1725708726
Tesla ჰუმანოიდური რობოტების გამოყენებას 2025 წლიდან დაიწყებს
ამერიკული Tesla მომავალ წელს დაიწყებს ჰუმანოიდური რობოტების გამოყენებას და გეგმავს მათი უფრო დიდი რაოდენობით წარმოებას სხვა კომპანიებისთვის 2026 წელს. ამის შესახებ ავტომწარმოებლის ხელმძღვანელი ელონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
Tesla რამდენიმე წელია მუშაობს ასეთ რობოტებზე და ელოდება, რომ ისინი შეძლებენ მძიმე ამოცანების შესრულებას, ასევე შეამცირებენ მუშახელის რაოდენობას გაზრდიან წარმოების ეფექტურობას, აღნიშნავს The Wall Street Journal.
მარტში მასკმა გამოაქვეყნა ვიდეო მისი ჰუმანოიდ რობოტებზე Optimus-ებზე, რომლებიც ყურადღებით მოძრაობენ ქარხანაში და ასრულებენ მარტივ დავალებებს. აპრილში მან თქვა, რომ Optimus ქარხნებში მუშაობას წელსვე შეძლებს.
მილიარდერმა ასევე თქვა, რომ ტესლას სურს ისინი 20 ათას დოლარზე ნაკლებ ფასად გაყიდოს.
1725708838
ბიორობოტიკის ერა - რა ფუნქცია აქვს რობოტს, რომელიც ნახევრად სოკო და ნახევრად მანქანააბორბლებიანი, რბილი ტანის რობოტ ვარსკვლავს ხუთი მოძრაობის შესრულება შეუძლია. ერთი შეხედვით, ეს მარტივი ქმნილებებაა, რომელიც ჩვეულებრივი ელექტროენერგიით იკვებება, მაგრამ სინამდვილეში ის შესაძლოა, სრულიად ახალი - ბიორობოტების განვითარების ეპოქის საფუძველი იყოს, რადგან, ამ რობოტს ცოცხალი არსება - სოკო აკონტროლებს.როგორც cnn წერს, სოკოს მიცელიუმის, ანუ ძაფების მსგავსი ფესვები რობოტის აპარატში იზრდება.ორი “სხეული“ კორნელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა - ისინი გრძნობენ და რეაგირებენ გარემოზე სოკოს მიერ წარმოქმნილი ელექტრული სიგნალებისა და სინათლის მიმართ მისი მგრძნობელობის საფუძველზე.აღნიშნული რობოტი არის მეცნიერთა უახლესი მიღწევა “ბიოჰიბრიდული რობოტების“ სახელით ცნობილი დარგში, რომლებიც ცდილობენ გააერთიანონ ბიოლოგიური, როგორიცაა მცენარეები და ცხოველური უჯრედები, რათა შექმნან ნაწილობრივ ცოცხალი და ნაწილობრივ ინჟინერიული არსებები.მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს რობოტი მედუზა დამოუკიდებლად შეძლებს ოკეანეების გამოკვლევას.„ბიოჰიბრიდიზაცია არის მცდელობა ვიპოვოთ კომპონენტები ბიოლოგიურ სამყაროში, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რათა დავეხმაროთ ხელოვნურ სისტემებს უკეთ იმუშაონ“, - დასძინა კვლევის უფროსმა ავტორმა, ჟურნალში Science Robotics.ნახევრად სოკო, ნახევრად მანქანაგუნდმა სოკოს - Pleurotus eryngii გაშენება ლაბორატორიაში დაიწყო. მკვლევრებმა აირჩიეს სოკოს ეს სახეობა, რადგან ის ადვილად და სწრაფად იზრდება.მათ სოკოს ძაფისებრი სტრუქტურები - მიცელიუმი განავითარეს, რომელსაც შეუძლია შექმნას ქსელები. დაბოლოებებს აქვთ უნარი შეიგრძნონ, დაუკავშირდნენ და გადაიტანონ საკვები ნივთიერებები ძაფებში - ის ფუნქციონირებენ როგორც ნეირონები თავის ტვინში.მიცელიუმი აწარმოებს მცირე ელექტრულ სიგნალებს და შეიძლება დაუკავშირდეს ელექტროდებს.ერთ-ერთმა ინჟინერმა შექმნა ელექტრული ინტერფეისი, რომელიც ზუსტად კითხულობს მიცელიის ელექტრულ აქტივობას, შემდეგ ამუშავებს და გარდაქმნის მას ციფრულ ინფორმაციად, რომელსაც შეუძლია გაააქტიუროს რობოტის მოძრავი ნაწილები.შედეგად, რობოტებმა შეძლეს სიარული და გადატრიალება მიცელიის მიერ წარმოქმნილ ელექტრული მწვერვალების საპასუხოდ.ბიოჰიბრიდული რობოტიკა რეალურ სამყაროშისოკოებით კონტროლირებად ტექნოლოგიას შეიძლება ჰქონდეს გამოყენება სოფლის მეურნეობაში.“რობოტების პოტენციალი შეიძლება იყოს ნიადაგის ქიმიის შესწავლა მწკრივ კულტურებში. შეძლებს გადაწყვიტოს, როდის დაუმატოს სასუქი და ა.შ.“ - განუცხადა კვლევის ავტორმა Cornell Chronicle-ს.ცოცხალი სოკოების გამოყენებით ლაბორატორიამ შექმნა 30-ზე მეტი სენსორული და გამოთვლითი მოწყობილობა. მათ შორის რობოტების თვითგანკურნებადი კანის გაზრდის ჩათვლით.წყარო: cnn.com
