1750150522
ვქმნით მეცნიერების მომავალს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი განაგრძობს STEM განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა იხსნება.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და პოპულარიზაციას.
STEM სკოლის ფარგლებში, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში გაკვეთილებს კომაროვის პროფესიონალები გაუძღვებიან. სასწავლო პროცესი კი ერთი წლის განმავლობაში ორ მოდულად ჩატარდება. გაკვეთილები კვირაში ერთხელ, ონლაინ რეჟიმში, შაბათობით გაიმართება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
STEM სკოლა 150 მოსწავლეს მიიღებს. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება. რეგისტრაცია 17 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს დასრულდება.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად დაუფინანსებს.
„საქართველოს ბანკში ჩვენთვის მთავარი ღირებულება განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. ამიტომ, მიზნად დავისახეთ, სკოლის მოსწავლეებისთვის შეგვექმნა შესაძლებლობა, მიეღოთ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით - STEM მიმართულებებით სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. STEM სკოლის შექმნის მიზანიც სწორედ ეს არის - ერთი მხრივ, გვსურს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაჩენას, იქნება ეს ინჟინერია, ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა, რათა გავხადოთ ეს პროფესიები უფრო მეტად პოპულარული და მოთხოვნადი. მეორე მხრივ კი ჩვენი მიზანია, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ აღნიშნული მიმართულებები, მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, რის საშუალებასაც კომაროვის სკოლის გამოცდილება იძლევა“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.
STEM სკოლაში სასწავლებლად საჭიროა:
- მოსწავლე სწავლობდეს მე-7, მე-8 ან მე-9 კლასში;
- 2022 წლის შემოდგომის სემესტრში ფიზიკასა და მათემატიკაში ჰქონდეს 9 ან უფრო მაღალი შეფასება;
- გაიაროს რეგისტრაცია;
- წარმატებით გაიაროს ონლაინ ტესტირება.
STEM სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და აპლიკაციების მიღების პროცესი 3 მარტს დასრულდება.
STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეწვიეთ ვებგვერდს.
რეგისტრაციისთვის კი გადადით ბმულზე.
1750060316

1750147411
„ჰელსინკის კომისია“ - საქართველოს დე ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავსაშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია“ - აცხადებს „ჰელსინკის კომისია“, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“ და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.
1750147337
„კლიმატური ცვლილებები მსოფლიოში უფრო მტკივნეული ხდება - დაზიანებული ფართობები მომავალში ნიშნავს გაძვირებას“„სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში უფრო მტკივნეული ხდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და შპს „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განაცხადა.როგორც მანვე განმარტა, მაგალითად, მიმდინარე წელს კლიმატური ცვლილებების შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სასოფლო-სამეურნეო ფართობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.ხანიშვილის თქმით, მიმდინარე კლიმატური ცვლილებები და მისი ეფექტი სოფლის მეურნეობაზე, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველა ქვეყნისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს."