საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა -  ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის

ბიზნესი 1785333846
bog

საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების ეკოსისტემის ფარგლებში შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ინიციატივის მიზანია, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მიაწოდოს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რათა მათ შეძლონ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის გაძლიერება

საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემის  2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ასე გამოიყურება:

  • 185,000+ მომხმარებელი 
  • 350-ზე მეტი სკოლა ქვეყნის მასშტაბით
  • 4,000 მოსწავლე, რომელმაც ბანკის მოხალისეების ჩატარებულ ფინანსური წიგნიერების გაკვეთილებში მიიღო მონაწილეობა

ეს რიცხვები ერთი, გრძელვადიანი ინიციატივის ნაწილია - ეკოსისტემის, რომელიც ციფრულ განათლებას, საგანმანათლებლო პარტნიორობებს, საზოგადოებრივ ჩართულობასა და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებს აერთიანებს.

მოსწავლეებისთვის შექმნილი ფინანსური განათლების შესაძლებლობები

აღნიშნული ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილი ფინანსური განათლების აპლიკაცია - sCoolApp, რომელიც ინტერაქტიური კონტენტისა და თამაშის ელემენტების საშუალებით მომხმარებლებს ფინანსური ცოდნის განვითარებაში ეხმარება. 2026 წლის პირველ ნახევარში პლატფორმაზე განთავსებულმა საგანმანათლებლო მასალებმა 185 000-ზე მეტი მომხმარებელი მოიცვა.

ამასთან, ფინანსური განათლების გავრცელების მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლებში ჩატარებული აქტივობები. საქართველოს ბანკის თანამშრომლები, როგორც მოხალისეები, ქვეყნის მასშტაბით 350-ზე მეტ სკოლაში ჩაერთნენ ფინანსური წიგნიერების გაკვეთილების ჩატარებაში, რომელშიც დაახლოებით 4 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ფინანსური განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის

საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ინიციატივა ასევე ღრმად არის ინტეგრირებული აკადემიურ და საგანმანათლებლო გარემოში: ბანკი აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, რათა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს პრაქტიკული კურსები და სასწავლო მასალები.

ხოლო, სტუდენტების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შექმნილი სასერტიფიკატო ტრენინგები ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა ბიუჯეტის მართვა, დაზოგვა, პასუხისმგებლობიანი სესხება და ფინანსური კეთილდღეობა.

ეკოსისტემა ასევე მოიცავს ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილ ციფრულ და მედია კონტენტს, რომელიც ფინანსურ თემებს მარტივი და გასაგები ფორმით ხსნის - ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა მედიაპლატფორმასთან და იყენებს სოციალურ ქსელებს, რათა ფინანსური ცოდნა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

ფინანსური განათლების ეკოსისტემა ეფუძნება ჩვენს ხედვას, რომ ფინანსური ჩართულობა მხოლოდ ფინანსურ პროდუქტებზე წვდომას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ ცოდნა და თავდაჯერება, რათა ეს შესაძლებლობები სწორად გამოიყენონ. ჩვენი მიზანია, ფინანსური განათლება ცხოვრების ყველა ეტაპის ნაწილად ვაქციოთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ეს საქართველოს ბანკის მიერ ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge