გიორგი ღიბრაძე: ინტენსიურად ვმუშაობთ ღამის კლუბებთან კონსენსუსის მისაღწევად

გიორგი ღიბრაძე

ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

როგორც უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ღამის კლუბებთან კონსენსუსის მისაღწევად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

"ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, იმისათვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსენსუსს მივაღწიოთ. სამუშაოები აქამდეც იყო, თუმცა იცით ვირუსის განვითარების დინამიკა და ახალი გარემოებები. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.