლემა გლობალურია, მაგრამ ჩვენთვის უფრო მტკივნეულია, რადგან ძალიან ცოტანი ვართ", - განაცხადა არჩვაძემ.საკითხთან მიმართებაში თითქმის იგივე დამოკიდებულება აქვს დემოგრაფ ანზორ სახვაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემა ზოგადად მართალია გლობალურია, მაგრამ ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისათვის მეტად მტკივნეულია.,,საერთოდ, სოფელსა დ ქალაქს შორის მოსახლეობის ცვლილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, მათ შორის დემოგრაფიული თვალსაზრისითაც, მსგავსი პროცესები თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მეტ-ნაკლები დოზით მიმდინარეობს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ადასტურებს, სოფლად მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო დაბერდება. საბოლოოდ კი სოფლად მოსახლეობა შემცირდება.მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა ადგილზე მცხოვრები ახალგაზრდების სტიმულირება და მატერიალური თუ სხვა სახის მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება. საჭიროა ისინი დროულად დაოჯახდნენ და იყოლიონ ბავშვები, რაც, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის გაახალგაზრდავებას.საჭიროა რეგიონების განვითარდეს ინფრასტრუქტურულად, შეიქმნას საწარმოები და იქ დარჩენის მეტი სტიმული მიეცეს მომავალ თაობას. ამას ჰქვია დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. მართალია, რიცხვები კატასტროფული არაა, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები, რომ მოხდეს არასახარბიელო პროცესების შეჩერება თუ არა, შენელება მაინც", - განაცხადა ანზორ სახვაძემ.www.resonancedaily.com

1785738840

საუკეთესო ქვეყნები ემიგრანტებისთვის 2026 წელს | Expat Insider-ის რეიტინგი

საერთაშორისო კვლევითმა ფირმა Expat Insider-მა ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელი გამოკითხვა 162 სხვადასხვა ეროვნების მქონე 8,000-მდე ემიგრანტს მოიცავს, რომელთაც კვლევის ორგანიზატორებმა სთხოვეს, თავიანთი გამოცდილება რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით  შეეფასებინათ.შედეგად, Expat Insider-ის რეიტინგი ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება. ესენია: სამუშაო გარემო, პირადი ფინანსები, ცხოვრების ხარისხი, ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხები (ვიზა, ბიუროკრატია და სხვა) და ახალ გარემოსთან ადაპტაციის სიმარტივე.რეიტინგის ლიდერი ზედიზედ მესამედ პანამა გახდა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 87%-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ცხოვრებით კმაყოფილია, ხოლო დაახლოებით მესამედი ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენასაც გეგმავს. რეიტინგში პანამის ლიდერობა უმეტესად მიგრანტების ადგილობრივებთან ინტეგრაციისა და ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივით აიხსნება.ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების 2026 წლის რეიტინგში მეორე პოზიციას მექსიკა იკავებს. ამ შემთხვევაშიც, მთავარი კრიტერიუმი, რამაც სიაში მექსიკის ლიდერობა განაპირობა, ემიგრანტებისთვის ქვეყანაში მეგობრების შეძენისა და ადგილობრივ საზოგადოებაში სწრაფად ადაპტაციის შესაძლებლობაა.სამეულს კი ტაილანდი ასრულებს, სადაც ცხოვრებით გამოკითხული ემიგრანტების 86% აცხადებს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს. მათი შეფასებით, ქვეყნის მთავარი უპირატესობები დაბალი საცხოვრებელი ხარჯები, მათ შორის ხელმისაწვდომი საცხოვრებელია. კვლევის ფარგლებში გამოკითხული ემიგრანტების 42% არც ქვეყანაში საცხოვრებლად სამუდამოდ დარჩენის შესაძლებლობას გამორიცხავს.საინტერესოა, რომ Expat Insider-ის რეიტინგის ტოპ-10-ში მხოლოდ სამი ევროპული ქვეყანა მოხვდა, თუმცა არცერთი მათგანი საუკეთესო ხუთეულში არაა. ყველაზე კარგი შედეგი ესპანეთს აქვს, რომელიც სიის მეექვსე პოზიციაზეა წარმოდგენილი. კრიტერიუმების გათვალისწინებით, ესპანეთი ცხოვრების ხარისხის კატეგორიაში ლიდერია, რაც კარგი კლიმატური პირობების, დასვენებისა და მოგზაურობის მრავალი შესაძლებლობისა და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამსახურებაა.პორტუგალია მერვე ადგილზეა, ხოლო ლუქსემბურგი – მეათეზე. პორტუგალიამ მაღალი შეფასება მიიღო პირადი ფინანსებისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის სიმარტივის კატეგორიებში. ლუქსემბურგი წამყვან პოზიციებზე სამუშაო პირობების, ხელფასებისა და დასაქმების სტაბილურობის გამო აღმოჩნდა.ცნობისთვის, Expat Insider-ის 2026 წლის რეიტინგი 31 ქვეყანას მოიცავს. იმისათვის, რომ ქვეყანა საერთო რეიტინგში მოხვედრილიყო, გამოკითხვა ამ ადგილიდან მინიმუმ 50 ემიგრანტს უნდა შეევსო.რეიტინგის ქვედა ნაწილში კი დიდი ბრიტანეთი (28-ე), თურქეთი (29-ე), გერმანია (30-ე) და ნორვეგია (31-ე) აღმოჩნდნენ. ახალ გარემოსთან ადაპტაციის სიმარტივის მიხედვით, ნორვეგიამ ბოლო ადგილი დაიკავა, ხოლო გერმანიაში ემიგრანტები ყველაზე ხშირად პრობლემად ბიუროკრატიას, ციფრული სერვისების არასათანადო განვითარებას, საცხოვრებლის პოვნასა და ენობრივ ბარიერს ასახელებდნენ.Expat Insider-ის გამოკითხვით, საუკეთესო ქვეყნები ემიგრანტებისთვის 2026 წელს: პანამა მექსიკა ტაილანდი არაბთა გაერთიანებული საამიროები ბრაზილია ესპანეთი სინგაპური პორტუგალია მალაიზია ლუქსემბურგი წყარო: Forbes.ge

