1767855689
„7-სართულიანი კორპუსი აშენდა დარღვევით, უბნის მობინადრეების ხელი აქვთ ჩაქნეული“ - რა შეიძლება გაკეთდეს?
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
2024 წელს შემიცვალეს ჩემს სახელზე რეგისტრირებული (2014 წელს ნაყიდი) უძრავი ქონების საზღვრები - სასოფლო-სამეურნეო მიწა, შედეგად შემიმცირდა მიწის ფართობის რამდენიმე ასეული კვმ. ამ დროს საქართველოში არ ვიყავი და ჩამოსვლისას შემთხვევით შევამჩნიე ცვლილება. იმავე წელს მივმართე იუსტიციის სახლს საზღვრების დაკორექტირებაზე, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია. მხოლოდ საჯარო რეესტრში წაშალეს ის ამონაწერი, სადაც აღნიშნული იყო ფართობის ძველი საზღვრები. მაქვს თუ არა ჩემი ფართობის დაბრუნების შესაძლებლობა?
- ჯერ უნდა დადგინდეს ნამდვილად არის თქვენს მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მიღებული თუ არა, შესაძლოა მიღებულია და პასუხი არ ჩაგბარებიათ. ფართობის ცვლილების შესახებ ჯერ უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრს, თუ ის უარს გეტყვით, უნდა გაასაჩივროთ სასამართლოში. ასევე დასადგენია, რის საფუძველზე მოხდა ცვლილება. შესაძლოა მიწის ნაკვეთი ვერ დაიბრუნოთ, თუმცა მოითხოვოთ შემცირებული ფართობის შესაბამისი კომპენსაცია.
7-სართულიანი კორპუსი აშენდა დარღვევით, გზის სიგანე, არ აღემატება 5 მეტრს. ამასთან, კორპუსის გვერდით არის (იყო) კერძო 2-სართულიანი სახლი და სახლსა და კორპუსს შორის მანძილი დაახლოებით (სულ რაღაც) 5-6 მეტრია (მიუხედავად ამისა, კორპუსს გაუკეთეს აივნები კერძო სახლის მხარეს). ჩემი აზრით, ეს კორუფციის ნათელი მაგალითია. უბნის მობინადრეების ხელი აქვთ ჩაქნეული (მაინც არაფერი გამოვაო). რა შეიძლება გაკეთდეს?
- ახალაშენებულ კორპუსსა და კერძო სახლებს შორის 3-მეტრიანი დაშორება უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა აივნების კერძო სახლის მხარეს გაკეთება დარღვევაა. მიმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას, თუკი აღმოჩნდება, რომ დარღვევით არის აშენებული კორპუსი, ის მიიღებს შესაბამის ზომებს და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დააჯარიმებს მშენებელს.
მყავს პატარა ძაღლი, რომელსაც ყველანაირი აცრა აქვს გაკეთებული. შემთხვევით გავიგე, რომ აუცილებელია ცხოველების დაჩიპვა. დავრეკე და ჩაუდგეს ჩიპი, თუმცა დამაჯარიმეს. მითხრეს, რომ ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი, ეს კანონი თუ არსებობდა და არც ვეტერინარს უთქვამს. ჰქონდათ თუ არა ჩემი დაჯარიმების უფლება? როგორც გავიგე, იანვრიდან ჯარიმები 1.500 ლარი იქნება. იქნებ განგვიმარტოთ, რა ცვლილებებია შესული კანონში და რისთვის შეიძლება დავჯარიმდეთ? აქვე განვმარტავ, რომ არც მონიტორინგის სამსახურის გვერდზე დევს ამაზე ინფორმაცია... გააგრძელეთ კითხვა



