1785408503
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში GITA-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა. ცენტრი ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას ისახავს მიზნად.
თუმო საერთაშორისო აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. პროგრამა 12 - 18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლების მოდელი თვითმართვადი სწავლების პრინციპს ეფუძნება და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლებს. აღნიშნული მიმართულებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მრავალმხრივ განივითარონ როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მიიღონ.
აღსანიშნავია, რომ „თუმო ქუთაისი“-ში სწავლა მოსწავლეებისთვის სრულად დაფინანსებულია, რაც პროგრამას ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
1785394965
1785394776
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
1784955300
ქორწინება სმარტფონიდან - უკრაინაში ონლაინ რეგისტრაციამ ერთ წელიწადში ტრადიციულ მოდელს სერიოზული კონკურენცია გაუწია2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში რეგისტრირებული ქორწინებების 38.3% სრულად ელექტრონულად გაფორმდა, რაც სახელმწიფო სერვისების გაციფრულების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ქვეყანაში 79 516 ქორწინება დარეგისტრირდა, აქედან 30 488 ონლაინ რეჟიმში. შედარებისთვის, 2025 წლის განმავლობაში რეგისტრირებული 165 587 ქორწინებიდან ელექტრონული ფორმით 18.4% გაფორმდა. შესაბამისად, ონლაინ რეგისტრაციის წილი ერთ წელიწადში 19.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ორ წელზე ნაკლებ დროში პრაქტიკულად გაორმაგდა. 2026 წლის მხოლოდ ექვს თვეში ელექტრონულად გაფორმებული ქორწინებების რაოდენობა უკვე დაახლოებით გაუტოლდა 2025 წლის მთელი წლის სავარაუდო მაჩვენებელს.„Diia-ს“ მობილური აპლიკაციის საშუალებით წყვილს შეუძლია შეიტანოს განცხადება, შეარჩიოს თარიღი, დაადასტუროს თანხმობა ელექტრონული ხელმოწერით და ვიდეოკავშირის დროს ოფიციალურად გააფორმოს ქორწინება. ცერემონია მაქსიმუმ 30 წუთს გრძელდება, ციფრული მოწმობა კი აპლიკაციაში ავტომატურად აისახება. სურვილის შემთხვევაში ქაღალდის დოკუმენტის ფოსტით მიღებაც შესაძლებელია. უკრაინა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქორწინების სრული სამართლებრივი პროცესი, განცხადებიდან ოფიციალურ რეგისტრაციამდე, მობილურ აპლიკაციაში გადაიტანა.სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის პირობებში, როდესაც მილიონობით უკრაინელი ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთაა გადაადგილებული, სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილი კი ფრონტის ხაზზე იმყოფება. „Diia-ს“ ინფორმაციით, 2026 წლის თებერვლისთვის ონლაინ ქორწინების სერვისით უკვე 40 ათასზე მეტ წყვილს ჰქონდა სარგებლობა, მათ შორის 1 700-ზე მეტ სამხედრო ოჯახს. ფიზიკური ადგილმდებარეობა რეგისტრაციისთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, რადგან ცერემონიაში მონაწილეობა სხვადასხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან შეიძლება.ეკონომიკური ეფექტი პირველ რიგში დროის, ტრანსპორტისა და ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვაში გამოიხატება. 2026 წლის პირველ ნახევარში ონლაინ დაქორწინებული 30 488 წყვილი 60 976 მოქალაქეს ნიშნავს. მხოლოდ პირობითი სცენარით, თუ თითოეულ ადამიანს სახელმწიფო ოფისში ერთი მისვლა და ჯამურად ორი საათი მაინც ეზოგება, მოსახლეობის დაზოგილი დრო დაახლოებით 122 ათას საათს აღწევს. ეს ოფიციალური ეკონომიკური შეფასება არ არის, თუმცა აჩვენებს სერვისის შესაძლო პროდუქტიულობის ეფექტს. ამას ემატება მგზავრობის, დოკუმენტების ბეჭდვისა და რიგში დგომის ხარჯების შემცირება, ხოლო სახელმწიფოსთვის მონაცემების ავტომატური შემოწმება და ელექტრონული ჩანაწერები ხელით დამუშავების საჭიროებას ამცირებს.ზუსტი საბიუჯეტო სარგებლის დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. უკრაინის ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, რა დაჯდა კონკრეტულად ონლაინ ქორწინების სისტემის შექმნა, რამდენია ერთი ელექტრონული რეგისტრაციის თვითღირებულება ან რამდენი ადმინისტრაციული თანხა დაიზოგა. ცნობილია, რომ სერვისი იუსტიციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროებმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად შექმნეს, ფინანსური და ინსტიტუციური მხარდაჭერა შვეიცარიულ-უკრაინულმა EGAP-ის პროგრამამ უზრუნველყო, ვიდეოკავშირის ტექნოლოგიური პარტნიორი კი Cisco გახდა. პროექტის ცალკე ბიუჯეტი საჯაროდ არ არის დასახელებული, ამიტომ კონკრეტული ფინანსური ეკონომიის მითითება მხოლოდ ვარაუდი იქნებოდა.