1785479896

ცენტრალური გათბობა საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ მესამედს აქვს

CRRC-ის ბიზნეს ომნიბუსის (მაისი, 2026) მონაცემებით, საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფლობა მნიშვნელოვნად განსხვავდება კატეგორიების მიხედვით: მაგალითად, მაცივარი და სარეცხი მანქანა თითქმის ყველა ოჯახშია მაშინ, როცა ცენტრალური გათბობა, მიკროტალღური ღუმელი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული.უფრო კონკრეტულად, ცენტრალური გათბობა გამოკითხულთა მხოლოდ 31 პროცენტს აქვს, ხოლო კონდიციონერი - 28 პროცენტს. კიდევ უფრო ნაკლები, 15 პროცენტია იმ ადამიანების წილი, ვისაც სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა აქვს.საგულისხმოა ისიც, რომ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ფლობს ლეპტოპს, კომპიუტერს ან ტაბლეტს, ავტომანქანა კი 55 პროცენტს ჰყავს.CRRC-ის შეფასებით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ პირველადი მოხმარების ტექნიკით ოჯახები უმეტესად უზრუნველყოფილნი არიან, ხოლო სხვა კატეგორიებში შედარებით დაბალი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს, მეორე მხრივ კი, ბიზნესისთვის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე მიუთითებს.ბიზნეს ომნიბუსი ეროვნული მასშტაბის, მოსახლეობის კვარტალური სატელეფონო (CATI) გამოკითხვაა, რომელიც ფარავს მთელს საქართველოს და შედეგები მოსახლეობის წარმომადგენლობითია. 


სხვა სიახლეები
bog
საქართველოს ბანკის „მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო

