1789107496
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ.
11 სექტემბერს, Biblusi-ს ფიზიკურ ფილიალებსა და ონლაინ გადახდისას, Student Card-ის მფლობელები 40%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 100 ლარს), ხოლო sCool Card-ის მფლობელები 40%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 50 ლარს) მიიღებენ.
შეთავაზების მისაღებად Student Card-ის მფლობელებმა ის მობილბანკში, ხოლო sCool Card-ის მფლობელებმა sCoolApp-ში უნდა გაააქტიურონ. გადახდა კი საქართველოს ბანკის ტერმინალით უნდა განხორციელდეს. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
ინფორმაციისთვის, Biblusi-ში მომხმარებლებს წიგნებისა და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, რაც შეთავაზებას კიდევ უფრო საინტერესო შესაძლებლობად აქცევს ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად ან უბრალოდ საყვარელი წიგნის ასარჩევად.
Biblusi-ს შეთავაზებასთან ერთად, საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათის მფლობელებს 200-მდე სხვა შეთავაზებითაც შეუძლიათ სარგებლობა. შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.



