როგორია Burger King-ის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები

ბიზნესი 1778910720
Burger King

Restaurant Brands International-მა (Ticker: QSR.TO) ბოლო კვარტალში გადააჭარბა მოლოდინებს როგორც მაღაზიებში გაყიდვების ზრდის, ასევე კორექტირებული მოგების მიმართულებით, რაც ძირითადად Burger King-ის ჭრილში დაფიქსირებული სტაბილური მოთხოვნით იყო განპირობებული.

აშშ-ის სწრაფი კვების კომპანიები ცდილობენ მოიზიდონ ბიუჯეტზე ორიენტირებული მომხმარებლები და ამისთვის ზრდიან ბიუჯეტური შეთავაზებების წილს, რადგან ცხოვრების გაძვირების ფონზე მომხმარებლები უფრო ეკონომიურ არჩევანზე აკეთებენ აქცენტს. იანვარში Restaurant Brands International-მა შემოიტანა დროებითი $4.99-იანი ორმაგი ჩიზბურგერის კომბო, ხოლო 2024 წლიდან მუდმივად მოქმედებს $5 და $7-იანი შეთავაზებები.

Burger King-ის აშშ-ის ბაზარზე შედარებითმა გაყიდვებმა 5.8%-ით მოიმატა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1.1%-იანი ვარდნა იყო დაფიქსირებული. ანალიტიკოსები საშუალოდ მხოლოდ 3%-იან ზრდას ელოდნენ.

ცნობისთვის, კომპანიამ ბოლო წლებში ასევე დიდი ინვესტიციები ჩადო Burger King-ის რესტორნების განახლებასა და მოდერნიზაციაში.

მსგავსი პოზიტიური ტენდენცია აქვს სხვა სწრაფი კვების ქსელებსაც: Yum! Brands-მაც გადააჭარბა მოლოდინებს, ხოლო ინდუსტრიის ლიდერი McDonald's საკუთარ შედეგებს ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.