1789194300
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქი, რომლის შემოვლაც ფეხით არის შესაძლებელი
ინგლისის ქალაქი ჩესტერი მსოფლიოში ულამაზეს ქალაქად დასახელდა. მან ისეთ პოპულარულ ტურისტულ ადგილებს გაუსწრო, როგორიცაა ვენეცია, რომი და ბარსელონა. ამის შესახებ გამოცემა Mirror წერს.
ჩესტერმა ქალაქის სილამაზის ყველაზე მაღალი შეფასება „ოქროს თანაფარდობის“ მიხედვით მიიღო. კვლევა ჩაატარა Online Mortgage Advisor-მა, რომელმაც Google Street View-ის გამოყენებით გააანალიზა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ათასობით შენობა, ქუჩა და ღირსშესანიშნაობა.
ჩესტერის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი კარგად შემონახული კედლებია. 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორებს მრავალი ისტორიული ადგილის დათვალიერების საშუალებას აძლევს.
აღნიშნულ რეიტინგში ჩესტერმა 83.7% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება სხვა ბრიტანულ ქალაქებს, რეიტინგში ასევე მოხვდა ლონდონი და ბელფასტი, რომლებმაც 83% და 82.9% მიიღეს.
ხოლო პოპულარულმა მიმართულებებმა - ვენეციამ 83.3%, რომმა 82% და ბარსელონამ 81.9% დააგროვა.



