ვინ არიან Victoria's Secret-ის ყველაზე მდიდარი ანგელოზები?

მსოფლიო • 1793513580
მოდელები

2026 წლის Victoria's Secret-ის მოდის ჩვენება ლოს-ანჯელესში 18 ოქტომბერს გაიმართა. მსოფლიოს წამყვანი მოდელები პოდიუმზე გამოვიდნენ და ბრენდის უჩვეულო კოსტიუმები წარადგინეს. საგულისხმოა, რომ წელსაც, პოპულარულ ლამაზმანებს შორის იყო ქართველი მატილდა გვარლიანიც, რომელიც შოუზე მესამედ გამოვიდა.

წლევანდელი შოუ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული იყო ისტორიაში. Zarzarmodels-ის ინფორმაციით, ღონისძიება 12 მილიონი დოლარი დაჯდა. შოუს განსაკუთრებულობა იმანაც შემატა, რომ მოდელმა კა­ი­ლი ჯე­ნერ­მა ბრენ­დის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "Fantasy Bra“ წა­რად­გი­ნა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 50 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ჯენერის წლევანდელი ანაზღაურება შოუში მონაწილეობისთვის რეკორდული 5 მილიონი დოლარი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ინდივიდუალურ ხელფასებს მალავს, The Sun წერს, რომ უკვე დამკვიდრებულ „ანგელოზებს“ მრავალმილიონიანი კონტრაქტები გაუფორმეს, ხოლო ახალმა მოდელებმა, დაახლოებით 100 000 დოლარი გამოიმუშავეს. სავარაუდოდ, ქართველი მოდელიც მათ რიცხვებშია.

ბრენდთან ასოცირებულ ყველაზე ცნობილ სახეებს შორის არიან ჟიზელ ბიუნდხენი , ჰაიდი კლუმი და ტაირა ბენკსი , რომლებმაც მოდისა და გართობის სფეროში მუშაობით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Victoria's Secret-ის ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს:

  • ჟიზელ ბუნდჰენი - 400 მლნ დოლარი

ბრაზილიელი მოდელი, Victoria's Secret-ის ანგელოზი ცნობილია თავისი გამორჩეული დეკორატიულობით. ის ასობით ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. ასევე მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის The Devil Wears Prada-ში და მთელი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტები გააფორმა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს მოდელს.

  • ჰაიდი კლუმი - 160 მლნ დოლარი

გერმანელი მოდელი 2000-იანი წლების დასაწყისისთვის სუპერვარსკვლავი გახდა, რეკლამებსა და ჟურნალების გარეკანებზე გამოჩენით, სანამ Victoria's Secret-ის ანგელოზი არ გახდა, პირველი გერმანელი მოდელია, რომელმაც ეს შეძლო.

ის ასევე წამყვანი და ჟიურის წევრი იყო ისეთი შოუებისა, როგორიცაა Germany's Next Top Model , Project Runway და America's Got Talent, ასევე მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა Sex & The City და ფილმებში, როგორიცაა The Devil Wears Prada და Ocean's 8.

  • ადრიანა ლიმა - 95 მლნ დოლარი

ბრაზილიელი მოდელი ცნობილი გახდა Victoria's Secret-ით, ასევე Maybelline-ისა და ტანსაცმლის ბრენდ Desigual-ით. ასევე ისეთი ბრენდების სახე გახდა, როგორიცაა Puma , Chopard და IWC.

2017 წელს იგი Victoria's Secret-ის ყველაზე ღირებულ ანგელოზად დასახელდა.

  • ტაირა ბენკსი - 90 მლნ დოლარი.

90-იანი წლების დასაწყისში მოდელის კარიერის დაწყებისა და Victoria's Secret-ის ანგელოზად გადაქცევის გარდა, ტაირა ტელევარსკვლავი გახდა, იყო America's Next Top Model-ისა და საკუთარი თოქ-შოუს, The Tyra Banks Show-ს, ასევე ისეთი შოუების, როგორიცაა America's Got Talent და Dancing With The Stars წამყვანი, გარდა ამისა, მან საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი დააარსა, წიგნები დაწერა და მუსიკაშიც ჩაერთო.

  • ალესანდრა ამბროსიო - 80 მლნ დოლარი

ბრაზილიელი მოდელი ცნობილი გახდა Victoria's Secret- თან და მათ PINK ხაზთან თანამშრომლობით, ასევე ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Dior, Armani და Ralph Lauren.