საქართველოს ბანკის ინიციატივა - „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ ფართოვდება. კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ ბიზნესებს შორის თანამშრომლობისა და მომხმარებლების გაზიარების შესაძლებლობით დამატებით, კიდევ 20-მა კომპანიამ ისარგებლა.„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ საქართველოს ბანკის ინიციატივაა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება. პროექტის მიზანია, მცირე მეწარმეებმა ერთმანეთის მხარდაჭერით შექმნან ერთიანი ქსელი, სადაც თითოეული ბიზნესი არა მხოლოდ საკუთარ მომხმარებელს მასპინძლობს, არამედ პარტნიორი კომპანიებისთვისაც ახალი ვიზიტორების წყაროდ იქცევა.ინიციატივას უკვე შეუერთდნენ შემდეგი ბიზნესები:Magnolia film lab, Meltingpot, Board Games Corner, Posteration, Kaleisi, ANNE Flowers, Chocotella, Meraki, 1973 Flowers, Hamo, Nari Ceramic Studio, Pancake, Inspiration Home Store, Lampino, Lolka Handmade Cakes, Lilat Flowers, W double You, White Studio, Street Smash, Board Games Guild, Distileria და Arena Gamingჯაჭვის პირველი წრე კი უკვე აერთიანებს ისეთ ბიზნესებს, როგორებიცაა:Dodonut → City Hikers → Mob.Burgers → Sio Print → Lunatic → Wine Square → Maua.concept → Ganjina → JPG → Dodonutინიციატივის ფარგლებში, „მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ ჩართული კომპანიები მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლების ვაუჩერს სთავაზობენ, რომლის გამოყენებაც პარტნიორ ბიზნესებთან შეუძლიათ. შედეგად, ერთი ვიზიტი მეორეს უკავშირდება - მომხმარებელი აღმოაჩენს ახალ ადგილებს, ხოლო ბიზნესები ახალ აუდიტორიას იძენენ.„მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ ჩართვა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც აქვს: ფიზიკური სივრცე, სადაც მომხმარებლებს მასპინძლობს; საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში; POS-ტერმინალი. ინიციატივაში მონაწილეობის პროცესი მარტივია - ბიზნესმა უნდა შეავსოს განაცხადი, რის შემდეგაც საქართველოს ბანკის წარმომადგენელი  დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩართვის პირობების შესახებ. მონაწილე ბიზნესებს ბანკი გადასცემს კამპანიის მასალებს, მათ შორის პოსტერსა და ვაუჩერებს, რომლითაც ისინი საკუთარ მომხმარებლებს პარტნიორი ბიზნესების აღმოჩენაში დაეხმარებიან.

ბიზნესი 1785852816

bog
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიურ ფორუმში - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership 4SDGs) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეთმობოდა ფინანსური სექტორის როლის განხილვას საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციაში, ანა ოსაძემ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აფართოებენ ქართული ფინანსური ინსტიტუტები მდგრადი და მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელ ფინანსურ პროდუქტებზე იზრდება მოთხოვნა და როგორ შეიძლება ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებამ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის, მწვანე ტრანსფორმაციას შეუწყოს ხელი. დისკუსიის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ფინანსური ინსტიტუტების როლზე კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, პასუხისმგებლიანი ფინანსური პრაქტიკის დანერგვის, მისი შედეგების და ბიზნესებისთვის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდის შესაძლებლობებზე.ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბანკი კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაშიც იყო წარმოდგენილი. სტუმარმასპინძლობის სექტორში მწვანე ტრანსფორმაციის საკითხებზე გამართულ სესიას საქართველოს ბანკის კორპორაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი გალოგრე, უძღვებოდა. დისკუსიის მონაწილეებმა მდგრადი ბიზნესპრაქტიკის დანერგვის, სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მწვანე ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.შეგახსენებთ, რომ Partnership 4SDGs გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიური ფორუმია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური სექტორის, კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.საქართველოს ბანკისთვის მდგრადი განვითარება ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბანკი განაგრძობს ESG პრინციპების ინტეგრირებას საკუთარ საქმიანობაში და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და მწვანე ტრანსფორმაციას უწყობს ხელს. 

