1784352240
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
20 ივლისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც მზეა, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზეა, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მზეა მოსალოდნელი, +29 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები გორშიც, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +20 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანშიც, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.



