1748502071
„მიხოს ბაღები“ ქლიავის წვენის წარმოებას გეგმავს

ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანია „მიხოს ბაღები“ ქლიავის წვენის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ „მიხოს ბაღების“ დამფუძნებელმა მიხეილ ღვინიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქლიავის წვენის წარმოება მოსავლის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
„ბროწეულთან ერთად მაქვს ქლიავის ნერგებიც, რომლის მოსავალს წელს ველოდებით და ვნახოთ, როგორი მოსავალი მექნება. ქლიავის მოსავალი ზაფხულში იქნება“, - აცხადებს მიხეილ ღვინიაშვილი.
გარდა ამისა, მან ბროწეულის წვენზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მიხოს ბაღები" ბროწეულის წვენს უკვე 3 წელია აწარმოებს და პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.
მისივე თქმით, ბროწეულის წვენი ყოველწლიურად სრულად, ყველა ბოთლი იყიდება.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ბროწეულის წვენს ვაწარმოებ. მაქვს საკუთარი ბროწეულის ბაღი, რომელიც მდებარეობს დედოფლისწყაროში. საწარმოც დედოფლისწყაროში მაქვს. ბროწეული როდესაც მომწიფდება, იტალიური დანადგარი ბროწეულს აცლის ქერქს და მხოლოდ გულს ვწურავ. დაწურულ წვენს ვუკეთებ პასტერიზებას და ვყიდი ორ პროდუქტს. „ბროწეულის ნატურალური წვენი“ არის 100%-ით ბროწეულის წვენი - შაქრის და სხვა მინარევების გარეშე, ხოლო „ბროწეულის ნექტარს“ შაქარ-წყალი და ლიმონმჟავა აქვს დამატებული. წვენების რეალიზება ხდება ონლაინ და ასევე, ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომელიც იბარებს ჩემს წვენს“, - აცხადებს მიხეილ ღვინიაშვილი.
1748596960
რუსეთი ახალ სეზონზე მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 200 ათასი ტონით გაზრდისრუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 2024/25 სეზონურ წელს მოსალოდნელ 5.0 მლნ ტონიდან 2025/26 სეზონურ წელს 5.2 მლნ ტონამდე გაზრდის.ამის შესახებ რუსეთის ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.სოიოს ზეთის მიწოდება 0.7 მლნ ტონიდან 1.0 მლნ ტონამდე, რაფსის ზეთის 1.5 მლნ ტონიდან 2.1 მლნ ტონამდე გაიზრდება, ხოლო სელის ზეთი 0.1 მლნ ტონის მოცულობამდე დარჩება.საერთო ჯამში, ზეთოვანი კულტურებისა და მათი გადამუშავებული პროდუქტების წარმოება 2024/25 სეზონური წლის 31.6 მლნ ტონიდან ახალ სეზონზე 33.8 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც გადამუშავების სიმძლავრის 32.1 მლნ ტონიდან 35.6 მლნ ტონამდე გაზრდის ფონზე მოხდება.ცნობისთვის: 2024 წელს რუსეთი მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.
1748521154
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებსთიბისის დაფინანსებით, კომპანიამ “საზღვაო ხაზი ე-60“ ახალი ბორანი შეიძინა და საქართველო-რუმინეთს შორის გადაზიდვებს უკვე ორი ბორნით ასრულებს. „აია“ და „დიოსკურია“ ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი ბორნებია, რომლებსაც ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები გადააქვთ, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო და მსუბუქი მანქანები; ბორნებით სარგებლობა სამომავლოდ მგზავრებსაც შეეძლებათ.თიბისის მიერ დაფინანსებულ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სექტორისთვისაც: ერთი მხრივ, საბორნე გადაზიდვები მთავარი ევროპული მარშრუტის(E60 მაგისტრალი) ნაწილია, რომელიც საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე სატრანსპორტო დერეფანს მოიცავს და ამ მარშრუტზე უწყვეტ ჯაჭვს ქმნის; მეორე მხრივ კი, ფოთი-კონსტანცა-ფოთის რეისები უმოკლესი გზაა საქართველოსა და ევროპის შავი ზღვით დასაკავშირებლად, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის არამარტო რეგიონისთვის, არამედ „შუა კორიდორის“ დატვირთულობის გაზრდისა და მისი სტაბილურად განვითარებისთვის.პროექტში თიბისის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში შეიძინა კომპანიამ ბორანი „დიოსკურია“ და ბიზნესის გაფართოება შეძლო. ბორნის ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს, აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, მოეწყობა რესტორნები, ბარები და გასართობი სივრცეებიც. მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.თიბისი, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი,“საზღვაო ხაზი ე-60”-ის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან და ხელს უწყობს არამხოლოდ კომპანიის, არამედ ზოგადად სატრანსპორტო დარგის განვითარებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი ლოგისტიკის მიმართულებით 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისი აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას: მსგავსი პროექტების განვითარებითა და ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვით კი მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს.
