ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი SPORTFEST 2023 იმართება

ბიზნესი 1684665413
ლიბერთი

ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში საქართველოში პირველი სპორტული ფესტივალი - SPORTFEST 2023 იმართება.

„ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სხვადასხვა სპორტის სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ფესტივალზე მოსული, სპორტით დაინტერესებული სტუმრებისთვის მზად არის პავილიონის შიდა და გარე სივრცეები, რომელშიც მოწყობილია სპორტის სხვადასხვა სახეობის ზონები, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო, გასართობი და კვების ზონები. 

 ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს ესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით“, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალის პირველ დღეს, ლიბერთის სივრცეში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდა სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს.

დღეს, 21 მაისს, ლიბერთის სივრცეში საქართველოს ჩემპიონი, 11 წლის ერეკლე ტაბატაძე პირველ 10 რეგისტრირებულ მოთამაშეს ერთდროულად შეეჯიბრება.