ბიზნესი 1785852715

bog
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი

საქართველოს ბანკის მობილბანკის მომხმარებლებს ჩატბოტთან კომუნიკაციისთვის, ტექსტის აკრეფის გარდა, ახლა უკვე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაც შეუძლიათ. სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საბანკო საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვა ხმოვანი სახით გაგზავნოს და პასუხი იმავე სისწრაფით მიიღოს. რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა მომხმარებელს ტექსტის აკრეფის დრო ან შესაძლებლობა არ აქვს.ტექნიკურად პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: მომხმარებელი იწყებს ხმოვანი შეტყობინების ჩაწერას, რომელსაც Speech-to-Text ტექნოლოგია ტექსტად გარდაქმნის და შემდეგ ჩატბოტს უგზავნის, პასუხს კი დაუყოვნებლივ იღებს.ფუნქციონალი მობილბანკის ჩატბოტის განახლების ნაწილია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური საბანკო საკითხები დახმარების გარეშე, სწრაფად და მარტივად მოაგვაროს, მათ შორის შეძლოს ბარათის მართვა, PIN კოდის შეცვლა, ანგარიშის რეკვიზიტებისა და ამონაწერის მიღება, Lifestyle შეთავაზებების გაცნობა თუ ბოლო ტრანზაქციების ნახვა.გამოცადეთ ჩატბოტის შესაძლებლობები საქართველოს ბანკის მობილბანკში

ბიზნესი 1785849502

bog
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია, ბანკი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს და ახალგაზრდა პროფესიონალებსა თუ მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს, შეავსეთ განაცხადი და განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.მოიპოვეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ს პროგრამაში და ისწავლეთ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებშისაქართველოს ბანკი უკვე ათ წელზე მეტია, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს და დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად უფინანსებს.პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.2027–2028 სასწავლო წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. მოიპოვეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია UWC-ის საერთაშორისო განათლების პროგრამაში და ისწავლეთ სასურველ სკოლაში ხარისხიან საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი UWC Georgia-ს პარტნიორია.პარტნიორობის ფარგლებში ბანკი 15–17 წლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით სწავლა მსოფლიოს 17 ქვეყანაში მოქმედ 18 UWC სკოლაში გააგრძელონ. პროგრამა ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის, ერისა და საზოგადოების დაახლოებას განათლების გზით და ახალგაზრდებს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს.საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ორი სტიპენდიატია გამოვლენილი.საერთაშორისო განათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.   

ბიზნესი 1785835598

ირაკლი კობახიძე
პორტალი www.ekalata.gov.ge საზოგადოებას აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასებში შეიძინონ პროდუქტები - ირაკლი კობახიძე

პორტალი www.ekalata.gov.ge საზოგადოებას აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასებში შეიძინონ პროდუქტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეს პორტალი არის ძალიან საინტერესო, ინოვაციური შეთავაზება საზოგადოებისთვის.„მნიშვნელოვანია, რომ ფართოვდება შესაბამისი პროდუქტების ჩამონათვალი, რაც საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს მისცემს იმის საშუალებას, რომ მათთვის სასურველი კალათი შეიძინონ ყველაზე უფრო იაფად. ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ეკონომიკა 1785828619

ტრაილერი
„აფეთქებები საწყობებთან ახლოს, 200-ლიტრიანი ლიმიტი საწვავზე და ქრთამი“ - რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქართველი გადამზიდავები რუსეთში?