1748355812
ევრო შესაძლოა, დოლარის ალტერნატივა გახდეს - კრისტინ ლაგარდიევრო შესაძლოა, დოლარის ნამდვილ ალტერნატივად იქცეს, რაც 20-ქვეყნიან ზონას უზარმაზარ უპირატესობებს მიანიჭებს, თუკი მთავრობები ევროზონის ფინანსური და უსაფრთხოების სისტემის გამაგრებას შეძლებენ - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რასაც სააგენტო, Reuters ავრცელებს.სააგენტოს შეფასებით, გლობალური ინვესტორები, რომლებიც აშშ-ის ქაოტური ეკონომიკური პოლიტიკით არიან, ბოლო თვეებში დოლარში აქტივების წილს ამცირებენ. თუმცა ბევრი დოლარის ნაცვლად ოქროს ირჩევს, რადგან პირდაპირ ალტერნატივას ვერ ხედავს.„ევროს გლობალური როლი ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება, რადგან ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები არასრულყოფილი რჩება, ხოლო მთავრობები შემდგომი ინტეგრაციისადმი განსაკუთრებულ სურვილს არ იჩენენ”, - წერს Reuters.ლაგარდის შეფასებით, „მიმდინარე ცვლილებები ქმნის შესაძლებლობას, მსოფლიოში ევროს როლი გაძლიერდეს. ევრო გავლენას ავტომატურად არ მოიპოვებს, მან ეს თავად უნდა გამოიმუშაოს“.„ამისთვის ევროპას კაპიტალის უფრო ღრმა და ლიკვიდური ბაზრები სჭირდება. მან უნდა გააძლიეროს თავისი სამართლებრივი საფუძვლები და თავდაცვითი პოტენციალით ღია ვაჭრობისადმი ერთგულება დაიცვას”, - აცხადებს ლაგარდმა.მისი თქმით, ევროს როლის გაძლიერება პარტნიორობის გასაძლიერებლად სამხედრო ძალის ზრდას უნდა შეესაბამებოდეს, რადგან “ინვესტორები და, განსაკუთრებით, ოფიციალური ინვესტორები გეოპოლიტიკურ დარწმუნებას სხვა ფორმითაც ეძებენ: ისინი ინვესტირებას ახორციელებენ იმ რეგიონების აქტივებში, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორები არიან და მკაცრი ძალის გამოყენებით ალიანსის ვალდებულებების შესრულება შეუძლიათ”.ლაგარდი ამბობს, რომ ევროპამ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებისთვის ევრო კომპანიების სასურველ ვალუტად უნდა აქციოს, რისთვისაც ახალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოება და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ლიკვიდურობის შესახებ გარიგებების დადება არის საჭირო.მისი თქმით, გადაუდებელი საკითხი ევროზონის ეკონომიკის რეფორმირებაა, რადგან ევროზონის კაპიტალის ბაზარი კვლავ ფრაგმენტირებული და არაეფექტურია და არ გააჩნია ნამდვილად ლიკვიდური, ფართოდ ხელმისაწვდომი უსაფრთხო აქტივი, რომელსაც ინვესტორების მიზიდვა შეუძლია.„ეკონომიკური ლოგიკა გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობა ერთობლივად უნდა დაფინანსდეს და ეს ერთობლივი დაფინანსება ევროპისთვის შესაძლოა, უსაფრთხო აქტივების მიწოდების ეტაპობრივი ზრდის საფუძველი გახდეს. თუ ევროპა ამ მიზნის მიღწევას წარმატებით შეძლებს, სარგებელი დიდი იქნება… ინვესტიციების შედინება ევროზონის მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, უფრო დაბალფასიანი სესხები აიღონ და ბლოკი გაცვლითი კურსის რყევებისგან, ასევე, საერთაშორისო სანქციებისგან დაიცვას”, - აცხადებს ლაგარდი.ცნობისთვის: დოლარის როლი რამდენიმე წელია, მცირდება: ამჟამად ამერიკული ვალუტა საერთაშორისო რეზერვების 58%-ს შეადგენს. თუმცა ეს მაჩვენებელი ევროს 20%-იან წილს მნიშვნელოვნად აღემატება.bpn.ge
1748066460
ტიმ კუკი, სატია ნადელა - ვინ არის მსოფლიოს ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEOროდესაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორებზე ფიქრობთ, ალბათ, ისეთი ადამიანები გახსენდებათ, როგორებიც არიან ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი და უორენ ბაფეტი.თუმცა, Equilar 100-ის თანახმად, რომელიც აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიებში მიღებულ 100 ყველაზე დიდ კომპენსაციის პაკეტს აფასებს, სიმდიდრის ეს ტიტანები 2024 წელს ტოპ 20-შიც კი ვერ მოხვდნენ.2024 წელს, აღმასრულებელი დირექტორის საშუალო ხელფასი 9.5%-ით გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ ტოპ 100-ში მხოლოდ ექვსი ქალია, ხოლო ტოპ 20-ში არცერთი.წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების, იგივე - CEO-ების ხუთეულს Equilar-ის უახლესი სიის მიხედვით (წლიური ანაზღაურება).ჯიმ ანდერსონი, Coherent: 101 497 009 დოლარიCoherent-ის ნაკლებად ცნობილმა ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ანდერსონმა, საუკეთესო მისასალმებელი პაკეტები მიიღო, როდესაც გასული წლის ივნისში ლაზერული და ნახევარგამტარული კომპანიის ხელმძღვანელობა ჩაიბარა.