ლუდის ბაზრის 80% ოთხ კომპანიაზე მოდის - ვინ რამდენს აკონტროლებს

ბიზნესი 1787895660
ლუდი

ლუდის გაყიდვების ძირითადი არხები, (FMCG და HORECA სექტორები), ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ზრდის ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უახლეს კვლევაში „ლუდი და არაალკოჰოლური სასმელები“ ვკითხულობთ.

კვლევისვე თანახმად, საქართველოში ლუდის და არაალკოჰოლური სასმელების სექტორი ოთხ მსხვილ მოთამაშეზეა კონცენტრირებული. 2024 წლის მონაცემებით კი ეს კომპანიები ლუდის ბაზრის 80%-ს იკავებს. აღნიშნული კომპანიები და მათი წილები ბაზარზე შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ლომისი -38%
  • ქართული ლუდის კომპანია - 25%;
  • Global Beer Georgia – 15%;
  • არგო - 7%;
  • სხვა - 16%.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ამ კომპანიების შემოსავალი მზარდია და ბოლო 5 წლის განმავლობაში ზრდამ 8-16% შეადგინა. კონკრეტულად კი, აღნიშნული კომპანიების 2024 წლის შემოსავლები ასეთია:

  • ლომისი - 230 მლნ ლარი (ზრდა 14%);
  • ქართული ლუდის კომპანია - 154 მლნ ლარი (ზრდა 13%);
  • Global Beer Georgia – 89 მლნ ლარი (ზრდა 16%);
  • არგო - 43 მლნ ლარი (ზრდა 8%).