სასურსათო უსაფრთხოების საკითხი უფრო მტკივნეული ხდება"„სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში უფრო მტკივნეული ხდება. მაგალითად, მიმდინარე წლის გაზაფხული იყო ძალიან ბევრ ქვეყანაში ყინვიანი და ამან კურკოვანი და ფესვოვანი მცენარეების დიდი ნაწილი დააზიანა. საქართველოში მაგალითად, ყინვამ და სეტყვამ ბლის ფართობები სერიოზულად დააზიანა, დაზიანებულია ასევე ქლიავისა და ტყემლის ფართობები. მსოფლიოს ტენდენციამ კლიმატური ცვლილებების კუთხით სასურსათო უზრუნველყოფაზე ყველა უნდა დააფიქროს“, - აღნიშნა მან.ხანიშვილის თქმით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს რესურსები და ის კულტურები, რომელთა მეტი წარმოებისა და თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობაც აქვს, აითვისოს.„ბევრი პროდუქციაა ისეთი, რაზეც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გვაქვს. როდესაც ქართველ ფერმერებზე საუბრობენ, საზოგადოების ნაწილი ცდილობს დააკნინოს ის წარმატებები რაც მათ აქვთ. მაგრამ, ექსპორტს რომ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ექსპორტზე გაგვაქვს თხილი, ლურჯი მოცვი, კარტოფილი, მწვანილი, კარალიოკი, ვაშლი და ა.შ. ეს არის ის პროდუქტები, რაზეც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს და გაგვაქვს ექსპორტზეც. თუმცა, იგივე პროდუქცია იმპორტითაც შემოდის ქვეყანაში, რაც დამოკიდებულია სეზონურობაზე. რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ვაწარმოოთ, იმიტომ, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი.ჩვენი პრობლემა არის ის, რომ გვაქვს მცირედ დანაწილებული მეურნეობები და ერთგვაროვანი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ჭირს. რამდენადაც მსხვილდება მეურნეობები, იზრდებიან ფერმერები და მეტ მიწას ყიდულობენ, იმდენად ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება და მეტ ბაზარზე გავდივართ. ზუსტადაც ეს ვითარებაა ვაშლზე, ინტენსიურად გაშენებულმა ბაღებმა მოსავლის მოცემა რომ დაიწყო, ექსპორტიც გაიზარდა. იგივე ხდება ლურჯ მოცვთან მიმართებაში, ლურჯი მოცვის კუთხით სერიოზული ზრდა გვექნება სამომავლოდაც. კარტოფილი მაგალითად, ხასიათდება საინტერესო დინამიკით - პერიოდულად ჩვენ გვაქვს კარტოფილის ჭარბი მოსავალი, მოგვყავს 250-300 ათას ტონამდე, თუმცა არის პერიოდი როცა ჩავარდნაა და იმპორტზე შემოტანა გვჭირდება“, - აღნიშნავს გელა ხანიშვილი.გარდა იმისა, რომ კლიმატური ცვლილებების გამო, დაზიანებული მოსავალი იწვევს გარკვეული პროდუქციის დეფიციტს, ამა თუ იმ კულტურის ნაკლებობა და მზარდი მოთხოვნა წარმოშობს გაზრდილ ფასებს. ხანიშვილის თქმით, საქართველოს აქვს რიგი კულტურები, სადაც წარმოების გაზრდა შეუძლია.„ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებული ფართობები მომავალში ნიშნავს გაძვირებას. მაგალითად, თუ დაზიანდა სიმინდის ფართობები, გაძვირებულ ზეთს უნდა ველოდოთ; ხორბლის მოსავალი თუ დაზიანდა - გაძვირებულ ხორბალს და ა.შ. ბუნებრივი მდგომარეობაა ეს. ამის პარალელურად საქართველოს შეუძლია სხვადასხვა კულტურის წარმოების კუთხით მიაღწიოს წარმატებას და გააფართოოს წარმოება. მაგალითად: ხორბალი ნაცვლად 150 ათასი ტონისა მოვიყვანოთ 400-450 ათასი ტონა; სიმინდი ნაცვლად 200 ათასი ტონისა, მოვიყვანოთ 600 ტონა; ქერი ნაცვლად 50 ტონისა, 100 ათასი ტონა.გაზრდილი წარმოების კვალდაკვალ, გაიზრდება ოჯახების შემოსავლები, მოსავლიანობა, ადგილზე გაძლიერდება და გამაგრდება ფერმერი, ოჯახს კი სტაბილური შემოსავალი ექნება - ეს ყოველივე არის მაპროვოცირებელი სხვა ფერმერული მეურნეობების განვითარების. მაგალითად, მარცვლოვნების გაფართოება ახალისებს მეცხოველეობის განვითარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ცხოველებისთვის საკვები ბაზა იზრდება. ჩვენი ფერმერები, მიუხედავად იმისა, რომ სასურველისგან ჯერ კიდევ შორს არიან, ვითარდებიან და მეტ წარმატებას აღწევენ, რაოდენობრივად მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოჰყავთ და აწვდიან როგორც შიდა ბაზრებს, ასევე გააქვთ ექსპორტზე“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გელა ხანიშვილი.