„ბოლო პერიოდში ახალი დაბრკოლებები წარმოიქმნა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ნემსაძემ რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ქართველი გადამზიდავებისთვის დამატებითი დაბრკოლებები რუსეთის ტერიტორიაზე არსებულმა უსაფრთხოების რისკებმა, საწვავის მწვავე დეფიციტმა და საგზაო პოლიციის მხრიდან გამკაცრებულმა საზედამხედველო კონტროლმა შექმნა.„გადამზიდავებს, რომლებიც რუსეთის მიმართულებით მოძრაობენ, იქნება ეს ტრანზიტი თუ ექსპორტ-იმპორტი, პერმანენტულად აქვთ სხვადასხვა ტიპის პრობლემები. ეს დაბრკოლებები შეიძლება იყოს როგორც სეზონური, ისე არასეზონური.სეზონურში, მაგალითად, ზამთრის, გაზაფხულის ან ზაფხულის პერიოდში საზღვარზე არსებული შეფერხებები იგულისხმება, რაც გადამზიდავებისთვის მთავარ პრობლემად იქცევა ხოლმე.ასეთ დროს, ძალიან დიდხანს უწევთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა და რიგებში გაძვირებული სერვისებით სარგებლობა. ეს ყოველივე კი სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებსა და ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს.თუმცა, ბოლო პერიოდში ახალი დაბრკოლებებიც წარმოიქმნა. პირველ რიგში, ეს უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება, რადგან უკრაინული ძალები იერიშებს არამხოლოდ სამხედრო, არამედ სხვადასხვა ტიპის კომერციულ ობიექტებზეც ახორციელებენ.მძღოლები ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში, ამა თუ იმ კომპანიის საწყობებსა თუ ქარხნებში იმყოფებიან, რის გამოც გახშირდა შემთხვევები, როდესაც აფეთქებები უშუალოდ მათი საქმიანობის არეალთან ძალიან ახლოს მოხდა.საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია ვინმეს დაშავების ან დაზიანების შესახებ, თუმცა რისკები მკვეთრად გაიზარდა.შექმნილმა ვითარებამ მძღოლები, ბუნებრივია, დააფრთხო. გადამზიდავები უკვე ირჩევენ ქალაქებს და ცდილობენ, ფრონტის ხაზის მიმდებარე დასახლებებს თავი აარიდონ. თუმცა, ეს ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან დაკვეთებს ასე ვერ შეარჩევ. თანაც, შეტევების არეალი თანდათან გაფართოვდა და რუსეთის შორ ქალაქებსაც მისწვდა.შესაბამისად, დაზღვეული არავინაა, თუ რომელ ქალაქში, რომელ კომერციულ ობიექტზე, რა რისკი შეიძლება შეექმნას“, - აცხადებს ირაკლი ნემსაძე.როგორც სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, დროის დიდ დანაკარგებსა და დაუგეგმავ ხარჯებს იწვევს გადამზიდავებისთვის რუსეთის ფედერაციაში საწვავთან დაკავშირებით არსებული კრიზისი.„მეორე დაბრკოლება საწვავია. ნავთობობიექტებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების შედეგად, საწვავის დეფიციტი პრაქტიკულად, რუსეთის მთელს ტერიტორიაზე აღინიშნება.დეფიციტი ნიშნავს იმას, რომ ავტოგასამართი სადგურები სატვირთოებს საწვავს ლიმიტირებულად - ერთ გამართვაზე დაახლოებით, 200 ლიტრს უსხამენ, რაც სატვირთო ავტომობილისთვის ძალიან მცირე მოცულობაა.ეს ნიშნავს, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში უწყვეტად გადაადგილების ნაცვლად, მძღოლს გზადაგზა ხშირად იმ სადგურების ძებნა უწევს, სადაც საწვავს დაიმატებს და შეივსებს. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ობიექტზე რიგები დგას, 200 ლიტრის შესავსებადაც კი მთელი დღე რიგში დგომაა საჭირო.გარდა ამისა, გაიზარდა ფასიც, როგორც ტაბლოზე, ისე ჩამსხმელების მხრიდან მანიპულირების ხარჯზე. წარმოიდგინეთ მძღოლს, რომელიც მთელი დღე ავტოგასამართ სადგურზე დგას, მოვიდა ბოლო-ბოლო მისი რიგი და იმის ნაცვლად, რომ საწვავი ჩაუსხან, ეუბნებიან, რომ რესურსი ამოიწურა.იქვე კეთდება მინიშნება, რომ დამატებითი „საჩუქრის“ (ფულადი თუ სხვა სახის) შემდეგ ეს საწვავი „გაჩნდება“. ეს არის დამატებითი ხარჯები, დაკარგული დრო და უზარმაზარი დისკომფორტი, რაც ასეთ კონტაქტებში შესვლას გულისხმობს.მესამე მოცემულობაა ის, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე უკიდურესად გამკაცრებული საზედამხედველო პირობები შეიმჩნევა. მთელს ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც თითქოს დოკუმენტაციას და მათ შესაბამისობას ამოწმებენ.ისინი უაღრესად აგრესიულად და მკაცრად იქცევიან, ცდილობენ იპოვონ მიზეზი, დარღვევა ან რაიმე მსგავსი. როგორც წესი, რუსული პრაქტიკა ასეთია: დარღვევას იმისთვის გიპოვიან, რომ შემდეგ მოილაპარაკონ და ქრთამი გადაგახდევინონ.ეს პროცესი კიდევ უფრო დამძიმდა - მსგავსი მიდგომა აქამდეც არსებობდა, თუმცა ბოლო თვეებში მათი დამოკიდებულება განსაკუთრებით გამკაცრდა“, - აცხადებს ირაკლი ნემსაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

საზოგადოება 1785828420