მომხმარებლისთვის სახელმწიფო ქორწინების რეგისტრაციის საბაზისო მოსაკრებელი დაბალია და 0.85 გრივნას შეადგენს, თუმცა ონლაინ მომსახურების საბოლოო ფასი შეიძლება გაიზარდოს არჩეული თარიღის, დამატებითი მომსახურებისა და დოკუმენტის მიწოდების მიხედვით. სამართლებრივი კვლევების მიხედვით, სრული ონლაინ მომსახურების მაქსიმალური ღირებულება დაახლოებით 1 664 გრივნას აღწევდა, თუმცა ეს თანხა ყველა წყვილისთვის სავალდებულო გადასახადი არ არის.სერვისი 2024 წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში ამოქმედდა. 2026 წელს უკრაინის პარლამენტში დაიწყო მუშაობა ცვლილებებზე, რომლებმაც ონლაინ ქორწინება დროებითი ექსპერიმენტიდან მუდმივ სამართლებრივ მექანიზმად უნდა გარდაქმნას. პარლამენტის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუმცა მასალის მომზადების დროისთვის საბოლოო საკანონმდებლო პროცესი დასრულებული არ იყო. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია: სერვისი რეალურად მოქმედებს, მაგრამ მისი გრძელვადიანი სამართლებრივი სტატუსის საბოლოო გამყარება ჯერ კიდევ საპარლამენტო პროცესზეა დამოკიდებული.გაციფრულებას კიბერუსაფრთხოების ხარჯიც ახლავს. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ განხორციელებულმა მასშტაბურმა კიბერშეტევამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრები დროებით გათიშა, რის შედეგადაც ქორწინების, დაბადებისა და სხვა სამოქალაქო აქტების ონლაინ სერვისებიც შეფერხდა. ოფიციალური პირების განცხადებით, მონაცემების დაკარგვა არ დადასტურდა, თუმცა შემთხვევამ აჩვენა, რომ ციფრული სახელმწიფოს ფინანსური ეფექტიანობა მონაცემთა დაცვის, სარეზერვო სისტემებისა და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში მუდმივ ინვესტიციას მოითხოვს.ფართო სურათში ონლაინ ქორწინების პოპულარობა „Diia-ს“ მომხმარებელთა ბაზის ზრდას ასახავს. 2025 წლის ოქტომბრისთვის აპლიკაციას 23 მილიონზე მეტი უკრაინელი იყენებდა, მასში 33 ციფრული დოკუმენტი და 70-ზე მეტი მომსახურება იყო ინტეგრირებული, ხოლო სისტემასთან 25 ათასზე მეტი სახელმწიფო დაწესებულება და კომპანია თანამშრომლობდა. ქორწინებების თითქმის 40%-ის ონლაინ რეგისტრაცია მიუთითებს, რომ ელექტრონული სახელმწიფო უკრაინაში მხოლოდ ტექნოლოგიური პროექტი აღარ არის და მოქალაქეების ყოველდღიური ქცევის ნაწილად იქცა.საბოლოოდ, ინიციატივის მთავარი ეკონომიკური მნიშვნელობა მოსაკრებლების ზრდაში არ არის. მისი ღირებულება ბიუროკრატიული ტრანზაქციის შემცირებაში, მოქალაქეების დროის დაზოგვაში, სამხედროებისა და ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობაში და რეესტრების ავტომატიზაციაში მდგომარეობს. თუ 2026 წლის მეორე ნახევარშიც იგივე ტენდენცია შენარჩუნდება, ონლაინ ქორწინება უკრაინაში ალტერნატიული მომსახურებიდან სამოქალაქო რეგისტრაციის ერთ-ერთ ძირითად არხად გადაიქცევა.
1784870754
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში24 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +29 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.ომალოშიც იწვიმებს. დღისით +20 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
1784523504
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში20 ივლისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.სოხუმშიც მზეა, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც მზეა, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც მზეა მოსალოდნელი, +29 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები გორშიც, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +20 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღე იქნება გურჯაანშიც, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
1783920569
როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივლისს საქართველოში13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.სოხუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.ახალქალაქში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 იქნება.ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +30 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 12 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.ომალოში დღისით +22 ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.თელავში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.მზიანი დღეა გურჯაანში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღე იქნება, დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.