1725691020
„ადგილები სრულად შევსებულია, ჯავშნების მიღება 1 კვირის წინ დავასრულეთ“ - კვების ობიექტები ნაკრების თამაშზე„საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის ადგილები სრულად შევსებულია, ჯავშნების მიღება 1 კვირის წინ დავასრულეთ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე კვების ობიექტში განუცხადეს.შეგახსენებთ, რომ ხვალ, 7 სექტემბერს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველო-ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების თამაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თამაშის ბილეთის შეძენა ბევრმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო. ფეხბურთის ნაკრების თამაშზე ინტერესი კი, განსაკუთრებით EURO 2024-ს შემდეგ, ძალიან მაღალია.„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, არის თუ არა თავისუფალი ადგილები ამა თუ იმ ობიექტებში თამაშისთვის.როგორც HB-ში განგვიცხადეს, ჯავშნების მიღება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაასრულეს.„ადგილები სრულად შევსებულია, შესაბამისად ჯავშნების მიღება დასრულებული გვაქვს“ - განაცხადეს HB-ში.„ორ ტონაში“ გვითხრეს, რომ ხვალინდელ მატჩზე დასასწრები ორი ადგილი გამოუთავისუფლდათ, „თუმცა სავარაუდოდ, ხვალამდე ეს ადგილები შეივსება“.HB-ის მსგავსად, დიდი ხნის წინ შეწყდა ჯავშნების მიღება „ბერნარდშიც“, სადაც განგვიცხადეს, რომ თუკი ვინმე ხვალ დღის განმავლობაში იტყვის უარს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ახალი მსურველის მიღებას.შეგახსენებთ, იმასაც რომ გულშემატკივარი მატჩის ყურებას რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანზეც შეძლებს, სადაც კვების ობიექტებიც განთავსდება.
1725607090
ოლიმპიური რგოლები ეიფელის კოშკზე შესაძლოა, სამუდამოდ დარჩესპარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ეიფელის კოშკზე დამონტაჟებული ოლიმპიური რგოლები შესაძლოა, ზედ სამუდამოდ დარჩეს. ინიციატივა ქალაქის მერ ენ იდალგოს ეკუთვნის, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.პარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა, ხოლო მიმდინარე პარაოლიმპიადა 8 სექტემბერს დასრულდება.მერის თქმით, ოლიმპიური რგოლები ხალხს ამ მოვლენებს გაახსენებს.ხუთი რგოლი 29 მეტრ სიგანისა და 15 მეტრ სიმაღლოსაა, მათი წონა კი 30 ტონაა. ენ იდალგო ორიგინალური რგოლების უფრო მსუბუქი ასლებით შეცვლის წინადადებით გამოდის, რომ მათი მოვლა გაადვილდეს.მერის ინიციატივას კოშკის ამგების, ინჟინერ გუსტავ ეიფელის შთამომავლები ეწინააღმდეგებიან. ისინი შიშობენ, რომ ოლიმპიური რგოლები ცნობილ კოშკს მხოლოდ ერთ მოვლენას დაუკავშირებენ. აზრები, ასევე, სოციალური მედიის მომხმარებლებში გაიყო.ფრანგული მედიის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.ცნობისთვის: პარიზში ოლიმპიადიდან შემორჩენილ 6 მილიონ ერთეულ სხვადასხვა სპორტულ ინვენტარს ორგანიზაციებს დაურიგებენ. მაგალითად, საპლაჟო ფრენბურთის ქვიშა ქალაქის სპორტულ კლუბს, ოლიმპიური სოფლის 14 ათასი ლეიბი საფრანგეთის არმიას სამხედროებისთვის გადაეცემა, ხოლო მუყაოს საწოლის სტურქტურა გადამუშავდება. ჩოგბურთის ბურთები, ასევე, სხვადასხვა სპორტულ კლუბს გადაეცმეა. ამასთან, ორ საცურაო აუზს, სალაშქრო კედელსა და სკეიტბორდის პარკებს სენა-სენ-დენის გარეუბანში გადაიტანენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სპორტისკენ მიიზიდონ. ოლიმპიური ჩირაღდნის მსოფლიო ესტაფეტისთვის დამზადებული ჩირაღდნები, დროშები და სხვა ატრიბუტები სუვენირებად გაიყიდება.
