1715083062
სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს HACCP სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ
სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს 2023 წლის 1 ივნისამდე ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, HACCP-ის სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას, ასევე რისკების პრევენციის შედეგად ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა 2015 წლიდან სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვასთან დაკავშირებით, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებებისა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესოპერატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის არსებულ პრაქტიკაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღინიშნა, რომ წარმოებებში ახალი რეგულაციის ეფექტიანად დანერგვისა და ბიზნესის წარმოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სააგენტო ბიზნესსექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.
1715290669
„მიყვარხარ საქართველო“ - ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შოუ „ევროვიზიაზე“წელს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს შვედეთი მასპინძლობს. დღევანდელი დღე ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სცენაზე ჩვენი კონკურსანტი წარდგა.საქართველო ნუცა ბუზალაძემ წარადგინა სიმღერით "Firefighter". საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი ნომერიც შესთავაზა მაყურებელს. ნუცამ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. "მიყვარხარ საქართველო" - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველმა კონკურსანტმა გამოსვლა.ნუცას ბედი კონკურსში შესული ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეეძლოთ, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო. 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ნუცამ შეძლო ჩვენი ქვეყანა ფინალში გაეყვანა. ფინალში გადავიდნენ: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, საქართველო, სომხეთიცნობისთვის, სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. ნუცამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ "ევროვიზიისთვის" მუშაობის15-წლიანი გამოცდილება აქვთ.კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი - შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი - ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი - ნესტან სინჯიკაშვილია.🔵 შეგახსენებთ, საქართველო წელს "ევროვიზიის“კონკურსის მოსაგებად მეთექვსმეტედ ბრძოლობს. უკვე ექვსი წელია, რაც ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.🔵 შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში 2017 წელსაც მონაწილეობდა. მომღერალმა მაშინ მე-2 ადგილი დაიკავა.🔵 წლევანდელ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იანვარში, პირდაპირი გზით, შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა.
1715259000
11 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართებაწელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება 11 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება და მოიცავს არაერთ აქტივობას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.მათივე ცნობით, ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს გააერთიანებს.„გასული წლიდან ევროპის დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ აღვნიშნავთ. წელს პირველად საქართველო ევროპის დღეს ხვდება, როგორც კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ ეს ღონისძიება უფრო მასშტაბური იქნება. მას ხუთი პავილიონი და ექვსი ზონა დაეთმობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთიანობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების ამსახველი ფაქტები. ადგილზე დილის 11 საათიდან საღამოს რვა საათამდე ვიქნებით. ჩვენ, ასევე, აღვნიშნავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობას და ხაზს გავუსვამთ ევროკავშირის მიერ საქართველოს კეთილდღეობაში შეტანილ წვლილს. ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 130-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ნაწილსაც შეგიძლიათ სწორედ ევროპის დღეს გაეცნოთ. ევროკავშირსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ: ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, კანონის უზენაესობა თუ მრავალფეროვნება და წლევანდელი ღონისძიებაც ამ საერთო ღირებულებების აღნიშვნა იქნება. ამიტომ, მობრძანდით „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მზარდი ურთიერთობის აღსანიშნავად. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩიმ.ამასთან, როგორც „ევროპის დღის საუბრების“ მოდერატორმა დავით გორგილაძემ აღნიშნა, ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანები შეძლებენ ნახონ, როგორ ეხმარება ევროკავშირი, როგორც ყველაზე დიდი დონორი, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.„წელს ევროპის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო და ახალ აქტივობას შემოგთავაზებთ. მესამე პავილიონში შეგეძლებათ შეხვდეთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს თბილისიდან და რეგიონებიდან, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით საკუთარი ბიზნესი განავითარეს ან გააფართოვეს. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირს საქართველოს ეკონომიკაში. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია და ეს არის საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილურობისადმი ჩვენი ურყევი ერთგულების დადასტურება. იმედი მაქვს, გვეწვევით და საკუთარი თვალით იხილავთ, თუ როგორ დაეხმარა ევროკავშირი ქართველებს და ქართულ ბიზნესს“, - განაცხადა დავით გორგილაძემ.