1750143670
უცხოელებმა სპეციალური სამუშაო უფლება უნდა მოიპოვონ - რა იცვლება მიგრაციის შესახებ კანონში?უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, "ქართული ოცნება" „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ამკაცრებს.კანონპროექტის თანახმად, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტს უკვე წარედგინა და დაჩქარებულად განიხილება, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი. ამასთან, დამრღვევი მიგრანტებისთვის ჯარიმა შემოდის, ხოლო დამსაქმებლებისთვის - იზრდება.კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით: საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი). ამავდროულად, კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე."აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც.ასევე, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შემოსული უცხოელების მიმართ, რომლებიც საქმდებიან საქართველოში და რეგისტრირდებიან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულსისტემაში, კანონმდებლობა არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებისა და შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულებას",- წერია დოკუმენტში.დოკუმენტში მოყვანილია სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დარჩა მინიმუმ 6 თვეს + 1 დღე (ეს არის ის მეთოდი რითაც საქსტატი თვლის იმიგრანტებს). მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დასაქმება და ეკონომიკური სტაბილურობის ძიება. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ქვეყანაში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია. თუმცა, შრომის ბაზარზე სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული."ეს შეუსაბამობა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომითი იმიგრაციის აღრიცხვა და მონიტორინგი სრულყოფილი არ არის და არსებითად ვერ ასახავს იმ სამუშაო ძალას, რომელიც რეალურად ოპერირებს ქართულ შრომის ბაზარზე. შედეგად, რთულდება მიზნობრივი პოლიტიკის დაგეგმვა, შრომითი უფლებების დაცვა და ბაზრის რეალური სურათის ანალიზი",- აღნიშნულია დოკუმენტში.წარმოდგენილი ცვლილების თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები; დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება); შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები; გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებით, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე; დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას; საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების სრულყოფილად დარეგულირდება და მართვის მიზნით განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები და ფუნქციები. გათვალისწინებულია კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედება. ამასთან, რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტში რეგისტრაციის სტატუსი აქვთ აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, უნდა მოიპოვონ სპეციალური სამუშაო უფლება და შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება.რაც შეეხება ჯარიმებს: ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა - გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებით დარღვევებზე კი ორმაგი თანხით ჯარიმაა განსაზღვრული.კანონპროექტის მიხედვით, მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა.„იმ ეკონომიკურ სექტორებში, სადაც დაფიქსირდება სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას, ხოლო უცხოელი მოქალაქეების დასაქმება შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში შეიზღუდება, რათა არ მოხდეს ადგილობრივი დასაქმებულების შესაძლებლობების შეზღუდვა.მეორე მხრივ, იმ სექტორებში, სადაც გამოიკვეთება კადრების დეფიციტი, სახელმწიფოს მიდგომა იქნება შრომითი იმიგრანტების შერჩევითი და დროებითი დასაქმება - განსაზღვრული პერიოდისთვის და ზედამხედველობის პირობებში. უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი. პარალელურად, განხორციელდება ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მაქსიმალურად შიდა რესურსებით დაკმაყოფილდეს. შედეგად მოხდება ადგილობრივი სამუშაო ძალის უფრო მეტად ინტეგრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულ რეალიზებას“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია.bm.ge
