სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 28-დან 33 გრადუსამდე იქნება.

ნალექიანი ამინდი იქნება დედაქალაქშიც. თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერი კი დღისით დაახლოებით 31 გრადუსამდე გათბება.