ძირითადი ხელფასისა და ხელმოწერის ბონუსის გარდა, პლანეტის ყველაზე იღბლიანმა ახალწვეულმა Coherent-ის აქციების სახით 100 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, რამაც ის მყისიერად მილიონერი და ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახადა.ბრაიან ნიკოლი, Starbucks: 95 801 676 დოლარიStarbucks-ის ახალ აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში გასული წლის სექტემბერში მივიდა.წინა სამსახურში მისი საბაზისო ხელფასი მხოლოდ 61 538 აშშ დოლარი იყო. ხოლო Starbucks -ში ნიკოლმა 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ბონუსი და 90 მილიონ დოლარზე მეტი აქციების ოფციონებში მიიღო.ლარი კალპი, GE Aerospace: 87 393 876 დოლარიგასულ წელს GE Aerospace-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯამში 87 393 876 აშშ დოლარი მიიღო, რაც ექვსჯერ აღემატება მის 2023 წლის შემოსავალს. ეს მაჩვენებელი 1,279-ჯერ მეტია, ვიდრე კომპანიის საშუალო თანამშრომელი იღებდა 2024 წელს.პაკეტის ძირითადი ნაწილი აქციების ფლობისთვის ერთჯერადი ბონუსისა და სხვა გულუხვი აქციების ჯილდოებისგან შედგებოდა.სატია ნადელა, Microsoft: 79 106 183 დოლარიყველა აღმასრულებელი დირექტორის ოცნებაა, უყუროს, თუ როგორ იზრდება მათი კომპანიის აქციების ფასი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ანაზღაურება კომპანიის მუშაობაზეა დამოკიდებული.2024 წელს Microsoft-ის აქციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ ტრიუმფიდან შემოსავალი მიიღო, როდესაც საბაზისო ხელფასსა და ბონუსებზე დამატებით, აქციების სახით 71 მილიონ დოლარზე მეტი დაერიცხა, რაც 2023 წლის 39.2 მილიონ დოლართან შედარებით ბევრად მეტია.მისი წმინდა ქონება ამჟამად 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული.ტიმ კუკი, Apple: 74 609 802 დოლარიყველაზე ცნობილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა გასულ წელს ყველაზე მაღალი საბაზისო ხელფასი, 3 მილიონი დოლარი მიიღო. ხოლო ბონუსის სახით - ჯამში 12 მილიონი დოლარი.კუკის კომპენსაციის პაკეტის ძირითად ნაწილს აქციები შეადგენს.ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ქონება ამჟამად დაახლოებით 2.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მან კომპენსაციის სახით Apple-ის 58 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები მიიღო.წყარო: lovemoney.com
1747979278
23 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევარში სამხრეთ მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთ მთიან რაიონში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +19, +24°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთ მთიან რაიონში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+15°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+16°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+13°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხ.აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+14°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხ.აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+15°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+15°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +8°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +17°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+13 .ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +10.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+8 .ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +7.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +4°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+12 .ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+11 .ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+11°სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16, ღამით+5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +7°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+8 .ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+10 .ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +5 .თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+12°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +11 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +13°.