1750075263
„რთული სათქმელია, საით წავა მიგრაციული ტალღა“ - რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს საქართველოზეთუ მოსახლეობა დაიწყებს ირანის დატოვებას, ასეთ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რა მიმართულებით წავა მიგრაციული ტალღა - აცხადებს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და არ გამორიცხავს, რომ მათი ნაწილი საქართველოშიც მოხვდეს. როგორც ბატიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, „უსაფრთხოების საბჭოს უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული უსაფრთხოებისა და მიგრაციული ნაკადების მართვისთვის საჭირო გეგმა და იმის მიხედვით უნდა მოქმედებდეს“.ცნობისათვის, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გრძელდება. მოლოდინების ფონზე, წინა კვირას მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა. ორშაბათს ფასები მცირედით არის დაკორექტირებული. მაგალითად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 15:00 საათის მონაცემებით, ბარელზე 71.89 დოლარს შეადგენს (-1.49%), ხოლო BRENT-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 73.26 დოლარით (-1.31%) არის განსაზღვრული.გარდა ამისა, ინვესტორები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებას შესაძლოა, თან ახლდეს ნავთობის მიწოდების შეზღუდვა, რაც განპირობებული იქნება საზღვაო მარშრუტების ბლოკირებით ან მათზე თავდასხმით. შედეგად გაიზრდება გადაზიდვის დაზღვევის პრემია და საბოლოოდ აისახება სამომხმარებლო ფასებზე.ამასთანავე, გარდა ნავთობის ფასის ზრდისა, გაჩნდა მოლოდინები, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაგრძელებამ და ვითარების გამწვავებამ შესაძლოა, ირანიდან მიგრაციული ნაკადების გააქტიურება გამოიწვიოს.ამ ფონზე საინტერესოა, როგორი იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ეფექტი საქართველოზე. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოზე შესაძლოა, იყოს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი.კერძოდ, ერთი მხრივ, კონფლიქტის გაგრძელება-გამწვავების პარალელურად ნავთობის გლობალური ფასის ზრდა, ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც. ხოლო მეორე მხრივ ირანის მოქალაქეების შესაძლო მიგრაცია, საქართველოსთვის გამოწვევაა.„ისრაელ-ირანის კონფლიქტისთვის მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, ამიტომ მოკლე პერიოდში ვერ დასრულდება. რაც შეეხება საქართველოზე ამ კონფლიქტის ეფექტს, აქ შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა. არაპირდაპირი შეძლება იყოს ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანმა სპარსეთის ყურე გადაკეტა და ნავთობზე ფასები გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე, ეს აისახება საქართველოზეც. პირდაპირ გავლენა შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი დაბომბავს ირანის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურასა და ისეთ სექტორებს, რომელზეც დგას ირანის ეკონომიკა და მოსახლეობა დაიწყებს ირანის დატოვება. ასეთ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რა მიმართულებით წავა მიგრაციული ტალღა; ისიც არ ვიცით, რაოდენობრივად რამდენი ადამიანი შეიძლება მოვიაზროთ ამ მიგრაციულ ტალღაში - ეს რთულად განსასაზღვრია, რადგან ირანის მოსახლეობა 93 მილიონს შეადგენს.ამ ვითარებაში პოლიტიკური განზომილება არის შემდეგი - შარშან ამ დროს ყველას გვახსოვს კობახიძის ვიზიტი თეირანში. ის პარლამენტში ესწრებოდა ცერემონიას, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ყველას გვახსოვს ის შეძახილები, რომელიც მაშინ ირანის პარლამენტში ისმოდა - „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკასო“. ისრაელი არ არის ის ქვეყანა, რომელმაც შეიძლება ადვილად დაივიწყოს, ვინ იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაში“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.შექმნილ ვითარებაში ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საბჭოს უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული უსაფრთხოებისა და მიგრაციული ნაკადების მართვისთვის საჭირო გეგმა და იმის მიხედვით უნდა მოქმედებდეს.