1750231040
ტრამპი განიხილავს, რომ აშშ-ში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ ქვეყანაში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ხელმოწერილ შიდა დიპლომატიურ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ათობით ქვეყანას, რომლებიც შეშფოთებას იწვევს და რომელთა მოქალაქეებს შესაძლოა, მთლიანად ან ნაწილობრივ შეეზღუდოთ შესვლა აშშ-ში, თუ ეს ქვეყნები 60 დღის ვადაში არ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს.
„როიტერის“ ცნობით, ჩამონათვალში შემდეგი ქვეყნებია: ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, კაბო ვერდე, კამბოჯა, კამერუნი, კოტ დივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ეგვიპტე, გაბონი, გამბია, განა, ყირგიზეთი, ლიბერია, მალავი, მავრიტანია, ნიგერი, ნიგერია, სენტ კიტსი და ნევისი, სან ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტანზანია, ტონგა, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ზამბია და ზიმბაბვე.
აღნიშნულ ქვეყნებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ამ სახელმწიფოების დოკუმენტების უსაფრთხოებას, მათი მოქალაქეების ჩართულობას ტერორისტულ, ანტისემიტურ ან ანტიამერიკულ საქმიანობაში. ასევე იმას, რომ ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს დეპორტირებული მოქალაქეების მისაღებად ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე.
მანამდე, 9 ივნისს ძალაში შევიდა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს კი შესვლას უზღუდავს.
1tv.ge
1750227325

1750235415
ბირთვული ომის საფრთხის ეფექტი - Strategy-მ 1 მლრდ დოლარის ბიტკოინი შეიძინამსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილესმა კორპორატიულმა მფლობელმა, Strategy-მ, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა.კომპანიის განცხადებით, კრიპტო ვალუტაში ამ მასშტაბით ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ირანსა და ისრაელს შორის ბირთვული ომის საშიშროება გაჩნდა.Strategy-მ, 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინაStrategy-ს დამფუძნებელ მაიკლ სალიორის თქმით, მისმა კომპანიამ 10 100 ცალი ბიტკოინი იყიდა და თითო მათგანი საშუალოდ 104 080 აშშ დოლარი დაუჯდა. შედეგად, ამ მომენტისთვის კომპანიის აქტივებში 592 100 ბიტკოინია, რაც 64 მლრდ აშშ დოლარზე მეტია.Cryptotimes-ის ინფორმაციით, Strategy-ს ბიტკოინში ინვესტიციები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 25%-ს მიაღწევს.ასევე, იაპონურმა ბიტკოინ ჰოლდინგმა, Metaplanat-მა 1 112 ბიტკოინი იყიდა და მასში 117.2 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. ჯამში კომპანიის აქტივებში 10 000-ზე მეტი ბიტკოინია.ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 17 ივნისის თბილისის დროით 19:00 საათისთვის, ერთი ბიტკოინის ღირებულება 104 786 აშშ დოლარს შეადგენს.
1750224060
18 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +15, +20°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +14 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+14 .გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+16°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+6°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+14°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +12°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +12°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +10°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით +8°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +11 °.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +10°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+11 °.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შეს.ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7 °.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15, ღამით+5°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +6°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +8°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18, ღამით+2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შეს. ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14 °.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +15°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+14°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +15°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +15 °.
1750223940
თბილისში, მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ქუჩებითბილისში, დღეს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:მთაწმინდის და კრწანისის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, დაბა შინდისის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, სადგურის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს (ნაწილობრივ), გულუას მოედნის, დიდი ხეივნის, II ხეივნის, ნადიკვარის, ორთაჭალის, კრწანისის, წინანაურის, კალანდაძის, მარტვილის, ნიშნიანიძის, გორგასალის, გრიშაშვილის, მელქაძის, მეფე სოლომონ II, არტურ ლაისტის, უსახელოურის, ხეივნის, ჟორდანიას, გურამიშვილის, რეხის, სოღანლუღის, ხარფუხის, ფაბრიკის, შუშინის, ხონელის, ფირდოუსის, ალგეთის და ტაბახმელის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, იმედაშვილის, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ისაკაძის, გაგარინის, კოსტავას, ტყვარჩელის, ფიზკულტურის, აფაქიძის, ალექსიძის, კვერნაძის, ბოჭორიშვილის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1750147411
„ჰელსინკის კომისია“ - საქართველოს დე ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავსაშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია“ - აცხადებს „ჰელსინკის კომისია“, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“ და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.
