შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

ბიზნესი 1773320761
RS

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.  

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი, პარტნიორულ ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე მისი მოადგილე მინდია გრძელიძე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ჰუგო დებრუა.