„ამისთვის მექანიზმები უნდა არსებობდეს, მაგალითად, ეს არის უსაფრთხოების საბჭო, სადაც უნდა იყოს შემუშავებული წინსწრებად, რას აკეთებს ქვეყანა ამა თუ იმ კრიზისულ სიტუაციაში. გეგმა უნდა არსებობდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების საბჭო დაკავებული იყოს ასეთი გეგმების შემუშავებით, რადგან მათ მაგალითად, არ შეუმუშავებიათ უსაფრთხოების შეფასების დოკუმენტიც, რომელშიც წესით ეს ყველაფერი გაიწერება ხოლმე. ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნებას“ უფუნქციოდ აქვს ინსტიტუტები დატოვებული, ამასაც ვგულისხმობთ. საფრთხეები შეფასებული უნდა იყოს წინასწარ სხვადასხვა უწყების მიერ. როდესაც საუბარია ლტოლვილების ნაკადზე, საჭიროა, როგორც დაზვერვის მონაცემები, ასევე ჩასართველია შსს-ს, ჯანმრთელობის დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვები. მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფო დარჩენილია რეალური ინსტიტუტების გარეშე.ვიღაცამ შესაძლოა, იფიქროს, რომ საზღვარს ჩავკეტავთ და ამით დასრულდება ყველაფერი. საზღვრის ჩაკეტვა ასე მარტივად არ ხდება და რთულია. ირანიდან მიგრაციული ტალღის შემოსვლის ნაწილში საუბარია ძირითადად სახმელეთო საზღვრის დაცვაზე. ჩვენ გვყავს ცოტა რაოდენობის მესაზღვრე, რათა წინ აღუდგენენ ლტოლვილების უკონტროლოდ შემოსულ ნაკადებს. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ჩატაევის და სხვა შემთხვევაში როგორ ხდებოდა საქართველოს საზღვრის გადმოლახვა ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევდა. სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშე ვართ, რომ კონტროლი საზღვრებზე, ფაქტობრივად, დაკარგულია. „ქართული ოცნება“ აძლიერებს გდდ-ს, რომლის ფუნქციაც არის სტუდენტებისთვის ცემა რუსთაველზე და მეტი არაფერი, მათი აღქმით საფრთხე მხოლოდ რუსთაველზეა - ამ დროს საფრთხე არის გარედან, ქვეყნის შიგნით კი პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ისე, როგორცაა ყველა ნორმალურ ქვეყანაში“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ზურაბ ბატიაშვილმა.
1750070665
რა არის ცნობილი წარმოშობით ქართველ ბლეიზ მეტრეველზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს?დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად, ქართული წარმოშობის 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა. მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს.ინფორმაცია MI6-ის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნის შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მეტრეველის "ისტორიული დანიშვნა" მოხდა იმ დროს, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.“ბლეიზ მეტრეველის ისტორიული დანიშვნა იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. დიდი ბრიტანეთი უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას, იქნება ეს აგრესორებისგან, რომლებიც ჩვენს წყლებში ჯაშუშურ გემებს გზავნიან თუ ჰაკერებისგან, რომელთა დახვეწილი კიბერგეგმები ჩვენი საჯარო სერვისების ჩაშლას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მან. ბლეზ მეტრეველი, კარიერული დაზვერვის ოფიცერია, რომელიც სამსახურს 1999 წელს შეუერთდა. ის სერ რიჩარდ მურს დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე ოქტომბერში შეცვლის და დაზვერვის სამსახურის მე-18 უფროსი გახდება. მისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. 47 წლის მეტრეველი ამჟამად MI6-ის Q დეპარტამენტის გენერალური დირექტორია, რომელიც ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეა პასუხისმგებელი. მანამდე კი შიდა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სააგენტოში, დირექტორის დონის სხვა თანამდებობებს იკავებდა. მედიის ინფორმაციით, მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული. ის ანთროპოლოგიას სწავლობდა.მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. იძებნება მისი ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც მეტრეველმა სამი წლის წინ Financial Times-ს მისცა (ის სტატიაში ანონიმურად არის მოხსენიებული, ფსევდონიმით - “ადა“)."ინტერვიუსი მეტრეველმა აღიარა, რომ ბავშვობაშიც კი, ჯაშუშობა იყო ერთადერთი სამსახური, რაზეც ოცნებობდა,“ - წერს გამოცემა.ის გასულ წელს წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის რაინდ-კომანდორად დაინიშნა.bpn.ge