„ნაბეღლავი“ - კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით

ბიზნესი 1733810696
ნაბეღლავი

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით“, - ამის შესახებ აღნიშნულია „ნაბეღლავის“ განცხადებაში.

კომპანია გმობს ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვიან.

„სს „წყალი მარგებელი" უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით.

დღეს ის წარმოადგენს ქართულ-ევროპული ერთობლივი ბიზნესის წარმატებულ ნიმუშს. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით.

ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის! მტკიცედ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგულნი!“, - აღნიშნულია განცხადებაში.