1750147337
„კლიმატური ცვლილებები მსოფლიოში უფრო მტკივნეული ხდება - დაზიანებული ფართობები მომავალში ნიშნავს გაძვირებას“„სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში უფრო მტკივნეული ხდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და შპს „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განაცხადა.როგორც მანვე განმარტა, მაგალითად, მიმდინარე წელს კლიმატური ცვლილებების შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სასოფლო-სამეურნეო ფართობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.ხანიშვილის თქმით, მიმდინარე კლიმატური ცვლილებები და მისი ეფექტი სოფლის მეურნეობაზე, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველა ქვეყნისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს."სასურსათო უსაფრთხოების საკითხი უფრო მტკივნეული ხდება"„სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში უფრო მტკივნეული ხდება. მაგალითად, მიმდინარე წლის გაზაფხული იყო ძალიან ბევრ ქვეყანაში ყინვიანი და ამან კურკოვანი და ფესვოვანი მცენარეების დიდი ნაწილი დააზიანა. საქართველოში მაგალითად, ყინვამ და სეტყვამ ბლის ფართობები სერიოზულად დააზიანა, დაზიანებულია ასევე ქლიავისა და ტყემლის ფართობები. მსოფლიოს ტენდენციამ კლიმატური ცვლილებების კუთხით სასურსათო უზრუნველყოფაზე ყველა უნდა დააფიქროს“, - აღნიშნა მან.ხანიშვილის თქმით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს რესურსები და ის კულტურები, რომელთა მეტი წარმოებისა და თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობაც აქვს, აითვისოს.„ბევრი პროდუქციაა ისეთი, რაზეც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გვაქვს. როდესაც ქართველ ფერმერებზე საუბრობენ, საზოგადოების ნაწილი ცდილობს დააკნინოს ის წარმატებები რაც მათ აქვთ. მაგრამ, ექსპორტს რომ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ექსპორტზე გაგვაქვს თხილი, ლურჯი მოცვი, კარტოფილი, მწვანილი, კარალიოკი, ვაშლი და ა.შ. ეს არის ის პროდუქტები, რაზეც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს და გაგვაქვს ექსპორტზეც. თუმცა, იგივე პროდუქცია იმპორტითაც შემოდის ქვეყანაში, რაც დამოკიდებულია სეზონურობაზე. რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ვაწარმოოთ, იმიტომ, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი.ჩვენი პრობლემა არის ის, რომ გვაქვს მცირედ დანაწილებული მეურნეობები და ერთგვაროვანი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ჭირს. რამდენადაც მსხვილდება მეურნეობები, იზრდებიან ფერმერები და მეტ მიწას ყიდულობენ, იმდენად ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება და მეტ ბაზარზე გავდივართ. ზუსტადაც ეს ვითარებაა ვაშლზე, ინტენსიურად გაშენებულმა ბაღებმა მოსავლის მოცემა რომ დაიწყო, ექსპორტიც გაიზარდა. იგივე ხდება ლურჯ მოცვთან მიმართებაში, ლურჯი მოცვის კუთხით სერიოზული ზრდა გვექნება სამომავლოდაც. კარტოფილი მაგალითად, ხასიათდება საინტერესო დინამიკით - პერიოდულად ჩვენ გვაქვს კარტოფილის ჭარბი მოსავალი, მოგვყავს 250-300 ათას ტონამდე, თუმცა არის პერიოდი როცა ჩავარდნაა და იმპორტზე შემოტანა გვჭირდება“, - აღნიშნავს გელა ხანიშვილი.გარდა იმისა, რომ კლიმატური ცვლილებების გამო, დაზიანებული მოსავალი იწვევს გარკვეული პროდუქციის დეფიციტს, ამა თუ იმ კულტურის ნაკლებობა და მზარდი მოთხოვნა წარმოშობს გაზრდილ ფასებს. ხანიშვილის თქმით, საქართველოს აქვს რიგი კულტურები, სადაც წარმოების გაზრდა შეუძლია.„ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებული ფართობები მომავალში ნიშნავს გაძვირებას. მაგალითად, თუ დაზიანდა სიმინდის ფართობები, გაძვირებულ ზეთს უნდა ველოდოთ; ხორბლის მოსავალი თუ დაზიანდა - გაძვირებულ ხორბალს და ა.შ. ბუნებრივი მდგომარეობაა ეს. ამის პარალელურად საქართველოს შეუძლია სხვადასხვა კულტურის წარმოების კუთხით მიაღწიოს წარმატებას და გააფართოოს წარმოება. მაგალითად: ხორბალი ნაცვლად 150 ათასი ტონისა მოვიყვანოთ 400-450 ათასი ტონა; სიმინდი ნაცვლად 200 ათასი ტონისა, მოვიყვანოთ 600 ტონა; ქერი ნაცვლად 50 ტონისა, 100 ათასი ტონა.გაზრდილი წარმოების კვალდაკვალ, გაიზრდება ოჯახების შემოსავლები, მოსავლიანობა, ადგილზე გაძლიერდება და გამაგრდება ფერმერი, ოჯახს კი სტაბილური შემოსავალი ექნება - ეს ყოველივე არის მაპროვოცირებელი სხვა ფერმერული მეურნეობების განვითარების. მაგალითად, მარცვლოვნების გაფართოება ახალისებს მეცხოველეობის განვითარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ცხოველებისთვის საკვები ბაზა იზრდება. ჩვენი ფერმერები, მიუხედავად იმისა, რომ სასურველისგან ჯერ კიდევ შორს არიან, ვითარდებიან და მეტ წარმატებას აღწევენ, რაოდენობრივად მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოჰყავთ და აწვდიან როგორც შიდა ბაზრებს, ასევე გააქვთ ექსპორტზე“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გელა ხანიშვილი.