1725604377
ფილიპინების თავზე ცაში ასტეროიდი შემოიჭრა და ატმოსფეროში დაიწვაგამთენიისას, ფილიპინების თავზე ცაში ასტეროიდი შემოიჭრა. ობიექტი ატმოსფეროში შემოსვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს და კუნძულ ლუსონის თავზე ელვარედ დაიწვა.ასტეროიდს 2024 RW1 უწოდეს და ის NASA-ს პროგრამა Catalina Sky Survey-მ დედამიწის ატმოსფეროში შემოღწევამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა. ობიექტის დიამეტრი სულ რაღაც ერთ მეტრამდე იყო და არ წარმოადგენდა რაიმე საფრთხეს. როგორც წესი, ამ ზომის ობიექტები პლანეტის ზედაპირამდე ვერ აღწევს და ატმოსფეროში იწვება.ფილიპინების ჩრდილოეთ ნაწილიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს კაშკაშა ცეცხლის ბურთი, რომელსაც ნაწილობრივ ღრუბლები ფარავს. ასტეროიდმა უცბად კუდიც წარმოქმნა, რომელიც სწრაფადვე გაქრა.ეს მხოლოდ მეცხრე შემთხვევაა, როდესაც ასტეროიდი დედამიწასთან მოღწევამდე დააფიქსირეს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) აცხადებს, დედამიწის ატმოსფეროში ყოველ ორ კვირაში ერთხელ შემოდის მეტრიანი ასტეროიდი.ვრცლად პირველ არხზე
1725519551
მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს ერთ საათში აფიქსირებსმეცნიერებმა თავის ტვინის კიბოს დაფიქსირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც გაცილებით სწრაფი და ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე ქირურგიული ბიოფსია.ამ „თხევადი ბიოფსიისათვის“ საჭიროა მხოლოდ 100 მიკროლიტრი სისხლი და სულ რაღაც ერთი საათი. აფიქსირებს გლიობლასტომასთან დაკავშირებულ ბიომარკერებს — ეს გახლავთ თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული და მომაკვდინებელი ტიპი.მეთოდი გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტსა და მარკერს ბრწყინვალე სიზუსტით ჯობნის.რევოლუციური მეთოდი ამერიკელ და ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა, რომელსაც აშშ-ის ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. მათი კონცეფციის მტკიცებულება ჯერ სრულყოფილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია დიაგნოსტირებაში.ტესტი ეფუძნება სისხლის მუტირებული ბიომარკერების შეგრძნებას, რომელსაც ეპიდერმულ ზრდის ფაქტორ რეცეპტორებს (EGFR) უწოდებენ და რომლებიც ზედმეტად გამოხატულია გარკვეულ კიბოებში, მაგალითად, გლიობლასტომაში.სისხლის ბიომარკერები გვხვდება უჯრედგარე ვეზიკულებში; ეს პატარა პაკეტები შეიცავს ცილებს, ლიპიდებსა და თავდაპირველი უჯრედის გენეტიკურ მასალას.„უჯრედგარე ვეზიკულები, ანუ ეგზოსომები უჯრედების მიერ გამოყოფილი უნიკალური ნანონაწილაკებია.„ისინი დიდია, მოლეკულაზე 10-15-ჯერ დიდი და აქვთ სუსტი მუხტი. ჩვენი ტექნოლოგია კონკრეტულად ამ ნანონაწილაკებისთვის შეიქმნა, რათა მათ მახასიათებელთა უპირატესობა გამოიყენოს“, — ამბობს ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ინჟინერი ჰსუე-ჩია ჩანგი.სიმსივნურ უჯრედთა მიერ გამოყოფილი მოლეკულების დასაფიქსირებლად, მკვლევრებმა სუპერმგრძნობიარე ბიოჩიპი სისხლის პლაზმის დაუმუშავებელ ნიმუშში ჩადეს.ეს ჩიპი 2 დოლარზე იაფი ღირს და აღჭურვილია საწერი კალმის ბურთულის ზომის ციცქნა სენსორით. ინტერფეისი შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც მუტირებული EGFR-ების ეგზოსომებზეა გათვლილი.როდესაც EGFR-ები ბიოჩიპს ეკვრიან, პლაზმის ხსნარში ხდება ძაბვის ცვლილება, რაც მაღალ უარყოფით მუხტს იწვევს. ეს კი შესაძლო კიბოს მანიშნებელია.ექსპერიმენტებში, ბიოჩიპი დატესტეს გლიობლასტომის მქონე 20 პაციენტის და 10 ჯანმრთელი ადამიანის სისხლის ნიმუშებზე. თითოეულ ტესტში თითო ჩიპი გამოიყენეს.საბოლოოდ, თხევადმა ბიოფსიამ კიბოს ბიომარკერები ბრწყინვალე სიზუსტით დააფიქსირა, თანაც ძალიან იაფად..