იახტების იმპორტი და ექსპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით

ბიზნესი 1778995860
იახტა

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იახტებისა და წყლის სხვა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი 2.6%-ით შემცირდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში იმპორტირებული იყო 748.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების იახტები და წყლის სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო 2026 წლის იმავე პერიოდში - 729 ათასი დოლარის.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების იახტებისა და წყლის სხვა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი აშშ-დან განხორციელდა.

ხუთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ასე გამოიყურება:

  • აშშ - 311.7 ათასი დოლარის;
  • უნგრეთი - 96.2 ათასი დოლარის;
  • ჩინეთი - 88 ათასი დოლარის;
  • კანადა - 84.7 ათასი დოლარის;
  • ესპანეთი - 42.3 ათასი დოლარის.

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარ-მარტში წლიურად 68%-იანი კლება დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 166.7 ათასი დოლარის ღირებულების იახტები და წყლის სატრანსპორტო საშუალებები, ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იმავე პერიოდში მაჩვენებელი 519.2 ათას დოლარს შეადგენდა.

ამავე მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში იახტების ექსპორტი მხოლოდ ყაზახეთსა (89.3 ათასი დოლარი) და ყირგიზეთში (77.4 ათასი დოლარი).