საქართველომ თაფლის ექსპორტით $1 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო - სად ვყიდით პროდუქტს?

ბიზნესი 1672829226
თაფლი

2022 წლის 11 თვეში თაფლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1 მლნ დოლარამდეა. კონკრეტულად კი საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნიდან იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ექსპორტზე 972 ათასი დოლარის ღირებულების 213 ტონა თაფლი გავიდა.

ამ პერიოდში ექსპორტის ღირებულება, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით, ხოლო პროდუქტის მოცულობა 41.9%-ით აღემატება. ქვეყნის საზღვრებს გარეთ თაფლის რეალიზების 2022 წლის 11 თვის რიცხვები ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულია.

თაფლის ექსპორტი ძირითადად სამ ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებშიც გავიდა. ამ პერიოდში თაფლის ექსპორტის ძირითადი ნაწილი - 72.1% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

ღირებულების მოცულობის მიხედვით, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1️⃣ საფრანგეთი - 436 ათასი დოლარი, 76 ტონა
2️⃣ ბულგარეთი - 255 ათასი დოლარი, 90 ტონა
3️⃣ ნორვეგია - 103 ათასი დოლარი, 21 ტონა
4️⃣ ისრაელი - 61 ათასი დოლარი, 10 ტონა
5️⃣ არაბთა გაერთიანებული საამიროები - 40 ათასი დოლარი, 5 ტონა
6️⃣ საუდის არაბეთი - 20 ათასი დოლარი, 4 ტონა
7️⃣ იაპონია - 16 ათასი დოლარი, 1 ტონა
8️⃣ კანადა - 10 ათასი დოლარი, 1 ტონა
9️⃣ სომხეთი - 10 ათასი დოლარი, 0.99 ტონა
🔟 ბურკინა-ფასო - 5 ათასი დოლარი, 0.22 ტონა