1715243880
„გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს“ - როგორია სტატისტიკასაქართველოში აირზე და ბენზინ-აირზე მომუშავე ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში 10%-ზე ცოტა მეტია. საქსტატის ბოლო მონაცემებით, ამ ორი საწვავის ტიპით ქვეყანაში სულ 164 899 მანქანა მოძრაობს, საიდანაც 163 531 ბენზინ-აირზე მუშაობს, 1 368 ერთეული კი მხოლოდ აირზე. საერთო ჯამში (2023 წლის სრული მონაცემებით) ქართული ბაზარზე სულ 1.680 მლნ-ზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული.მიუხედავად ამ სტატისტიკისა, უცნობია, თავდაპირველ მდგომარეობაში რამდენი იყო ბუნებრივ აირზე და რამდენი ერთეულის გადაყვანა მოხდა შემდეგ. თუმცა როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აცხადებს, გაზზე გადაყვანილი მანქანები გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე დიზელზე მომუშავე ავტომობილები. მანვე აღნიშნა, რომ გაზზე მანქანების გადაყვანის ნაწილში პრობლემას ვერ ხედავს. მელაძის თქმით, პრობლემა ამ ნაწილში მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში ტექდათვალიერების დონე კვლავაც დაბალია და ნაკლებად ხორციელდება იმის შემოწმება, თუ რამდენად უსაფრთხოდ განხორციელდა მანქანის გაზზე გადაყვანა.„პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ტექდათვალიერების დაბალი დონე გვაქვს ქვეყანაში. მაგრამ მეორე მხრივ, გამონაბოლქვის კუთხით, გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე დიზელზე მომუშავე მანქანა. გაზის გამოყენებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რიგ ქალაქებში ავტომობილები ქარხნულადვე თხევად გაზზეა და საერთოდ არ აქვს ბენზინის ავზი“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ. ავტომფლობელების ნაწილი გაზზე გადაყვანას მისი დაბალი ფასის გამო მიმართავს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი, ფასები რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე გადავამოწმეთ და საშუალო ღირებულება ასე გამოიყურება:🔵 სუპერი - 3.72-ლარიდან 3.77-ლარამდე🔵 ევრო პრემიუმი - 3.05-ლარიდან 3.34 ლარამდე🔵 ევრო რეგულარი - 3.4-ლარიდან 3.17 ლარამდე🔵 ევრო დიზელი - 3.33-ლარიდან 3.39-ლარამდე🔵 გაზი - 1.55 ლარიდან 1.69-ლარამდე
1715236740
„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ევროპის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას“„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა დღეს „მწვანე შუქი აუნთეს“ ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოსთვის 30 მლნ ევროს დახმარების გამოყოფას.როგორც იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, იმავე ფონდიდან გამოიყოფოდა დახმარება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.„ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მლნ ევროს არალეტალური დახმარების გამოყოფას ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში - ეს არის იგივე ფონდი, რომელიც უკრაინას სამხედრო ნაწილში ფინანსურად ეხმარება“, - წერს X-ზე იოზვიაკი.
1715170000
ჯანმოს პროგნოზით, მომდევნო პანდემიის მიზეზი ადამიანების ფსიქიკური პრობლემები იქნებაჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის გამო, ახალგაზრდები იზოლაციაში იმყოფებოდნენ, რამაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა. შედეგად, გამოვლინდა, რომ მათში შფოთვები გაძლიერდა, მათ ჩვეულებრივზე დიდხანს სძინავთ და აქვთ სხვადასხვა სახის ფსიქიკური პრობლემა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.თურქეთში მყოფმა კლიუგემ ასევე განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად დადგა მედპერსონალის „გადაწვის“ საშიშროებაც.პანდემიით გამოწველ საფრთხეებს შორის კლუგემ ასევე დაასახელა გეგმური სამედიცინო მომსახურებების და ბავშვების ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნა. შედეგად, რეგიონის აღმოსავლეთ და დასავლეთში ნაწილებში წითელას შემთხვევების მატება ფიქსირდება.ამასთან, ჯანმოს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ პანდემიის გაკვეთილების გათვალისწინება მსოფლიოს მომდევნო პანდემიების დროს გამოადგება. კერძოდ, ეს ეხება პირველადი სამედიცინო დახმარების გაძლიერებას, რასაც მიზნად ისახავს 149 ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები „ეპიდემიის შეთანხმების“ მიღწევის მიზნით. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი უახლოეს პერიოდში უნდა მოეწეროს.„საკითხი არ დგას ისე, იქნება თუ არა პანდემია, არამედ - თუ როდის მოხდება ეს“, - განაცხადა კლუგემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მომდევნო პანდემიად ვაფასებ. მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდები იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რაც ასევე გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რაც ჩვენი სამსახურებიდან ვიცით, ახალგაზრდა ადამიანებში გაიზარდა შფოთვა და ძილის პრობლემები,“ - განაცხადა ჰანს კლუგემ.მისი თქმით, სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირში ყოველი მეექვსე ადამიანი სტრესს, შფოთვასა და ძილის პრობლემებს განიცდის, ზოგიერთ ქვეყანაში კი პატარა ბავშვები დღეში 6 საათს ატარებს ეკრანთან.ჰანს კლუგეს განცხადებით, ამას ემატება ის, რომ ახალგაზრდები შფოთავენ კლიმატის ცვლილებისა და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების გამო.„არსებობს მუდმივი კრიზისი და ეს გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჯანმრთელობა ეს არის არა მხოლოდ კარგი ფიზიკური, არამედ ძალიან ძლიერი ფსიქიკური მდგომარეობა“, - განაცხადა მან.წყარო: jandacva.ge