ჭკვიანი სახლი - ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე

ბიზნესი 1688459733
ჭკვიანი სახლი

„სმარტერი“ 2015 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ჭკვიანი ტექნოლოგიები. დღესდღეობით, “სმარტერი” თანამშრომლობს 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან, ხოლო მომსახურების ფართო სპექტრი მოიცავს როგორც პროექტირებას, პროდუქციის მიწოდებას, ასევე აღსრულებას და აღსრულების შემდგომ მომსახურებას.

სრული ელექტრო სისტემების მომსახურება ინოვაციურ ტექნოლოგიებს სთავაზობს ნებისმიერ მომხმარებელს:

  • ავტომატიზაცია;
  • ელექტრომომსახურება;
  • ხანძრის დეტექცია;
  • სამისამართო გახმოვანების სისტემა;
  • Hifi აუდიო სისტემა;
  • ქსელური უზრუნველყოფა;
  • ელექტრომობილების დამტენი სადგურები;
  • მზის ელექტრო სადგურები;
  • ჭკვიანი ქალაქის გადაწყვეტილებები;
  • სასტუმროს გადაწყვეტილებები;
  • დაშვების სისტემები;
  • სიგნალიზაციის სისტემები;
  • ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა.

გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჭკვიანი სახლი სმარტერში საუკეთესო პირობებით გამოირჩევა. ზუსტად ამიტომ, „სმარტერის“ ერთგული პარტნიორების სიაში დიდი ადგილი წამყვან დეველოპერულ კომპანიებს უჭირავს. დეველოპერები მალე მიხვდნენ ჭკვიანი სისტემების პოტენციალს და რამხელა უპირატესობას აძლევთ ეს ტექნოლოგია კონკურენტებთან შედარებით.

ჭკვიანი ტექნოლოგიების მზარდი პოპულარობა

დღეს უკვე მთელს მსოფლიოში ჭკვიანი სისტემები ყველგან გვხვდება და საქართველოშიც უფრო მეტ პოპულარობას იძენს მსგავსი ტექნოლოგია.

ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სმარტერს. დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობით, ახალმოსახლეები იღებენ მეტ კომფორტსა და უსაფრთხოებას.

აღნიშნული დეველოპერები აშენებენ სახლებს როგორც დედაქალაქში, ასევე ზღვისპირა რეგიონში. აჭარის რეგიონში ბინის მყიდველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭკვიანი ტექნოლოგია.

ხშირ შემთხვევაში, ამ რეგიონში ბინის მყიდველი არ არის ადგილობრივი. ამიტომ, ბინის მფლობელისთვის ძალიან ღირებულია დისტანციური კონტროლისა და მაქსიმალური წვდომის შესაძლებლობა. სიგნალიზაციის სისტემა სახლისთვის იდეალურად მუშაობს და დისტანციურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურს.

გარდა ბინის უსაფრთხოება/კომფორტისა, “სმარტერი” მაქსიმალურად უწყობს ფეხს თანამედროვე გამოწვევებს. კომპანია ადგილობრივ ბიზნესსა და ცალკეულ ინდივიდებს ეხმარება ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლაში. მზის პანელი ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მთელს მსოფლიოში.

„სმარტერ სოლარი“ სმარტერ ბიზნესჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. ზუსტად “სმარტერ სოლარი” ახორციელებს მზის პანელების პროექტირებას, ინსტალაციასა და შემდეგ მათ მოვლას.

„სმარტერ სოლარის“ გამოცდილი ინჟინრები მთლიანად არიან ჩართული მთელ ამ პროცესში. მას შემდეგ რაც პანელები დამონტაჟდება, ისინი მუდმივ რეჟიმში ახდენენ გამომუშავებული ენერგიის მოცულობის მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს ენერგიის კლებასთან, ინჟინრები ადგილზე სტუმრობენ და ამოწმებენ სისტემის მუშაობას.

ალტერნატიული ენერგიის გამოყენება სულ უფრო პოპულარული ხდება. მზის პანელები Smarter-ში უმაღლესი ხარისხითა და  საიმედოობით გამოირჩევა და უზრუნველყოფენ, რომ ეკოლოგიურად სუფთა გზით გამოიმუშაოთ ენერგია.

უსაფრთხოებისა და კომფორტის გარდა, ადამიანები ამ ტექნოლოგიების მეშვეობით იღებენ უამრავ სარგებელს. ასე რომ, ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემები და ავტომატიზაცია უალტერნატივოა.