ახალი ბარათი მასწავლებლებისთვის საქართველოს ბანკისგან

ბიზნესი 1771846955
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი პროფესიული ჯგუფებისთვის მორგებული პროდუქტების განვითარებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, სპეციალურად მასწავლებლებისთვის  შექმნილი ბარათი წარადგინა.

მასწავლებლის ბარათი  მასწავლებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებას ემსახურება.  ბარათის მფლობელები ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფით როგორც კომუნალური გადახდებისას, ასევე თანხის განაღდებისას. გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ პარტნიორ ობიექტებში ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლონ.

ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხებათ მასწავლებლის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან.  სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ, როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. ასევე, ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით ან ბარათი სასურველი ფილიალიდან თავად გაიტანოთ.

ხოლო, თუ ხელფასი საქართველოს ბანკში არ გერიცხებათ, ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ფილიალში.

მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.