გერმანიამ მწვანე წყაროებიდან ელექტროენერგიის მოხმარებაში რეკორდი დაამყარა

მსოფლიო 1734164820
ელექტროენერგია

გერმანიის ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში მწვანე ენერგიის წილი წელს ახალ მაქსიმუმამდე, 54%-მდე გაიზრდება.

ამის შესახებ გარემოს ფედერალურ სააგენტოსთან (UBA) არსებული განახლებადი ენერგიის სტატისტიკის სამუშაო ჯგუფის ანგარიშში წერია, რასაც Spiegel ავრცელებს.

მწვანე ენერგიის წილის პროგნოზირებული 54%-იანი მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 1,5%-ით მეტია. თუმცა 2023 წელსაც ეს მაჩვენებელი რეკორდული იყო და 52,5%-ს შეადგენდა. გერმანიის ელექტროენერგიის მოხმარების ნახევარზე მეტი განახლებადმა ენერგიამ პირველად სწორედ გასულ წელს დაფარა.

2022 წელს ეს წილი 46.3%-ს შეადგენდა.

UBA-ს ოფისის პროგნოზით, განახლებადი წყაროებიდან, პირველ რიგში კი ქარისა და მზისგან, ელექტროენერგიის წარმოება წელს ოთხი პროცენტული პუნქტით, დაახლოებით, 285 ტერავატ-საათამდე გაიზრდება.

უწყება 2024 წლის საბოლოო მაჩვენებლებს მარტში წარადგენს.