ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა

ბიზნესი 1779098432
bog

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისების მიზნით ახალ კამპანიას იწყებს. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს განვადების თანხის განახევრების შესაძლებლობას აძლევს.

15-დან  31-მდე მაისის ჩათვლით ის მომხმარებლები, რომლებიც 2,000 ლარზე ნაკლები მოცულობის განვადებას გაააქტიურებენ (ეფექტური ლარში 26%-დან) აქციაში ავტომატურად ჩაერთვებიან. აქციის ფარგლებში კი ყოველი 50- მომხმარებელი გამარჯვებულად გამოვლინდება და განვადების ძირი თანხა გაუნახევრდება.

განვადების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა პარტნიორ მაღაზიაში QR კოდის მეშვეობით, ასევე ინვოისის საფუძველზე განვადების მენეჯერებთან, ბანკირებთან და მერჩანტ დესკებთან.

გაითვალისწინეთ,  რომ აქციაში მონაწიეობისთვის განვადების თანხა 2,000 ლარზე ნაკლები უნდა იყოს.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამარჯვებულების სტატისტიკას ლაივრეჟიმში სპეციალურ ბმულზე ადევნონ თვალი: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/installment-statistics

აქციის დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/6a05b62f1fef920007d7ff80